ამ დროისთვის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებები ძალაში ოფიციალურად არის შესული
თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომლითაც დროებით შეჩერებული იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის ყრილობის შედეგები. მათ შორის, დროებითი შეჩერება შეეხებოდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც, რომელშიც ლერი ხაბელოვმა ირაკლი მეძმარიაშვილი დაამარცხა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ოლიმპიური კომიტეტის ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებები ძალაში ოფიციალურად არის შესული, თუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დროებით შეჩერების გაუქმების შესახებ მოსარჩელე მხარემ (ამ შემთხვევაში ირაკლი მეძმარიაშვილის მხარემ) ზემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვალს იმსჯელა და განიხილა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საჩივარი, სრულად გაიზიარა საჩივრის არსობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 იანვრის განჩინება, რითაც შეჩერებული იყო 2016 წლის 23 დეკემბრის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო საანგარიშო ყრილობის შედეგების რეგისტრაცია. მათ შორის, კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები. შესაბამისად, სეოკ-ი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ დღეის მდგომარეობით სამართლებრივი თვალსაზრისით, ელემენტარული მინიმალური ეჭვის გამოთქმის უფლებაც არავის გააჩნია 2016 წლის 23 დეკემბრის საარჩევნო საანგარიშო ყრილობის კანონიერებასთან მიმართებაში. პროცესი გრძელდება, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შეჩერება, ამჟამად არის ასეთი სიტუაცია: სარჩელი არის შეტანილი მოსარჩელის მხრიდან, სადავო აქვს გამხდარი არჩევნების შედეგები, ამ საჩივარზე არსებითი განხილვა არ დაწყებულა, რადგან განხილული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც დროებით იყო შეჩერებული დროებითი რეგისტრაცია. თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა ძირითადი სარჩელის განხილვა", - განაცხადა ყანდაშვილმა.

23 დეკემბრის არჩევნების შედეგად ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ლერი ხაბელოვმა ირაკლი მეძმარიაშვილი დაამარცხა. ამის შემდეგ ირაკლი მეძმარიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის ამ მოთხოვნის ფარგლებში დროებით შეაჩერა არჩევნების შედეგები, რის შემდეგაც ასევე საქალაქო სასამართლოს მიმართა უკვე ოლიმპიურმა კომიტეტმა, დროებითი შეჩერების გაუქმების მთხოვნით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
ქართველ ოლიმპიელებს სეოკ-ში ახალი სპორტული ფორმები გადასცეს
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სეოკმა დაჯილდოება გადადო
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
თბილისის საქალაქო სასამართლო 16 მარტს ოლიმპიური კომიტეტის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს
სეოკ-ის პრეზიდენტი მომდევნო ოთხი წელი ლერი ხაბელოვი იქნება