15 თებერვალს, სპორტის ოლიმპიურ სასახლეში დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
15 თებერვალს, სპორტის ოლიმპიურ სასახლეში დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც მონაწილეთა სიმცირის გამო უჩვეულოდ ხანმოკლე გამოდგა, თუმცა, პირველი დღის მსგავსად, ორგანიზებულად და მშვიდად ჩატარდა.

- ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი წესრიგი, ძველი ფინალები

შედეგად, გამოირკვა კიდევ ოთხი წონის ბირთვი, რომელიც 2-7 მაისს სერბულ ნოვი სადში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის გააგრძელებს მზადებას.

66 კგ

ამ წონაში არ ჭიდაობდა შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორი, ოლიმპიადისა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი შმაგი ბოლქვაძე, მის არყოფნაში კი შანსი ყველაზე უკეთ სამტრედიელმა გოგა გოგიბერაშვილმა გამოიყენა. არადა, კონკურენტიც ღირსეული ჰყავდა - სენაკელი გიორგი დავითაია, თუმცა ამ წონას ანგარიშგასაწევი ახალგაზრდები სხვებიც ჰყავს.

გოგიბერაშვილმა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი პირველივე წრეში დაამარცხა და ფრიად დაძაბულ პაექრობაშიც - აჭარის გუნდის წევრ ედნარ შავაძეს 8:7 მოუგო, მერე კი ზღვისპირელთა კიდევ ერთ ფალავანს - მურად მიქელაძეს 6:3 აჯობა. ამას ნახევარფინალში ოზურგეთელ გიორგი გუჯაბიძესთან მოგებაც მიაყოლა: 7:5.

ამასობაში დავითაია ბევრად უფრო იოლად მიიწევდა ფინალისკენ. ტურნირში ისიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება, პირველ ორ შეხვედრაში კი "მშრალად" სძლია გარდაბნელებს - გიორგი მამნიაშვილს 3:0 მოუგო, ლაშა ებილაშვილს კი წმინდად სძლია, 8:0. ნახევარფინალში მას გაცილებით სოლიდური კონკურენტი ჰყავდა - აჭარელი არჩილ თურმანიძე, ვინც მართლაც დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა: 4:6. აღსანიშნავია, რომ თურმანიძემ პირველ წრეში წონის კიდევ ერთი აღსანიშნავი ფალავანი, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი, ოზურგეთელი ლევან ქავჟარაძე 2:6 დაამარცხა, ფინალი კი გოგიბერაშვილმა 4:3 მოიგო.

პირველი პერიოდი 1:1 დასრულდა, როცა ილეთი არ გაკეთებულა, ორივე მეტოქე კი პასიურობისთვის თითოჯერ დაისაჯა. კრიტიკული მომენტი მეორე პერიოდში მაშინ დადგა, როცა დავითაია ექიმთან საკმაოდ ხანგრძლივი "ვიზიტის" შემდეგ (ცხვირიდან სისხლი წასკდა) ხალიჩას დაუბრუნდა - ეტყობა, მობილიზება ვერ მოასწრო და სიტუაციის კონტროლიც ამიტომ დაკარგა, რადგან შეხვედრის განახლებისთანავე გოგიბერაშვილი წელში ისე იოლად შევიდა, დავითაიამ თავის დაცვაც ვერ მოასწრო და მხოლოდ წრიდან გაქცევა მოახერხა, რაც სომეხმა არბიტრმა 2 ქულით შეაფასა და სამტრედიელი ფალავანი 3:1 დაწინაურდა.

ცოტა ხანში მან უკეთ შეურჩია პოზიცია, როცა დგომში ორივე ქვევიდან ცდილობდა ბეჭებს ქვემოთ ხელის შეყოფას, მაგრამ ეს უფრო უკეთ გოგიბერაშვილმა შეძლო და სენაკელის დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც გადააგდო გარეთ - 4:1. ბოლო ნახევარ წუთში გოგიბერაშვილი მხიოლოდ თავს იცავდა, რისთვისაც 2 ქულით დაისაჯა და 4:3 მის სასარგებლოდ.

1. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია, ომეც)

2. გიორგი დავითაია (სენაკი)

3. მურად მიქელაძე, არჩილ თურმანიძე (ორივე - აჭარა)

75 კგ

ამ წონაში რამდენიმე ანგარიშგასაწევი ფალავანია: გიორგი დათუნაშვილი, მინდია წულუკიძე, ბაკურ გოგოლი და სხვები, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებული გელა ბოლქვაძე მოულოდნელი ჩემპიონია. ჯერ კიდევ შარშანვე, როცა ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობდა, მის მთავარ კონკურენტად ბოლქვაძე მიიჩნეოდა.

ბოლქვაძემ მეოთხედფინალში 4:2 მოუგო 23-წლამდელებში ქვეყნის ჩემპიონს, სენაკელ ბაკურ გოგოლს, ნახევარფინალში კი მარტყოფელ ბექა მამუკაშვილს 5:3 აჯობა.

ფინალის მეორე მონაწილე გარდაბნელი თორნიკე ძამაშვილი გახდა, ვინც ერთით მეტი შეხვედრა ჩაატარა: საკვალიფიკაციო ეტაპზე ილია გულბათაშვილს 2:1 აჯობა, წულუკიძესაც ასეთივე ანგარიშით მოუგო, მინდია ბოლქვაძეს კი 5:1 აჯობა.

ფინალი დაძაბული გამოდგა, პირველ პერიოდში კი მხოლოდ ერთი ქულა გაკეთდა - მსაჯებმა ძამაშვილი პასიურობისთვის დასაჯეს და ბოლქვაძე 1:0 დაწინაურდა. მეორე პერიოდი გაცილებით სანახაობრივი გამოდგა - პირველივე წუთზე ბოლქვაძემ პოზიციურ ჭიდილში აჯობა მეტოქეს, ზურგიდან მოექცა და ჩოქბჯენშიც ჩაიყვანა, რისთვისაც 2 ქულა მიიღო. თუმცა შეტევა გააგრძელა, მეტოქე აქაჩა და ჩინებულად დაატრიალა. ეს მართლაც მშვენიერი გდება მსაჯმა 4 ქულად შეაფასა, მაგრამ პროტესტის საფუძველზე გააუქმეს ზონის წესის დარღვევის გამო და ანგარიში ისევ 3:0 დარჩა.

ამან ძამაშვილს მოტივაცია გაუათკეცა და შეტევა გააძლიერა, ბოლქვაძემ კი უფრო ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა და დარჩენილ 2 წუთზე ოდნავ მეტ დროში გაფრთხილებებით 2 ქულაც დაკარგა, თუმცა ამის შემდეგ თვითონაც გაიყვანა წრიდან და 4:2 დაწინაურდა.

მანამდე ძამაშვილს ნერვებმაც უმტყუნა და ერთხელ მსაჯსაც წაეკამათა, ბოლო წამებზე თავზე გადახტომაც სცადა, თუმცა ბოლქვაძემ კარგად დაიცვა თავი.

1. გელა ბოლქვაძე (აჭარა)

2. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)

3. ბაკურ გოგოლი (სენაკი, ომეც), მინდია წულუკიძე (აჭარა).

85 კგ

ამ წონაში ძველმა ლიდერმა, ევროპის შარშანდელმა გარდაბნელმა ფინალისტმა რობერტ კობლიაშვილმა გაიმარჯვა, ვინც ფინალში ბაღდადელ ევროპის მესამეპრიზიორ მათე სოფაძეს 2:2-ზე, ბოლო ქულის დამსახურებით აჯობა.

აქ მეტოქეებმა ყველა ქულა ერთმანეთის პასიურობისთვის მიიღეს, "ბეწვის ხიდზე" კი კობლიაშვილმა გაიარა. პირველი პერიოდი 1:1 დასრულდა, მეორეში კი, მსაჯთა გადაწყვეტილებით, სოფაძე 2:1 დაწინაურდა. ვერ ვიტყვით, რომ ამის შემდეგ ის პასიური იყო, თუმცა კობლიაშვილიც ცოტა გააქტიურდა და დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე მისცეს ქულა, რამაც ანგარიშიც გაათანაბრებინა და ჩემპიონიც გახადა.

ფინალამდე კობლიაშვილმა ასეთი გზა განვლო: გიორგი ბოლღაშვილს წმინდად, 8:0 სძლია, იონა ფირცხალავას და შალვა ხაჩიძეს კი ერთნაირი ანგარიშით, 4:0 აჯობა. სოფაძემ ტარიელ კეკელიძეს 2:0, ქვედა წონიდან ამონაცვლებულ ნიკოლოზ კელასოვს კი 4:1 მოუგო.

1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)

2. მათე სოფაძე (ბაღდადი)

3. ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა), შალვა ხაჩიძე (თბილისი).

130 კგ

ამ წონაში სულ ოთხი მონაწილე გამოდიოდა, ანუ მედალი ყველას გარანტირებული ჰქონდა. საკითხავი მხოლოდ ის იყო, იაკობ ქაჯაიას და ზვიად პატარიძის არყოფნაში ვის დარჩებოდა გამარჯვება.

საბოლოოდ წრიული სისტემით მიმდინარე ამ შეჯიბრებაში ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, დოპინგისთვის დისკვალიფიკაციამოხდილმა ლევან არაბულმა იმარჯვა, ვერცხლი კი ახალგაზრდებში ევროპის თბილისელ ჩემპიონ ბექა კანდელაკს დარჩა. ამათ უშუალო დაპირისპირებაში არაბულმა 9:4 იმარჯვა.

1. ლევან არაბული (მცხეთა)

2. ბექა კანდელაკი (თბილისი)

3. სანდრო დიხამინჯია (თბილისი), შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია
ლუის ენრიკე: საფონოვზე დაქორწინებული არ ვარ
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
პოლონეთის ტურნირი: ქართველთა პოლონური გამოფენა - 3 ოქრო და 7 ბრინჯაო
დღეს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი "ბერძენ-რომაელები" იასპარეზებენ
ოლიმპიური დილემის წინაშე - "კლასიკოსებში" ყველაფერი თავდაყირა დადგა
2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - საქართველოს ჩემპიონატის გამეორება თურქეთში
მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ დათუნაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!
მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრინჯაოსთვის მხოლოდ დათუნაშვილი იბრძოლებს
ევროპის ჩემპიონატი: რობერტ კობლიაშვილი ფინალში გავიდა
ქართულმა გუნდებმა ირანში "ტახტის თასზე" გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს
საქართველოს კლასიკური ჭიდაობა: ყველა გამარჯვებული გამოვლინდა, გუნდური აჭარას ერგო
დოპინგ-სკანდალი: ექვსი ბრალდებული ქართველი მოჭიდავის სავარაუდო ვინაობა
ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ "ᓑᓔᓠᓫᓔᓜ-ᓠᓝᓛᓐᓔᓚᓔᓑᓘᓡ" ᓨᓔᓛᓐᓓᓒᓔᓜᓚᓝᓑᓐ ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓪᓜᓝᓑᓘᓚᓘᓐ
ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ "ᓑᓔᓠᓫᓔᓜ-ᓠᓝᓛᓐᓔᓚᓔᓑᓘ": ᓙᓐᓢᓝᓕᓘᓪᓔ, ᓘᓛᓔᓓᓔᓑᓘᓡ ᓥᓐᓚᓐᓥᓘ
"თავისუფალთა" ახალგაზრდულმა ნაკრებმა "ნახჭევანის თასზე" ბრინჯაო მოიპოვა
დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვსივე ქართველ მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მოეხსნა
მსოფლიოს ჩემპიონატი: მესამე ბრინჯაო არ შედგა
საქართველოს "ბერძნულ-რომაული" ნაკრების 6 მედალი რუმინეთიდან
სამჯერ 9:0 და ქართველი გოლიათი ლევან არაბული ევროპირველობის ფინალში გავიდა [VIDEO]
[VIDEO] 18 წლის ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი: სამი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
U23. ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები: ვარშავა გაირკვა, ბაქო გაურკვევლობაშია
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
სოფიის ტურნირი: ქართველი ახალგაზრდების 9 მედალი პირველ დღეს
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები "ტახტის თასზე" ფინალში დამარცხდა
მოჭიდავეებმა ისევ გაგვაოცეს - პრესკონფერენცია სპორტის სამინისტროში
სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
ლევან ქავჟარაძის ბრწყინვალე გდება სტამბულის ტურნირზე [VIDEO]
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ქართველი მოჭიდავეები სეზონს "ტახტის თასით" გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღის ანონსი: დღეს ჩვენი ლიდერები გამოვლენ
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა