"ლეგიას" ქართველი ნახევარმცველის ვრცელი ინტერვიუ მატჩის წინ
ამაღამ, ჩვენი დროით პირველის ხუთ წუთზე, ევროპალიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ვარშავის "ლეგია" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლებს. თამაშის წინ პოლონური მედიის ყურადღების ცენტრში ვაკო ყაზაიშვილი მოექცა.

ეს ბუნებრივია, რადგან "ლეგიას" ქართველი ნახევარმცველი ჰოლანდიური "ვიტესიდან" გადავიდა პოლონეთში. თანაც, ვაკოს სამჯერ ჰყავს გამწარებული "აიაქსი" (ორჯერ ჩემპიონატში, ერთხელ თასზე), შარშან კი ბევრს წერდნენ ქართველი ფეხბურთელით "აიაქსის" დაინტერესებაზე. შეგახსენებთ, რომ ამსტერდამულ კლუბს ვაკოს ყოფილი თავკაცი პეტერ ბოში ხელმძღვანელობს.

ყაზაიშვილი პოლონურ przegladsportowy.pl-ის ესაუბრა:

აიაქსზე

ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ "აიაქსს" ვხვდებით. ჰოლანდია საქართველოს შემდეგ ჩემი მეორე სამშობლოა. იქ ძალიან კარგი დრო გავატარე. "აიაქსის" თავკაცს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცნობ ფეხბურთელებსაც. ძალიან მსურს, მათ თავი შევახსენო. ძალიან ბევრი ჰოლანდიელი ჟურნალისტი დამიკავშირდა და მატჩის შესახებ შემეკითხა.

"აიაქსი" ახალგაზრდული გუნდია, ტალანტებით გაჯერებულია, მაგრამ გუნდში ყოველთვის კარგია გამოცდილი ფეხბურთელების ყოლაც. ვიტყვი, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარი გვაქვს. რომელიც უფრო მეტად იბრძოლებს და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის გუნდი მოიგებს.

ამსტერდამში "აიაქსი" აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. არ ვიცი, როგორ იქნება ვარშავაში, მაგრამ მეტოქეს ძალიან უყვარს შეტევა, მისი სათამაშო სტილი ასეთია. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ "აიაქსი" მეორე ადგილზეა, ის უფრო ძლიერია, ვიდრე "ფეიენოორდი", რომელიც ახლა ლიდერობს. მწვრთნელი ჯერ ახალია, ახლები არიან ფეხბურთელებიც, ასე რომ, "აიაქსი" კიდევ მოუმატებს.

"აიაქსის" ძალა რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ: ზიეხი, დოლბერგი, ტრაორე... ასევე, შიონე, რომელიც ძალიან სახიფათოა სტანდარტულების დროს.

"ლეგიას" დიდი შემტევი პოტენციალი აქვს და თავისუფლად შეგვიძლია, ვარშავაში რამდენიმე გოლი გავუტანოთ. ყველაზე უკეთ მათ გუნდში ტრაორეს ვიცნობ, რომელთანაც ერთად მითამაშია. მასთან ჯერ არ მილაპარაკია, თუმცა მესიჯი გავუგზავნე და თამაშის მერე ვილაპარაკებთ.

ძველი მატჩები და გოლები

რამდენიმე გოლი გავუტანე მათ, ყველაზე კარგად 4:0 მახსოვს, ამ ანგარიშით დავამარცხეთ "აიაქსი" ჰოლანდიის თასზე, თან ეს ამსტერდამში მოხდა. ფაქტობრივად, სასწაულია. ერთხელ გამარჯვების გოლი გავუტანე, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ადრეული გოლი ჰოლანდიის ჩემპიონატში.

აიაქსის თავკაცი

პეტერ ბოშთან ერთად "ვიტესში" 3 წელიწადი ვიმუშავე, ეს იყო საუკეთესო დრო ჩემთვის. მე მას ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან მწვრთნელად მივიჩნევ. ის ძალიან ბევრს ესაუბრა ფეხბურთელებს, გუნდში ოჯახის ატმოსფეროს ქმნის, თუ საჭიროა, დაყვირებაც შეუძლია. სხვათა შორის, ამით ძალიან წააგავს მაგიერას, უბრალოდ, ბოში უფრო შემტევი ფეხბურთის მომხრეა.

არკადიუშ მილიკზე

რა თქმა უნდა, "აიაქსი" ძალიან დაასუსტა არკადიუშ მილიკის წასვლამ. ის ჰოლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო და ბევრი გოლი გაჰქონდა "აიაქსისთვის", ახლა მის როლს დოლბერგი ასრულებს. დოლბერგიც ძალიან კარგია, მაგრამ მილიკის დონემდე ჯერ უკლია. უბრალოდ, ის ძალიან ახალგაზრდაა და მომავალი წინ აქვს.

"ლეგიაში" გატარებულ დროზე

"ლეგიაში" დებიუტი "ბორუსიასთან" მატჩში მქონდა, სულ სამი დღის ჩამოსული ვიყავი ვარშავაში. ძალიან ძნელი იყო, რამე ხეირიანი მეჩვენებინა. მაშინ წერდნენ, რომ ფეხბურთელებს ნომრების მიხედვით ვეძახდი. ეს არ არის სიმართლე, თუმცა მოკლე დროში 25-ვეს სახელს მართლა ვერ დავიმახსოვრებდი.

ვადასტურებ, "ლეგიაში" ადაპტაციისთვის დრო ნამდვილად დამჭირდა. "ვიტესში" იოლი იყო, სამი თანამემამულე გვერდში მყავდა, პრეზიდენტიც კი ქართველი იყო. აქ კი ჩამოვედი ახალ ქვეყანაში მარტო, ყველას გაუჭირდებოდა. ახლა გაცილებით უკეთესი სიტუაციაა.

"არკასთან" მატჩი ჩემთვის საუკეთესო არ იყო კარიერაში, თუმცა შევეცადე, ფანებისთვის მეჩვენებინა, რომ გოლის გატანის ან პასის მიცემის გარდა, სხვა რამეებიც მეხერხება მოედანზე - უბურთოდაც შემიძლია თამაში. "აიაქსთან" თამაშისთვის მზად ვარ, მაგრამ არ ვიცი, მათამაშებს თუ არა სასტარტოში მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრებზე

არცთუ დიდი ხნის წინ პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე. მაშინ პოლონეთმა 4:0 მოგვიგო, თუმცა ეს არ იყო იოლი მატჩი თქვენთვის. კარგა ხანს მატჩი დაბალანსებული იყო, სანამ ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიკი არ შეასრულა. არ მეგონა, თუ ასე მალე მომიწევდა ვარშავაში თამაში.

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
პეტერ ბოში: "ოქროს ბურთს" რონალდოს კი არა პიერ-ემერიკ ობამეიანგს გადავცემდი
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
legionisci.com: ვაკო გვილია თანაგუნდელის ზურგსუკან "იმალებოდა", ორთაბრძოლებს აგებდა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
აიაქსი VS მანჩესტერ იუნაიტედი - ფინალი, რომელიც ტერაქტმა გააუფერულა
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
ვაკო გვილია გიბრალტარულ ფრეს თვითკრიტიკულად აფასებს: ასე თამაში არ შეიძლება
ვაკო გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" გაიმარჯვა
ევროპალიგა. 1/2-ფინალი: თითქმის სასწაულები... ფინალი მაინც მანჩესტერი-აიაქსია [VIDEO]
პეტერ ბოში: ობამეიანგი ძალიან ცუდი ფეხბურთელია და "რეალის" დონე არაა... ვხუმრობ
ვაკო გვილიამ "ლეგიას" გამარჯვება 90+4-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]
გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს ისევ პეტერ ბოში გაწვრთნის?
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
გვილიას საჩემპიონო მატჩის ელის: შეიძლება მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა, მაგრამ...
ვაკო გვილია: შეცვლაზე შესვლისას ჩემი ამოცანა გოლის გატანა იყო
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ევროპალიგა. ფინალი: როცა პოეტები ტიტულებს იშვიათად იგებენ [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა