რა გახდა პოლონურ გუნდში 21 წლის ქართველი მცველის უთამაშებლობის მიზეზი

ბოლო ორი ტურია, "შლიონსკის" შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი ვეღარ ხვდება. პოლონურ მედიაში ინფორმაციაც კი გავრცელდა, 21 წლის მცველს კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილიო...

Sportall.ge დვალს პოლონეთში დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, რატომ ვეღარ ხვდება ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში და რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია.

- ამას წინათ, შეკრებაზე ვიყავით და სპორტულმა დირექტორმა ჩემთან ლაპარაკი ისურვა. მკითხა, მსურდა თუ არა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის გამოცვლა, რაზეც ვუპასუხე, რომ არა, მსურს ჩემპიონატი ჩავამთავრო და კლუბს მაღალი ადგილის დაკავებაში დავეხმარო-მეთქი. მითხრა, რომ მისთვის და მწვრთნელისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი იყო და რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ...

გავიდა ორი კვირა და კლუბში მოვიდა სერბი ნახევარმცველი, შეიცვალა მთავარი მწვრთნელიც. მოგეხსენებათ, სერბეთი არ არის ევროკავშირის წევრი, ექსტრაკლასაში კი ასეთი ქვეყნის ფეხბურთელებზე ლიმიტია - კლუბს მოედანზე მხოლოდ ორი არაევროკავშირელი შეუძლია ჰყავდეს. "შლიონსკის" ფორვარდი იაპონელია. კლუბში თუ ვინმე გოლს იტანს, ისაა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "შლიონსკი" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა დატოვა. მან კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ამ პოზიციაზე გაძლიერება გვჭირდებოდა. ამიტომ მოიყვანეს სერბი ფეხბურთელი, ჩემს პოზიციაზე კი დადგა ფეხბურთელი, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია.

ჩემი აზრით, პორტუგალიელის მიერ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა შუა სეზონში და სერბის მოყვანა ერთმანეთს ძალიან ცუდად დაემთხვა. არ ვიცი, რატომ მოიყვანეს სერბი. ალბათ, ფინანსურად ყველაზე მიმზიდველი ეს ვარიანტი იყო. არ ვამბობ, რომ ცუდი ფეხბურთელია, ორივე თამაში ნორმალურად ჩაატარა, მაგრამ მე ეს ცუდ დამთხვევად მიმაჩნია.

- ანუ ეჭვი გაქვს, რომ ეს ყველაფერი განზრახ გაკეთდა?

- არა, არა. კლუბში ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, პატივს მცემენ და გამოვრიცხავ, რომ ჩემ გამო მოეყვანათ არაევროკავშირელი ფეხბურთელი.

ეს ფეხბურთია და მას ახლავს რთული ეტაპები. ამგვარი სირთულეები არ მაშინებს. ახლა საკუთარ თავთან მუშაობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება მმართებს. კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები და იჯარით გაშვებას ვთხოვ. სათამაშო პრაქტიკა მჭირდება.

პოლონეთში სატრანსფერო ფანჯარა თებერვლის ბოლომდეა ღია. ვიცდიდი, მათამაშებდნენ თუ არა ბოლო ორ ტურში და რადგან ერთი წუთიც კი არ მათამაშეს, დავგეგმე შეხვედრა ხელმძღვანელობასთან და გავაცნობ გეგმებს. დიდი შანსია, უარი მითხრან და არ გამიშვან, რადგან ჩემი ყოფნა სურთ. 2-3 მოთამაშიდან რომელიმემ ტრავმა რომ მიიღოს, ან მატჩის გამოტოვება დისკვალიფიკაციის გამო მოუხდეს, თამაში მე მომიწევს, ჩემი წასვლის შემთხვევაში კი არ მგონია, გამოუცდელ ფეხბურთელს დაეყრდნონ. სიტუაციას ეს ართულებს...

- ნაკრებზეც გკითხავ. სერბეთთან მნიშვნელოვანი მატჩი ახლოვდება. გაქვს თუ არა მთავარ მწვრთნელთან კონტაქტი და რამდენად გაქვს იმედი, რომ ბოლო ტურებში უთამაშებელს გამოგიძახებს?

- არ მაქვს მწვრთნელთან კონტაქტი და წარმოდგენა არ მაქვს, ვიქნები თუ არა განაცხადში.

სოსო
ჩემს პოზიციაზე ნახევარმცველი დააყენესო.ეს გუნდს წაადგება?ალბათ ცოტა ფორმაც დაკარგა,თორემ დაცვას არავინ დაასუსტებდა.
ფაშა ძლიერი
მოკლედ ან ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშიორის წევრი, ან ევროკავშირი დაიშალოს. მეორე უფრო რეალურია.
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
"ეს ჩვენი ომი არ არის" - "შეაჩერეთ პოლონეთის უკრაინიზაცია" - "შლიონსკის" ფანები მეზობლების დახმარებას აპროტესტებენ
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
Przegladsportowy.pl: ლაშა დვალს "შლიონსკის" დატოვება სურს
ლაშა დვალი პოლონურ "შლიონსკში" დაბრუნდა
ლაშა დვალი ზაფხულამდე პავლოდარის "ირტიშში" ითამაშებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლაშა დვალი: ამ მატჩის წინ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ლაშა დვალი: ჩემთვის მნიშვნელოვანი თამაშია და "შლიონსკში" გამიგეს
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები