Sportall.ge-მ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველს საბა ლობჟანიძესთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა
Sportall.ge თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველ ლევან სალუქვაძეს თურქეთში დაუკავშირდა და საბა ლობჟანიძესთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, "დინამოს" მეორე გუნდში ივარჯიშებს.

- კახა კაჭარავას გადაწყვეტილებით, საბა ლობჟანიძე ჩამოშორებულია ძირითად გუნდს

- რატომ სჯის თბილისის "დინამო" საბა ლობჟანიძეს

ამჟამად ლევან სალუქვაძე გუნდთან ერთად თურქეთში იმყოფება.

- გავიგეთ, რომ მომხდარის მიზეზი ლობჟანიძის კონტრაქტია. ასეა?

- არ არის ასე მარტივად საქმე, რომ ან "დიახ" გიპასუხოთ, ან - "არა". დასრულდება შეკრება, ჩამოვა გუნდი თბილისში და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გავცემთ.

"დინამო" გამჭვირვალეა საზოგადოებისთვის და აქ არანაირი ინფორმაცია იმალება. უბრალოდ, არ გვსურს ამაზე სოციალური ქსელებითა თუ სხვა საშუალებებით ვისაუბროთ. როგორც კი ჩამოვალთ, დაინიშნება პრესკონფერენცია და შემდეგ ვისაუბროთ ლობჟანიძის საკითხზე.

- გულშემატკივართა ნაწილი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა...

- კი, შეიძლება ზოგიერთი გულშემატკივარი გაკვირვებული იყოს, მაგრამ გთხოვთ, ნუ მოვახდენთ საკითხის დრამატიზებას. მსგავს გადაწყვეტილებას სხვადასხვა დროს უამრავი კლუბი მიმართავს. მერწმუნეთ, რომ ჩამოვალთ, ყველა კითხვას გავცემთ პასუხს.

- ზოგადად, "დინამოში" სადამსჯელო სანქციები რამდენად მკაცრია?

- მკაცრია და ეს კარგიცაა. კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო, ხომ გაგიგონიათ (იცინის)?! რატომ უნდა იჩხუბოს ფეხბურთელმა თამაშის დროს ან რატომ უნდა ჰქონდეს შეკრების ბოლოს ზედმეტი წონა? ყველამ იცოდეს, რომ კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა დისციპლინას მოითხოვს.

fcdt
სრულიად უსამართლოდ მიმაჩნია ლობჟანიძის დასჯა, არ უნდა კონტრაქტის გაგრძელება და ამის გამო უნდა დაისაჯოს? (სანამ ჩამოვლენ მოიფიქრებენ მიზეზს რატომაც გაუშვეს 19-წლანდელებში,რამეს დააბრალებენ) პ.ს ეს არც პირველი იყო და არც ბოლო იქნება. ამიტომ ვერ ვითარდება ქართული ფეხბურთი))
კოტე
მიდი, მიდი ლევან, კარგად ჩახლართე, პირდაპირ თქმა ეგეთი რაღაცეების როგორ შეიძლება! რა შუაშია დისციპლინა კონტრაქტის გაფორმენასთან - უნდა გააფორმებს და უნდა არა.
თენგო
მერე გვიკვირს რუსები რატომ ჩაგრავენო ჩვენს ბიჭებს.აგერ ბატონო რას უშვება ქართველი ქართველს.არ ისურვა ამ ბიჭმა კონტრაქტის გაგრძელება გაუშვეს დუბლებში,არადა ნაკრებში გამორჩეული ბიჭი იყო.ე/ი რა გამოდის არ გინდა დინამოში თამაში? დაგინგრევთ კარიერასო .ასეთები ვართ ჩვენ.და სხვების უსამართლობა გვიკვირს.
bate
გუნდმა მესამე თამაში მოიგო, იქნებ გაიხაროთ. ძალიან მონდომბულია კაჭარავა და ბიჭებიც. აცადეთ და უგულშემატკივრეთ
gela
ძალიან კარგად ითამაშა დღეს დინამომ, მონდომებულია მწვრთნელიც, ფეხბურთელებიც და ყველა. დისციპლინა აუცილებელია ყველა გუნდში
დინამო
ამანაც დაიწყო ეხლა პოლოტიკოსობა, პირდაპირ თქვი რააა არ აგრძლეებს და ამიტომ დაისაჯა, სავსებით ლოგიკურია...
Manoni
ეს კიდევ რას ბოდიალობს დინამოსჰი დისციპლინაარისო სასაცილოა.სჰენ ტოტალიზარს მიხედე ბიჰოოო
gONG
რეებს როშავთ, რა დისციპლინა თუ ფული გინდათ გაყიდეთ,თუ არა და შეეშვით მაგ ბიჭს.დინამომ რომ გაყიდვა დაუპიროს ფეხბურთელს,რომელსაც პირობები არ აწყობს,გაყიდის& ვერა.ლობჟანიძე თუ ძედმეტი წონით ნაკრებშიც საუკეთესო იყო ყოჩაღ მაგას.ვინც გასაყიდი იყო ისინი გაყარა დინამომ 3 წლის წინ უფასოდ და ეხლა რას მიჰქარავს.
dato
რა ზედმეტი წონა, კაცი ცხენივიტ დარბოდა, ან რა ბოქსაობა, კონტრაქტის არ გაგრძელება არ ნიშნავს მის დარღვევას!!! ფეხბურთელებს უსამარტლოდ ექცევიან! ან იქნებ წონის დაკლება კი არა მომატება სჭირდემა ისე როგორც, ნეიმარს ბარსაში სპეციალურად მოამატებინეს! ცნობილი ფეხბურთელებიდან კი არც ბენზემა და იგუაინი დაუსჯიათ წონის გამო მითუმეტეს ასე მკაცრად!!! თუ რამე პრობლემა ქონდა ამ მხრივ უცებ მოგვარდებოდა! ცხუბით კი სულ ცოტა ხნის წინ დინამოსვე მოთამაშეებმა იჩხუბეს ერთმანეთში თამაშის დროს და ამხელა სასჯელი მათ არ მიუღიათ. კონტრაქტს რაც შეეხება: ფეხბურთელის მხრიდან კონტრაქტის არ გაგრძელება არ ნიშნავს მის დარღვევას!!! ხოლო ხელშეკრულების დასრულებამდე, კლუბის მხრიდან ფეხბურთელის დასჯა იმის გამო, რომ მას არ სურს ხელშეკრულების გაგრძელება(!) სამართლებრივად არის დანაშაული (საფეხბურთო რეგულაციებით) მოთამაშეს მოქმედი კონტრაქტის დასრულებამდე ექვსი თვით ადრე შეუძლია-უფლება აქვს იზრუნოს საკუთარ მომავალზე, კერძოდ, აწარმოოს მოლაპარაკება სხვა კლუბებთან! მოცემულ შემთხვევაშიც კი თუ შესაძლოა, რომ ადგილი აქვს ზემო აღნიშნულს, ეს არ ნიშნავს მოტამაშის მიერ კონტრაქტის დარღვევას! P.S. საბა ფეხბურთის ნაღდი გულშემატკივრები შენს გვერდით დგანან!
Mishka
კარგია. თამაშის აზე არ არიან და რამხელა ამბიციები აქვთ
goga
აბსოლუტურად მართალია, დისციპლინის გარეშე არ გამოვა არაფერი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა