ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პლუსები და მინუსები - "ბარსელონაში" იურგენ კლოპის ჯერია?

პლუსები და მინუსები - "ბარსელონაში" იურგენ კლოპის ჯერია?

იურგენ კლოპი "ბარსელონაში" მუშაობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
ლუის ენრიკეს წყალი შეუდგა. როგორც ასეთ დროს ხდება, მედია უკვე მსჯელობს "ბარსელონას" მწვრთნელის სავარაუდო შემცვლელებზე. კანდიდატურებს შორის ყველაზე ხშირად იურგენ კლოპის პერსონა ფიგურირებს. მოდი, ვიმსჯელოთ იმ პლუს-მინუსებზე, რაც კატალონიურ გრანდში გერმანელის გამწვრთნელებას შეიძლება ახლდეს...

პლუსი

სტილი

ვინც უნდა გახდეს "ბარსელონას" ახალი თავკაცი, ამ ლეგენდარულ კლუბს აქვს თავისი ურყევი ფილოსოფია და ხელმძღვანელობაც მწვრთნელს იმ კრიტერიუმების მიხედვით არჩევს, რაც სანახაობრივ ფეხბურთს უკავშირდება. დაგვეთანხმებით, ძალიან ძნელია, წარმოიდგინო პრაგმატული, მკაცრ ტაქტიკურ სქემებს მორგებული "ბარსელონა".

ამ მხრივ, "კამპ ნოუზე" მცირე შანსები ექნებოდათ ანტონიო კონტესა და ჟოზე მოურინიოს, აი, იურგენ კლოპი კი, თავისი მენტალიტეტითა და საფეხბურთო ხედვებით, სრულად შეეფერება "ბლაუგრანას" ამ ყბადაღებულ ფილოსოფიას.

ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ დღევანდელ პრემიერლიგაში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ კლოპის "ლივერპული" თამაშობს. ამის დასტურად, თუნდაც, გატანილი გოლების რაოდენობა გამოდგება (54, ისევე, როგორც "არსენალს").

მეორე მხრივ, თუკი "წითლები" ვერ არიან დღეს ინგლისური ელიტის სათავეში, ეს სხვა პრობლემების ბრალია. შემადგენლობის მთლიანი ღირებულებით (371 მილიონი ევრო) "ლივერპული" მხოლოდ მეექვსეა პრემიერლიგაში და ასეთ ვითარებაშიც კი, კლოპს არ ეშინია, მრისხანე მეტოქეებს თავს მოახვიოს გახსნილი ფეხბურთი.

ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორ გამოძერწავს კლოპი "თავის" "ბარსელონას", სადაც საამისოდ გაცილებით ხარისხიანი მასალა ექნება. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ის მოაგვარებს საქმეს ისე, რომ დიდი სამეული (მესი, ნეიმარი, სუარესი) გუნდის ორგანიზმისგან მოწყვეტილი არ იყოს. ვფიქრობთ, "ბარსას" ნამდვილად არ აწყენდა ისეთი მოთამაშე, როგორიც ადამ ლალანაა, რომელიც კლოპის ხელში სულ სხვანაირად გამოჩნდა.

ქარიზმა

ის, ვისაც მიაჩნია, რომ "ბარსელონას" დონის გუნდებში მწვრთნელებს ნაკლები როლი ენიჭებათ, ძალიან ღრმად ცდება. დიდ გუნდს აუცილებლად სჭირდება ნამდვილი მწვრთნელი-ლიდერი, რომელიც მოკაშკაშე ფეხბურთელების ფონზე არ დაიჩრდილება. ლუის ენრიკეს პრობლემაც სწორედ ეს არის. ის ვარსკვლავების ჩრდილშია, განსხვავებით მისი წინამორბედის, ხოსეპ გვარდიოლასგან, რომელიც "ბარსაში" მუშაობისას ყოველთვის უმთავრესი ფიგურა იყო.

კლოპის ქარიზმატულობასაც ვერ დავაყენებთ ეჭვქვეშ. ეს მას ყოველთვის დაჰყვება გუნდიდან გუნდში. ის თავის ზღვა ენერგიას ფეხბურთელებს უნაწილებს, მაგრამ მაინც ახერხებს, იყოს ზეემოციური, იყოს თამაშში ჩართული თავიდან ფეხებამდე, რაც მის შეგირდებსაც არ აძლევს მოდუნების უფლებას.

მზადყოფნა

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კლოპი კარგა ხანია, მომწიფდა გაცილებით დიდ კლუბში სამუშაოდ. მის ყველა გუნდს განსაზღვრული ჰქონდა ჭერი, რომელსაც, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ გასცდებოდა. არადა, ბუნდესლიგაში ორგზის გამარჯვებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, თითქოს, მისი საქმიანობა გრანდებსაც უნდა დაეფასებინათ. მართალია, მედია ყოველთვის წერდა მისით "რეალის", "ბაიერნის", "იუნაიტედის", თვით "ბარსელონას" ინტერესზეც კი, მაგრამ საბოლოოდ, ის აღმოჩნდა "ლივერპულში", რომელსაც აშკარად დაატყო თავისი ხელი.

კლოპს ზურგს უმაღლეს დონეზე მუშაობის 16-წლიანი პრაქტიკა უმაგრებს. არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ მას "ბარსელონაში" გამოუვა ის საქმე, რასაც მისგან ელიან, მაგრამ შანსს კი ნამდვილად იმსახურებს.

მინუსი

ფასი

"ლივერპულის" ხელმძღვანელობა წინა ნახევარი სეზონით კმაყოფილი დარჩა და ზაფხულში კლოპს კონტრაქტი გაუგრძელა და "ენფილდზე" 2022 წლამდე დატოვა. ასეთ შემთხვევაში, "ბარსელონას" ძალიან ძვირი დაუჯდება "წითლებთან" კომპენსაციაზე მორიგება, რაც აუცილებლად მიუკაკუნებს დაახლოებით 5-6 მილიონ ევროს.

ფინანსურ "ფეარ პლეისთან" მწყრალად ყოფნის გამო კატალონიელები თვით ლიონელ მესისაც ვერ უგრძელებენ ხელშეკრულებას. ეს პრობლემა რომ გადაჭრას, "ბარსას" უფროსობა მზად არის, შეელიოს რამდენიმე ფეხბურთელს და გამოთავისუფლებული თანხა მესის ახალი კონტრაქტისთვის "გადაისროლოს". ასეთ დროს კი ახალი მწვრთნელის დაქირავება, რომელსაც დამატებითი სოლიდური ფინანსური სახსრები დასჭირდება, ეკონომიკურად მიუღებელი უნდა იყოს "ბლაუგრანას" ბორდისთვის.

გამოცდილება

ზემოთ ვთქვით, რომ კლოპი უკვე მომწიფდა "ბარსელონას" რანგის გუნდში მუშაობისთვის, მაგრამ ამას ერთი მინუსიც ახლავს - გერმანელს არ აქვს ესპანეთში მუშაობის გამოცდილება. აქ გვესმის კონტრარგუმენტი - კი, მაგრამ პეპ გვარდიოლას ან ლუის ენრიკეს რა დიდი გამოცდილება ჰქონდათ, ამხელა გიგანტი რომ ჩააბარესო? მართალს ბრძანებთ, მაგრამ ერთიც და მეორეც, როგორც იტყვიან, "ბარსას" სისხლი და ხორცი იყო, რაც ერთობ დიდი ავანსია დიდ საქმესთან შეჭიდების წინ.

აქ კლოპს გაცილებით მძიმე წნეხის ქვეშ მოუწევს მუშაობა. "კამპ ნოუზე" რომ ხარ, ან პრიმერა უნდა მოიგო, ან ჩემპიონთა ლიგა, სხვა შედეგს იქ უეჭველი ფიასკოდ ჩაგითვლიან და ბარგის ჩალაგება მოგიწევს.

ესეც არ იყოს, კლოპს ახასიათებს გაუწონასწორებელი საქციელი უშუალოდ თამაშისას, რასაც კატალონიური პუბლიკა ნამდვილად არ მიესალმება. ამგვარ გარემოსთან ადაპტაციისთვის კი, ცხადია, მას დრო დასჭირდება, ოღონდ, ეგ არის - "ბარსელონაში" დროს არ იძლევიან, ყოველ შემთხვევაში, ბევრს - არა.

ავტორიტეტი

თითო-ოროლა ვარსკვლავი კლოპს "ლივერპულშიც" ჰყავს, მაგრამ მესის, ნეიმარის, სუარესისა და ინიესტას რანგი სულ სხვაა. ამ კვარტეტთან შეხმატკბილებული ცხოვრება ბევრს არ გამოსვლია და ლუის ენრიკესაც თუ რამ იმსხვერპლებს, სწორედ ეს იქნება, "დამოკლეს მახვილივით" რომ ჰკიდია "ბარსას" მწვრთნელების თავზე...

რა თქმა უნდა, კლოპის მიღწევათა ჩამონათვალი ფრიად სოლიდურია, მაგრამ "ბარსელონაში" წარმატება ექნება იმ მწვრთნელს, ვინც ამ დონის ვარსკვლავებთან თანაცხოვრებას შეძლებს. არადა, ჰერ იურგენს, ამგვარი გამოცდილების ნატამალიც არ გააჩნია. გარკვეულ დრომდე ამას წარმატებით ახერხებდა ფრანკ რაიკაარდი, გარკვეულწილად - გვარდიოლაც, ოღონდ პეპი ამ პრობლემას თავისებურადაც აგვარებდა - იმ ფეხბურთელებს, რომელთან ურთიერთობაც ვერ აეწყობოდა, აიძულებდა, გუნდიდან წასულიყვნენ. ამის ნათელ მაგალითად თუნდაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოდგება...

მაგრამ დავუბრუნდეთ კლოპს. ამბობენ, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის არჩევისას გუნდის წამყვანი მოთამაშეების აზრსაც ითვალისწინებენ. ისიც ვიცით, რომ თავის დროზე ხერარდო მარტინოს დანიშვნაში მესისთან მისმა ახლო ურთიერთობამ ითამაშა დიდი როლი. მაგრამ ახლა თუ ისურვებს მესი და კომპანია გერმანელს მთავარ მწვრთნელად? - აქ დიდი კითხვის ნიშანია.

და კიდევ ერთი - "ბარსელონაში" წასვლის შემთხვევაში, კლოპი, დიდი ალბათობით, თან წაიყვანს ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიოსაც, რაც გუნდურ ატმოსფეროზე გარკვეულ ნეგატიურ როლს ითამაშებს...

მოკლედ, დაველოდოთ და ვნახოთ... კლოპის გარდა, უთუოდ სხვა კანდიდატურებიც იქნებიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ჩავი

ბიჭებო თქვენ 1 რამ გავიწყდებათ რომ: ბარსელონას მთავარი მიზანი და მიდგომა იყო თავისი სკოლის აღზრდილების ამოყვანა 1 გუნდში თან ისე რომ საქმე არ გაფუჭებულიყო.ამას + მცირე დანახარჯებით ტალანტების მიყვანა გუნდში, სივრცეების შესავსებად. ეხლა ეს ყოველივე ხელმძღვანელობამ გააფუჭა, თან არ მესმის მესის რას ერჩით? ეგ და ინიესტა ანაწილებენ პასებს მარტო, ბუსკეცი აღარაფერია, მასკერენო დაცვაშია სულ. ამიტომ არარ არის სანახაობა! კლოპი კი მეც მინდა მარა მე ვფიქრობ სამპაული მოვა ბარსაში!

• გაუჩო

ბარსას სანახაობრივი ფეხბურთი ბოლოს როდის ნახეთ რონალდინიოს გაფიცებთ. ლუგანოსთან ელჩესთან და სოფლის გუნდებთან დინამოც სანახაობრივი იქნება. დაცვითი ბურთის კონტროლი და უაზრო კატაობა აქეთ იქეთ თუ სანახაობა გგონიათ ბრავო თქვენ კლაუდიოს მაშინ. თუ ეგ სიტიში გადავიდა იმასთან ერთად :) გამოდით ამ კლიშედან რო ბარსა=სანახაობას ბოლო 4 წელია ბარსას სანახაობრივი თამაში ჰაა ჰაა 10 ჯერ ეთამაშოს დანარჩენი ბურთის ტრაკა ტრუკია. არც რეალის ფანი ვარ და არც რამე პროსტა რადი სპრავიდლოვოსტი რა :))

• მარადონა

ბარსაში და არგენტინის ნაკრებში ყველაფერს პატარა დიქტატორი, უზნეო მესი აკონტროლებს.იქ დამოუკიდებლად მოაზროვნე კლოპს არაფერი ესაქმება.

• კირკიტა

კოუტინიო და თუნდაც ლალანა არანაირ დაძაბულობას არ შეიტანს - ინიესტა ცას არ გამოეკერება და არც დიდი სამეული იქნება ჯანმთელად ყოველთვის სრული შემადგენლობით.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს

კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია

თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა