ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფოთის "კოლხეთი": დირექტორი უხელფასოდ, სახალისო აქცია და კოლხური ეკონომია

ფოთის "კოლხეთი": დირექტორი უხელფასოდ, სახალისო აქცია და კოლხური ეკონომია

კლუბის დირექტორი თემურ ბარქაია ახალი სეზონისთვის მზადებაზე, სიახლეებზე, პრობლემებსა და სხვა საინტერესო ამბებზე გველაპარაკა
ფოთის "კოლხეთი 1913" გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იყო. მაგრამ უსპონსორო და ლიგის ყველაზე ღარიბი კლუბის მენეჯმენტმა მოახერხა და გუნდი არა მხოლოდ დატოვა უმაღლეს ლიგაში, კინაღამ ევროპალიგაში გამსვლელ პლეი ოფშიც გაიყვანა.

კლუბის დირექტორი თემურ ბარქაია ახალი სეზონისთვის მზადებაზე, სიახლეებზე, პრობლემებსა და სხვა საინტერესო ამბებზე გველაპარაკა...

ტერას გაშვებამ მოგვიწია

- სადაცაა ახალი სეზონი დაიწყება. რა მდგომარებაში ხვდება ჩემპიონატს პირველი ქართული კლუბი?

- ჩვენ საქართველოს უმაღლესი ლიგის ერთადერთი კლუბი ვართ, ვისაც სპონსორი არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, ფუფუნებაზე უარი საკუთარი სურვილით ვთქვით, მათ შორის - უცხოურ შეკრებაზე, ამიტომაც ვემზადებოდით დუშეთში.

- თუმცა, მაინც საინტერესო შემადგენლობას მოუყარეთ თავი...

- ჩვენ ეს შარშანაც შევძელით და ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ კარგი მუშაობით ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. რამდენიმე ახალწვეული გვყავს, რომლებიც, ჩვენი აზრით, გუნდს გააძლიერებენ - მოსემღვდლიშვილი, ვარლამ კილასონია, კენიის ნაკრების მარცხენა მცველი მარსელო, იგივე უმა ოტიენო, სენეგალელი ნახევარმცველი ბუბარაქ დაფი, თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახეარმცველი, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები გიორგი ჯანელიძე, თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დასახელებული ავთო ენდელაძე... ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა.

- ლუის ტერა გამოგრჩათ თუ?..

- არ გამომრჩენია. მისი დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ შეკრებაზე ჩამოსულმა ჩვენი იმედები ვერ გაამართლა და მასზე უარის თქმა მოგვიხდა.

- არც უკრაინელი კოვტანიუკი გიხსენებიათ...

- მან თავი კარგად წარმოაჩინა და იმედია, კონტრაქტზე შევთანხმდებით. შარშან "კოლხეთის" წარმატებაში კორობკამ დიდი წვლილი შეიტანა და მიხარია, რომ მისი შენარჩუნება და ხელშეკრულების გახანგრძლივებაც შევძელით.

კოლხური ეკონომია

- ამგვარად, ბიუჯეტში 900 ათასი ლარი დაგრჩებათ, ეს კი უმაღლესი ლიგის გუნდს არ ეყოფა...

- რა თქმა უნდა, ყველას მეტი გვინდა, მაგრამ მეორე მხრივ, გაიხსენეთ, მანამდე რა ბიუჯეტი გვქონდა. წლიდან წლამდე 300 ათას ლარს ვკმაყოფილდებოდით. ამიტომ, ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი - სახელმწიფო პროგრამამ სულზე მოგვისწრო.

ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ზაზა დოლიძის მადლიერი ვარ. ეგ არის, რომ ერთადერთი კლუბი ვართ, ვისაც სპონსორი არ ჰყავს და 2017 წელს, დიდი კონკურენციის პირობებში, სხვა კლუბებთან ჭიდილი გაგვიჭირდება, მაგრამ საჩუქარი და იოლი ლუკმა არავისთვის ვიქნებით.

- სახსრების ეკონომია ახსენეთ. ასეთ პირობებში სასიამოვნო ფაქტი არ იქნებოდა, ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს საწევრო გადასახადი 40 ათასით რომ გაუზარდა...

- ყველა კლუბს უნდა მეტი ბიუჯეტი და ნაკლები გადასახადი. მაგრამ რეალურად, ფედერაციას კლუბებისთვის გადასახადი არ გაუზრდია.

- ეს როგორ?!

- ქობულეთში, კლუბების შეკრებაზე, თავად დავსვი საკითხი, რომ ბურთების და IN-STAT პროგრამის შეძენაში ფეხბურთის ფედერაცია დაგვხმარებოდა. ეს პროგრამა მწვრთნელს მუშაობას უადვილებს და გუნდს დიდ სამსახურს უწევს. იქ აისახება, ვინ რამდენს დარბის, რა სამუშაოს ასრულებს, არის ინფორმაცია მეტოქეებზე... შარშან გვსურდა მისი შეძენა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. არადა, თანამედროვე ფეხბურთში ამის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. თუმცა ისიც კარგია, რომ ყველა გუნდი "ადიდასით" ითამაშებს.

- ამას თავად ვერ მოახერხებდით?

- უმაღლესი ლიგის კლუბების უმრავლესობა სახელმწიფო დოტაციაზეა, სადაც 5 ათას ლარზე მეტი პროდუქტის შეძენას ტენდერის გამოცხადება, დრო და ლოდინი სჭირდება. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ტენდერების დროს მთავარი ფასია და არა - ხარისხი, ამიტომ, შესაძლოა, "ადიდასის" ნაცვლად უვარგისი ბურთის ამარა დარჩე. ეს არის პრობლემა.

- ბურთებისა და IN-STAT პროგრამის დამოუკიდებლად შეძენა დაახლოებით რა თანხა დაგიჯდებოდათ?

- მინიმუმ 35-40 ათასი ლარი. ახლა გაზრდილ გადასახადში ფედერაცია ამ პროდუქტსაც გვაწვდის და ამიტომაც ვთქვი, რომ რეალურად, გადასახადი არ გაზრდილა. სამაგიეროდ, კლუბებს ბიუროკრატიული ბარიერები აგვარიდეს, დროის, ფასისა და ტენდერის პრობლემა მოგვეხსნა და ფედერაციას შესყიდვებში დახმარება ამიტომაც შევთავაზეთ. ამას გარდა, 10-გუნდიან ლიგაში მეტი ტური ჩატარდება, ვიდრე 16-გუნდიანში და მსაჯების ანაზღაურების ჯამური თანხაც იზრდება. კარგ მსაჯობას ვითხოვთ და თუ ნორმალური ანაზღაურება არ ექნებათ, რომელ ხარისხზეა ლაპარაკი?

ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ჩემპიონატის გასაშუქებლად სატელევიზიო პროგრამის განხორციელებასაც და მატჩების ვიდეოტრანსლაციას აპირებს. ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაცია კი კლუბების ინტერესშია, მაგრამ ამასაც დამატებითი ხარჯი სჭირდება. რომ დავფიქრდეთ, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის კეთდება.

პრობლემური კლუბის სახალისო აქცია

- აბა, უმაღლესში ადგილის შენარჩუნებას როგორ აპირებთ?

- ეს სახსრების ეკონომიით უნდა გავაკეთოთ. არჩევანის წინაშე ვიდექით. პირველი ვარიანტი იყო - ისეთი გუნდი გაგვეკეთებინა, სადაც სახსრები კლუბსა და ადმინისტრაციაზე თანაბრად გადანაწილდებოდა. ასეთი "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში სტატისტის როლში იქნებოდა. მაგრამ ვამჯობინეთ კონკურენტუნარიანი და მებრძოლი გუნდი, ადმინისტრაციის თანამშრომლებს კი სიმბოლური ხელფასები დავუტოვეთ. პირადად მე, წლეულს ხელფასს არ ავიღებ. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არც გვქონდა. ამავე დროს, დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენ უმაღლეს ლიგაში ყველაზე დაბალი სახელფასო ფონდი გვაქვს. უმაღლესი ანაზღაურება ორიოდე მოთამაშეს აქვს და ესეც მაქსიმუმ 3 ათასი ლარია - დღევანდელ ფეხბურთში ეს მიზერული თანხაა.

- დეკემბერში სპონსორების მოზიდვის იმედი გქონდათ. მას შემდეგ რა შეიცვალა?

- "კოლხეთს" არ აქვს სტადიონი, ბაზა... ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურის გარეშე დავრჩით. ამის გამო ყველა გვერიდება. მაგრამ სპონსორებისთვის საინტერესო წინადადება გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან თანამდგომი გამოგვიჩნდება. მანამდე კი სეზონს აქციით გავხსნით.

- რა აქციით?!

- პირველი თამაში "დინამო არენაზე", თბილისის "დინამოსთან" გვაქვს და მაისურის იმ ადგილზე, სადაც სპონსორის ლოგო უნდა იყოს, კითხვის ნიშანს გამოვსახავთ. ამით ჩვენს პრობლემასაც გამოვაჩენთ და კითხვაც გამოვა - სად არიან "კოლხეთის" სპონსორები? იქნებ, შედეგი ამან მაინც გამოიღოს. მაგრამ კითხვის ნიშანიც ისე უნდა დავხატოთ, მერე მისი მოცილება რომ არ გაგვიჭირდეს, თორემ გასაფუჭებელი ფორმა სად გვაქვს?!

- ასე უიმედოდ ხართ?

- შეხვედრის სურვილი ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ გამოხატა და ამან დაგვაიმედა. პრობლემების მოგვარებაში თანადგომას ქალაქის მერი და საკრებულოც გვპირდებიან.

ბევრს კი არ ვითხოვთ, მიზერზეა ლაპარაკი და იქნებ, ამ მცდელობიდან რამე გამოვიდეს.

- თქვენი კიდევ ერთი პრობლემა საშინაო არენაა. წლეულს მეტოქეებს სად უმასპინძლებთ?

- გადაწყდა, რომ ქობულეთში ვითამაშებთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, უახლოეს მომავალში "ფაზისის" სტადიონზე მშენებლობა განახლდება და მოედანი მოეწყობა.

- დიახ, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ 2017 წელს "კოლხეთს" ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარებენ.

• zura

სირცხვილია მეტი არაფერი, ქალაქში სადაც ამხელა პორტია და ტერმინალები, გუნდს არა აქვს სტადიონი და ბაზა და თანხა, ეს სირცხვილია როდესაც სახელმწიფო პორტიდან ივსება 63%_ით, ფოთიდან აქვს იმ გუნდებსაც დაფინანსებები, ეს დაცინვაა კოლხეთის, იმედია კოლხეთი თავის სიტყვას იტყვის წლევანდელ ჩემპიონატში!!!

• svan

სამეგრელოს ერთი გუნდი დარჩა პრო-1 და დაეხმარეთ ამ გუნდს!!!

• odishi

მაგარი კაცი,წარმატებები კოლხეთი-1913-ს

• kkkk

ჯანგო სჰენტან სალაპარაკო მაკ ასე რო აკტიურობ მაინტერესებს და ტუ ხვალ ტავისუპალი დრო გაკ 12 საატზე კრისტალსჰი მოდუი ბრატ.

• jangos jangos

შენ იმის თქმა გინდა რომ სამტრედია მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით გახდა ჩემპიონი? მაგრად ერკვევი ქართულ ფეხბურთში.

• gia

შეადარა რა, პატრონი სამტრედიას რომ ყავს ისეთი, ბარე ორმა ინატროს... ფოთი კი ერთ-ერთი იმათაგანია ვინც მისი პირობებიდან გამომდინარე მაქსიმუმს აკეთებს და დიდ პატივსცემას იმსახურებს

• soso

ფორცა კოლხეთი

• senaki

ბარქაია,მიდი მიაწექი,მეიმედება შენი და სანაიასი...

• dave

სახელმწიფო დაფინანსება სამტრედიასაც და კოლხეთსაც ერთანაირი აქვთ და ესაა წლიური მილიონი ლარი.უბრალოდ სამტრედიას წელს ის უპირატესობა აქვს,რომ ფედერაცია მისცემს შარშანდელი საპრიზოს თანხას და შემოდგომაზე კიდე შარშან უეფას ეგიდით ჩატარებული მატჩებიდან,შესაბამისად უეფადა ჩაურიცხავს ქართული რეალობისთვის სოლიდურ თანხას. წარმატებები ორივე კლუბს და წარმატებები ქართულ ფეხბურთს !

• Jango-ს

Jango სამტრედიის და კოლხეთის ფინანსური მდგომარეობა თუ ერთნაირი გგონია დაანებე ფეხბურთის ყურებას თავი :D

• kolxa

კარგი მწმრტნელის ხელსია გუნდი წარმატებები გელა

• კახა ქირია

შეიძლება მოვაბეზრე კიდეც თავი ყველას მაგრამ მაინც დავწერ-სტადიონებს მიხედეთ,სტადიონებს,,განსაკუთრებით მის საფარს.საკუთარი მაყურებლის წინ თამაშს არ ჯობია არაფერი

• 12345

მე ფოთელი ვარ და მე ვიცი ამ კაცზე სიმართლე, ბიჭები მშიერი რო იყვნენ ბაზაზე და ერთი თეთრი რო რ ქონდა გუნდს თავის საკუთარ სხლიდან და მეგობრებიდან ოქროები გამოიტანა და დაალომბარდა რო ბიჭები მშიერი არ ყოფილიყვნენ ეგ რამოდენიმე წლის წინ მოხდა თვითონ კოლხეთის ფეხბურთელებიზგან მაქვს ეგ ამბავი გაგებული. ესეთი ხალხი თუ გადაარჩენს ფეხბურთს კიდე ჩემი აზრით...

• Jango

ისე კი იდიოტიზმია წმინდა წყლის, ფრეზე ფულის გადახდა იმ კლუბისათვის რომელიც მასპინძელია. ფრეზე ფულის გადახდა შეიძლება მხოლოდ სტუმარი კლუბისათვის.მაგრამ ტვინი ხომ უნდა ამდენის გააზრებას?

• ეჭვიანი

ეჭვი მაქვს ნაცებმა კარგი ფული გააკეთეს ,როცა პორტი გაყიდეს.ახლაც არის ალბათ წილში მიშა ან კეზერა,ხოდა მოსთხოვოს მთავრობამ პორტს ან სპონსორობა ან დაბრუნება პორტის.ნიკოლაძის დროს მეტი ხეირი ჰქონდა ქალაქის ბიუჯეტს პორტიდან ვიდრე ახლა აქვს.მართლა რა უნიათოა ეს მთავრობა ! ასი წლის ნაშენები პორტი ვიღაც აფერისტებს აჩუქეს

• Jango

ამ კაცს ეხერხება ტყუილების თქმა, მაგრამ ვერ გამიგია რატომ ცრუობს და რას მატებს მას ეს ტყუილები? - ჩვენ საქართველოს უმაღლესი ლიგის ერთადერთი კლუბი ვართ, ვისაც სპონსორი არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, ფუფუნებაზე უარი საკუთარი სურვილით ვთქვით, მათ შორის -------არაა ასე,არც სამტრედიას ჰყავს არანაირი სპონსორი,მის საბიუჯეტო ფულს მართავს კერძო, უფულო, რაღაც არამომგებიანი სპორტული კავშირი. ასე რომ, სამტრედიას და კოლხეთის ფინანსური მდგომარეობა ერთნაირია. ვერავინ მოიძიებს რაიმე საბუთს რომ რომელიმე კერძო პირი ან აფინანსებს სამტრედიას,ან შეწირულობა მაინც გაუკეთა.

• ტიაგო

საღოლ ბარქაიას და კოლხეთს რო ესეთი მინიმალური დაფინანსებით ამხელა შედეგს აღწევენ.ეს ხალხი რო ყოფილიყო გუნდის სათავეში მაშინ როცა კოლხეთს ფული ქონდა ორიათასიანი წლიების დასაწყისში გუნდი მინიმუმ ერთხელ მაინც გახდებოდა ჩემპიონი

• haha

ცუდია უხელფასოდ მუშაობა. სხვადასხვა ეჭვებს იწვევს. მოგებაზე და ფრეზე ხომ მიეცემათ გუნდებს დამატებითი სახსრები? ჰოდა იქედან დაენიშნოს.მაშინ ჩაწყობას ვერავინ გაბედავს.

• გიოსვანი

კარგი ხალხი მუშაობს ფოთში ასეთი ნამუსიანი ხალხი არის საჭირო ყველგან.

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]

კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები

შტელინი: ჩაკვეტაძეს "გენტში" დამკვიდრების ასპროცენტიანი შანსი აქვს, თუ...

გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის

ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]

ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?

"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება

მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა

ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]

სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს