"ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი რაფა ბენიტესი გაოცებულია
"ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი რაფა ბენიტესი გაოცებულია. მისი ძველი შეგირდები ინტერვიუებში ამბობენ, რომ ის მეგობრული ადამიანი არ არის, ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ცივია და დისტანცია უჭირავს. კიდევ, ესპანელი სპეციალისტი, რომელიც მერსისაიდიდან წასვლის შემდეგ ერთიხანობა "ინტერს" ედგა სათავეში, ყვება, რომ "ენფილდ როუდზე" მისი კარიერა ფინანსურმა ვალდებულებებმა დაასრულა.

დავიწყოთ ფეხბურთელებთან ურთიერთობით. აი, რა თქვა რამდენიმე მათგანმა: ჯერმაინ პენანტმა დაიჩივლა, რომ ბენიტესი მის რობოტად გადაქცევას აპირებდა, ალბერტ რიერა ერთ-ერთ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ "ლივერპულში" მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დიალოგი ფაქტობრივად არ არსებობდა, სტივენ ჯერარდმა ერთხელ ნახევრად იხუმრა, 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის გმირული ფინალის შემდეგ ("ლივერპული" "მილანთან" პირველი ტაიმის შემდეგ 0:3-ს აგებდა, მაგრამ მეორეში ანგარიში გაათანაბრა და პენალტებით მოიგო) ერთი "ყოჩაღ" ვერ გაიმეტაო, ფერნანდო ტორესმა კი ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ მისი გოგონას დაბადების მეორე დღეს ბენიტესმა... ახლო ძელთან შევარდნა მოუწონა.

"ისინი ამბობენ, რომ მე მეგობრული არ ვარ და ეს ძალიან უცნაურია — თქვა ბენიტესმა "მეილ ონ სანდისთან" საუბარში — მე ხომ ყოველ დღე ფიზიოთერაპიის ოთახში, დაშავებულ ფეხბურთელებთან 15 წუთს ვატარებდი. კარგად ვიცი რასაც ნიშნავს იყო დაშავებული და ექვსი თვე გუნდის გარეშე, მარტო ვარჯიშობდე. ამიტომაც ვამხნევებდი ამ ხალხს. ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ვცდილობდი ჩამენერგა რწმენა, რომ ისინი ძველებურად თამაშს შეძლებდნენ.

განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა ტორესთან, ჯერარდთან და რეინასთან. ამ სამეულს გუნდში დიდი როლის თამაში შეეძლო და მეც ამიტომ ველაპარაკებოდი, ვცდილობდი საბრძოლო სულისკვეთება ჩამენერგა. ისინი მუდამ სტიმულით აღსავსენი უნდა მყოლოდნენ . ტორესი, ჯერარდი და რეინა, ტექნიკურად, ფიზიკურად და მენტალურად ძლიერები არიან. მათი მზადყოფნა და შემართება ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ფეხბურთელებთან კი, რასაკვირველია, განსვავებული დამოკიდებულება მქონდა. შედარებით სუსტ ფეხბურთელებს დატვავება და წახალისება სჭირდებოდათ. მათ, ტოპ-მოთამაშეებისგან განსხვავებით ამოსუნთქვის საშუალება უნდა მისცე".

ტორესის გოგონას დაბადაბასთან დაკავშირებულ ანეკდოტზე ბენიტესმა ასე თქვა:

"ეს ტყუილია. რამდენიმე დღით ადრე ჩვენ ახლო ძელთან შევარდნას ვამუშავებდით. შემდეგ, "ჩელსისთან" შეხვედრაში, ფერნანდომ ჩვენი კომბინაციის შესაბამისად ახლო ძელს შეუტია და გოლი გავიტანეთ. თამაში რომ დამთავრდა... ვიმეორებ, თამაში რომ დამთავრდა და არა მეორე დღეს, მე მასთან მივედი და ახლო ძელთან შევარდნა მოვუწონე. სამწუხაროდ, წიგნში მან დაწერა, რომ ეს მეორე დღეს მოხდა. სხვათაშორის, მე მას ვკითხე, რატომ მოიქცა ასე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. მოკლედ, ეს ტყუილია, მაგრამ გულშემატკივართა მეხსიერებაში ისე ჩაჯდა, რომ ახლა ვეღარავის ვეღარაფერში დაარწმუნებ".

მოგეხსენებათ, რაფა ბენიტესის მწვრთნელობის დროს "ლივერპულის" პატრონები ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი იყვნენ. ესპანელი მწვრთნელი ამბობს, რომ სწორი სატრანსფერო პოლიტიკის გატარებაში ისინი მას ხელს უშლიდნენ.

"ჩვენ ვგრძნობდით, რომ პრემიერლიგის ჩემპიონობა შეგვეძლო, მაგრამ გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა, ხოლო ორი-სამი კარგი

ფეხბურთელის ყიდვას ფული სჭირდება. თუ ფული არ გაქვს, რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდო. სამწუხაროდ, შემოსული ფულს აღარ მაძლევდნენ. მაგალითად, მე "ფიორენტინადან" სტევან იოვეტიჩის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ჰიკსმა და ჯილეტმა ხელები გაასავსავეს, ფული არ გვაქვსო.

დღეს, როდესაც არსად ვმუშაობ, ფეხბურთს მეტი სიამოვნებით ვუყურებ. ადრე სულ ანალიზი მჭირდებოდა და თამაშებს სულ სხვა კუთხით ვუყურებდი".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა