რაგბის კავშირის პრეზიდენტმა "ექვს ერში" გაწევრიანების პრესპექტივასა და იტალიასთან მეტოქეობაზე ისაუბრა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "ექვს ერში" "ბორჯღალოსნების" გაწევრიანების პრესპექტივასა და იტალიასთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- გულშემატკივრისგან სულ გვესმის, იტალიასთან რომ გვათამაშა, დავუმტკიცებთ, მათზე მეტად რომ ვიმსახურებთ "ექვს ერში" თამაშსო...

- იტალიასთან მოგება ასე იოლი არ იქნება, მაგრამ საინტერესო თამაში რომ გამოვა, ეჭვი არ მეპარება. არა მხოლოდ იტალიასთან, პირველი დონის ქვეყნების ნაკრებებთან სათამაშოდაც, მზად ვართ იმისთვის, რომ თამაშისას სტატისტების როლში არ ვიყოთ და საჭირო გამოცდილება დავაგროვოთ.

დარწმუნებული ვარ, მატჩი ყველა მათგანთან გაიმართება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - შენზე ძლიერ მეტოქეებთან თამაშის გარეშე დონეს როგორ აიმაღლებ? თუ მომდევნო წლებშიც მხოლოდ "რაგბი ევროპის" მოგება გვინდა და გამოცდილების დაგროვებას ისევ აქ ვაპირებთ, პროგრესის ნაცვლად უკან წავალთ.

ამ ეტაპზე ისიც კარგია, პირველი დონის ქვეყნებთან წელიწადში ერთხელ მაინც რომ გვათამაშებენ. მეორე ტესტიც თუ დაემატება, ამას რა აჯობებს...

- იტალია ოდესმე ხომ უნდა გვეთამაშოს? აქედანვე ცხადია, რომ საქართველოსთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადებიან, რათა ყველას დაუმტკიცონ, "ექვს ერში" თამაშს სწორედაც ჩვენ ვიმსახურებთ და არა თქვენო!

- არა მხოლოდ იტალია მოემზადება გაორმაგებული მონდომებით, ბევრი სხვა ქვეყანაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია - მოწინავე ქვეყნებს ამბიცია არ აძლევს უფლებას, შეეგუონ, თითქოს მათთან სათამაშოდ მზად ხარ.

- "ექვსი ერის" აღმასრულებელმა დირექტორმა პირდაპირ თქვა, რომ ახალი გუნდებისთვის "ვაკანსიები არა აქვთ" და "საქართველომ 10-15 წელიწადი უნდა მოიცადოს...

- ვერ დაველოდებით, როდის გამოიჩენს კეთილ ნებას ევროპის მთავარი სარაგბო ტურნირი, ვეცდებით, სხვა გზა გამოვნახოთ...

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

pele
არის ასეთი გამოთქმა "Первый парень на деревне". მე მგონია, სჯობს სადაც ვართ იქ ვიყოთ პირველები, ვიდრე "ექვს ერში" ბოლოები. ამან მომავალში შეიძლება დამარცხებულის ფსიქიკა ჩამოგვიყალიბოს, რაც დაემართა ქართულ ფეხბურთს.
bego
jj-s-ს. მართალი ხარ, მაგრამ არც ესპანეთი იყო უძლიერესი შემადგენლობით. თქვეს კიდევაც. მათთვის ჩვენთან მოგება მხოლოდ ღირსების საკითხი იყო, რადგან ჩვენთან აღებული ქულები არაფრის მომცემია მსოფლიოზე გასასვლელად (ჩვენები გასულები არიან). ასე რომ ყველაფერი შედარებითია. მოდი ვთქვათ რა!!! ჩვენი გუნდი იმ დღეს არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. თუმცა ისიც მართალია, როცა ამბობენ -"გამარჯვებულებს არ ასამართლებენ".
giorgi
დაუშვად, ღმერთმა ინებოს და 2-3 წელიწადში ჩვენი ნაკრები დაუშვეს ექვსი ერის ლიგაში. ხომ წრმოგიდგენიათ რამხელა სიხარული იქნება და რა ზღვა ხალხი მივა სტადიონზე ასეთ გუნდებთან თამაშისას. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ იტალიასავით ყველა შეხვედრა წააგეს (ღმერთმა ნუ ქნას), მაშინ სხვა სიტუაცია შეიქმნება (არა პირველ წელს) და ვშიშობ გულშემატკივრები ვეღარ იქნებიან მომთმენები და შეიძლება სხვა არასასიამოვნო პროცესები წავიდეს. ამიტომ სიჩქარე არ გვმართებს, ჯერ ხშირი შეხვედრები ელიტის გუნდებთან, მომზადება და მე ხოოოოოოოოოოოოოოო!!!
karlo
ეეეეეეჰ, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. ეს კაცი არავის ემუქრება და ამბობს სხვა გზებს მოვნახავთო და მართალიც არის. რაც შეეხება ესპანეთთან თამაშს, აუცილებელია ნაკრების კანდიდატებიც გამოიცადონ და სწორს აკეთებს მთავარი მწვრთნელი, აბა იაპონიაში ხომ არ ათამაშებს პირველად? იმის მაგივრად რომ აქ მაინც შევაქოთ, მოვიწონოთ და იმედი მივცეთ, რაღაც გულსატკენ და ღრძო პოსტებს ვდებთ. არ დაიღალეთ ამდენი უარყოფითით? მორაგბეებო მაგრები ხართ და აბა თქვენ იცით, თქვენ ხართ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი პოზიტიური ხალხი თუ ერთადერთი არა, რომლებსაც პატარა იმედი ნაპერწკალი და სინათლე შემოაქვს ჩვენს დაბნელებულ ცხოვრებაში.
natali
J A G A, შენი ეს კომენტარი რომ წავიკითხე ძალზე გაოცებული და გახარებულიც დავრჩი. კარგი და მისასალმებელია, რომ განიკურნე პოლიტვირუსისაგან და სხვა თემებზეც დაიწყე კომენტარის გაკეთება ანუ რეალურ აზროვნებას დაუბრუნდი. ყველაზე კარგი ისაა, რომ მიშას აჩრდილი აღარ გელანდება. მომილოცნია.......
J A G A
იმის მიუხედავათ რომ თითქმის მეორე სასტავით მოუგეთ ეპანელებს; ასეთი თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ ( ( ( თუ რაგბის მამებისგან ვიქნებით წლობით დაბლოკილები ? ძალიან გაგვიჭირდება ექვსი ერის გუნდებთან მიახლოვებაც კი; ამიტომ ბატონ გოჩას ვეთანხმები, რომ ჩვენი გუნდის გაზრდისთვის რაღაცა ახალია მოსაფიქრებელი ; წინააღმდეგ შემთვევაში ქართული რაგბი ვერ გაიზრდება სათანადოთ . . .
tato
აბა თქვენ იცით ესპანეთს რო ლელო დაუდო იმ ბიჭის გვარი დამავიწყდა იმედია ისე იშრომებს საქართველოს მინიმუმ ათი წელი გარემარბის პრობლემა არ ექნება ცუცქირიძის ბოჭვები კი ზელანდიელ ბიჭებსაც შეშურდებოდათ ასე რომ ბევრი შრომა და დისციპლინა და დარწმუნებული ვარ ავალთ მაღალ დონეზე.
ზაალი
დავითი-ს. გეთანხმები აბსოლიტურად. კი, ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ რაღაც შედეგს მივაღწიოთ ამ კუთხით. გარწმუნებთ, თუ ეს პროცესი ძალიან გაიწელა დროში (ასეთი პირი უჩანს), რაგბისადმი ინტერესი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც დაიკლებს. სიმართლე გითხრათ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ნაკრებს დიდი ანგარიშით მოუგებთ, შესაბამისად ძალიან დიდი სურვილი მივიდე სტადიონზე და უყურო მხოლოდ ერთი გუნდის დომინირებას, მითუმეტეს თუ ამ შეხვედრას რაღაც დოზით პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ნაღდად არ მაქვს. ასე რომ სახლში დარჩენას და ტელევიზიით ყურებას ვამჯობინებ ალბათ. ესაა რეალობა.
jj-s
ესპანეთთან შემადგენლობას გადახედე და შეადარე ჩვენ ოპტიმალურ შემადგენლობას
guro
მარტო საქართველოს რო უნდა ექვსი ერი ეგრე არ გადაწყდება უნდა ერთა თასის სხვა ქვეყნებიც უნდა დადგნენ გვრში მაგ იდეას
Niko
სანამ უკანა ხაზი არ ავა შერკინების დონეზე, და ბურთის დაჭერას, ფეხით დროულად თამაშს და სწორად შეტევას და დგომას ისწავლის ლაპარაკი ლაპარაკად დარჩება.
დავითი
ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ, ვთქვათ და არა ტრაბახით არამედ საქმიანად რა ქვია დაემუქრა?ჩვენი ძალები უნდა მოვსინჯოთ რა არ გინდათ? არ ვიასპარეზოთ ძლიერებთან? აბა რა გინდათ ბოლობოლო??
jj
ამან დაემუქრა, იმათ კიდე ეშინიათ. ესპანეთს ძლივს მოუგეს. 1-ელი ტაიმი წააგეს, ტან ლელო დაგიდეს. მთელი თამაში დაცვა და ჯაჯგური. გადაჭარბებული ჭარმოდგენა აქვს საკუთარ ძალებძე.
მსქროლავი ტროლი
სხვა გზაში რას გულისხმობს ნეტა, ბრექსიტის მოწყობას ხომ არ ვაპირებთ?!....
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!