ესეც XXIX! სიახლეებითა და იმედით...
საქართველოს XXIX ჩემპიონატიც დაიწყო! უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს ჩემპიონატი ყველა წინა სეზონისაგან განსაკუთრებულად განსხვავებული უნდა იყოს და ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, რომ მხოლოდ როგორც "განსხვავებული" კი არა, არამედ განსაკუთრებით გამორჩეულად დაგვამახსოვრდეს!..

სიახლეებია, იცოცხლეთ, რამდენიც გნებავთ: ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირება, ახალ ფორმატზე ("გაზაფხული-შემოდგომა") გადასვლა და რაც მთავარია, ბონუს-სისტემის ამოქმედება, როცა ყოველი ქულა ამა თუ იმ გუნდს არცთუ მცირე ფინანსურ სარგებელს მოუტანს!

თუმცა ეს ჯერ კიდევ არასრული ჩამონათვალია... ზედ ახალი სეზონის დაწყების წინ ერთდროულად რამდენიმე საინტერესო სიახლეც გაჟღერდა: დასახელება შეეცვალა ყველა ლიგას, მოვისმინეთ ჩემპიონატის ახალი ჰიმნი, გაგვაცნეს ახალი ლოგო, უდიდესი ყურადღება მიექცევა მატჩების გაშუქებას (ტურის, ფაქტობრივად, ყველა დაპირისპირებას რომ იხილავს ტელემაყურებელი და მერე კი, ტურის მიმოხილვას)...

არანაკლებ სიახლედ მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ აწ უკვე ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე თითოეულ ფეხბურთელს მაისურზე, მუდმივი ნომრის გარდა, გვარიც ეწერება, თანაც, ქართულად!

მოკლედ, ახალ სეზონს იმედიანად ვხვდებით და ახლა უკვე ჯერი ჩვენს მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზეა: სწორედ მათმა მონდომებამ უნდა მიიყვანოს კიდეც გულშემატკივარი სტადიონზე.

- რაჟამაშვილის გასროლა - ეროვნული ლიგა. I ტური. TOP 3 გოლი [VIDEO]

ყველაფერი პირველი!

XXIX ჩემპიონატის პირველი მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც ქვეყნის ჩემპიონის რანგში მოასპარეზე "სამტრედიამ", ბევრისთვის მოულოდნელად, ვერ შეძლო "შუქურას" დამარცხება და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ათი გუნდიდან მხოლოდ ორმა ვერ შეძლო სეზონისწინა უცხოური შეკრების გავლა და ერთ-ერთი სწორედ ქობულეთელთა გუნდი იყო.

თუმცა, გია გურულის დამოძღვრილმა გუნდმა (თანაც, არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით) მაინც მოახერხა და ახალი სეზონი მეტად "ფასეული" ქულით დაიწყო. ამ მატჩში გავიდა XXIX ჩემპიონატის პირველი გოლიც: მასპინძელთა 28 წლის გარემარბმა დავით რაჟამაშვილმა ეფექტური და უზუსტესი დარტყმით "შუქურას" მართლაც კარგ მეკარეს, აზამატ ჯიოევს შანსი არ დაუტოვა!

სხვათა შორის, ამავე მატჩში დაფიქსირდა ახალი სეზონის პირველი გაძევება: სტუმართა კიდევ ერთმა და ასევე "ხარისხიანმა" ლეგიონერმა ჯეფინიომ მოედანი ნაადრევად, ორი გაფრთხილების გამო დატოვა.

პირველი ტურის მეორე დღეს კი უკვე პირველი გაცუდებული პენალტიც ვიხილეთ: ბათუმის "დინამოს" შარშანდელი წარმატების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, 26 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა თორნიკე თარხნიშვილმა "ლოკომოტივთან" მატჩის... პირველსავე წუთზე ვერ შეძლო მასპინძელთა გამოცდილი მეკარის, რევაზ თევდორაძის მოტყუება.

პირველი დუბლი

პირველი ტურის მერე ბომბარდირთა დავას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს: "ლოკომოტივის" ახალწვეულმა, 26 წლის ცენტრფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ ბათუმის "დინამოს" კარში ერთმანეთზე უკეთესი 2 გოლი გაიტანა!

სხვათა შორის, პირველი ტურის, ალბათ, ყველაზე სანახაობრივ ამ მატჩში სიხარულიძეს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო და "პოკერისაც", თუმცა, კიდევ ორ ხელსაყრელ ეპიზოდში არ გაუმართლა.

სიხარულიძეს უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებში სადაც კი უთამაშია (თბილისის "დინამო", "მეტალურგი", "ზესტაფონი", "სიონი"), დუბლი ყველგან შეუსრულებია. განსაკუთრებულად წარმატებული სეზონი კი "სამტრედიაში" ჰქონდა, როცა 2015/16 წლების ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა.

ბოლო წუთების გმირი

პირველ ტურს კიდევ ერთი გმირი ჰყავდა: "საბურთალოს" 18 წლის ნახევარმცველი გიორგი კოხრეიძე "ტორპედოსთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა და ბოლო წუთზე სწორედ მისმა ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა კიდეც ორი ღირსეული მეტოქის დაპირისპირების ბედი!

საერთოდაც, "საბურთალოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირებათა ისტორია დიდ დროს არ ითვლის, მაგრამ რაც კი შეხვედრიან ეს გუნდები ერთმანეთს, მუდამ დიდი ინტრიგაა ხოლმე, ისევე, როგორც სულ პირველ პაექრობაში, როცა 2015/16 წლების სეზონის პირველ წრეში თბილისში, "ბენდელას" სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა დაუვიწყარი სანახაობა იხილა: "საბურთალოსა" და "ტორპედოს" შორის მატჩი 4:4 დამთავრდა!

"საბურთალოს" მაშინაც გიორგი ჭიაბრიშვილი მოძღვრავდა და სწორედ მოვლენებით დახუნძლულ იმ შეხვედრაში იყო, კოხრეიძემ დუბლი რომ შეასრულა, ოღონდ ეს არ ყოფილა ამ ჭაბუკის პირველი გოლ(ებ)ი უმაღლეს ლიგაში! მანამდე იყო საშინაო მატჩი "ზუგდიდთან", სადაც შეცვლაზე შემოსულმა 16 წლის კოხრეიძემ უკანასკნელ წამებზე ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა მეტოქის კარში!..

დინამოში ბრუნდებიან...

ისე, როგორც სულ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, თბილისის "დინამოს" სასტარტო მატჩი ამჯერადაც ფოთის "კოლხეთთან" ჰქონდა: აღსანიშნავია, რომ 27 წლის წინანდელი იმ მატჩის მონაწილე ამჯერადაც მოვლენების ეპიცენტრში გახლდათ, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, სხვა ამპლუაში: თბილისის "დინამოს" (იმდროინდელი "იბერიას") მაშინდელი ცენტრფორვარდი კახა კაჭარავა დღესდღეობით ხომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელია!

სხვათა შორის, კაჭარავა "დინამოს"თავკაცის რანგში 6-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა; ასევე სხვადასხვახნიანი პაუზის მერე დაბრუნდნენ "დინამოში" ლაშა თოთაძე, გიორგი გველესიანი და ბაჩანა არაბული. აი, ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანი ლაშა სალუქვაძე კი "დინამოში" 12-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა!

ახალი ლეგიონერები

წინა, გარდამავალი ჩემპიონატი ერთობ შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდა (ფაქტობრივად, 4 თვე გრძელდებოდა); თუმცა სწორედ გარდამავალ ჩემპიონატში დაფიქსირდა ლეგიონერთა სარეკორდო რაოდენობა: 50 (!) უცხოელი ფეხბურთელი ვიხილეთ!

ძნელი სათქმელია, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს სარეკორდო მაჩვენებელი, მით უფრო, რომ XXIX ჩემპიონატი, წინასგან განსხვავებით, ბევრად უფრო ხანგრძლივია (36 ტურია!) და, აქედან გამომდინარე, ნურავის გაუკვირდება, რომ ლეგიონერთა მიგრაციამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.

სხვა საკითხია, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ეს უკვე რეალური თუ პოტენციური უცხოელი ახალწვეულები... ჩვენი ჩემპიონატის დონეს! ჰო, ასეა: რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა დიდი ზარზეიმით ჩამოყვანილ ამა თუ იმ უცხოელ ფეხბურთელს თავისი ქართული კარიერის უმეტესი ნაწილი... სათადარიგოთა სკამზე გაუტარებია!

იმედი დავიტოვოთ, რომ XXIX ჩემპიონატში საპირისპირო სიტუაცია იქნება და ახალი ლეგიონერებიც ისე დაიმკვიდრებენ ადგილს ძირითად შემადგენლობაში, როცორც ეს მოახერხეს ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დინო ჰამზიჩმა ("ჩიხურა"), აზამატ ჯიოევმა და ჟეფინიომ (ორივე - "შუქურა"), ანატოლი ტიმოფეევმა (ბათუმის "დინამო"), ელვინ ტერამ და ვაგნერ გონშალვესმა (ორივე - "საბურთალო").

ყველა ამ უცხოელ ფეხბურთელს შარშან თუ შარშანწინ ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში (ისევე, როგორც - სერგეი ლოტოვჩენკოსა და რუდოლფ სუხომლინოვს), აი, აწ უკვე ეროვნული ლიგის პირველ ტურში 10-მა ლეგიონერმა ჩაატარა პირველი მატჩი საქართველოს ჩემპიონატში და, როგორც უკვე ტრადიციად იქცა ბოლო წლებში, ამჯერადაც ბრაზილიელი და უკრაინელი ფეხბურთელები მოიჩქარიან ჩვენკენ.

ყველაზე მეტი, ოთხი ახალი ლეგიონერი გამოიყვანა მინდორზე "დილამ": 23 წლის ჟეან დერეტი, 22 წლის ლეანდრო რიბეირო, 22 წლის ჟოაო ლეონარდო (სამივე - ბრაზილია) და 22 წლის სალიუ ტარავალე (სიერა-ლეონე).

სამი უცხოელი ახალწვეული ჰყავდა "კოლხეთს": 20 წლის ერიკ უმა (კენია), 25 წლის არფანგ დაფი (სენეგალი) და 21 წლის მიკოლა კოვტალიუკი (უკრაინა).

ორი უცხოელი ახალწვეული ვიხილეთ ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში: 25 წლის ტანმაღალი ცენტრფორვარდი იაროსლავ კვასოვი (უკრაინა) და 20 წლის ჟოვინიო ფლამარიონი (ბრაზილია).

თბილისის "დინამო" კი მარჯვენა მცველის პრობლემური პოზიციის აღმოფხვრას 22 წლის უკრაინელი მცველის, ბოგდან მიშჩენკოს ჩამოყვანით შეეცდება...

ერთადერთი ზივ არიე...

ლეგიონერების თემა გავაგრძელოთ და ბარემ, უცხოელ მწვრთნელებზეც ვთქვათ. ამ შემთხვევაშიც, გარდამავალ ჩემპიონატთან გვინდა პარალელის გავლება. ისე, წინა სეზონი მართლაც რომ უცნაური და განსაკუთრებული იყო: იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე იყო (ანალოგი მხოლოდ 1991 წლის ერთწრიან ჩემპიონატთან ჰქონდა), სწორედ შარშან დამყარდა რამდენიმე რეკორდი.

უცხოელ ფეხბურთელებზე უკვე ვთქვით და იმასაც შეგახსენებთ, რომ 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში კიდევ ერთი რეკორდიც დამყარდა: ოთხი თვის განმავლობაში ქართულ გუნდებს 6 (ექვსი!) უცხოელი სპეციალისტი მოძღვრავდა! თანაც, ამ შემთხვევაში მხოლოდ უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ, თორემ კიდევ ორი უცხოელი მწვრთნელი (ანატოლი პისკოვეცი, სერგეი ჟიცკიი) პირველ ლიგაში მუშაობდა - ანუ ერთი ჩემპიონატის განმავლობაში ერთდროულად ამდენი უცხოელი მწვრთნელი არასდროს გვყოლია.

მაგრამ, აი, დაიწყო XXIX ჩემპიონატი და ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ერთი უცხოელი სპეციალისტია ეროვნულ ლიგაში: "დილას" მთავარი მწვრთნელის, ზივ არიეს (ისრაელი) სადებიუტო მატჩს საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგან, ფაქტობრივად, ერთიანად გადახალისებულმა გორელთა გუნდმა სტუმრად ფრედ ითამაშა XXIX ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ "ჩიხურასთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯიჯი
TEVDORADZE ROGOR AR MOXVDA KACMA PENALI AIGO.UZLIERESIA
qobuleteli
უკაცრავად მაგრამ რომელი ქვეყნის ჩემპიონთან ითამაშა ქობულეთის შუქურამ ფრე?ბუნდესლიგის თუ პრემიერლიგის რომ სენსაციად შერაცხა ზოგიერთმა?სულ დაკარგეთ რეალობის შეგრძნება?ძალზედ ორგანიზებულად და ჭკვიანურად იცავდა თავს შუქურა,მათ ნამდვილად დაიმსახურეს მინიმუმ ფრე.ბრავო გურულს,მაგარი კაცია.
agmosavlet tribunis J U N G L E B I
ამ ეტაპზე ფედერაციამ მართლაც მაქსიმუმი გააკეთა.(იმედია ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს კიდევ შემოგვთავაზებენ).დანარჩენი კი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.კობიაშვილი და იაშვილი მათ მაგივრად ვერ ითამაშებენ.
Guadua
Irakli apkhaidze აქ წესია ასეთი, გასვლაზე ჩემპიონთან ფრე მოგებას უდრისო. მეორეს მხრივ კი ქობულეთელებმა მართლაც მაგრად დაიცვეს თავი,საკმაოდ სისტემურად და ორგანიზებულად, სამტრედიელებს შანსს არ უტოვებდნენ საჯარიმოს შიგნით საგოლე შეჭრაზე,ასე რომ იმ სამი ბიჭის სიმბოლურში ყოფნა სრულიად კანონზომიერია. კლიმიაშვილი როგორც ყოველთვის მოწოდების დონეზე იყო, ხოლო საბაძე + მახარაძემ მშვენივრად იბრძოლეს.
Barbare
სსს და რეზო,მიკვირს ჩვენ ვხედავთ უბრალო გულშემატკივრები და სპეციალისტები ვერ ამჩნევენ ფოთელი კენიელის თამაშს,არადა კენიის ნაკრების მოქმედი მცველია,მართლა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს მან
ebbe sandi
ხოხ რა მაგარი ლიგაა,ევროპას გადაუჯოკრა
sss
კოლხეთის მარცხენა მცველი ერიკ უმა ეტიენო ძაალიან მაგარი ბიჭი ჩანს თან 20 წლის ტუ არის მითუმეტეს შეხედავ და ეგრევე ეტყობა რო ვაBშე ყველას ჯობია ნახავთ თუ დიდ ფეხბურთს არ ითამაშებს
Irakli apkhaidze
შუქურას თამაში არ მოუგია და ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავს სიმბოლურში. არ დამაჯეროთ რომთითოეული დეტალის სტატისტიკა გააკეთა ვინმემ.
rezo
ბარბარეს. ბარბარე ეგ მეც შევამჩნიე, ძალიან კარგი მცველია, პაპუნაშვილს ფეხი არ გაანძრევინა, ცოტა შეტევაში უჭირდა, თუმცა ერთი თამაშით ვერ განვსჯით. 20 წლის არის თან
zaali
კი, რაღაც სიახლეები შეიმჩნევა ჩემპიონატის ორგანიზებაში, მაგრამ მე უფრო თამაშებზე გავამახვილებდი ყურადღებას. ვესწრებოდი ლოკომოტივი-ბათუმის "დინამოს" თამაშს და მართლა კმაყოფილი დავრჩი. შედარებით რა თქმა უნდა, რა იყო შარშან და რა არის დღეს. სისწრაფე, ბრძოლის ჟინი და რაც თვალში საცემი იყო, ფიზიკური გამძლეობა (უფრო ლოკო). პატარა ინციდენტი კი მოაწყო ერთმა "ჯეელმა" ტრიბუნაზე, მარგამ ნიჩეო, ყველაფერი კარგად იყო.
dato
yvelaze gamartul pexburts samtredia da dinamo tamashobs mainc. rasac uyuree... ubralod ar gaumartlla pirvel turshi samtredias...
barbare
ფოთელი ერიკ უმას ეკუთვნოდა სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა,ძალიან მაგარია
გივი
რატომ არ აქვას ჩაჩავას სიმამაცე, და რატომ არ ატარებს პრესკონფერენციას და დუმს. ვინ არის დამნაშავე რომ ტორპედო ვერ იყიდა. ჩვენ დაახლოვებით ვიცით. თვითონ თქვას. ნაპოლეონის გეგმებით რომ მოდიოდა ქუთაისში. ნეო ოსტაპ ბენდერების ჩვენ არ გვჯერა.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...
"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
დავით რაჟამაშვილი გორის "დილას" დაუბრუნდა
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
ქობულეთის "შუქურა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: როცა ყველა ფავორიტია
ბოლნისის "სიონი" გადახალისდება
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
"არ ვართ ისეთი პროფესიონალები, საკუთარ თავს მაქსიმუმი რომ მოვთხოვოთ"
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "შუქურას" მოგებამდე ცოტა დააკლდა
ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
სამტრედია-ჩიხურა 3:0 - მარტო ჰამზიჩი ჩემპიონთან ბრალია [VIDEO]
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: ტურიც უფავორიტო და სეზონიც