ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

8 მარტი. ეს დღე სპორტის ისტორიაში: მოჰამედ ალის პირველი წაგება პროფესიულ რინგზე

8 მარტი. ეს დღე სპორტის ისტორიაში: მოჰამედ ალის პირველი წაგება პროფესიულ რინგზე

ისტორიები ალის ორთაბრძოლებიდან
მოჰამედ ალი vs ჯო ფრეზერი - ერთ-ერთი ყველაზე დიადი დაპირისპირებაა კრივის ისტორიაში. ეს იყო პრინციპული მეტოქეობა არა მხოლოდ კრივში, არამედ მთლიანად სპორტის ისტორიაში.

სწორედ ფრეზერი იყო პირველი მოკრივე, ვინც პირველი მარცხი აგემა პროფესიულ რინგზე ალის. ეს 1971 წლის 8 მარტს მოხდა, ნიუ–იორკის "მედისონ სკვერ გარდენში". შემდეგ ამავე ადგილას იყო მათი მეორე ბრძოლა 1974 წლის 28 იანვარს და მესამე - 1975 წლის პირველ ოქტომბერს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში.

პირველი ბრძოლა

1971 წლის 8 მარტს, მოჰამედ ალიმ პირველი მარცხი იწვნია პროფესიულ რინგზე - ის ჯო ფრეზერმა დაამარცხა.

ამ შეხვედრას "საუკუნის ორთაბრძოლა" უწოდეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ბრძოლა იყო კრივის სამყაროში 1938 წლიდან მოყოლებული (როცა რინგზე ერთმანეთს შეხვდნენ ჯო ლუისი და მაქს შმელინგი). ბრძოლის სანახავად "მედისონ სკვერ გარდენში" ბევრი ცნობილი ადამიანი მივიდა - ფრენკ სინატრა, ჰიუ ჰეფნერი, ბარბარა სტრეიზანდი, ბილ კოსბი, დასტინ ჰოფმანი, დაიანა როსი და სხვა.

ბრძოლის დასაწყისი თანაბარი იყო, თუმცა ალიმ ვერ შეძლო ფრეზერის დისტანციაზე შეჩერება, რის გამოც მუდმივად უშვებდა კორპუსში დარტყმებს. ბრძოლის შუაში ალი ბაგირებს ზურგით მიეყრდნო და თავდაცვაზე გადავიდა, თან ასწრებდა ყურში ეყვირა ფრეზერისთვის: "აქამდე არ იცოდი, ღმერთი ვინ იყო?"

ბრძოლის წინ ალი დაჰპირდა თაყვანისმცემლებს, რომ მეექვსე რაუნდში მოიგებდა, მაგრამ გამარჯვება ფრეზერმა მოიპოვა: ის არ უშვებდა ალის ბაგირებიდან და გაუთავებლად ურტყამდა თავსა და სხეულში.

ბრძოლის რეფერი არტურ მერკანტე იხსენებდა, რომ მოჰამედმა სუფთად წააგო რამდენიმე რაუნდი, მაგალითად, მეექვსე და მერვე.

მე-11 რაუნდში ალი ახლოს იყო ნოკაუტთან: ფრეზერმა ის ბაგირებთან მიიმწყვდია და რამდენიმე ზუსტი ჰუკი მოარტყა, რის შემდეგაც მოჰამედმა მთელ რინგზე ბარბაცით სიარული დაიწყო. ბრძოლის ბოლოს, ალიმ ბოლო ძალები მოიკრიბა და წინ წავიდა, ფრეზერმა ეს შანსი გამოიყენა და უზუსტესი დარტყმა შეაგება თავში. ალი რინგზე დაეცა, მაგრამ მაშინვე წამოდგა და ბრძოლა ფეხზე მდგომმა დაასრულა.

ფრეზერმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა - 9:6, 11:4, 8:6.

მეორე ბრძოლა

1974 წლის 28 იანვარს ალიმ რევანში აიღო.

პირველი ბრძოლისგან განსხვავებით, მან გადაწყვიტა, არ წარემართა ბრძოლა ბაგირებიდან, არამედ კონცენტრირებული ყოფილიყო რინგზე მოძრაობაზე და ჯებების დიდ რაოდენობაზე, ხოლო სულ მცირე ხიფათის შემთხვევაში, გაეკონტროლებინა მეტოქე და არ მიეცა მისთვის დარტყმის საშუალება.

მეორე რაუნდის ბოლოს ალიმ ზუსტი მარჯვენა ჰუკი შეასრულა თავის არეში, რომლისგანაც ფრეზერს ფეხები მოეკვეთა. ამ ზუსტი დარტყმის შემდეგ მოჰამედმა შეტევა განავითარა, მაგრამ რეფერიმ შეცდომა დაუშვა: გაიფიქრა, რომ რაუნდი დასრულებული იყო, ამიტომაც მოკრივეები კუთხეებისკენ გაუშვა, რითაც ჯოს ამოსუნთქვისა და აღდგენის საშუალება მისცა. რეფერის ამ შეცდომამ მაინც ვერ უშველა ფრეზერს, რომელმაც ვერაფერი მოახერხა 12 რაუნდის განმავლობაში. სამივე მსაჯმა უპირატესობა ალის მიანიჭა: 6:5, 7:4, 8:4.

ორი ბრძოლის შემდეგ მათ ურთიერთდაპირისპირებაში ანგარიში გახდა - 1:1.

მესამე ბრძოლის წინ ალიმ თავის სტილში სცადა "ეკბინა" მეტოქისთვის. ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მან სამი სიტყვა გარითმა: "ტრილერი, მანილა, გორილა".

ამ ფრაზის წყალობით, ბრძოლას ასე დაარქვეს - The Thrilla in Manila

მესამე ბრძოლა

"თრილერი მანილაში" - ბრძოლა, რომელიც 1975 წლის პირველ ოქტომბერს, ფილიპინების დედაქალაქში, სპორტდარბაზ Araneta Coliseum-ში გაიმართა და ის განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიადი საკრივო ორთაბრძოლა XX საუკუნეში. ის გახდა ალისა და ფრეზერის დაპირისპირების კულმინაცია. კრივის ისტორიაში ეს ბრძოლა შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სუპერმძიმე წონის არსებობაში.

ბრძოლა ალის მხრიდან ხუმრობით დაიწყო. რინგზე გამოიტანეს თასი, რომელიც ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულისთვის უნდა გადაეცათ. გაღიმებულმა ალიმ მოოქროვილი პრიზი თავის კუთხეში წაიღო. რა თქმა უნდა, თასი სასწრაფოდ დააბრუნეს, მაგრამ დარბაზმა ეს გამოხდომა სიცილით მიიღო - ამ გზით, ალიმ პუბლიკის სიმპათიები მოიპოვა და განმუხტა სიტუაცია, რომელიც ძალიან დაძაბული იყო.

ბრძოლა 14 რაუნდის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოკრივეებს ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ დარტყმების გაცვლა. უპირატესობა ერთი მოკრივიდან მეორის მხარეს გადადიოდა და პირიქით. თავდაპირველი რაუნდები ალიმ მოიგო უფრო მეტი აქტიურობის ხარჯზე. ბრძოლის შუა ნაწილი ფრეზერს დარჩა, რომელმაც მოახერხა კორპუსში დარტყმების სერიები, რაც აშკარად მტკივნეული იყო მეტოქისთვის.

მაგრამ ბრძოლის ბოლო მესამედი მაინც ალისა იყო, რომელიც თითქოს უკან იხევდა, მაგრამ, ამასთან, მეტოქეს ზუსტ აპერკოტებსა და გვერდით დარტყმებს უგზავნიდა. ბრძოლის ბოლოს ფრეზერი დაიღალა და მის საფირმო დარტყმას - ჰუკი თავში - ის ძალა აღარ ჰქონდა, რაც ბრძოლის დასაწყისში.

მე-12 რაუნდში ჯოს პირიდან სისხლი წამოუვიდა. მე-13 რაუნდში კი ალიმ მეტოქეს პირიდან კაპი გააგდებინა. ბოლო, მე-14 რაუნდში ალიმ ძალიან დიდი რაოდენობით დარტყმა შეასრულა მეტოქის თავის არეში, მაგრამ ფრეზერი მაინც შეტევას ცდილობდა და დაცვაზე საერთოდ აღარ ფიქრობდა.

ჯო ფრეზერი: "ისეთ დარტყმებს ვასრულებდი, რომლებიც ციხე-სიმაგრის კედლებს გაანგრევდა. ღმერთო, ის დიადი ჩემპიონია".

მოჰამედ ალი: "ეს სიკვდილივით იყო. არასოდეს ვყოფილვარ ასე ახლოს სიკვდილთან".

თვითმხილველებს ეს ბრძოლა დაამახსოვრდათ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრივის ისტორიაში. ბოლო რაუნდის მიწურულს, ორივე მებრძოლი ბოლომდე დაქანცული და გამოფიტული იყო.

მე-14 რაუნდის შემდეგ მსაჯმა ბრძოლა გააჩერა. ფრეზერი მარცხენა თვალით დაბრმავებული იყო და თითქმის ვერ ხედავდა მარჯვნიდან (მწვრთნელმა მას სამი თითი უჩვენა და დათვლა სთხოვა, ფრეზერმა კი "ერთი" უპასუხა). ამავდროულად, თავის კუთხეში ალი ითხოვდა - მისთვის ხელთათმანები მოეხსნათ ("ძალიან დავიღალე, მომხსენით ხელთათმანები"). და მისი ექიმის ვერსიით, მე-15 რაუნდზე გასვლას ვერ შეძლებდა.

გამოცანად რჩება - ვისი გამარჯვებით დასრულდებოდა ბრძოლა, ფრეზერის მწვრთნელს, ედი ფატჩს რომ არ გაეჩერებინა შეხვედრა. ბრძოლის შემდეგ ალიმ თავის საგრიმიოროში დაუძახა ჯოს ვაჟს - მარვის ფრეზერს და ბოდიში მოუხადა ყველაფრისთვის, რაც მამამისზე ბრძოლის წინ ილაპარაკა.

ჯოსთვის პირადად ბოდიშის მოხდა კი მან მხოლოდ 2002 წელს გაბედა - ჰოლივუდში ESPY Awards-ზე. მაშინ ალიმ განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ფრეზერზე თქვა, მხოლოდ რეკლამის გამო გააკეთა.

მიუხედავად ამისა, ფრეზერი ათწლეულების განმავლობაში ვერ პატიობდა წყენას. მაგალითად, როცა უკვე მძიმე ავადმყოფმა მოჰამედ ალიმ 1996 წელს, ატლანტაში ოლიმპიური თამაშების ცეცხლი აანთო, ჟურნალისტებმა ჯოს ჰკითხეს - რას ფიქრობდა ამ მოვლენაზე. მან გაბრაზებულმა უპასუხა, რომ თავად ალი უნდა დაეწვათ.

იმ ბრძოლის შემდეგ მოჰამედმა ფრეზერს საუკეთესო მოკრივე უწოდა ალის შემდეგ და დაამატა, რომ სათანადოდ არ აფასებდა, როგორც მოკრივეს.

2011 წლის 15 ნოემბერს, მოჰამედ ალი დაესწრო კრივში თავისი მთავარი მეტოქის, ჯო ფრეზერის დაკრძალვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

ᓛᓝᓰᓐმᓔᓓ ᓐᓚᓘᓡ ᓮეᓚᓗᓐᓗᓛᓐნᓔᓑᓘ 400 ᓐᓗᓐᓡᓐᓓ ᓒᓐᓘᓧᓘᓓᓐ

ვინ უფრო ძლიერია, მოჭიდავე თუ მოკრივე? - ამის გარკვევას ჯერ კიდევ 1976 წელს ცდილობდნენ [VIDEO]

8 მარტი სპორტის ისტორიაში: მოჰამედ ალის პირველი მარცხი

დონ კინგი: მოჰამედ ალი რომ არა, არარაობა ვიქნებოდი

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

მეივეზერ-მაკგრეგორიდან 40 წლით ადრე: ალი ინოკის წინააღმდეგ