"ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, ზამთარში ქართულმა კლუბებმა 100-მდე ტრანსფერი განახორციელეს
ახლახან, ევროპულმა სააგენტოებმა ის 5 კლუბი დაასახელეს, რომლებმაც ზამთარში ტრანსფერებზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს და ამ მიზნით ევროპელების მიერ დახარჯული თანხის საერთო ოდენობაც გამოთვალეს - სატრანსფერო "ფანჯრის" დროს ბებერ კონტინენტზე განხორციელებულ გარიგებებში 742 მილიონმა ევრომ იმოძრავა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ამით წინა რეკორდი გაუმჯობესდა - 2011 წელს ტრანსფერებს 523 მილიონი ევრო მოხმარდა.

ჯამში, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა 443 მილიონი დახარჯეს, ფრანგულ ლიგა 1-ში - 225 მილიონი, ბუნდესლიგაში - 189, იტალიის სერია A-ში - 169, ხოლო ტოპლიგებში ყველაზე ნაკლები აქტივრობა ესპანეთის ლა ლიგაში დაფიქსირდა - სულ რაღაც 64 მილიონი.

ზამთრის ყველაზე ხმაურიანი გარიგება "ჩელსის" უკავშირდება, რომელმაც ჩინურ "შანხაიში" ოსკარის გადასვლით 60 მილიონი მიიღო, ხოლო პსჟ-მა იულიან დრაქსლერის გამოსყიდვაში "ვოლფსბურგს" 40 მილიონი გადაუხადა.

ცხადია, ამის ფონზე დავინტერესდით, ქართული კლუბების სატრანსფერო აქტივობებიდან ყველაზე მეტად რომელმა კლუბმა იხეირა.

სამწუხაროდ, გამაოგნებელი ფაქტი აღმოვაჩინეთ: გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, ზამთარში ქართულმა კლუბებმა 100-მდე ტრანსფერი განახორციელეს, მაგრამ ფულადი გარიგება მხოლოდ ერთ მათგანში დაფიქსირდა, როცა თბილისის "დინამომ" მათე ცინცაძის შჩეცინის "პოგონში" გადასვლისთვის პოლონელებისგან 100 ათასი ევრო მიიღო.

"ტრანსფერმარკტის" თანახმად, 2016 წლის ზაფხულშიც ფულადი სატრანსფერო აქტივობა მხოლოდ თბილისურ გრანდს დაუფიქსირდა - სააგენტოში მითითებულია, რომ 2016 წლის აგვისტოში გიორგი ქვილითაიას ვენის "რაპიდში" გადასვლაში "დინამომ" 700 ათასი ევრო მიიღო.

დღეს კი ის პერიოდია, როცა უცხოეთში წავიდნენ ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედიიდან" დანიურ "ესბიერგში"), თბილისის "დინამო" შეელია რენე ფერეირას (წავიდა ბრაზილიურ "ვიტორიაში") და ნაკრების წევრებს, კანდიდატებსა თუ ეროვნული გუნდის ყოფილ მოთამაშეებს - ნუკრი რევიშვილს (მოლდოვის "დაჩია"), ლაშა პარუნაშვილს ("ესბიერგი"), უჩა ლობჟანიძეს, ლადო დვალიშვილს (ორივე - "ატირაუ", ყაზახეთი), აკაკი ხუბუტიას (რუმინეთის "გაზ მეთანი"), გორის "დილადან" კი ნაკრების ყოფილი მცველი ლაშა სალუქვაძე დაიმატა.

ამას გარდა, "ლოკომოტივიდან" ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი თავდამსხმელი ლუკა ზარანდია გდინიას (პოლონეთი) "არკაში" აღმოჩნდა, ხოლო ეროვნული ნაკრების კანდიდატი მათე ვაწაძე - დანიურ "ვიბორგში".

ამას გარდა, რუსეთის პრემიერლიგის "ორენბურგმა" ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანინიძე უფასოდ წაიყვანა, ხოლო ქუთაისის "ტორპედოდან" გურამ ფალავანდიშვილი - მოლდოვურმა "დაჩიამ", ფოთის "კოლხეთიდან" რასიმ რამალდანოვი კი აზერბაიჯანულმა "გაბალამ" აიყვანა.

ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო შიდა ტრანსფერები: ახალგაზრდა, პერსპექტიული ირაკლი კომახიძე ქობულეთის "შუქურადან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა, ბათუმის "დინამოდან" საჩხერეს "ჩიხურაში" წავიდა ლევან გეგეჭკორი, ეროვნული ნაკრების კანდიდატი ნიკა გელაშვილი - "დილადან" "ჩიხურაში", ხოლო ოთარ კვერნაძე "ტორპედოდან" - თბილისის "დინამოში".

ქართულმა კლუბებმა ამ ტრანსფერებიდან ვერ იხეირეს და კვლავაც სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ - ქართული ტრანსფერების ჯამური ფასი სულ რაღაც 100 ათასი ევროა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

namdvili zaza
არცერთი კლუბი არ დათმობს უფასოდ არათუ საკუთარ ლიდერს არამედ გამოუსადეგარ მოთამაშესაც კი, თუ მის მიმართ სხვა კლუბი (მითუმეტეს კონკურენტი) გამოიჩენს ყურადღებას! უბრალოდ მიეჩვივნენ რომ ამას მშვენივრად აკეთებენ დაფარულად ისე რომ არც საშემოსავლოს უხდიან სახელმწიფოს და არც პასუხს თხოვს არავინ.... რაც მალე მივხვდებით რომ სახელმწიფოსთვის (ბიუჯეტისთვის) "მოტეხილი", ყველა ჩვენგანის ჯიბიდან მოპარული ფულია მით მალე გახდება ცივილური სატრასფერო ბაზარიც და ზოგადად ფეხბურთიც.
kkkk
tu cer da tkma ginda pirdapir tkvi ar jobia ))) ixeires ogond damales saxemcipos uxadon exla isedac kapikebs igeben )) rato vart siraklemas poziciashi.)))
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა