მარიბორში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში, რომელიც მხოლოდ პნევმატური იარაღიდან სროლაში ტარდება
გუშინ მარიბორში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში, რომელიც მხოლოდ პნევმატური იარაღიდან სროლაში ტარდება.

თავდაპირველად ჩემპიონატში ახალგაზრდები ჩაებნენ და გოგოებმა ისროლეს, ჩვენგან კი სტარტზე ქუთაისური დუეტი გავიდა: 20-წლამდელებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე და ლიზი კილაძე. სამწუხაროდ, ფინალში ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდა.

ძალზე დასანანია, რომ კილაძეს იქამდე ერთადერთი ქულა დააკლდა - საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 374 ქულით დაასრულა, რაც მე-10 შედეგი აღმოჩნდა, ფინალურ ოქტეტში გამსვლელი კი 375 ქულა გამოდგა. არადა, კილაძის პირად რეკორდს - 386-ს თავი რომ დავანებოთ, მარიბორში მეორე სერია რომ არ ჩაეგდო (92 ქულა) და ამ მონაგარისთვის თუნდაც ერთი ქულა წაემატებინა, დიდი ალბათობით, მერვეზე გასულ სლოვაკ სამუელა ერნცოვას ფინალური ოქტეტიდან ამოაგდებდა - ათიანები თანაბრად დააგროვეს (10-10), მაგრამ ბოლო სერიაში ჩვენებურს ერთი ქულით უკეთესი შედეგი ჰქონდა (95). დასანანია, რომ კილაძემ თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და მედლისთვის ბრძოლა ვერ გააგრძელა. შეგახსენებთ, რომ იქ საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები უქმდება და ყველაფერი თავიდან იწყება.

ზოგადად, ჩვენებურმა შესარჩევში პირველი ნახევარი უფრო ცუდად ჩაატარა - 93 და 92 ქულა დააგროვა, მერე კი 94 და 95 აჩვენა. შესაძლოა, ეს გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორის გამოც მოხდა და ასე ზედმეტი ნერვიულობით დაემართა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ორ სერიაში ხუციბერიძემაც ზუსტად ასეთივე ქულები დააგროვა - 93 და 92, თუმცა ყველაზე მეტად მესამე ჩააგდო - 91, გამოსვლა კი 95 ქულით დაასრულა. შედეგად, პირადი რეკორდი ვერც მან გაიმეორა და 370 ქულა დააგროვა, რაც 25-ე შედეგი აღმოჩნდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის უდავო ლიდერად ჩეხი დენისა ბეზდეჩა იქცა, ვინც 385 ქულა დააგროვა (96, 97, 97, 95) და გვარიანად ჩამოიტოვა უახლოესი მდევრები, მეორეზე გასული ფრანგი მატილდე ლამოლე და მესამეადგილოსანი უნგრელი ვერონიკა მაჟორი, რომლებმაც 380 დააგროვეს. ფინალში გავიდნენ იტალიელი რებეკა ლესტი (379), უკრაინელი პოლინა კონარიევა, რუმინელი როქსანა დელია ბონტე, გერმანელი ჯესიკა შრადერი (ყველა - 376) და ზემოხსენებული სლოვაკი ერნცოვა 375-ით.

ფინალში ის მოხდა, რის გამოც ახალ წესებს მუდამ აკრიტიკებს ჩვენი ლეგენდარული მსროლელი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე - რაკი წინასწარი შედეგები გაუქმდა, იმხელა უპირატესობის და ისეთი შედეგის მქონე ბეზდეჩა ბრინჯაოს ძლივს დაეპატრონა. ჩემპიონი უნგრელი მაჟორი გახდა 235.9 ქულით, რაც ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის რეკორდი გახდა. მეორეზე უკრაინელი გავიდა 235.0-ით, ბეზდეჩამ კი 214.3 ქულით დაასრულა გამოსვლა. გუნდურ ჩათვლაში 1118 ქულით ფრანგულმა სამეულმა გაიმაჯვა (ლამოლე, კამილე იედრძეჟევსკი, კატელინე ნიკოლასი). თუმცა ფრანგებმა ოქროს მედალი გადათამაშების შემდეგ მიიღეს, რადგან დამატებით სერიაში 29:16 აჯობეს გერმანულ ტრიოს (შრადერი, მირლამ პიჩაჟეკი, ლეა კლესატელი). ბრინჯაოს მედალს 1116 ქულით უდავიდარაბოდ და გადასროლის გარეშე ჩეხები დაეუფლნენ (ბეზდეჩა, ანა დედოვა, ალზბეტა დედოვა).

დღეს ტურნირში ჩვენი ბიჭების სამეული ჩაებმება და, ამდენად, გუნდური ჩათვლაც გვექნება საქომაგო. სტარტზე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შარშანწინდელი გუნდური პირველობის ბრინჯაოსმედალოსნები, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე ცოტნე მაჭავარიანი და აკაკი მოსულიშვილი დადგებიან, რომლებსაც ამჯერად თავის კარიერაში პირველად ივა ჭანკოტაძე შეუამხანაგდება. უდავოა, რომ ამ სამეულიდან ყველაზე გამოცდილი მაჭავარიანია, ვისაც პირადი რეკორდიც თვალსაჩინო აქვს - 583 ქულა. ერთი სიტყვით, წარმატების მოლოდინი პირადშიც უნდა გვქონდეს და გუნდურშიც.

დღესვე გაიმართება შერეულ წყვილთა შეჯიბრება ახალგაზრდებში, ხოლო რაც შეეხებათ უფროსებს, ისინი საქმეში ხვალიდან ჩაებმებიან: ჯერ ლევან ქადაგიძე გამოვა ვაჟთა შორის, ნინო სალუქვაძე კი 11-ში გამოვა. ზეგვე ჩატარდება შერეულ წყვილთა სროლები უფროსებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თეიმურაზი
3 წელია ცეცხლსასროლ იარაგს ვითხოვთ მაგრამ ამაოდ რატომ?... ? სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს ბატონო ირაკლი ... ... ...
თეიმურაზი
სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს ცეცხლსასროლი იარაღი უნდა აუცილებლად...3 წელია ვითხოვთ მაგრამ ამაოდ...
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მორიგი ლიცენზია ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი
თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი
ახალგაზრდული ოლიმპიადა: ვერცხლი - სულამანიძეს, ბრინჯაო - ხუციბერიძეს
ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: უფინალოდ და ულიცენზიოდ