ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის თქმით, მისმა გუნდმა პირველ ტურში შესაძლებლობის მხოლოდ 30 პროცენტი აჩვენა
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. დღეს, 10 მარტს კახა ჩხეტიანის გუნდი სამტრედიაში, "ეროსი მანჯგალაძეზე" ქობულეთის "შუქურას" "ესტუმრება".

სეზონის დაწყების შემდეგ "ტორპედომ" ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივეში დამარცხდა - სუპერთასზე (1:2 "სამტრედიასთან") და ჩემპიონატის პირველ ტურში (0:1 "საბურთალოსთან"). რა მდგომარეობაა გუნდში და რა გახდა წარუმატებელი სტარტის მიზეზი? ამ და სხვა კითხვით "ლელომ" "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს მიმართა:

- როგორ ემზადებით ქობულეთელებთან შეხვედრისთვის?

- "შუქურასთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა მეტოქემ პირველ ტურში წარმატებით ითამაშა, გასვლაზე ჩემპიონ "სამტრედიასთან" ქულა მოიპოვა და აშკარაა, რომ კარგი გუნდია. ამავე დროს, ეს ქულა ჩვენთან გაორმაგებული ძალებით ბრძოლისთვისაც განაწყობთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ რთული შეხვედრა გველის.

პირველი თამაში "საბურთალოსთან" წავაგეთ და ახლა მხოლოდ მოგება გვინდა. ამავე დროს, ბუნებრივია, ხარისხიან თამაშსაც ვითხოვთ ფეხბურთელებისგან.

- ეს მატჩი თქვენთვის ფსიქოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება...

- რას გულისხმობთ?

- "ტორპედომ" სუპერთასზეც წააგო და პირველ ტურშიც. თქვენი აზრით, ეს მოთამაშეებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენდა?

- გეთანხმებით, რადგან სატურნირო ცხრილის გარდა, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. განწყობა ნებისმიერ საქმეში ბევრს ნიშნავს. ჩვენ კი აშკარად მოვიკოჭლებდით. სუპერთასის მატჩს ნაკლებად ვგულისხმობ, რადგან წაგების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. "საბურთალოსთან" კი, ჩემი აზრით, შესაძლებლობების 30 პროცენტიც ვერ ვაჩვენეთ.

- დანარჩენი 70 პროცენტი სად "დამალეთ"?

- (იცინის) თურქეთიდან ქუთაისამდე გზაში. ხუმრობა იქით იყოს და, თურქულ შეკრებაზე მოთამაშეებს ისეთი ვირუსები დაერიათ, ნორმალურად და სრული შემადგენლობით, ფაქტობრივად, ვერც ვივარჯიშეთ. ჯამში რომ დავთვალეთ, სხვადასხვა დღეს ფეხბურთელების ნახევარზე მეტი ლოგინში იწვა და მკურნალობდა. საბოლოოდ, ამან იმოქმედა გუნდზე, სხვა პრობლემას ვერ ვხედავ.

მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურადაც კარგად არიან მომზადებულები და ფიზიკურადაც. ეს ჩავარდნა ბევრად უკეთესი გაგრძელებით უნდა შევცვალოთ და მჯერა კიდეც, რომ ყველაფერი გამოსწორდება. ახლა ქობულეთელებთან მატჩისთვის ყველა დიდი მონდომებით ემზადება, პირველი ქულები რომ მოვიპოვოთ.

- ქობულეთის ნაცვლად მატჩი სამტრედიაში რომ ტარდება, ეს თქვენთვის მისაღებია?

- ხელოვნურ საფარზე თამაში არასოდეს არის მისაღები, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა და ყველაფერს გაგებით ვეკიდებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vax-vax
ამდენ ხანს,რომ ინარჩუნებთ ინტრიგას და ხალხს ვაკუუმში ამყოფებთ,ისიც დაწერეთ ბარემ,რატომ არ ან ვერ ყიდით "ტორპედოს". რა არაორდინალური და გამოუცნობი ქვეყანაა ეს საქართველო.ყველა ქვეყანა წინ მიდის მეტ-ნაკლებად, ჩვენ -უკან,რატომ?თქვით მაინც
QWERTY
მშვენიერი ანგარიშია ტორპედოსათვის, მადლობა აზამათ ჯიოევს თორემ საერთოდ წააგებდნენ. ქულაც წამოიღეს და ცოტა ფულიც გამოიმუშავეს.
fani
ტორპედო რაც თავი მახსოვს სულ ჩემპიონია დასაწყისში ბოლოს კი ქულებს თითებზე ითვლის არ გავარდეო. ვერ მოუგებს ქობულეთს რადგან ქობულეთს არც შემადგენლობა ყავს ნაკლები და არც მწვრთნელი
QWERTY
ხელოვნურზე თუ არა მე შენ გეტყვი და ტორპედოს სტადიონის კამუფლიაჟის სურათით მოხატული საფარი უკეთესია ვიდრე სამტრედიის არა? სამტრედიის საფარის უვარგისობაზე ჯერ არავის უტირია და ნუ იქნებით პირველები. მიზეზებს რა დალევს, მთელი მსოფლიო ხომ ტორპედოს მტერია !
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს