ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[მეტოქე] განგაში ბელგრადში: რა გვეშველება საქართველოსთან?!

[მეტოქე] განგაში ბელგრადში: რა გვეშველება საქართველოსთან?!

სერბულმა sportske.net-მა ჩვენთვის საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენი მეტოქის ბანაკში არსებულ პრობლემებს ეხება
ორიოდე კვირაც და საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სერბეთს უმასპინძლებს. თუ ჩვენ ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკული შანსი აღარ გვაქვს, სერბებისთვის ეს შეხვედრა მართლაც რომ სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს.

სერბულმა sportske.net-მა ჩვენთვის საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენი მეტოქის ბანაკში არსებულ პრობლემებს ეხება...

მუსლინის დილემა

"თვალსაჩინოა, რომ სერბეთის ნაკრების არაერთ ფეხბურთელს აქვს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, მაგალითად - ეროვნული გუნდის ძირითად მეკარე ვლადიმირ სტოიკოვიჩს. ძირითადში თამაშს რომ დავანებოთ თავი, ხანდახან ის სათადარიგოთა სკამზეც ვეღარ ხვდება.

ეს ძალიან ცუდია სერბეთის ნაკრებისთვის და დიდ დილემას წარმოადგენს გუნდის მთავარი მწვრთნელის, სლავოლიუბ მუსლინისთვის.

საინტერესოა, მუსლინი უთამაშებელ მეკარეს ენდობა თუ ძირითად შემადგენლობაში თელ-ავივის "მაკაბის" კარის დარაჯ პრედრაგ რაიკოვიჩს დააყენებს, რომელსაც უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს?" - სვამს კითხვას სერბული გამოცემა.

მედიას განსაკუთებით ეიმედება "ჩელსიში "მოთამაშე ნემანია მატიჩის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ლონდონურ კლუბში ამ საყრდენ ნახევარმცველს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა აღარ აქვს. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან სწორედაც ამ რგოლში "სტემფორდ ბრიჯზე" ჯოჯოხეთური კონკურენციაა.

ანალოგიური პრობლემა

საქართველოს ნაკრების არ იყოს, სერბეთის პირველ გუნდშიც მძაფრად დგას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა სათამაშო პრაქტიკის საკითხი, რაც ზოგიერთ მოთამაშეს აშკარად აკლია.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა სერბეთის ნაკრების პრობლემები დაცვის ხაზში. იცით, რომ ცუდი პერიოდი უდგას გუნდის კაპიტან ბრანისლავ ივანოვიჩს. გამოცდილი სერბი უკანახაზელი იმედოვნებდა, რომ "ზენიტში" გადასვლით სათამაშო პრაქტიკას მიიღებდა, მაგრამ "ჩელსის" ყოფილ მცველს ბოლომდე არც ნევის ნაპირზე ენდობიან.

სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის "ვილიარეალის" მცველი ანტონიო რუკავინაც. "ნაპოლიში" პრაქტიკულად არ თამაშობს ნიკოლა მაქსიმოვიჩი. ამას გარდა, ცნობილია, რომ თბილისში ისედაც ვერ ითამაშებს "შალკეს" უკანახაზელი მატია ნასტასიჩი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

ნახევარდაცვაშიც საკმარისი პრობლემებია. "ჰამბურგის" ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა ფილიპ კოსტიჩი.

საკმაოდ დიდია შანსი, რომ საქართველოსთან მატჩი ტრავმის მიზეზით გამოტოვოს "ანდერლეხტის" ნახევარმცველმა ფილიპ ობრადოვიჩმა. ასევე ტრავმა აწუხებს "ბენფიკას" ნახევარმცველს, ლუბომირ ფეიზას. თბილისში ვერ ითამაშებს კიდევ ერთი დისკვალიფიცირებული, "ვალიადოლიდის" ნახევარმცველი ალექსანდარ კატაი.

სერბები მაინცდამაინც კმაყოფილები არც თავდასხმის ხაზით არიან. მაგალითად, ალექსანდარ მიტროვიჩი ვერა და ვერ იქცა "ნიუკასლის" ძირითადი შემადგენლობის უპირობო წევრად. აქედან გამომდინარე, სერბული გამოცემა თბილისურ შეხვედრაში ახალი სახეების გამოჩენას არ გამორიცხავს.

"თავს მოვიტყუებთ, თუ ჩავთვლით, რომ სერბეთის ნაკრებში სადღეისოდ იდეალური სიტუაციაა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ის ძალიან შორსაა იდეალურისგან. შესაძლებელია, ნაკრებში ვნახოთ ახალი ფეხბურთელები, მათ შორის, თავდასხმის ხაზში".

გამოცემა ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო დროს შედეგიანად მოთამაშე ბერძნული პაოკ-ის ფორვარდი ალექსანდარ პრიოვიჩი. მედია ფიქრობს, რომ დადგა დრო, ნაკრებში შანსი მიეცეთ ანდრეა ჟივკოვიჩსა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს.

სერბები წნეხის ქვეშ

შესარჩევ ჯგუფში არსებული ჯოჯოხეთური კონკურენცია სერბეთის ნაკრებს თუნდაც ფრეზე თამაშის საშუალებას არ აძლევს. საქართველოს დედაქალაქში კი ყოველთვის რთულია უეჭველ სამ ქულაზე თამაში.

"ჩვენ თბილისში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივართ. აქედან გამომდინარე, გუნდი დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა. საქართველოს ნაკრებს კი ეს წნეხი არ აწუხებს.

გარდა ამისა, ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშებენ. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ გამოცდილ ფეხბურთელებს. მაგალითად, მნიშვნელოვანი იქნება, როგორ უხელმძღვანელებს პარტნიორების თამაშს ინგლისურ პრემიერლიგაში გამოცდილი ნემანია მატიჩი", - წერენ სერბები.

ერთი კია: იმ ფეხბურთელებს, რომელთაც სერბული მედია საქართველოსთან მატჩისთვის ნაკრების გასაძლიერებლად მოიაზრებს, სწორედაც სანაკრებო გამოცდილება აკლიათ. ასეთ შემთხვევაში, როცა თამაში უეჭველად მოსაგებია, ეს გადამწყვეტი ფაქტორიც შეიძლება აღმოჩნდეს.

გულშემატკივრებს კი ეს ნაკლებად ესმით და ისინი ეროვნული გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ. ხოლო რა შეუძლია მომთხოვნ სერბ ქომაგს და რას ნიშნავს მათთან ურთიერთობის გაფუჭება, ეს მუსლინმაც კარგად უწყის და ფეხბურთელებმაც.

მუსლინი და სკანდალი

საქართველოსთან მატჩამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. სწორედ ამ უდროო დროს სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სლავოლიუბ მუსლინი სკანდალში გაეხვია.

საქმე იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა სერბი სპეციალისტი რუსული "კრასნოდარის" თავკაცი გახლდათ. ამ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ოლეგ სამსონოვმა განაცხადა, რომ მუსლინი ფეხბურთელებისგან ფულს იღებდა.

ცეცხლზე ნავთი დაასხა სომხეთის ნაკრების ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მარკოს პიზელიმ. თავის დროზე ისიც "კრასნოდარში" თამაშობდა. პიზელიმ მიძინებული სკანდალი გააღვივა, თუმცა ის ვერაფერს ამტკიცებს:

"მუსლინზე ასეთი რამ მეც გამიგია, - ამბობს პიზელი რუსულ მედიასთან ინტერვიუში. - თუმცა უშუალოდ მე არ შემხებია, არ მიყვარს ასეთი რამეები...

გარდა ამისა, მუსლინთან მცირე ხანს ვიმუშავე და თან ცოტას ვთამაშობდი. რომ მეთამაშა, შეიძლებოდა, ხალხს ეფიქრა, რომ ფულის გამო ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. არანაირი მტკიცებულება არ მაქვს, რომ ძირითადში დაყენების სანაცვლოდ, მუსლინი ფეხბურთელებისგან ფულს იღებდა, მაგრამ ვიმეორებ - ასეთი ლაპარაკი მეც მსმენია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• maxo

რატომ ნერვიულობთ იუგოსლავიასთან მატჩზე, თქვენ ხომ ბოიკოტის გამოცხადება გინდოდათ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე რუსეთში,ამიტომ ძალიანაც ნუ ინერვიულებთ თუ წააგებთ.

• ucnobi

გუშინ თუ უყურელ მილანის თამაშს მაშინ დარცმუნდაბით რომ ფეხბურტი დგეს ტოტალიზატორია...ავიGოთ ბარსელობა პსჟ

• ზურა

თუ გინდა გაიგო გამარჯვების გემო ეთამაშე საქართველოს ნაკრებს.4-5 წელიწადში ერთხელ თუ ვინმეს ვუგებთ მხოლოდ იმიტომ რომ ამის უფლებას გვაძლევენ

• ზურა

რა პრობლემასაც ესენი წერენ ეგ პრობლემები ჩვენნ ნაკრების არსებობიდან მუდამ გვაქვს,თუნდაც ფულის აღების თემები......... ეგ მაგათთვისაა სკანდალი თორემ ჩვენთვის ჩვეულებრივია.........

• jojo

ყოველტვის ესე წერენ.თითქოს პრაბლემებიაქთ ეს მაგათი სტრატეგიაა.მასე მოდიოდა ავსტრიაც პრობლემებით და ამოგვდეს.ჯობია ჩვენ პრობლემებს მივხედოთ ისა ჯობია სხვებს თავი დავანებოთ.შეხედეთ რომ თავდასმა არაგყვავს .მჭედლიძე ტრამვირებულია მაგრამ ისედაც ვერაფრით ეხმარება.ეს ორი ახლებია ჭანტურიაც ტრამვააქვს ასერომ ჩვენც საბლატაო არაგვაქვს

• irakli...

დინამო ვათამასოთ ))

• მსქროლავი ტროლი

რა გეშველებათ და არაფერიც არ გეშველებათ - განგაშის ზარები მაშინ უნდა შემოგეკრათ, როცა მუხთალმა ფორტუნამ ჩვენთან ერთად ქვეჯგუფში ყოფნა მოგისაჯათ - აწ გვიანია თითზე კბენანი... უმჯობესია, არ ჩამოხვიდეთ და მხოლოდ 0:3 ჩაგეთვლებათ....

• tngh

ეს ყველაფერი წინა სამატჩო ხრიკებია!!! მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ სერბეთთან თამაშისათვის. იმედია, უკეთესი მსაჯობა იქნება, ვინემ ავსტრიასთან და მოლდოვასთან იყო.

• odala

ჩამოვლენ, მოგიგებენ და მერე იმით ინუგეშებთ თავს, რომ მაგრად შეგვაქეს სერბებმა :)))))))

• გოდე

მუსლინი ბოლობოლო სერბეთის ჩემპიონატში მობოჭავს ფეხბურთელებს რომელიც ჩვენ ნაკრებს ეყოფა. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

• gibs

კარგით რა პრობლემებზეა საუბარი, დაცვაში სავიჩი იქნება ნასტასიჩის ნაცვლად, კოლაროვიც ყავთ, ნახევარდცვა საკმაოდ სოლიდური ყავთ, თავდასხმაში კიდევ ჯორჯევიჩი, მიტროვიჩი,ჯურიჩიჩი და ლიაიჩი, ამათ აქვთ პრობლემები ხომ ?

• kika

სერბებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ ჩვენთან ამის გამო. მარტო მატიჩის სატრასფერო ფასი 30 მილიონი ღირს(ასეთ ფასიანი რამოდენიმე ყავთ). რაც გაცილებით მეტია ვიდრე ჩვენი ნაკრების ჯამური სატრასფერო ფასი. და საერთოდ თუ ვიტყვით უთამაშებელი ფეხბურთელები ჩვენ უფრო მეტი გვყავს ვიდრე სერბებს.

ნუ დაუჯერებთ.ჩვენი ფეხბურთელების პროვოკაციაზე მიდის,სურს რომ ქართველი ფეხბურთელები დაარწმუნოს რომ სერბებზე მაგრები არიან,მოადუნოს ქართველების ყურადღება, ამით ისარგებლოს და მოგვიგოს თამაში.

• zura

პიზელის ახალი ეროვნება ხასიათში გადაუვიდა...

• haha

კიდევ ერთი მაგალითი ჩვენთვის. სერბები (და საერთოდ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში) თამაშის წინ თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ და მეტოქეს აქებენ. მატჩის მერე (როგორც წესი გვიგებენ) საუბრობენ აი რა მაგრები ვართო. ჩვენთან პირიქით ჯერ ვიწყებთ ბაქი ბუქით და თამაშის მერე ვლაპარაკობთ პრობლემებზე.

• ნუგო

თეორიული შანსი ხომ არსებობს, როგორ შეიძლება ხელის ჩაქნევა! ძალიან არ მომეწონა სტატიის პირველი აბზაცი.

• Bajo

Es suleluri statiaa hveni msgst daertot ar eshiniat piriqit gadagvivlian.

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

სერბეთის ნაკრების მწვრთნელად მლადენ კრსტაიჩი დანიშნეს

მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?

ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]

სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

სერბეთის ნაკრების მწვრთნელი მუსლინი გადააყენეს

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა "ლიონი" დატოვა

ბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]

"არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი - მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია

მატიჩმა ონანას უპასუხა: "მანჩესტერის" ისტორიაში ყველაზე ცუდი მეკარე ხარ

2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო - საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ნემანია მატიჩი კარიერას "ლიონში" გააგრძელებს

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე

სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]

მუსლინს, რომელმაც ვაისს ორივე დუელი მოუგო, სომხეთის ნაკრებს ჩააბარებენ