პარიზული სხდომის შემდეგ რაგბი ევროპა გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს
Yahoo Sports-ის ინფორმაციით, 9 მარტს პარიზში რაგბი ევროპის ბორდის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ექვსი ერის ორგანიზაციას მიმართავენ ტურნირის "გახსნის" თაობაზე.

Midi Olympique: 9 მარტს ექვს ერზე პლეი ოფის შემოღებაზე მოლაპარაკება გაიმართება

პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ და ბორდის 17-მა წევრმა კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ ორგანიზაცია ოფიციალური წერილით მიმართავს 6 Nations Limited Company-ს, რომ ამ უკანასკნელმა ტურნირი სხვა ქვეყნებისთვისაც გახსნას.

"ევროპაში რაგბი მხოლოდ მაშინ განვითარდება, როცა ყოველ ქვეყანას ექნება შანსი, ითამაშოს საუკეთესო გუნდებთან. აღზევება/გავარდნის სისტემა ეთიკური კოდია რაგბი ევროპის ყოველი დივიზიონისთვის. ეს არ არის მცდელობა, დაისაჯოს რომელიმე გუნდი ცუდი შედეგებისთვის.

ჩვენ არ გვსურს კომპრომისები იმაზე, რასაც უკვე მივაღწიეთ, თუმცა დიალოგის დაწყება ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, არ შეიძლება სარაგბო ევროპა იყოს მხოლოდ 6 ქვეყნის. დაბოლოს, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ბოლოს და ბოლოს, რაგბი ევროპა ევროპის კონტინენტის ოფიციალური მომსახურეა რაგბიში", - განაცხადა ოქტავიან მორარიუმ.

მორარიუ აცხადებს, რომ ექვსი ერის წარმომადგენლებთან მზად არის განიხილოს სხვადასხვა ვარიანტი:

"ჩვენ ვართ მზად, მივიღოთ სხვადასხვა ალტერნატივიდან ერთ-ერთი - შესაძლებელია, გავარდნის სისტემა იყოს პირდაპირი, ან იყოს პლეი ოფით ერთწლიანი ან ორწლიანი სისტემით.

ეს შეიძლება იყოს ერთი ან ორი გუნდის დამატება ექვსი ერის ტურნირის ან სულაც კონტინენტის რეალური ჩემპიონატის ჩატარება. ჩვენ ვიცით, რომ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ კარგი პროექტი შევაჯეროთ და ერთობლივად მივაღწიოთ მას.

მაგრამ მთავარია, რომ მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს, ეს აუცილებელია ევროპაში რაგბის წინსვლისთვის", - თქვა მორარიუმ.

როგორც წყარო იტყობინება, ოფიციალური წერილით რაგბი ევროპა ექვს ერს უახლოეს დღეებში მიმართავს.

Tariel
ხომ იცის წინასწარ, რომ უარს ეტყვიან ?
mamuka
ან იყოს 10 გუნდიანი ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში 1 ჯერ.მაშინ 2 წელიწადში ერთხელ მაინც მოგვიწევს ნორმალურ გუნდებთან თამაში (მსოფლიოს გათვალისწინებით)
dagvimaton chven me-7-ed.
ეს 6-ანი არ მიყვარს. არ შეიძლება 7 ერი, რომ იყოს? "ველიკოლეპნაია სემიორკა" იქნებოდა.
თეიმურაზ ტეფნაძე
სად იყავით აქამდე! მიაწექით!
soxumeli
კარგი მიმართვაა ნამდვილად და დროული!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო