"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუსეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 28:14 დაამარცხეს.

"მსაჯისგან უფრო მეტ ჯარიმასა და მკაცრ ქმედებებს ველოდით.

მეტოქემ კარგი დაცვა დაგვიპირისპირა და ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს. დღეს რუსეთის ნაკრებმა პირველი 30 წუთი კარგად ჩაატარა და ალბათ, სწორედ ამიტომაც გაგვიჭირდა", - თქვა ჰეიგმა.

glaxuna
რ ა ტ ო მ ივიწყებთ გულშემატკივრებო- 6 - 22 წლამდე ბიჭი თამაშობდა სასტარტოში! ამას ვერცერთი ნაკრები ვერ გაბედავს დღეს ...და მაინც მოიგეს,უბრალოდ უკანა ნიჭიერი ბიჭებს მხოლოდ ფიზიკური ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე აგრესიული დაცვისათვის!
dato
მე მაპატიეთ მაგრამ მივმართავ რაგბის ბავშვთა წვრთნელებს! სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება ბურთით თამაშს და სისწრაფეს! დროა უკვე ვისწავლოთ სწრაფი თამაში, სწრაფი სირბილი და ნაკლები ჯარიმები მეტოქის ლელოს ხაზთან! მომავალ თაობას მომავლის იმედით!!!
გიორგი/
გვაქვს ჩვენ საამაყო რაგბი, ევდნიერი ვარ რომ გიყურებთ!
გზავნილი
ძალიან იშვიათად ვაკეთებ კომენტარს, არ მიყვარს ეს საქმე, მაგრამ არ შემეძლო არ გამომეთქვა ჩემი აზრი აქ ნანახ კომენტარებზე. ორი რამე რაც ძალიან მომწონს და ძალიან არ მომწეონს: 1. ძალიან მიხარია რომ აქ კომენტარებს წერენ ადამიანები, რომლებიც ეტყობათ რომ ფეხბურთის გულშემატკივრები არიან და ნაკლებად ერკვევიან რაგბში. 2. ძალიან მომწონს რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი მოდის სტადიონზე რიგით თამაშზე, რომლის 100% შედეგი წინასწარ იცის. 3. ძალიან მომწონს ბებერი ლომების გვერდით როგორ იყენებენ ფაფარს ახალი ბოკვრები რომლებიც არანაკლებ თვისებებს, გონიერებას და ძალას აჩვენებენ. 4. შესანიშნავი ახალი თაობა მოდის და მომავალი უცილობლად უკეთესი იქნება ვიდრე დღევანდელი დღეა. 5. გვყავს საქართველოზე არანორმალურად შეყვარებული და უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი, რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს ქართული რეალობა და მენტალიტეტი და ჩვენს უარყოფით თვისებებს პოზიტიურად იენებს. არ ვამტკიცებ რომ მასზე მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი არ არსებობს, მაგრამ ეჭვი მაქვს ბევრი მოიძებნებოდეს კვალიფიკაციური, რომელსაც ქვეყანა ასე ეყვარება და იზრუნებს მასზე. საშინლად აქ მომწონს: ა) უმადურობა! უმადურობა ჩვენი ძველი გვარდიის მიმართ, რომლებმაც მოახერხეს ის რომ რიგით თამაშებზე ათიათასობით ადამიანი მოდის. ბ) საშინლად არ მომწონს უმადურობა მწვრთნელის მიმართ, რომელიც 100% იხარჯება, არა მარტო ამ ნაკრებისთვის, არამედ ქართული რაგბის მომავლისთვის. 3-4 წელიწადში უკეთ გამოჩნდება რა აქვს უკვე გაკეთებული ქართული რაგბისთვის. გ) საშინლად არ მომწონს რაგბის კავშირის უმოქმედობა 20 წლამდელთა ნაკრების მიმართ - არ მიეცა გუნდს საშუალება ყოლოდა მაღალი დონის მწვრთნელები რომლებსაც არ ექნებოდათ შიში მოწინააღმდეგის და არ განაწყობდნენ გუნდს ყველა თამაშის წინასწარ წასაგებად (იტალიის გარდა). არ იწუწუნებდნენ გამოუცდელობაზე, ექნებოდათ მცირედი სპორტული თავხედობა რათა ნებისმიერი მეტოქისთვის თავი არ დაეხარათ. ყველა კარგად ვხედავთ რომ შარშანდელი 20 წლამდელებიდან 5-6 კაცი ეროვნულის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ახალმა გუნდმა გაიარა მხოლოდ ერთი შეკრება - მენტალური გამძლეობის (საინტერესოა მწვრთნელებმა თუ გაიარეს?). 3 თვეში მსოფლიო თასი გვაქვს და ბაიბური არ ისმის ნაკრებზე - ნეტა ხომ გამოვდივართ? ვერასდროს ვერ შევალთ 6 ერში სანამ 20 წლამდელებს არ ეყოლებათ ისეთივე კვალიფიკაციის მწვრთნელი როგორიც ეროვნულს და არ იზრუნებს ისე როგორც ზრუნავს ეროვნულზე მილტონ ჰეიგი. მადლობა ბატონო მილტონ თქვენი სამსახურისთვის, ერთგულებისთვის და ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის!
ირაკლი
მელიტონა ნაღდი ქართველია. ღმერთმა დაგილოცოს ოჯახი, მადლობა თავდადებისთვის.......
vato
რუსები ამ თამაშისთვის მთელი წელი ემზადებონდნენ, ჩემი აზრია მაგრამ მგონი ეს ჩემპიონატიც ამიტომ ჩაუვარდათ ასე მწარედ ჩვენზე რომ იყვნენ კონცენტრიებულბი. და მაინც წააგეს;)) ჰაჰაჰჰაჰაჰა უელსთან ამ წლის ნოემბერში ტესტი რომ გვაქვს მილენიუმ სტადიონზე არავინ რატო არ წერს?
levani
მთელი თამაშის მანძილზე ერთი წუთით მაინც თუ შეგეპარათ ვინმეს ეჭვი გამარჯვებაში? იყო მომენტი როცა თამაშის კონტროლი და სადავეები გავუშვით? 4 ლელო დავდეთ და რადგან რუსეთი იყო ამიტომ უნდა მოგვეგო ნოლზე? შეცდომებზე კი - თაობათა ცვლაა და აშკარად თამაშის სტილისაც და იქნებ პოზიტივი უფრო დაინახოთ და ის რასაც ჰეიგი აკეთებს - სავარჯიშო ტესტ მატჩებია იცით ყველამ ეს ჩვენთვის და ბიჭების გამოცდა, შეთამაშება ჯობია 30-40 ქულით მოგებას.
gogig
მოგება მოგებაა, მაგრამ სტადიონზე მისული 50 000 მაყურებელი მეტს იმსახურებდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენებს თამაში ეზარებოდათ. რაქების გასუფთავება არ ვარგოდა. მათი შერკინება ერთხელაც ვერ მოვიგეთ. ჩვენი ტრადიციული კოზირი, მოლი ვერცერთხელ გამოვიყენეთ, მიყოლა კვლავ არ ვარგა. უკმაყოფილო ვარ თამაშის ხარისხით. არ გაგიკვირდეთ, რუმინეთმა რომ მოგვიგოს.
იკო
რა დაემართათ ტო, სულ სხვა თამაშს ველოდი და სულ სხვა თამაში ვნახე. იმედია რუმინეთთან გამოასწორებენ. 6 ერისგან კიდე ძაან შორს ვყოფილვართ სამწუხაროთ.
აი ამას ჰქვია "ჟილკა".
რაგბის ასე ემოციურად ყურების მოტივაცია რუსეთზე გამარჯვებებმა მომცა (მოგვცა). რაღაცით მაინც ვიფხანთ გულს. ამასობაში კი ჩვენი რაგბი მსოფლიო დონის გახდა და ფეხბურთის ადგილი დაიკავა, როგორც ეროვნულმა თამაშმა.
მორაგბე
რავიცი მე პირადად იმედები გამიცრუვდა, უფრო მეტს კი არა ბევრად უფრო მეტს მოველოდი, ბაზარი არაა ბევრი წამყვანი მორაგბე არ გვყვავდა, მაგრამ ექვსი ერი თუ გვინდა რუსეთან პირველი და მეორე შემადგენლობითაც მინიმუმ 30 ქულის სხვაობით უნდა ვიგებდეთ თანაც სანახაობრივი და ლაღი თამაშით. ეს რა იყო მეტოქის ლელოსთან ორი მეტრი გვრჩებოდა ერთი ათჯერ და ჯარიმდებოდნენ ან კარგავდნენ ბურთს ესეთი თამაშით ექვის ერი კი არა სამოას და ტონგას როგორ მოვუგეთ წარმოდგენა ნაღდად მიჭირს, მე მაპატიეთ უბრალოდ უდიდესი გულშემატკივარი ვარ ჩვენი ნაკრების და უფრო მეტს მოველოდი მიუხედავათ იმისა რომ ბევრი ახალგაზრდა გვყავდა(გამოუცდელი).
gogi
ესპანეთთან და ახლა უკვე რუსეთთან ჩვენი ნაკრებისგან გაცილებით მეტს ველოდებოდი თამაშის ხარისხით, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ამ ორ თამაში ტექნიკური წუნი, ასევე სისწრაფეც არ ჩანდა და დაცვაში თამაშიც არა დამაჯერებელი იყო, იმედი მაქვს რუმინეთან გამოასწორებენ და სწრაფ და ტექნიკურად იტამაშებენ.
glaxuna
კოშაძე,სვანიძე.ფრუძე-ც...საერთოდ უკანა ხაზის ნიჭიერი ბიჭები ს ა ს წ რ ზ ფ ო დ გაუშვით საფრანგეთში,სერიოზულად უნდა მომძლავრდნენ ფიზიკურად,ა შ კ ა რ ა დ გამოჩნდა რომ დაცვაში ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე აკლიათ,ისეთი როგორიც აქვთ -კოლელიშვილს,შარიკაძეს,მჯედლიძეს...დაცვაში აგრესიული თამაში არ შეუძლიათ და ეს გ ა მ ო ჩ ნ დ ა დღეს!
ialakin
VAXO-S მწვრთელის შეცვლა არაფერ შუაშია, ამდენი ხანია ჰეიგი ცდილობს ბურთის თამაში ასწავლოს ჩვენ ნაკრებს და მაინც არ გამოდის. ისმის კითხვა რატომ?ცჰვენი რაგბი ოდითგანვე შერკინებაზე იყო კონცეტრირებული რაშიც ჩვენი ჯანი და ღონე ხელს გვიცყობდა და სულ შეგვიცყობს, ხელით ბურთაობას კი გამოცდილება და დიდი შრომა ჭირდება. ამისათვის კი კვალიფიკაციური მწრთვნელებია საჭირო, რომლის დეფიციტიც გაგვაჩნია, ჰეიგის ნაცვლად ვინც არ უნდა მოვიდეს ვერავინ ვერ შედზლებს სიტუაციის გამოსწორებას თუკი ჩვენ თვიტონ არ დავიცყეთ იმ კულტურის დამკვიდრება ჩვენს რაგბის სასწავლებლებში რასაც ხელით ბურთაობა ქვია. საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში ვინც სისტემატიურად და მყარად თამაშობს ეს ჩჰვენი მორკინალებია არიან, როცა მაგათ ჩვენი უკანი ხაზიც შეუერთდება მაშინ შეგვეძლება 10-ის ზემოთ ცასვლაზე ფიქრი.
UKL
მადლობა ალექს. იმედია რუმინეთთან თამაშში დამატებითი მოტივაცია იქნება ბიჭებისთვის ის, რომ მოგების შემთხვევაში მე-11 ადგილზე გადავდივართ
gia
ჰეიგმა ქართული რაგბი ჩემი აზრით 10 თავით თავით აწია მაღლა და ჯერ კიდევ არ ამოუწურავს თავისი შესაძლებლობები. თუ ჩვენი კლუბი პრო12ში ან ზე რაგბში დაამატეს იქ ვისურვებდი მწვრთნელად ჰეიგს.
alexa
მე მგონია რომ უკეთესიც შეგვიძლია, დააკვირდით ჯერ კიდევ ასფალტებზე და ვარკეთილის ბაზაზე გაზრდილი ხალხი თამაშობს ბორჯღალოსნებში და მე-12 ვართ მსოფლიო ასპარეზზე მოდი გავხადოთ ქვეყანა ქვეყანა, ავაშენოთ ინფრასტრუქტურა და შევუერთდეთ ევრო-სარაგბო-საკლუბოებს და დამერწმუნე საქმე წინ წავა ექვს ერამდე ევროპულ საკლუბოებს შევუერთდეთ და ქვეყნის პირველობა უნდა გავმართოთ - შედეგი მერე ნახეთ საქმის კეთებას შრომა და გარჯა უნდა, სიმღერით მესამე ტაიმი დავამშვენოთ, მანამდე კი ვარკეთილის ბრიტვა მოედანზე გაზრდილმა თაობის შრომამ მე-12 ადგილი მოგვიყვანა მსოლფიო რეიტინგში ასე რომ მეტი შემართებით წინ...
gia
ამაზე კარგ შედეგს ვერ დავდებთ? ხუმრობ? ეხლა იწყება ჯერ ყველაფერი, ეხლა წამოვა ის თაობა ვინც ბავშვობიდან რაგბით იზრდებოდა და ჩაანაცვლებს იმ თაობას რომელმაც რაგბის თამაში 15 წლისამ დაიწყო. მორაგბეების რაოდენობა 200 დან რამდენიმე ათასამდე გაიზარდა. ჯერ სად ხარ მოიცადე 8 წელი და ნახავ თუ 8 გუნდში არ ვიყოთ.
gusani
ვეთანხმები ukr-ს და xaxo-ს. ეს ვაი-მოგება იყო, ყოჩაღ ბიჭებო... მაგრამ.ბოლო თამაშებია პოზიტივი მხოლოდ ახალგაზრდების ნაკრებში ინტეგრაციაა. ამ თამაშით რუმინეთთან-??? წინსვლა ან მცდელობა მომატების უფრო მეტად სუსტ გუნდებთან უნდა იგრძნობოდეს !? ერთი სიტყვით ჰეიგმა ხომ არ ამოწურა.....ახალგაზრდებზე უნდა იფიქრონ. პ.ს. შერკინება ??? - უყურეთ მოწინავე გუნდებს. მადლობა რაგბი-ტვ-ს
სოსო
ტექნიკურ წუნზე აღარაფერს ვამბობ,მაგრამ ახლა 6 ერის პირველობასაც ხომ ვუყურებთ,რამხელა სხვაობაა სისწრაფეში. მარტო აზროვნებისა კი არა,მოძრაობის სისწრაფეშიც.ორჯერ გავჭერით ხაზი ისე,რომ ლელო დავდეთ,შესაბამისად ჩვენი უკანა ხაზელები სრული სისწრაფით გარბოდნენ,მაგრამ 100 მეტრზე ალბათ სულ ცოტა 2 წამით მაინც ჩამორჩებიან 6 ერის უკანა ხაზელებს.დიდი პრობლემა იყო კონცენტრაციაც,რამდენიც მოვიდნენ 22-იან ზონაში,იმდენი ლელო დადეს და თან დიდი ბრძოლის გარეშე.თავდაჯერება კარგია,მაგრამ ნამეტანი,არც ეგ ვარგა.
vaxos-s
გაიგეთ ხალხო, რომ ამაზე კარგ შედეგს (მსოფლიო ჩემპიონატზე 2 გამარჯვება, ევროპის მე-7 გუნდი, რეიტინგში 11-12 ადგილი)ვეღარ ვაჩვენებთ. რეალობას შევხედოთ თვალებში. ღმერთმაც ქნას რომ ვცდებოდე.
alexa
UKL ტოტალურად მართალს წერ ახალგაზრდები მართლა იმედისმომცემები არიან, მაგათმა იციან ხელდახელ ბურთის გადაწვდენა და თამაში, ბებრები დაბერდნენ რუმინეთთან დაგვჭირდება მეტი მობილიზება და ვერც ჰეიგი იქნება ის კაცი ჩამოყალიბებულ მორაგბეს ჩვევა (რჯულზე უმტკიცესი) გადააჩვიოს კარგია ახლების წინა ხაზიც, მატარიძე საერთოდ ვინმემ დაძრა მოედანზე? ცუცქირიძე ბრწყინავდა, ტიპს არც დაცვაში არც შეტევაში 100იანი შკალიდან 95ზე ნაკლები ინტენსივობით არ უთამაშია
giorgi
ძალიან საწყენია,რომ ესპანეთთან და რუსეთთან პროგრესი ვერ დავინახე ამ ფორმაციის ნაკრებისაგან. აიტომ საჭიროა ჯერჯერობით პირველი ნაკრებით თამაში. დანარჩენი ბიჭები გვესაჭშიროება თორემ რუმინეთთში წაგება და დავასრულოთ 6 ერზე საუბარი საერთოდ.
vaxo
ჰეიგი კარგი პიროვნებაც არის და კარგი მწვრთნელიც,მაგრამ ამ ეტაპზე უკვე მასზე უფრო კარგი მწვრთნელი გვჭირდება,რათა უფრო მაღალ დონეზევითამაშოთ.
UKL
შევაფასოთ თამაში. დავიწყოთ შერკინებით: 4 იანი შერკინებას. არც ერთი მოგებული მეტოქის რკენა. ეს რუსეთს კი არა ტონგა სამოა ფიჯის უჭირს ჩვენტან. მიზეზს ვერ ვხდები ოღონდაც სიმართლე გითხრათ რატომ. 2) ღერძი: მიუხედვად ვასკას ორი ლელოსა და კარგი პასისა (ან8უ მიუხედავად კარგი თამაშისა შეტევაში-მას ჰქონდა ლაფსუსები ტექნიკური და ეს აშკარად უთამაშებლობის ბრალია. 3) უკანა ხაზი. დღეს ის იშვიათი თამაშI იყო, სადაც უკანა ხაზმა უფრო უკეთ იტამაშა ვიდრე შერკინებამ, და სავარაუდოდ ეს ახალი სისხლის, მოტივირებული ბიჭების დამსახურებაა. დღეს მომეწონა მიყოლა ბურთიან კაცზე, აშკარად უკეთესი იყო ვიდრე წინა თამაშებში, მარა ეს ბურთის წინ გადავარდნა, ეს უბედური სენი სენადვე გვრჩება. ჰეიგი ბურთის ხელში დაჭერას და შემაგრებას ვერ ასწავლის შემდგარ მორაგბეს, ეს ბავშვობაში უნდა ისწავლოს კაცმა. დასკვმა: მთლიანად ნაკრებს გაჭირვებული 4-იანი ამ თამაშში. იყო პოზიტიური და ნეგატიური მომენტები. კარგი იყო ცუცქირიძე, კოშაძე, მოკლედ ახლები მომეწონნენ. სამწუხაროდ ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე კაჭი. იმედია სარუმინეთოდ ბიჭები მობილიზებულნი გავლენ სტადიონზე, თორე რუმინეთი მიუხედავად იმისა რო ვეღარ ბრჭყინავს, ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს საკუტარ კედლებში და მინიმუმ ძალიან ბევრი ნერვიულობა მოგვიწევს. ჰეიგის მინუსი კი ის იყო რომ ბიჭები მოედანზე გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მობილიზებული. ჩათვალეთ რო ეს ტამაში წააგეთ ბიჭებო, წაგებული თამაშის მერე კი როგორც ვთამაშობთ ეს ყველამ ვიცით, ხოდა ველოდები ფსიქოლოგიურად მომზადებულ და მოტივირებულ ნაკრებს რუმინეთში.
ალეკსანდრე
შჭოტლანდიას რომ ყავს ახალი ნწვრთნელი , მაგნაირი გვინდა
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს