11 და 12 მარტს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ კალენდარული ტურის შეხვედრებს ზესტაფონი და თბილისი უმასპინძლებს
11 და 12 მარტს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ კალენდარული ტურის შეხვედრებს ზესტაფონი და თბილისი უმასპინძლებს.

11 მარტს, ზესტაფონის სპორტის სასახლეში სუპერლიგა B-ს VIII ტურის მატჩები გაიმართება. მიმდინარე სეზონში ზესტაფონი მეორედ მიიღებს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშებს.

სათამაშო დღე 14:00 სთ-ზე ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და სკ ჯვაროსნები 2-ის დაპირისპირებით დაიწყება. პლეიოფში მოსახვედრად ორივე გუნდი განაგრძობს ბრძოლას და ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს ევროკრედიტის და უნიკრედიტის გუნდები დაუპირისპირდებიან. ამ უკანასკნელისთვის აღნიშნული დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარუმატებლობს შემთხვევაში შესაძლოა საპლეიოფო პოზიციები დაკარგოს.

გათამაშების ლიდერი Funday, საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება. სკ თელავი, აუტსაიდერ ვივუსთან ითამაშებს, რომლისთვისაც ეს ბოლო შანსია საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრისთვის იბრძოლოს.

იმერული დღის დასკვნით შეხვედრაში, მასპინძელი ფერო, რომელსაც ბოლო ტურებში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა ჯერ კიდევ არ აქვს განაღდებული, ერთ-ერთ ფავორიტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსტეტის გუნდს დაუპირისპირდება.

11.03.2017.სუპერლიგა B. VIII ტური (ზესტაფონის სპორტის სასახლე)

14:00 ეთა - სკ ჯვაროსნები 2

15:00 Unicredit.ge - სკ ევროკრედიტი

16:00 FC UG - Funday Ent

17:00 სკ თელავი - FC Vivus.ge

18:00 სკ ფერო (ზესტ) - კსუ/CIU

სათამაშო უქმეები, 12 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდება, სადაც მორიგ შეხვედრებს კორპორატიული ლიგის გუნდები გამართავენ.

X ტურის მატჩები გაიმართება ვერცხლის ლიგაში. 12:00 სთ-ზე, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი კუბიკი, ერთ-ერთ ფავორიტს ავერსს დაუპირისპირდება. საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი ბანკ რესპუბლიკისა და ელიტა ბურჯის გუნდებს შორის. გათამაშების კიდევ ერთი ლიდერი, შემოსავლების სამსახურის გუნდი აჭარა ჯგუფთან ითამაშებს. ბაქსვუდი ლიბერთი ბანკს დაუპირისპირდება, ხოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ საქართველოს ბანკისა და ევროპაბეთის გუნდები წარსდგებიან.

12.03.2017. ვერცხლის ლიგა. X ტური (თბილისის ოლიმპიური სასახლე)

12:00 კუბიკი - ავერსი

13:00 ბანკი რესპუბლიკა - ელიტა ბურჯი

14:00 აჭარა ჯგუფი - RS

15:00 ბაქსვუდი - ლიბერთი ბანკი

18:00 საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი

განსაკუთრებული ინტრიგა ოქროს ლიგის წრიული ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრებს ახლავს თან, რომლის შემდეგაც უნდა გაირკვეს კიდეც თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/4 ფინალში.

გამონაკლისი მხოლოდ მენიუს და თბილისის მერიის გუნდების დაპირისპირება იქნება, სადაც ორივე გუნდი პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. დანარჩენ შეხვედრებში კი უკვე საუკეთესო რვა გუნდი ერთმანეთთან გაარკვევს ურთიერთობას. გამომდინარე სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვისა, ყველა შეხვედრა უაღრესად საინტერესო უნდა გამოდგეს.

"ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდება, ვითიბი ბანკი ნატახატართან ითამაშებს, არმია თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შეხვდება, ხოლო კვირის სათამაშო დღეს, გათამაშების ლიდერის, პატრულისა და ფეხბურთის ფედერაციის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს.

12.03.2017. ოქროს ლიგა. IX ტური (თბილისის ოლიმპიური სასახლე)

11:00 Menu.ge - თბილისის მერია

16:00 GWP - საქ.ფოსტა

17:00 ვითიბი ბანკი - ნატახტარი

19:00 არმია - TTC

20:00 სფფ 2 - პატრული

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში