ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფუტსალის ლიგა 2016/17: XI ტური საინტერესო შეხვედრებით გამოირჩა

ფუტსალის ლიგა 2016/17: XI ტური საინტერესო შეხვედრებით გამოირჩა

10 მარტს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის XI ტურის შეხვედრებს უმასპინძლა
10 მარტს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის XI ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. მოლოდინისამებრ, მატჩები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც "თბილისი ვარიორსი" დაამარცხა 7:3.

ბათუმში გამართული მატჩის სცენარით წარიმართა მფკ "ტატიშვილისა" და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბის თბილისური დაპირისპირება, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ბსუ-ს ფეხბურთელები განსაკუთრებით უკეთ მატჩის პირველ ნახევარში გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ ტაიმიც მათ სასარგებლოდ დასრულდა - 1:2. ეს "მედიკოსების" პირველი წაგებული ტაიმია სეზონში. მეორე ნახევარში კი ფავორიტმა კლანჭები ბოლომდე გამოაჩინა და საბოლოოდ მორიგი დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა აქტივში - 7:3.

მოლოდინისამებრ, დაძაბულად წარიმართა სატურნირო ცხრილში II-III ადგილებზე მყოფი "სტუ-თელასისა" და "აგორას" დაპირისპირება. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, რაც გათამაშების ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობად შეფასდა. გამონაკლისი შესაძლოა არც პარასკევს გამართული შეხვედრა ყოფილიყო, რომელშიც "ენერგეტიკოსები" კვლავინდებურად მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ დებიუტანტი მეტოქის მხრიდან, თუმცა კლასისა და გამოცდილების ხარჯზე, ამჯერად მაინც შეძლეს სამი ქულის მოპოვება - 4:2.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა მფკ "თბილისმა". "დედაქალაქელები" საკადრო პრობლემებით გადატვირთულ "დინამო ბათუმს" დაუპირისპირდნენ და სავსებით დამსახურებულად, 4:1 იმარჯვეს, რითიც პლეი-ოფისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს სამი ქულაც წაართვეს და პირველ წრეში ბათუმში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანშიც აიღეს. მატჩის და მთლიანი ტურის ნამდვილ მშვენებად იქცა "თბილისელი" ვასკა მარუაშვილის ჯარიმიდან გატანილი ულამაზესი გოლი.

უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა ტურის დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს პლეი-ოფისთვის მებრძოლი კიდევ ორი გუნდი, მფკ "აფხაზეთი" და მფკ "მგლები" დაუპირისპირდნენ. მატჩის განმავლობაში გუნდებმა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს და რიგ ეპიზოდებში დაძაბულობა პიკსაც აღწევდა.

ანგარიში "ზღვისპირელებმა" მე-8 წუთზე გახსნეს. თავი მათმა კაპიტანმა ბიძინა ღუღუნიშვილმა გამოიჩინა. თუმცა მალევე "მგლების" ფეხბურთელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ წინაც გავიდნენ. ზურა ძაგანიასა და სერგი მაჭარაშვილის გოლებით "მტაცებლებმა" ტაიმი თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს. 30-ე წუთზე მაჭარაშვილმა დუბლი გაიფორმა და თავისიანების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო წარმატებისთვის. იმავე ღუღუნიშვილმა 34-ე და 35-ე წუთებზე ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 3:3.

ამ შედეგით "აფხაზეთმა" 17 ქულა დააგროვა და შეძლო სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილის შენარჩუნება. ისინი ოთხი ქულით ჩამორჩებიან მესამეზე მყოფ "აგორას". სატურნირო ცხრილს 31 ქულით "ტატიშვილი" ლიდერობს, რომელიც ორი ქულით უსწრებს "სტუ-თელასს". რაც შეეხება ოთხეულში მოხვედრის კანდიდატებს, "აფხაზეთს" ორ-ორი ქულით ჩამორჩებიან "თბილისი" და "დინამო", "მგლები" 14 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.

10.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XI ტური

მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ იბსუ 3:7 (1:6)

გოლები: 0:47’ ჩიმაკაძე (0:1), 06:39’ ესებუა (0:2), 08:04’ მჟავანაძე (0:3), 11:50’ ჩიმაკაძე (0:4), 16:26’ კარაპეტიანი (1:4), 16:40’ ესებუა (1:5), 19:19’ ჩიმაკაძე (1:6), 28:52’ გეგეშიძე (2:6), 33:32’ ჩიმაკაძე (2:7), 35:50’ ბერტრანი (3:7)

გაფრთხილება: 10:58’ მამაცაშვილი (იბსუ), 14:22’ მჟავანაძე (იბსუ)

მფკ ტატიშვილი - მფკ ბსუ (ბთ) 7:3 (1:2)

გოლები: 05:08’ ფუტკარაძე (0:1), 06:51’ სიგუნავა (1:1), 14:29’ ცეცხლაძე (1:2), 21:36’ ლუკავა (2:2), 21:54’ კაკაბაძე (3:2), 22:36’ კაკაბაძე (4:2), 24:29’ კობაიძე (5:2), 26:11’ მამულაძე (5:3), 30:57’ ბობოხიძე (6:3), 36:49’ ლუკავა (7:3)

მფკ სტუ-თელასი - მფკ აგორა 4:2 (1:1)

გოლები: 05:40’ გეგეშიძე (1:0), 06:53’ დაჩანიძე (1:1), 20:42’ თოფურია (2:1), 20:50’ ჭუმბურიძე (3:1), 33:06’ ცნობილაძე ს.კ (3:2), 38:02’ ჭუმბურიძე (4:2)

გაფრთხილება: 22:20’ ლეჟავა (თელ), 25:38’ დაჩანიძე (აგო), 37:21’ სოზაშვილი (თელ)

მფკ თბილისი - მფკ დინამო (ბთ) 4:1 (0:0)

გოლები: 22:55’ კუხალეიშვილი (1:0), 30:39’ მხითარიანი (2:0), 35:27’ მარუაშვილი (3:0), 36:28’ დარჩია (4:0), 38:46’ დ.დოლიძე (4:1)

გაფრთხილება: 11:53’ თოდაძე (დინ), 25:18’ კირთაძე (თბ), 29:27’ დ.დოლიძე (დინ)

მფკ აფხაზეთი - მფკ მგლები 3:3 (1:2)

გოლები: 07:13’ ღუღუნიშვილი (1:0), 11:52’ ძაგანია (1:1), 17:50’ მაჭარაშვილი (1:2), 29:07’ მაჭარაშვილი (1:3), 34:12’ ღუღუნიშვილი (2:3), 35:24’ ღუღუნიშვილი (3:3)

გაფრთხილება: 25:24’ ახობაძე (მგლ), 33:09’ ხარაიშვილი (აფხ)

გაძევება: 23:44’ კვარაცხელია (აფხ)

ბომბარდირები:

ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) - 24, სერგი მაჭარაშვილი (მგლები) - 21, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი) - 19, დავით ბობოხიძე (ტატიშვილი) - 17, შოთა თოფურია (თელასი) - 16

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!

ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!

ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]

ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!

ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!

9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]