თბილისის "დინამოს" 35 წლის მცველი საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერების ჩამოყვანის საჭიროებაზე საუბრობს
35 წლის მცველი ლაშა სალუქვაძე სეზონის დაწყების წინ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა. კარიერის განმავლობაში მან არაერთ გუნდში ითამაშა. "რუბინთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დააგემოვნა, ხოლო "დინამოსთან" ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა...

ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთს ბევრი არ ჰყოლია სალუქვაძის დარი უკანახაზელი. მისი კარიერა ნამდვილად შედგა. არის რუსეთის ორგზის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი, ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 38 მატჩი და გაიტანა 1 გოლი.

საინტერესოა მისი თვალით დანახული ახალი "დინამო"...

- ძალიან ბედნიერი ვარ, თბილისის "დინამოში" რომ დავბრუნდი. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს პირველად მივედი ამ დიდ და ტრადიციულ კლუბში, როგორც წლების წინათ. დიდი იმედი მაქვს, ამჯერადაც წარმატებული პერიოდი მექნება "დინამოში", მით უმეტეს, ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი - მშვენიერი ბაზა, მოედნები...

ძალიან მახარებს ისიც, რომ ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელია დღეს "დინამოში". მთავარია, ამ ბიჭებმა მაქსიმუმი მოსთხოვონ საკუთარ თავს.

- მოდი, უფრო მეტი ვთქვათ "ამ ბიჭებზე"...

- მათი დიდი იმედი მაქვს, ძალიან ნიჭიერები არიან. ასე არ არის, რომ აი, "დინამოში" მოვხვდი და ამით ყველაფერი დამთავრდა. ეგ არის, რომ ზრდისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ. ძალიან ახალგაზრდები არიან, ფეხბურთში კი გამოცდილება თანდათან მოდის, უცბად არაფერი ხდება.

- თქვენ არასოდეს გიმუშავიათ კახა კაჭარავასთან. რას იტყვით მასზე?

- ძალიან კარგი მწვრთნელია. უყვარს ტაქტიკური კუთხით მუშაობა. უპირატესობას ანიჭებს გუნდურ ფეხბურთს, რაც, ჩემი აზრით, მწვრთნელისთვის დიდი პლუსია. როგორც იცით, თურქულ შეკრებაზე ცოტა გვიან შემოგვიერთდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, გუნდმა და მწვრთნელმა ბოლომდე გაუგეს ერთმანეთს. დავამატებ იმასაც, რომ კაჭარავა უდიდეს ყურადღებას აქცევს დისციპლინას. თანამედროვე ფეხბურთი ამის გარეშე წარმოუდგენელია.

- საინტერესოა, რა პლუს-მინუსები დაინახეთ "დინამოს" თამაშში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ორ ტურში?

- მოდი, პლუსებით დავიწყებ. ბიჭები ტექნიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებულები, ყალიბდება ახალი და უაღრესად საინტერესო გუნდი. რა თქმა უნდა, ჯერ არ ვართ იდეალურ ფორმაში, კიდევ უნდა მოვუმატოთ.

თურქული შეკრებიდან რომ დავბრუნდით, ორ დღეში ფოთის "კოლხეთთან" ვითამაშეთ. მეორე ტაიმში შედარებით გაგვიჭირდა. რაც შეეხება თბილისის "ლოკომოტივთან" წაგებულ შეხვედრას, ჩემი აზრით, თანაბარი თამაში იყო. მოიგო იმ გუნდმა, ვინც საგოლე მომენტი გამოიყენა. ბურთი უფრო ხშირად ჰაერში იყო, ვიდრე მიწაზე. ჩვენს მეტოქეზე, რომლის შემადგენლობაში ადრე მეც მითამაშია, მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. იქ თამაშობენ როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფეხბურთელები. ძალიან საინტერესო გუნდია, რომელსაც აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი.

- ზოგადად, როგორ ჩემპიონატს ელოდებით?

- ველოდები დაძაბულ ჩემპიონატს... სტიმულია თუნდაც ის, რომ გამარჯვებული გუნდი გარკვეულ თანხას იღებს. ცხადია, ფეხბურთელს არც ამის გარეშე უნდა მოაკლდეს სტიმული, მაგრამ დამატებითი მოტივაცია არავის აწყენს.

დიდი იმედი მაქვს, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირება კონკურენციას მნიშვნელოვნად გაზრდის. დასაწყისიდანვე ცხადად ჩანს, რომ ყველა თამაშში ბრძოლა იქნება. იმედი მაქვს, თამაშის ხარისხიც გამოსწორდება.

- რა თქმა უნდა, კარგია, რომ თამაშები შუქდება, არის მეტი "პიარი", ვიდრე ჰქონდა ადრე... მაგრამ კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ შევძლოთ და საშუალო ევროპულ დონეს მივუახლოვდეთ?

- საკითხი კომპლექსურია, მაგრამ ჩემი აზრით, გაგვიჭირდება საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოება, თუ ლეგიონერებს არ ჩამოვიყვანთ. მივესალმები ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების გამოჩენას და ეს გეზი უნდა გაგრძელდეს. ამასთან, გუნდებში უნდა გვყავდნენ ისეთი ლეგიონერები, რომლებიც ბევრს ასწავლიან ადგილობრივებს. ეს ევროთასებზე წარმატებულ თამაშს გაგვიადვილებს.

აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ყაზახეთის კლუბები უკვე სისტემატურად თამაშობენ ევროთასების ჯგუფურ ეტაპებზე და იცით, რატომ? იმიტომ, რომ კარგი ლეგიონერები ჰყავთ. ჩვენ საფეხბურთო ნიჭით, ჩემი აზრით, მათზე წინ ვდგავართ და იმდენი ლეგიონერი არ დაგვჭირდება. ეგაა, ამ ლეგიონერებს კარგად შერჩევა სჭირდება. უნდა ჩამოიყვანოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გამოგვადგებიან.

- რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის მაყურებლის თემა?

- ამაზე მნიშვნელოვანი თემა ფეხბურთელისთვის არ არსებობს. ვის სიამოვნებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში?! მე არ ვიცნობ ასეთ ფეხბურთელს და, ალბათ, არც თქვენ იცნობთ. როცა მაყურებელი არ არის, თითქოს მოტივაცია გაკლდება. მეორე მხრივ, ხალხი სტადიონზე სანახაობას მოჰყავს. როცა თითოეულ გუნდში იქნება რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი, მაყურებელი მოიმატებს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოში ფეხბურთი არ უყვართ, პირიქით...

- არის ინფრასტრუქტურის პრობლემაც. ხშირად გვსმენია - ჩვენთან კარგი ლეგიონერი მაინც არ ჩამოვა, რა თანხაც უნდა მისცეო...

- გეთანხმებით, არის ეს პრობლემა და თან ძალიან მწვავეც. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება "დინამოს", მაგრამ... ის ლეგიონერი რომ ჩამოვა, მივა თამაშზე და შეხედავს, რომ სტადიონი სტადიონს არ ჰგავს და გასახდელი - გასახდელს, აუცრუვდება გული, აბა რა იქნება?! ფაქტია, ყველაფრის ერთდროულად გამოსწორება რთულია. საქმე თანდათან უნდა გაკეთდეს.

- დაბოლოს, რა მიზანი დგას საგრძნობლად გაახალგაზრდავებული "დინამოს" წინაშე?

- ჩვენ წინაშე არ დგას ისე საკითხი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემპიონები უნდა გავხდეთ. ახალი გუნდი კეთდება და ყველამ ვიცით, რომ გარკვეული დროა საჭირო. მეორე მხრივ, როცა "დინამოს" მაისურა გაცვია და ამ კლუბის სახელით გადიხარ მინდორზე, მხოლოდ ჩემპიონობასა და თასის მოპოვებაზე უნდა იფიქრო, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია...

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირ პირობას ქმნის ფეხბურთელთა პროგრესისთვის. ახალგაზრდა რომ ხარ და პროგრესი გსურს, ასეთ გარემოში, ასეთ ბაზაზე ვარჯიში ერთი დიდი სიამოვნებაა. მე არ ვიცი, ახალგაზრდა მოთამაშემ მეტი რა უნდა ინატროს?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bajo
გადამრევს ეგ ფიფია ტავის ვაიმრჰეველტან ერტატ გაახალგაზდავებაო დაიზახებს 25 ცლის ბიჰებს გაუსჰვებს და 35 ისას მოიყვანს.უკუგმა იტვლის ტუ რაააა
Burton
ძლივს არ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ მარტო ,,ნიჭიერი ბიჭებით" არაფერი გამოვა?! ლეგიონერები ყავთ ჰოლანდიაშიც. მაგათზე ნიჭიერები ვართ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა