ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პეტარ ელიჩი: "დინამო" თეთრაძემ მირჩია

პეტარ ელიჩი: "დინამო" თეთრაძემ მირჩია

24 წლის ბოსნიელი თავდამსხმელი თბილისის "დინამოში" მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს
პეტარ ელიჩი ერთი წლის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებული ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" ქართულ კლუბში გადასვლა თუ მოუწევდა.

24 წლის ტანმაღალ თავდამსხმელს (187 სმ) საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს: საფეხბურთო კლუბ "მოდრიჩის" გაზრდილი მის ღირსებას სამი წელი იცავდა, შემდეგ გერმანიაში იენის "კარლ ცაისის" დუბლშემადგენლობიდან ცდილობდა უფრო მაღალ დონეზე მოხვედრას, მაგრამ ცნობილი გერმანული კლუბები რომ ვერ დააინტერესა, "ბელგრადში" გადავიდა. სერბეთის უმაღლეს ლიგაში სამი წელი თამაშობდა, საიდანაც აღმოჩნდა ომარ თეთრაძის გაწვრთნილ და ქართველებით სავსე "ვოლგაში", შემდეგ კი თბილისის "დინამოშიც". სწორედ "ვოლგას" ხელმძღვანელთა კეთილი ნების შედეგია, თავდამსხმელი საქართველოში რომ გამოუშვეს.

პეტარ ელიჩი "ვოლგაში" პრესტიჟული 10 ნომრით თამაშობდა და ოთარ მარცვალაძის თქმით, ძალიან კარგი თავდამსხმელია, მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე "ვოლგაში" ბევრი ახალი ფეხბურთელი მიიწვიეს და თეთრაძემ მასთან განშორება გადაწყვიტა.

შეიძლება ითქვას, რომ ის "დინამოს" ზამთრის შენაძენებში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკის ფეხბურთელია - მან ორჯერ ითამაშა ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში.

- რუსეთის პირველი ლიგიდან საქართველოში ქართველებიც არ ბრუნდებიან. მარცვალაძეს უკვირდა კიდეც, ელიჩი შეიძლება საქართველოში თამაშს არ დათანხმდესო.

- მარცვალაძემ გითხრათ? დიდი მადლობა მას, ასე კარგად თუ დამახასიათა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეთამაშა და სამუშაო მქონოდა.

- "ვოლგადან" რატომ წამოხვედი?

- გუნდში ძალიან ბევრი ლეგიონერი შევგროვდით, მით უფრო, თავდასხმაში და სხვა გზა არ იყო, მწვრთნელს ბევრიც უნდა გავეშვით.

- რუსეთში დარჩენის შანსი არ გქონდა?

- ომარ თეთრაძემ მითხრა, რომ დიდი ტრადიციებისა და სახელის მქონე კლუბი, თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული და ჩამოსვლის იდეა მომეწონა.

- "დინამოს" სახელი გაგონილი გქონდა?

- ფეხბურთი თუ გიყვარს და იცი, წარმოუდგენელია, თბილისის "დინამოზე" არაფერი იცოდე. რა თქმა უნდა, სახელიც ვიცოდი და მცირე წარმოდგენაც მქონდა. მე ის მომეწონა, რომ მდიდარი ტრადიცია ჰქონდა, ევროპაში თასი მოუპოვებია და თეთრაძის თქმით, საჩემპიონო ბრძოლაში უნდა დავხმარებოდი.

- საქართველოში დიდი ხნით აპირებ დარჩენას?

- ეს ჩემზეა დამოკიდებული. ვნახოთ, თავს როგორ გამოვიჩენ.

- როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება "დინამოზე"?

- ახალგაზრდული და სხვათა შორის, ძალიან პერსპექტიული გუნდია. "ვოლგაშიც" ვიცოდი, რომ ქართველები, მარცვალაძე, ხოჯავა, ნავალოვსკი, საჯაია ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც მე მომწონს. ისინი "ვოლგას" სახეს და ძალას წარმოადგენდნენ. ფეხბურთელობაც არ არის მთავარი, ძალიან კარგი ბიჭები არიან, ვმეგობრობდით და სხვათა შორის, ქართველების პიროვნულმა თვისებებმაც გადამაწყვეტინა წამოსვლა. მეც მართლმადიდებელი ვარ და ჩვენს დაახლოებაში ამანაც დიდი როლი შეასრულა. როგორც ვამჩნევ, დაახლოებით მსგავსი მენტალიტეტი გაგვაჩნია.

იცით, ჩემთვის რა იყო მოულოდნელი? ჩავედი რუსეთში, სრულიად უცხო გუნდში, სრულიად უცხო ადამიანებში და იქ ყველაზე მეტად ქართველი ბიჭები დამიდგნენ გვერდში, ყველანაირად მეხმარებოდნენ და უცებ დავმეგობრდით. ურთიერთობას დღემდე ვინარჩუნებთ, ყოველდღე ბიჭებს ან მე ვუკავშირდები, ან ისინი, მესიჯს მაინც ვუგზავნი. სულ აინტერესებთ ჩემი ამბები, როგორ ვვარჯიშობდი, როგორ ავეწყვე, როგორ მიმიღეს, მოკლედ, ყველაფერი. ასევე ვარ მეც, ვეცნობი მათ ამბებს და მიხარია, "ვოლგას" ლიდერები რომ არიან.

- ფოთში "დინამოს" ფორმით პირველი გოლი გაიტანე - ახალ გუნდში გოლი ყოველთვის სასიხარულოა.

- როგორ გაიხსნები და რამდენად მოახერხებ ახალ გუნდთან შეგუებას, ეს პირველ გოლზე არის დამოკიდებული. თუ ამას მალე შეძლებ, უფრო თავისუფლად ითამაშებ, თუ არადა, მერე ნერვიულობ. მიხარია, რომ "დინამოს" უკვე დავეხმარე. იმედია, ფორმაში მალე შევალ და უფრო მეტსაც გავიტან.

- საქართველოში იმდენად უხარისხო მოედნებია, გოლების გატანა ძალიან რთულია.

- გეთანხმებით, მოედნები მართლაც არ ვარგა, მაგრამ თავდამსხმელის მოვალეობა გოლების გატანაა, ასეთ მოედნებზეც კი. რაც არის, იმაზე უნდა ვითამაშოთ. მე არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებ, მაგრამ გუნდის იმედები უნდა გავამართლო.

- გუნდელებთან საერთო ენა გამონახე?

- ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრი ახალწვეული ვართ და ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოყალიბდა. ასეთ დროს ჭირს გუნდური ფეხბურთის ჩვენება, თავის კარგად გამოვლენა, მაგრამ ნელ-ნელა ერთმანეთს უკეთ ვუგებთ. დრო გვჭირდება და ვფიქრობ, მალე ეს პრობლემაც მოგვარდება. მთავარი ისაა, რომ "დინამოში" ნიჭიერი ფეხბურთელები არიან.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის