ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იტალიას ისევ ვერ დავეჯახეთ - კარგი და ცუდი ვარიანტები "ბორჯღალოსნებისთვის"

იტალიას ისევ ვერ დავეჯახეთ - კარგი და ცუდი ვარიანტები "ბორჯღალოსნებისთვის"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფების წილისყრის წინ მესამე კალათაშია
ექვსი ერისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატების დასრულების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, თუ როგორ განაწილდებიან 2019 წლის მსოფლიოს თასის მონაწილე ნაკრებები კალათებში. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც მსოფლიოს რეიტინგმა საბოლოო სახე მიიღო.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში წაგების გამო 1,22 ქულა დაკარგა და ახლა 72,92 ქულით ისევ მე-12 ადგილზეა. შედეგად, ჩვენი ნაკრები მესამე კალათაში აღმოჩნდა, თუმცა ეს ისედაც ადვილად პროგნოზირებადი იყო.

საინტერესოა, რომ მესამე კალათაში ასევე წინა მსოფლიოს თასის გათამაშების მეოთხეადგილოსანი არგენტინის ეროვნული გუნდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჯერად "პუმებს" იაპონიის მსოფლიოს თასზე აღარ დავუპირისპირდებით.

მესამე კალათაში არიან ასევე შეჯიბრების ორგანიზატორი იაპონია და იტალია. კარგია, რომ მასპინძელი აგვცდა, მაგრამ ცუდია, რომ იტალიას ისევ ვერ "დავეჯახეთ".

კალათებში გუნდები ასე განაწილდნენ:

I კალათი: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია

II კალათი: შოტლანდია, საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, უელსი

III კალათი: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია

ამრიგად, ჩვენი ნაკრები ერთ-ერთ ჯგუფში მესამე ნომერი იქნება. ჩვენი მოსაზრებით, ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ პირველ და მეორე ნომრებად ჩვენს ჯგუფში ახალი ზელანდია და შოტლანდია მოხვდებიან. "ოლ ბლექსთან" კიდევ ერთხელ თამაში ჩვენი ნაკრებისთვის კიდევ ერთი დიადი ფურცელი იქნება. შოტლანდია კი, ვფიქრობთ, მეორე კალათში მაინც ყველაზე სუსტია. ეს არ ნიშნავს, რომ მასთან მოგების შანსი დიდია, მაგრამ ფაქტია, დანარჩენები მასზე უფრო ძლიერები არიან.

ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩვენს ჯგუფში ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების ერთად მოხვედრა იქნება. ამასთან ერთად, ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება, რომელი გუნდები იქნებიან ჩვენს ჯგუფში მე-4 და მე-5 ნომრები. ისინი საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფების წილისყრა 10 მაისს, იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართება.

მსოფლიოს რეიტინგი

1. ახალი ზელანდია 94,78

2. ინგლისი 89,53

3. ავსტრალია 86,35

4. ირლანდია 84,66

5. შოტლანდია 82,18

6. საფრანგეთი 82,00

7. სამ.აფრიკა 81,79

8. უელსი 81,36

9. არგენტინა 79,91

10. ფიჯი 76,46

11. იაპონია 74,22

12. საქართველო 72,92

13. ტონგა 71,94

14. სამოა 71,25

15. იტალია 71,17

16. რუმინეთი 70,15

17. აშშ 66,79

18. ესპანეთი 63,05

19. ნამიბია 62,78

20. რუსეთი 62,40

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დათო

წლევანდელი ერთა თასით ყველაფერს ხაზს ნუ გადაუსვამთ თავი ქუდში გვაქ ახლა თუ არა მაშინ როდის უნდა მომხდარიყო ექსპერიმენტების ჩატარება მომავალ თაობაზე რომლებიდანაც უნდა შეირჩეს საუკეტესო 2019 წლის მსოფლიოსთვის თაობათა ცვლის პროცეცი ყველა ნაკრებს აქვს და პატარ პატარა ჩავარდნები. რუმინეთისთვის მაქსიმუმი იყო ჩვენტან თამაში ხოლო ჩვენ დღევანდელი რესურსით ბევრად მეტი შეგვიძლია რუმინეთზე.გინდ შერკინებაში და გინდ ხაზში

• jj

რუმინეთი უფრო მონდომებული იყო. იტალიასა და საქართვრლოს შორის ის სხვაობაა რაც საწართველოსა და რუსეთს შორის დონეებში. 10-დან 1 ან 2 თამაშს თუ მვიგებთ დღეის მდგომარეობით. ესეთი ჩანს რეალობა. თამაშით უნდა ვრთამაშოთ !!!

• gogig

საბა სად ნახე იტალიის ტემპი. მაგათ ტემპი და აჩქარება, რომ შეძლებოდათ ექვს ერზე 1 თამაშს მაინც მოიგებდნენ. ერთი უკიდურისობიდან მეორეში გადავრბივართ. ჯერ ვაქებდით, ახლა ვლანძღავთ. მართალია, ყველა ვინც წერს, რომ მთავარი მსოფლიოზე ნორმალური გამოსვლაა ანუ 2 მოგება მაინც. შემდეგ, დარწმუნებული ვარ ახალი თაობაც მოვა და უკეთესს რაგბის ვითამაშებთ. ამ იტალიას კიდევ თავი დაანებეთ - მაგათ მომავალი არა აქვთ (სუსტი თაობა ეზრდებათ), თვითონ დაიძირებიან. ჩვენ თავს მივხედოთ.

• me

ამდენი კრიტიკა ზედმეტი მგონია ხო ითქვა, რომ გამოსაცდელი იქნება, როგორც ახალი მოთამაშეების, ასევე ახალი სქემის და ტაქტიკისო, რა მოხდა რუმინეთთან წავაგეთ 8:7 რა ამბავი ატყდა უმძიმესი და საზიზღარი თამაში იყო, ვინც რაგბში ცახედულია იცის, რომ ტაქტიკურად საშინელება იყო დაცვიდან გეთამაშებოდა და ელოდებოდა თავის შანსს, რაც მისცა მეკომ, რუმინეთს თავისით არაფერი შეუქმნია თუ არ გჯერათ კიდევ ერთხელ გადახედეთ ლელო დააბრალეთ მეკოს და შეცდომას ფრთაზე. წაგებაშიც მეკოს დიდი წვლილია ორი საჩუქარი გაუკეთა ისეთი ჯარიმები ააცილა და არეკნის გაუმართლებელი დარტყმა ბურთის მოშორებით და შორეული გაუმართლებელი დარტყმა ძელს, რომ მოხვდა 10-დან ერთი რომ გააქვს ისეთი იყო, რატომ არ გადავაგდეთ აუტში? აუტების წაგება ცუდი იყო ვერ გავიგე რატომ მოხდა. ვერ ვიგებ შერკინებას ცუდ თამაშს, რატომ აბრალებთ? რუმინეთმა 2 შერკინება მოიგო ერთი ჩვენი ერთი თავისი თქვენ რა გგონიათ ცუდი შერკინება ყავს რუმინეთს? ერთ-ერთი საუკეთესოა მაგ კომპონენტში, თავისი შერკინებები, რომ წააგო მერე ეგ რატო არ გახსოვთ მეორე ტაიმში? მარტო ჩვენ უნდა ვათრიოთ ყველა ნაკრები ასეთი წარმოდგენა, რატო გაქვთ? ისე რა მიკვირს ამდენი ხალხი გამოჩნდით წაგების და ცუდი თამაშების მერე სად იყავით ზაფხულში ოკიანეთის ტურნის მერე? მაგ ფიჯიმ და ტონგამ ჩვენებმა სახლში უშანსოდ, რომ მოუგეს 6 ერის ხალხი დაამარცხა, ასე, რომ არ გვინდა ვინმეს დაკნინება ვამბობდი და კიდე ვიტყვი უმოტივაციობა ეტყობოდა ნაკრებს და ეს უდიდესი პრობლემაა ჩვენთვის. ჩვენ არ ვართ ზელანდია და ფიჯი ხელით და გაშლილი თამაშით რუმინეთის დონის გუნდს თუ დაცვაში დადგება, რომ გადავუაროთ მათსავე სახლში. სამაგიეროდ რაქი სწრაფად გაწმინდეს ბიჭებმა ეს კარგი იყო. ისევ ვაშიშვლებთ ზურგს და გვიჭირს გადმოკიდებული ბურთის აღება უდიდესი შეცდომაა და უპირატესობაა ყველა მოწინააღმდეგისთვის. ვეთანხმები ხალხს ვინც თვლის, რომ სვანაძე არ არის სანაკრებო დონის ვერ ქმნის უპირატესობას კოშაძით, რომ შეცვალეს აჯობა ბევრად. კარგი იყო ბექა გორგაძე და ვასკაც კარგად თამაშობდა ფეხითაც და რაქშიც. იყო გამონათებები და ნუ ხედავთ ყველაფერს მუქად.

• რეზო

ავსტარლია აფრიკა რითია ყველაზე ცუდი იგივე ზელანდია აფრიკასტან შედარებით? :) იტალიას თუ ვხვდებით 2018-ში მეტი რაღა გვინდა ამ ეტაპზე?

• შაკო

წელიწადში 5 ჯერ შეკრებილ ნაკრებში კიდევ ერთი (აქამდე ხომ გვაკლდა) უცხოელი მწვრთნელის დამატებას ხომ არ ჯობდა მიგვებაძე ბელგიის, რუსეთის, იტალიის, რუმინეთისთვის და ჩელენჯზე ერთი კლუბი დაგვეფინანსებინა,კაია როცა სარაგბო ინფრასტრუქტურა იზრდება, მაგრამ ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების გარდა საკლუბო რაგბს უნდა მიეცეს გასაქანი და არა ბიუროკრატიას და ბრტყელ სიტყვებს ნაკრებში

• MMM

პრინციპში სულერთია ვინ შეგვხვდება, იმიტომ რომ იქამდე ძალიან დიდი დროა. არც მეორე კალათის გუნდებთან გვაქვს შანსი, თუ იქამდე სასწრაფოდ 10 და 15 ნომრების შემცვლელები არ ვიპოვეთ. ვისაც მწვრთნელი ცდის, ის ხალხი თითქმის ყველა შერკინების მოთამაშეა, ხაზში კი ახლები მარტო კოშაძე და სვანიძე არიან. მეორე ხაზშიც გამოჩნდა, რომ რუმინეთის დონის გუნდთან ჩხაიძის ან სუთიაშვილის ყოფნა აუცილებელია. მოკლედ საკმაო სამუშაოა და 6 ერზე ამდენი საუბარი ჯერჯერობით გადაჭარბებულია

• რედაქციას!

ან რაგბის მცოდნე ჟურნალისტი დაიქირავეთ ანდაც დაუკვეთეთ მაინც ვინმეს სხვას! შოტლანდია როგორ არის სასურველი მოწინააღმდეგე და მეორეც, იტალიასთან ჯახზე რომ ვოცნობებოთ თანაც მსოფლიოზე, საიდან გვაქვს მოგების ამბიცია ვერ გამიგია! ჩვენ ისე არ დაგვემართოს რაგბში როგორც ფეხბურთში მოგვივიდა, არხეინად ყოფნამ, მართალი კრიტიკის არ მოსმენამ, დაბალი დონის პროფესიონალების ჩართულობამ და უაზრო მოლოდინების შექმნამ დაღუპა ქართული ფეხბურთი და მინიმუმ 3-4 თაობა საერთოდ უპერსპექტივო გახადა (რუსეთის ლიგა გაგვიხდა საოცნებო).ცოტა დროა მსოფლიომდე და რაგბის ფედერაციამ კონკრეტული და რეალისტური გეგმა უნდა შეიმუშაოს, არსებულმა არ იმუშავა, სერიოზულად დაეცა თამაშის ხარისხი. 6 ერში შესვლა ნატო-ში შესვლას დაესმგავსება იცოდეთ, მაგ ფორმატის გარეშე უნდა განვავითაროთ ჩვენი რაგბი, თუ ვერა და ეგება ის დონე რაც ეხლა გვაქვს გრძელ ვადაში როგორმე შევინარჩუნოთ!

• Zviad

Gardamavali periodi aqvs chvens nakrebs.zveli taoba ubralod daigala da axali taoba unda miushvan.mekos shemcvlelic gvchirdeba.iqneb chvenc gvepiqra magali donis ramodenime ragbistis damatabeze.erti nabiji gvaklia italiamde.bevri agar darcha elitamde

• ZURA

ორი თამაშის მოგებაა ჩვენი მაქსიმუმი, ასე რომ არავითარი მნისვნელობა არა აქვს მეორე კალათიდან ვინ შეგვხვდება-უშანსოდ წავაგებთ. რუმინეთთან თამაშის მერე საქილიკო მივეცით ექვსი ერის გუნდებს, ატარონ ახლა ექსპერიმენტები... იტალია რას ამოვიჩემეთ კიდე, გვაჭმევს სირცხვილს და დავწყნარდებით...

• pele

რამდენიმე კვირის წინ კომენტარებში დავწერე, რომ სადაც ეხლა საქართველოს ნაკრებია (მსოფლიოში 11-12, ევროპაში-7, მსოფლიო ჩემპიონატში 2 მოგება), ეს არის ჩვენი პიკი უახლოესი 10 წლის პერსპექტივაში! ცრუ ილუზიებს ნუ შევიქმნით! ვიფიქროთ მომავალი თაობების გაზრდაზე და რაგბის პოპულარიზაციაზე საქართველოში.

• გიორგი

მაგ კომენტას, კვალიფიციურ ანალიზზე აღარას ვამბობ, ველოდები ესპანეთთან თამაშის შემდგომ.

• საბა

იტალიასთან დაჯახება რატომ გვიდნა ასე ძალიან არვიცი. ვფიქრობ, უშანსოდ მოგვიგებენ. მართალია იქ 0 ქულა აქვს და ყველასთან აგებს, მაგრამ არის ერთი კომპონენტი, რომელსაც ვერ დავძლევთ და ვერაფერს დავუპირისპირებთ. ესაა ტემპი. ოდნავი აჩქარება და ჩვენი ნაკრები გათიშულია

• giga

იტალია, იაპონია და ჩვენ რო 1 კალათაში ვიქნებოდით რა მიხვედრა უნდოდა ამას? რომელი შეძლებდა 8-ეულში მოხვედრას? 1ად1 გასარკვევი ის იყო, რომ ფრანგები შეიძლებოდა მე-9ზე აღმოჩენილიყვნენ და მეტი არაფერი.

• გიო

წინასწარ რთულია იმის თქმა გამართლება ვისთან შეხვედრა იქნება, მაგრამ სამხრეთ აფრიკას წინა მსოფლიოზე იაპონიასთან რომ დაუცდა ფეხი ეგ არაფერს ნიშნავს ეხლა ორმაგი მოტივაცია ექნებათ და ნამდვილად არმინდა მათთან შეხვედრა, უელსი ზელანდიის მერე საუკეთესოა ხელით თამაშში და ჩვენ კი როგორ გვიჭირს მსგავს გუნდებთან თამაში მგონი ყველას მოეხსენება, საფრანგეთი ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე მგონია, განსაკუთრებით ახალგაზრდულების თამაშებს თუ დავუკვირდებით... ასე რომ მიუხედავად იმისა რომ შოტლანდია ესეთ ფორმაში არყოფილა და მსოფლიოზეც გარკვეული დონე უჭირავს მაინც საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნია მეორე კალათიდან!! პირველი კალათიდან კი მაინც ირლანდიას მოვიაზრებ სასურველ ვარიანტად, შოტლანდიის არიყოს ეგეც ჩვენზე ძლიერია მაგრამ შანსი უფრო ამ გუნდებთან გვექნება...

• mamulo

ყველა მოგებული თამაშის მერე ,რომ დებდით ჰეიგის ინტერვიუს ეხლა მოკითხეთ ერთი წაგების მიზეზები და ისიც თუ ნემსაძის შემცვლელი რატომ არ ჰყავდა წაყვანილი.რატომ იყო გუნდი ფსიქოლოგიურად არასათანადოდ განწყობილი.თუ ხვდება მაინც,დიდი წილი მწვრთნელის ბრალი რომ იყო ეს წაგება.

• გეყოფათ

ამ სამარცხვინო თამაშის შემდეგ კიდევ 6 ერზე და შოტლანდიაზე,ს.აფრიკაზე,იტალიაზე ლაპარაკობთ?ერთადერთი მიწოლაში ვჯობნიდით სხვებს და იქაც ვეღარა ვართ.აღარ უნდა დამთავრდეს ეს უაზრო ამბიცია?

• dato

კანადა არ არის რეიტინგში?

• მსქროლავი ტროლი

რეიტინგი ზუსტად ასახავს გუნდების სიძლიერეს და შოტლანდია ყველაზე სუსტი კი არა, ყველაზე ძლიერია მეორე კალათაში და ჩვენმა ნაკრებმა ეს საკუთარ თავზეც იწვნის სატესტო მატჩში, რომელშიაც, ჩვენი ბიჭები, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, "პირველი მერცხლებ"-ის გმირებივით გამოიყურებოდნენ.... და სრულიად გაუგებარია, რატომ არის ყველაზე უარესი - ავსტრალია და ს. აფრიკა - პირიქით, თუ განვითარება გვსურს, სწორედ ახალ-ახალ მეტოქეებთან სპარინგს უნდა ვესწრაფოდეთ, აბა მაგათთან ტესტებს ვინ და როდის დაგვინიშნავს?!... ამასთან, სწორედ ავსტრალია და ს. აფრიკა მძიმედ იწყებენ ხოლმე ჩემპიონატს და თუ გასროლა გვიწერია, მაგათთან უფრო მეტი შანსი გვაქვს, თუნდაც 1 %-ით, ვინემ იგივე ზელანდიასა და შოტლანდიასთან, რომლებიც, როგორც წესი, მოსაგებ თამაშებს არ აგებენ ხოლმე.... იტალიას კი თავი დაანებეთ, რეიტინგით ისედაც ვუსწრებთ, იტალიელები ექვსი ერის გაფართოებაზეც თანახმანი არიან და რაღას უჩიჩხინებთ - იტალიელებთან მოგებით ვერაფერს შევცვლით, წაგებით კი ბევრად მეტს დავკარგავთ....

• me

არ ვფიქრობ რომ შოტლანდია ოპტიმალური ვარიანტია. იქნებ სამხრეთ აფრიკა გვირჩევნია რომელსაც წინაზე იაპონიამ სძლია. ასევე შოტლანდიას უკვე ვეთამაშეთ და ვფიქრობ უკეთესი იქნება სხვებთან თამაშის პრაქტიკაც შეგვეძინა. დაველოდოთ ვის გვიმზადებს ბედი და ასე რადიკალურ განცხადებებს რომ ეს ჯობია იმას, აჯობებს მოვერიდოთ.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: დავითვალოთ ზარალი...

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მასპინძლები ქართული რაგბის ოჯახის წევრები გახდებიან

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

ორი წელიწადი იაპონიამდე - "ვებ ელისის" თასი ამომავალი მზის ქვეყანაში მოგზაურობს

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

მსოფლიოს თასი 2019: ვინ შეხვდება "ბორჯღალოსნებს" - კანადა თუ ურუგვაი?

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე ფიჯი ავსტრალიაში გაიწვრთნება

სავსე ტრიბუნების დროა!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

[ექსკლუზივი] მილტონ ჰეიგი: წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია, მაგრამ...