"ბიუჯეტს ხრავენ, კერძო მეპატრონესთან კი ეს არ გაუვათ... სადაც სახელმწიფო კლუბია, იქ მუდმივად არამდგრადობაა"
პიოტრ ჩაადაევის სიტყვებია - რუსეთს გონებით ვერ გაუგებო. შესაძლოა, ეს დღევანდელ საქართველოსაც შეეფერებოდეს. ჩვენთან ბევრი რამ უკუღმა კეთდება და ლოგიკას არ ექვემდებარება. ეს ეხება როგორც პოლიტიკას, ეკონომიკას, განათლებას, ათას სხვა სფეროს და რა გასაკვირია, რომ გვერდს ვერც ფეხბურთს აუვლიდა...

...მაგალითად, სპონსორი და პარტნიორის გამოჩენა ყველა ქვეყანასა და ყველა ნორმალურ კლუბში უხარიათ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ საქართველოში კერძო სპონსორი სანთლით საძებარია. თუმცა, რეალურად, სხვაგვარი და საკმაოდ უცნაური სურათი იკვეთება.

ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი პროგრამის მთავარი მიზანი სახელმწიფო კლუბების განკერძოებაა, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი კლუბების მმართველთა ნაწილს გასხვისება არ უნდა და მხოლოდ ისეთ სპონსორს ეძებენ, რომელიც ფულს გასცემს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. ამიტომ კერძო მეპატრონეს არც ეძებენ.

ამაზე "ლელოსთან" გერმანიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა ილაპარაკა, ოღონდ ქართულ კლუბებთან მოლაპარაკებების უცნობი დეტალები მხოლოდ იმ პირობით გაგვიმხილა, რომ ამ კლუბების დაკონკრეტებას არ მოვთხოვდით:

"ფეხბურთი მიყვარს და ჩემი კავშირებით, მინიმუმ, სპონსორის მოძებნა შემიძლია. რამდენიმე კლუბის წარმომადგენელს ამაში დახმარება შევთავაზე კიდეც, რადგან დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთში ინვესტირების მსურველები მოიძებნებიან და კონკრეტული კომპანიებიც ვიცოდი.

მაგრამ აუხსნელ წინააღმდეგობას წავაწყდი, რადგან კლუბის კერძო საკუთრებაში გადასვლის რეალურ ინტერესს ვერ ვხედავდი. ღიად არავინ იტყვის, რომ ეს არ სურს, მაგრამ სახელმწიფო კლუბების ნაწილში კერძო ბიზნესის შესვლა არ უნდათ, რადგან ეს უშუალოდ შეეხება ამ კლუბების მმართველთა კეთილდღეობას. ასეთ დროს, კლუბის მომავალზე ზრუნვა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია, რეალურად კი კერძო ინტერესები იმალება.

მაგალითად, კლუბში სპონსორი რომ მივიდეს და 200 ათასი ლარი მიიტანოს, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დამატებით ერთ ამდენს მიიღებს. სხვა კლუბთან შედარებით 400 ათასი ლარით მეტი რომ გაქვს, ეს უკვე სერიოზული უპირატესობაა და რამდენიმე კარგი მოთამაშის დამატების საშუალებას გაძლევს. მაგრამ ეს არის სწორედ მთავარი ბარიერი.

ბევრს ურჩევნია, შემოსავალი მილიონლარიანი ბიუჯეტიდან აიღოს, ვიდრე 5 მილიონის ჩამდებმა ახალმა მეპატრონემ გაუშვას ან უკეთეს შემთხვევაში, ხელფასზე "დასვას".

იმიტომ, რომ ბიუჯეტს ხრავენ, კერძო მეპატრონესთან კი ეს არ გაუვათ - ისინი ყოველ თეთრს ითვლიან.

სადაც სახელმწიფო კლუბია, იქ მუდმივად არამდგრადობაა. რამდენიმე ასეთ კლუბს დაველაპარაკე კიდეც. ვიფიქრე, ჩემებს გვერდში დავუდგები-მეთქი, მაგრამ... ახლოს არ გამიკარეს და ისეთ აუხსნელ წინააღმდეგობებს წავაწყდი, ბოლოს ხელი ჩავიქნიე".

ჩვენი მოსაუბრე დარწმუნებულია, რომ კლუბები აუცილებლად აუქციონზე უნდა გავიდნენ:

"აქ პრობლემა ის არის, რომ სანამ ლიგაში საბიუჯეტო კლუბი არ გასხვისდება, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ეფექტურად ვერ იმუშავებს - ამ სახეობაში მამოძრავებელი ძალა კერძო ბიზნესი და მისი ბუნებრივი მიდგომებია.

საქმე ისაა, რომ თავად ეს სისტემა არ არის წესიერი და არსებული გარემო ხალხის გარყვნას იწვევს. ამიტომ, ჩემი აზრით, უმაღლესი ლიგის გუნდები აუქციონზე უნდა გავიდეს. პატრონი ყველას გამოუჩნდება - ზოგს მდიდარი, ზოგს ღარიბი, მაგრამ ეს ჯობია, ვიდრე დღევანდელ სიტუაციაში ყოფნა".

უცხოეთში გახიზნული ჩვენი თანამემამულე გასხვისების გეგმაზეც გველაპარაკა:

"აღმასკომმა უნდა გამოაცხადოს, რომ ორი ან სამი წლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში არ დაუშვან კლუბი, რომელიც მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია. ეს ბუნებრივად გამოიწვევს, რომ ისინი ნაწილობრივ მაინც გაკერძოვდებიან.

ორიოდე წლის წინ მქონდა მცდელობა, ამ წინადადებით ერთ-ერთი რაიონის კლუბი აგვეყვანა. გამგეობას დავუკავშირდი, საიდანაც გასაოცარი პასუხი მივიღე - თუ დაგვჭირდება, თავად დავუკავშირდებითო.

იმიტომ, რომ სახელმწიფო კლუბი მაინც სახრავია, პროფესიულ, მაღალანაზღაურებად სპორტში კი სახელმწიფო გადამხდელის როლში არ უნდა იყოს, ის მხოლოდ რეგულატორის ფუნქციას უნდა დასჯერდეს. მაგრამ ეს ბევრ კლუბს არ სურს და ამიტომაც არ ცდილობენ გასხვისებას. მათ ვერ გაიგეს, თუ რატომ მიმქონდა კლუბში ინვესტიცია, რადგან ეს მათთვის არაფრის მთქმელია. ასე დავემშვიდობე პიროვნებას, რომელიც 3 მილიონამდე ლარის დაბანდებას აპირებდა.

არადა, გამოაცხადონ ტენდერი, მოახდინონ რებრენდინგი, დაწერონ და შეფუთონ კლუბის ისტორია, დათქვან პირობები და მერწმუნეთ, ღია აუქციონზე უცხოელებიც აუცილებლად ჩაერთვებიან. შესაძლოა, მარტო ბრენდში 10 მილიონი ლარიც გადაიხადონ მატერიალური ობიექტების გარეშე.

მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა ყველა კლუბს გამოუცხადებენ, რომ უნდა გასხვისდეს, სხვაგვარად, ეროვნულ ლიგაში ვერ ითამაშებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კობას
აეეეე ჩიხურას არასდროს არ აუღია სახელმწიფოსგან ფული არ რაიონულ დონეზე და არ რეგიონალურ დონეზე.ახლა ღებულობს როგორც ყველა გუნდი იმდენს
ჯაბა
სრული სიმარტლეა ფედერაციამ უნდა იმოქმედოს
jaba
ვეტანხმები სიმარტლეა
ახალი ლუკმა
დილა გადავიდა სპნსორის ხელში და ეგრევე გაუშვეს პურიმჭამელები დარჩა მხოლოდ ერთი ორი კაცი.,მაგრამ გაკეთდა ახალი სახრავი გორის გორი.ეხლა ამ გუნდში დაიწყება პურიჭამა ისევ ნაცნობი უცნობი ხალხით ,
a.a
erti eseti saxravi gundi shuquraa, warmoidginet chelebadzes miyavs pexburtelebi amzadebs saxelmwipo xarjze mere rusetis gundebshi ushvebs da padiomidan agebuli pulis naxevars jibeshi idebs, titqmis yvela gundma gaiara zbori da magan iwuwuna pormebi srulad ver viyideo, sad wavida saxelmwipodan daricxuli puli? es kacia tanamedrove medrove
rusi
ჩაადაევის საიტყვები არაა
1
სახელმწიფომ კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ეს ფული გადაყრილი გამოდის თუ სისტემა არ შეიცვალა. მიდის ახლობლების და ნათესავების ჯიბეში და გუნდის კეთილდღეობას არ ხმარდება.
M.S.
მერაბ 2 წლის შემდეგ კი არა,მომავალი სეზონისათვის უნდა იყოს ორივე ლიგის ყველა კლუბი გასხვისებული,მინიმუმ 51%- აქციებისა უნდა იყოს კერძო მფლობელის. აქ კიდევ ვიღაც წერდა რომ მინიმალური ზღვარი ფინანსირების კონსოლიდირებული უნდა იყოს 3 მილიონი ლარი პირველ ლიგაშიო,ეგეც სწორი მოთხოვნა იქნება.
hhh
დასაქმებული ყავთ საძმაკაცოო და ისეტები საერტოდ არ დადიან სტადიონზეე და მერე გამოვლენ და ენებს ატლიკინებენ..საყვედუდს ვერ იტანენ.. ვიტომ ტავიანტი იყოს გუნდიი.. ჩამენ ბიუჯეტის ფულს და ვირებივიტ 3 კაცს ამუშავებენ...ვაი ვაიი საქარტველო
QWERTY
ლიბერო მაგ დიდი ქალაქი ბათუმი არაა, არც ფოთი,გორი კერძოა, ზუგდიდი და რუსთავი მეორე ლიგაში არიან,ასე რომ დარჩა დიდი და მსხვილი ქალაქებიდან მხოლოდ ქუთაისი და სამტრედია. სამტრედიას გასხვისება -მართვაზე ჯერ არავის აქვს არც სურვილი (რომც ჰქონდეს ვინ მიუშვებს) და არც პრეტენზია, თანაც სამტრედიას მერი არა ჰყავს,ჰოდა დარჩა ქუთაისი :)
giga
და კიდე იძახეთ ახლა მხოლოდ ფეხბურთში უნდა ვყაროთ ფული და სხვა სახეობები დავიკიდოთო
givi
Yofili policielebia dasaqmebuli bevr klubshi muqta mchamelebi xraven biujets. Da mere vin asaqmebs? Gamgeblebi merebi rom saertod arc ainteresrbt fexburti ar ician? Ician magram mati mxardamcherebia visac arjera gadaamocmoc
gaga
სრული სიმართლე გამგებლები და მათი ნათესავები გუნდების მეშვეობით 100000 ფულს შოულობენ
Sergo
აი ესაა მიზეზი იმისა, რომ "ზესტაფონის" უმაღლეს ლიგაში გამოჩენისა და დიდ ფეხბურთში ისევ დაბრუნების ეშინიათ! ამ საზიზღრობას, კარგად იციან, მალევე დავამთავრებთ და სწორედ ამას უფრთხიან...
კობა
მუქთა ხორები არიან ჩამოკიდებული სახელმწიფო კლუბებზე
ziz
ცხადია ეს ყველაფერი 100%-ით მართალია. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრობლემა იმაშია რომ თითონაც ამ მანტალობის ნაწილია. სანამ სახელმწიფო დაფინანსებისას მხედველობაში მიიღებს ნებისმიერ კრიტერიუმს, გარდა სპორტულისა მანამდე სიტუაცია არ შეიცვლება! კიდევ ერთი საკითხია რას ნიშნავს სახელმწიფო საკუთრება, და ამ საკუთრებაში რა ფორმებს აღიარებს თავად სახელმწიფო - მაგალითად ის ქალაქის მუნიციპალური საკუთრებაა, თუ ქალაქის სპორტული საზოგადოების?
კობა
დანაწილებული აქვთ სახრავსდ ჩიხურა შუქურა სამტრედია და აშ და კიდევ არიან ვაი აგენტები გუნდებში 3თვით აფორმებენ კონტრაქტებს მერე მაშვალივით დაკონწიალებენ ამ ფეხბურთელებს დაუნგრიეს კარიერა ბიჭებს სახელმწიფო დუმს სამუდამოდ
nnn
ეგ საკმაოდ მწვავე პრობლემაა და არც ისე მარტივად მოსაგვარებელი მაგრამ აუცილებლად მისახედი თუ კერძო კლუბები არ იქნა წინსვლა არ იქნება
S.P
fuli am problemis mxolod erti mxarea.aris meore mxare eseni aseve ocnebis aqtivistebi da amomrhevlebi arian.ar damiblokot.
elguja
კიდე ერთხელ დავწერ. ბიუჯეტის ფული არ უნდა იხარჯებოდეს ხელფასებში. ან საერთოდ, სახელმწიფომ კლუბები არ უნდა დააფინანსოს საერთოდ. ეს განავითარებს უფრო ფეხბურთს ვიდრე ახლანდელი პროგრამა. შეთქვლეფენ ფულს ეს ღორები, გავა 5 წელი და ხელში რძე და ყველი არადა მეორე შეგვრჩება...
dato - rustavi
მარტო კლუბებში რო იყოს ასეთი ვითარება ავიტანდით კიდევ .....მაგრამ მთელ ქვეყანაში, ყველგან და ყველაფერში მსგავსი ვითარებაა , ყველა იმას ცდილობს თუ როგორ გამოხრას ბიუჯეტი და იშოვოს იოლი ფული . """მთავრობა პირველ რიგში"""
ლიბერო
ერთ-ერთი დიდი ქალაქის მერს თავისი სამეგობროს დასასაქმებელ ცეხად აქვს კლუბი გადაქცეული და აწყობს ახლა მაგათ კერძო ინვესტორი ? მეორე ვარიანტად აქვთ კერძო ინვესტორს არსებული მენეჯმენტის დატოვება მოთხოვონ, თან ისეთი ხალხის ფეხბურთი ნაყურებიც კი რომ არ ქონდათ, ვიდრე კლუბში მოვიდოდნენ..
CHEROELI
სახელმწიფომ ფული ჩადო და ახლა ეს გახდა პრობლემა,არადა სიმართლეს ამბობს ეს კაცი.ისე ვირთხები ბეღელში რომ შეუშვა სოფელს თუ ააშენებენ მაინტერესებს.
ზურა
რაზეა საუბარი?! ზესტაფონი გაანადგურეს, დინამოს შემდეგ ყველაზე დიდი კერძო კლუბი. საერთოდ უნდა შეუწყდეთ სახელმწიფო საფინანსება ყველა გუნდს. თუ საჯარო მოხელეების პრემიებს და დანამატებს დავსდევთ ეგენი ვინ არიან საერთოდ და რატო უნდა ვარჩინოთ!?
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...