ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ალბათ, რუმინელებს უფრო მეტად სურდათ მოგება - მილტონ ჰეიგის ინტერვიუ

ალბათ, რუმინელებს უფრო მეტად სურდათ მოგება - მილტონ ჰეიგის ინტერვიუ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გადაცემა "სპორტი 360"-ში რუმინეთთან მატჩზე ისაუბრა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გადაცემა "სპორტი 360"-ში რუმინეთთან მატჩზე ისაუბრა და ასევე, რაგბი ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.

- რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]

- რუმინეთთან ბოლო შეხვედრაში წავაგეთ, რა მოხდა? რა იყო ამის მიზეზი? რატომ ვერ მოვახერხეთ რუმინეთის ნაკრების დამარცხება?

- რაღაც კუთხით მსაჯის მხრიდანაც არ გაგვიმართლა. ბოლო 10 წუთის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რამდენიმე ისეთი ჯარიმა გვეკუთვნოდა, რომელსაც დავარტყამდით.

ამასთან, ალბათ, რუმინელებს უფრო მეტად სურდათ ამ თამაშის მოგება, ვიდრე ჩვენ.

გარდა ამისა, რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე გვყავდა და რაღაც მომენტებში წნეხს ისე ვერ გავუძელით, მაგრამ ეს არ ეხებათ მხოლოდ ახალგაზრდა მორაგბეებს, არამედ გამოცდილებსაც.

გრძელვადიან პერსპექტივაში მივიღეთ გამოცდილება, რისგანაც ბევრ რამეს ვისწავლით და გავითვალისწინებთ შემდეგი გათამაშებისთვის.

- იყო რაღაც გარკვეული დეტალები, მაგალითად, შერკინება... ერთა თასზე არ ვართ მიჩვეულები, რომ შერკინებაში მეტოქე გვჯობნის. პირველ ტაიმში ასე იყო, თუმცა მეორეში გამოსწორდა. რა იყო ამის მიზეზი - ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეების გამოუცდელობა თუ რუმინელთა კარგი მომზადება?

- შეიძლება რაღაც მომენტებში გვაჯობეს. იყო მომენტები, როცა გვერდიდანაც გვაწვებოდნენ, რაც არ შეიძლება, მაგრამ მსაჯმა არ შეიმჩნია.

თამაშის შემდეგ შერკინების მწვრთნელსაც ველაპარაკე. ეს იყო ბრძოლა არა მარტო გუნდის, არამედ მსაჯის წინააღმდეგაც. მეორე ტაიმში დომინირება კი დავიბრუნეთ, მაგრამ იყო ერთი შერკინება, რომელშიც ძალიან მოგვაწვნენ. მე არ მინახავს, რომ ჩვენი შერკინება ასე უკან დაწეულიყოს და რა თქმა უნდა, ეს არ მოგვეწონა.

- რამდენიმე ჩვენი მნიშვნელოვანი დერეფანი წავაგეთ. ასევე აღსანიშნავია, რომ როცა დაშავდა მეორეხაზელი ნემსაძე, სათადარიგო სკამზე არ გვყავდა არც ერთი შემცვლელი მეორეხაზელი, რა დროსაც გორგოძეს ან ლომიძეს უწევს მეორე ხაზში გადასვლა. არ ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, სათადარიგო სკამზე გვყავდეს მეორეხაზელი, რომელიც შეძლებს სხვის შეცვლას?

- მატჩის წინ სელექციას მთელი კვირის განმავლობაში ვახორციელებთ. პირველ წუთებზე მიღებული ტრავმისგან კი, როგორც ეს ნემსაძეს მოუვიდა, არასდროს ხარ დაზღვეული.

ჩვენი გეგმის ნაწილია ხოლმე, რომ მეორე ტაიმში, რაღაც პერიოდში, მამუკა გორგოძემ მეორე ხაზში აიწიოს. ეს გამოგვადგა რამდენიმე მატჩში, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენც მივყევით ჩვენს გეგმას, მეორე ხაზში ავიდა მამუკა გორგოძე, შემდეგ შემოვიდა ლაშა ლომიძე, როგორც მესამეხაზელი და კარგად ითამაშა.

ამ შემთხვევაში, შეიძლება შერკინებაში ცოტათი ძალას ვკარგავთ, მაგრამ აუტში უფრო კარგად ვთამაშობთ. კი, რამდენიმე ჩვენი დერეფანი წავაგეთ, უბრალოდ, დროის არგათვლის გამო. ასევე, მომენტებში იყო წნეხი და ამანაც იმოქმედა.

- ამ ერთთა თასზე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ჩვენ ძირითადად ვცდილობდით, უკანა ხაზზე გაგვეშალა ბურთი. ისეთი ძლიერი ტრადიციული იარაღი, როგორიც აქვს საქართველოს ნაკრებს - მოლი, ბევრად უფრო იშვიათად გამოვიყენეთ, ვიდრე წინა წლებში. ეს რუმინეთთან პირველი ტაიმის მიწურულსაც გამოჩნდა - ხელდახელ გავათამაშეთ და კარგი ლელო დავდეთ, თუმცა ეს გამოვიდა მხოლოდ ერთ ეპიზოდში. რუმინეთთანაც ხელდახელ თამაში იყო ჩვენი მიზანი?

- ვცდილობთ, რომ პერსპექტივაში შევცვალოთ ჩვენი თამაშის სტილი. მგონი, ამაზე ვლაპარაკობ, რაც აქ ვარ, ბოლო 6 წლის განმავლობაში. კი, ძირითადი და ტრადიციული იარაღი - შერკინება გვეხმარება, მაგრამ როცა დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშობ, მხოლოდ ამ კომპონენტზე ვერ იქნები დამოკიდებული. განვითარება გრძელდება და ამიტომ სწორედ ამ გზას უნდა მივყვეთ.

ვიდეოანალიზში ჩანს, რომ იყო რამდენიმე ძალიან კარგი შესაძლებლობა, სადაც ერთი პასის შემდეგ ლელოს დადებას შევძლებდით. რაღაც მომენტებში 8-1-ზე, 4-1-სა და 3-1-ზეც კი ვიყავით და სულ ცოტა, ორი ლელოს დადება მაინც შეგვეძლო.

ეს ისევ და ისე ჩვენი განვითარების გეგმის ნაწილია. შეტევის რამდენიმე ახალი სისტემა წარმოვაჩინეთ, რომელიც აქამდე არ გვიჩვენებია. დრო გვჭირდება, რომ ამას მივეჩვიოთ. ჩემი აზრით, ეს არის ის, რასაც უნდა მივყვეთ. ახლავე უნდა ვიზრუნოთ, რომ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათანადოდ ვიყოთ მომზადებულები და უკვე ბუნებრივად იყოს ჩვენში გამჯდარი ეს სისტემა.

- იყო თუ არა მიზანი ამ ტურნირის მოგება, თუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ახალგაზრდებისთვის მიგეცათ შანსი და რაღაც ექსპერიმენტები ჩაგეტარებინათ? რა იყო თქვენი მიზანი და შესრულდა თუ არა ის?

- რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ყოველთვის მოგებაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მაინც არ იყო. ჩვენ ვთქვით, რომ 2016 წელს ექსპერიმენტებს არ ჩავატარებდით, რადგან გვინდოდა, მსოფლიოს თასის მერე აღებული ტემპი შეგვენარჩუნებინა და მოგებები გაგვეგრძელებინა, 2017 კი ყოფილიყო ის წელი, როცა განვითარებაზე ვიქნებოდით ორიენტირებულები და ექსპერიმენტებს მივმართავდით.

10 ახალი მორაგბე გამოვცადეთ და ასევე, ორი მორაგბე, რომლებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ნაკრებში ბევრჯერ არ უთამაშიათ. სტატისტიკას რომ შეხედოთ, 2017 წლის შემადგენლობის ნახევარზე მეტს მხოლოდ 2-3 მატჩი ჰქონდა ნაკრებში ჩატარებული.

ეს არის დიდი პროექტი და შეიძლება უცებ არ მიიღო შედეგი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც მსოფლიოს 2019 წლის თასს ვუყურებთ, საჭიროა სიღრმეების შექმნა. 2019 წლის აგვისტოში, მსოფლიოს თასზე გასაყვანად გუნდში თითო პოზიციაზე უნდა გვყავდეს მინიმუმ სამი ადამიანი.

ამ პერიოდში აღმოვაჩინეთ რამდენიმე კარგი მორაგბე, რომლებიც აუცილებლად გამოგვადგებიან მსოფლიოს თასის შემადგენლობისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ეს ტურნირი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ისევ და ისევ უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ იყო, მთავარი განვითარება და ამ მორაგბეებისთვის შანსის მიცემაა.

- რამდენად კმაყოფილი ხართ დებიუტანტების ნაკრებში ადაპტაციის პროცესით, რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით და მომავალში ხშირად ხომ არ ვიხილავთ ნაკრებში?

- ათივეს გამოვარჩევ. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა მორაგბე განსაკუთრებით კარგი იყო. აღმოვაჩინეთ ფრთის რამდენიმე კარგი მოთამაშე, კოშაძე და ასევე, ცენტრები. მატარაძეს და ტაბიძესაც გამოვყოფ - ამ პირველხაზელებმა საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენზე.

მიმაჩნია, რომ ამ ბიჭებიდან რამდენიმე ნამდვილად შეიქმნის კარგ კარიერას.

- ამ ციკლის განმავლობაში ყველაზე მეტად რისი გამოსწორება არის საჭირო, მომავლისთვის რა კომპონენტების გაუმჯობესებას შეეცდებით და რა დაინახეთ ასევე დადებითი?

- ბოლო 6 სეზონის განმავლობაში, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 33 მატჩი მოვიგეთ, წავაგეთ ორი და ერთი დასრულდა ფრედ. ეს არის ის პოზიტივი, რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ.

დიდად არ განსხვავდებოდა ბოლო ექვსი სეზონისგან ის, რასაც ახლაც ვცდილობთ, ანუ გავაუმჯობესოთ ჩვენი სტილი და არსენალში გვქონდეს ალტერნატიული შესაძლებლობები - არამხოლოდ ჩვენი ტრადიციული მოლი და შერკინება. განვვითარდით იმ კუთხით, რომ ვცდილობთ, ხაზი მეტად ვათამაშოთ. თუ არ ვცდები, რუსეთთან მატჩში 4 ლელო მარტო ჩვენი უკანახაზელებისგან იყო. ეს პატარა დეტალია, მაგრამ ვაუმჯობესებთ თამაშს ამ კუთხით.

კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრად უნდა განვავითაროთ ჩვენი თამაში. სწორედ ამას ვეუბნები ყოველი კამპანიის წინ ამ ახალგაზრდა ბიჭებსაც - განვითარება მნიშვნელოვანი და საჭიროა.

• ჯავახელი

კახა-ს........ ნუ ფილოსოფოსობ..ჩემი რჩევაა ყველამ თავის თავს მიხედოს და სხვის საქმეში გრძელ ცხვირებს ნუ ყოფთ....კაცი ხელს ვერ გაგანძრევინებთ რამე რო იყოს, არა და სხვის საქმეში სპეცები ხართ :)

• რეზო

ვისაც კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა გინდათ ერთბაშად ნაკრებში, დაფიქრდით თუ ყველა შეიცვალა, ვისგან უნდა ისწავლონ თამაში. რომ იწუნებთ მეკოს და სხვებს, დიდ გამოცდილებას გადასცემს ეს ხალხი ახლებს. ყველას ერთბაშად ვერ შეცვლის მწვრთნელი. რატოა ასე რთულად შესაგნები მარტივი პრინციპებ ზოგი გულშემატკივრისთვის?

• დავითი რაგბი

ამ ინტერვიუში ერთი მთავარი საკითხი რაც დავიჭირე არის ის რომ ჩვენი მიზანია 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ერთ პოზიციაზე უნდა გვყავდეს 3 მოთამაშე თანაბარი ძალების. დღეს გვყავს? თუ არ გამოვცადეთ გვეყოლება? სამწუხაროდ არ ვართ იმ დონის სარაგბო ქვეყანა რომელიც უკვე ა ნაკრებით შეძლებ რუმინეთის, რუსეთის დამარცხებას ისე როგორც ჩვენ გვიგებს არგენიტნა ა, ან ირლანდია ა. ახალგაზრდების ხელით თამაშში აშკარად პროგრესია ჩემი აზრით. მე ვფიქრობ ეს კრიტიკა რომ ჩაწყნარდეს და ფედერაციას თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეს. მათ უნდა გააკეთონ შემდეიგ 3 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია .

• დავითი რაგბი

ბევრი შევეხეთ კრიტიკულ აზროვნების თემას. მე ვთლი რომ სწორად იქნევა ჰეიგი და სახალხოდ არ ყვირის ამ მორაგბეს ეს არ უვარგა და იმას ისო. ვფიქრობ, რომ თამაშების განხილვის დროს კრიტიკა და კაჩაობა იქნება. თუ ასე არ არის მაშინ მართლა ცუდად არის ჩვენი საქმე :)

• დავითი რაგბი

მე ვენდობი ჰეიგს და ვფიქრობ, რომ მან უნდა გიყვანოს გუნდი 2019 მსოფლიო ჩემპიონატზე. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი რომ სწორედ მის ხელში მოხდა პირველად 2 თამაში მოგება მსოფლიო ჩემპიონატზე და მისმა ტაქტიკამ და სტრატეგიამ სწორი შედეგი გამოიღო და მხოლოდ ერთი წაგება თუ გვაძლევს სფუძველს რომ უკვე ყვირილი დავიწყოთ გამოსაცვლელიაო მგონია ადრეა. დიდი მცოდნე არ ვარ რაბის მაგრამ ერთი გულშემატკივრის პოზიციიდან გეტყვით რომ სტრატეგია ჩემი აზრით ამჯერადაც სწორია. მთელი კონცენტრაცია ხაზის თამაშზე. ერთი კითხვა მაქვს: რომელს ტურნირზე გვაქვს დადებული ამდენი ლელო ხაზით? რა თქმა უნდა გვაქვს პრობლემები სხვადასხვა პოზიციაზე მაგალითად 15 ნომერზე და როგორც ვხედავ პერსპექტივაშიც არავინ ჩანს რადგან ამ ტურნირზე არ გამოგვიცდია არავინ. ალბათ ეს იმის ბრალია რომ ამ პრობლემატური პოზიციების კარგი სკოლა არ გვაქვს ამაზე უდან ვისაუბროთ და არა ჰეიგის გაშვებაზე და ახლის მოყვანაზე. დარწმუნებული ვარ ამ პრობლემებს კარგად ხედავენ და მოგვარების გზებსაც ეძებენ ჩვენს სამწვრთნელო შტაბში.

• 1

ცოტა მეტი თვითკრიტიკულობა არ გვაწყენდა ბატონო მელიტონ :) შევეჩვიეთ ამ ბოლო დროს ცუდი თამაშის "გაპრავება"-ს

• კახა

კარგ ანდაზას გასწავლი " ვირის დარტყმული წიხლი არ უნდა გეწყინოს,გეტკინება და გაგივლის"რაც შეეხება მორაგბეებს პრობლემატურ ნომრებზე სტაბილურობა მთავარი ნაკლი ერთი ორჯერ ყარაულის ტოფივით გავარდნა არ კმარა და ამ რაგბის "გენიოსმა" იქნებ აგვიხსნას წაგებების მიზეზები წესიერ გუნდებთან...

• კახა

კარგ ანდაზას გასწავლი " ვირის დარტყმული წიხლი არ უნდა გეწყინოს,გეტკინება და გაგივლის"რაც შეეხება მორაგბეებს პრობლემატურ ნომრებზე სტაბილურობა მთავარი ნაკლი ერთი ორჯერ ყარაულის ტოფივით გავარდნა არ კმარა და ამ რაგბის "გენიოსმა" იქნებ აგვიხსნას წაგებების მიზეზები წესიერ გუნდებთან...

• B-52

რომ იძახით ბიჭებს ჯიგარი აკლდათო, ჯიგარი ჭიდაობაში ვლინდებოდა ეხლა კი ხელით თამაშს ცდილობდნენ და ჯერ ისე რომ არ გამოსდით მაგიტომაც გეჩვენებათ ზოგს ჯიგრის ნაკლებობა. კახას და მის რამდენიმე თანამოაზრეზე კი ისეთი წარმოდგენა შემექმნა რომ ცოტა რაგბიში გარკვევა აკლიათ, 9 ნომერს მაინც რას ერჩით რა ჭირს ვასოს თქვენინი დასაწუნი? კარგია რომ თქვენნაირი ფათიფუთა ხალხის ხელში არაა სპორტის ეს სახეობა. მილტონს რაც შეეხება ნაკრებში აუცილებლად მალე დასრულდება გარდამავალი ეტაპი და მერე შეგრცხვებათ იცოდეთ საკუთარი სულსწრაფობის.

• კახა

დროზეა მოსაძებნი კვალიფიციური მწვრთნელი მადლობა მილტონს რარაც ეტაპზე სასარგებლო იყო ეხლა უფრო მეტია საჭირო გამოიფხიკეთ ყურები ფედერაციაში და რას მიკეთებს სპონსორები გადაუხადონ უკეთეს მწვრთნელს. და დროზე მოიწვიეთ ნატურალიზირებული კარგი 9 10 15 ნომრები.

• irakli

მე პირადად თამაშის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავ, იმავდროულად იმედით და სიამაყით ვუკრავდი ტაშს ჩვენს ბიჭებს იმიტომ რომ პრორტში მთავარია რეზულტატი და ბოლო 6 წელია ზედიზედ ვართ გამარჯვებულები და დამარცხების გემო დაგვავიწყეს ბიჭებმა და მწვრთნელმა. წარმატებები სიახლეები აუცილებელია და ეს გარდამავალი პერიოდი ძნელი იქნება. თ უ მ ც ა ეს თამაში ფინალი იყო და ვერ ითამაშეს ისე როგორც იციან ხოლმე ცოტა ჯიგარი აკლდათ.

• Me

რომელი ის ერთი? 5სლემი აქედან 4 გრანდ სლემი,რო იყო და მეექვსე სლემი რატო არა?

• ლელოს

პირადად ჰეიგის შესაძლებლობის რა გითხრა, მაგრამ მე უფრო მეტად სამომავლო პერსპექტივა მადარდებს - 2019 წლამდე საკმაო დროა და იქამდე ვინ ვის შეცვლის, კაცმა არ ვიცით. შერკინებაში ასე თუ ისე კიდევ გვყავს ხალხი, მაგრამ უკანა ხაზს ვინ შეავსებს ? სასწრაფოდ მოსაძებნია 10 და 15 ნომრების ნომინალური სათადარიგოები. უმეტესობა ხაზის მოთამაშეებისა, საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეა. ამ პოზიციებზე თუ კლასი არ ავიმაღლეთ, ძალიან გაგვიჭირდება მითუმეტეს ხელით თამაშზე ვაკეთებთ აქცენტს

• გიორგი

შეიძლება 30 თამაში მოიგო, მაგრამ 30-დან ის 1 მთავარი თუ არ მოიგე დანარჩენ 30-ს ფასი ეკარგება, ეს უნდა იცოდეს მილტონმა და ფედერაციამაც. ცუდად მენიშნა რომ მილტომა მსაჯების შეცდომას დააბრალა წაგება - ესეთი რამ აქამდე არასდროს უთქვავს, სამწუხაროა

• ლელო

არ არის ესე, თეორიულად მსჯელობა და ფილოსოფია მარტო არ შველის რაგბს, დონე ჭირდება უფრო მაღალი, მწვრთნელის უფრო მაღალი დონე. აქ ფინანსურ შესაძლებლობებზეც იყო საუბარი, არავინ ითხოვს სუპერმწვრთნელებს ნახევარმილიონიანი ანაზღაურებით, მაგრამ ევროპაშიც და ავსტრალია-ზელანდიაშიც ძალიან ბევრი მაღალი კლასის მწვრთნელია, რომელიც ჰეიგის ხელფასზეც დიდი სიამოვნებით იმუშავებდა საქართველოს ნაკრებთან. ბოლო ინტერვიუები ამოიღეთ ჰეიგის და იმის მაგივრად რომ შევდომების გაანალიზებაზე ლაპარაკობდეს, შოტლანდიის თამაშიდან მოყოლებული სულ ცუდ მსაჯობას აბრალებს უშედეგობას. ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდას ნუ აბრალებს კიდე ამ უფერულ თამაშს. ახალბედას შეიძლება და ბუნებრივიცაა ინდივიდუალური შეცდომენი მოუვიდეს, მაგრამ სად ჩანს ბოლო თამაშებში გუნდის ტაქტიკა, მწვრთნელის ხელი, მწვრთნელის გადაწყვეტილებები და ა. შ....??? ვეღარ ქაჩავს, ვეღარ, გამოსაცვლელია და დროხე რომ ახალ ტრენერს დრო ქონდეს გუნდის დასალაგებლად მსოფლიომდე. მადლობა და ახალი

• daviti

პირად ჩემის აზრით ჰეიგმა დიდი ხანია ამოწურა თავისი სესაძლებლობები, მაგრამ უფრო საგანგაშო ისაა, რომ ფედერაციაში არ არის ყველაფერი რიგზე... ამაზე კი ხმას არავინ იღებს.

• გორსკი

მე მხარს ვუჭერ მილტონ ჰეიგს. მსიფლიოზე აუცილებლად მან უნდა გაიყვანოს ნაკრები. რაც შეეხება ნაკრების პროგრესს, ის დამოკიდებულია შიდა ჩემპიონატის სიძლიერეზე.

• mvx

ყველამ ვიცით, რომ რაგბი ბრძოლაა. პირადად მე მომეჩვენა და ეს ჩემი აზრია, რომ ჩვენს ბიჭებს ესპანეთთან, რუსეთთან და ყველაზე სამწუხაროა გადამწყვეტ თამაშში რუმინეთთან აკლდათ ბრძოლის ჟინი. არ ჩანდა მათ თვალებში ნაპერწკალი, რომელსაც ეს ჟინი უნდა აენთო. ცოტა პათეტიკური კი გამომივიდა, მაგრამ ასე მგონია. ტაქტიკასაც მოევლება, ხელით თამაშსაც, ფიზიკურ მომზადებასაც, მაგრამ ფსიქოლოგიურ მხარეს და განწყობას რა ვუშველოთ? რუმინეთი არ არის ის გუნდი ადრე, რომ იყო. ასეთი გუნდის დამარცხება საქართველოს დღეს-დღეისობით ყველა თამაშში შეუძლია და სწორედ ეს არის დასანანი, რომ ყველა თამაშზე თვალანთებულები უნდა გამოდიოდნენ. ამიტომ შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა ჩვენი რაგბისტები!

• Bacho

Dima Basilaiam ra dagishavat?

• giga

აი ეგ გვჭირს ქართველებს უსაშველო რომ აუცილებლად ან 1 ან მეორე უკიდურესობაშI გადავვარდეთ. უკეთესი მწვრთნელიო. კაი კი ბატონო მარა რა ბიუჯეტიც აქვს რაგბის კავშირს აბა იმ თანხად ვინ იშოვით უკეთეს მწვრთნელს? ჰეიგი რაც ხელფასი ეძლევა იმაზე მეტს აკეთებს საქართველოსთვის. კი ახალს ვსწავლობთ და სწავლის ძირი მწარეა. მთავარია კენწეროში გატკბილდეს. მეორე მხრივ არც ზედმეტი ტავზე ხელის გადასობაა საჭირო. ამ კონკრეტულ თამაშში გუნდი რო ვერ განაწყო მისი ბრალია. მსაჯზე აპელირებაც არასწორია. უარესები უქნიათ ჩვენთვის და თან ლელოს გადაგვარჩინა რუმინელს რო ფეხიდან დაუვარდა და წინ თამაში დაუფიქსირა. კიდევ თუ ახლებს ცდის ნაკრებში პირველ რიგში ჯობია დამრტყმელები გამოსცადოს. მეკო დაბერდა და 2019-შI მის იმედად ვერ ვიქნებით. მთლიანობაში 2019 წლის მსოფლიოზე მელიტონამ გაგვიყვანოს.

• გიორგი

მამუკა გორგოძე: ექსპერმინეტის პირობებში რუმინეთთან ან რუსეთთან რომც წავაგოთ ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს

• glaxuna

დათო არ გინდა გაიგოთ- არა(!) და რ ა ტ ო მ ?! მიდის რ ო ტ ა ც ი ა მსოფლიო თასისათვის,ანუ ახალგაზრდების გ ა მ ო ც დ ა,ექსპერიმენტები (!) ყველა ცდილობს მასზე ძლიერს მოუგოს და 7-8 რუმინეთთან,მის კედლებში,თან მათი მთელი ძალებით- ექსპერიმენტების პროცესში მყოფ საქართველოსათვის ა რ ა ნ ა ი რ ი პრობლემა ა რ არის! შოტლანდიამ-ინგლისთან 21-61 წააგო და ჩ ა მ ო ს ა წ ე რ ი ა შოტლანდია და დასასხსნელი მწვრთნელები ?! ეჭვი გეპარება,რომ მომავალ წელს - მინიმუმ 15 ქულით რუმენეთს თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ მოვუგებთ,თან ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ე ბ ი თ! რაც შეხება შერკინებას- ყველა ზემოთ ჩამოწერილ ნაკრებებს ა ჯ ო ბ ა საქართველომ,თუმცა სხვა კომპონენტებში ჩამოვრჩებით...ჯ ე რ-ჯ ე რ ო ბ ი თ(!) და სწორად ამიტომ არის საჭირო ახალგაზდა თაობის ჩანაცვლება ...ვისაც ხელით თამაში გაცილებით უკეთ შეუძლია,ვიდრე გორგოძე-კაჭარავა-ჩხაიძე-კვირიკაშვილის... მაგრამ ახალგაზრდა თაობამ უ ნ დ ა ისწავლოს ამ უძლიერესი თაობიდან: შემაერთება,თავდადადებით,გულით და ჯიგარით თამაში და ეს პროცესი მიდის! მართალია- არის პრობლება:დერეფანში,რაქიდან,მოლიდან,ხელით ბურთის შენარჩუნება..მაგრამ ეს დაიხვეწება შ ე ც დ ო მ ე ბ ი ს მინიმუმამდე დაყვანაზე მუშაობით,როცა დ ა დ გ ი ნ დ ე ბ ა ახალი თაობის წევრების დამკვიდრება- განმტკიცება ნაკრებისათვის!

• პაატა

ჩემთვის გაუგებარია ხელდახელ თამაშის გაუმჯობესების კვალობაზე, რატომ უნდა დასუსტდეს გუნდი შერკინების კომპონენტში? იქნებ ვინმემ ამიხსნას რა ლოგიკური ბმა არის ამ ორ პროცესს შორის. ყველა წამყვანი გუნდი მოლსაც, შერკინებასაც და ხელით ბურთაობასაც საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს, სადაური ტაკტიკური მონახაზია გინდა თუ არა ხელით იბურთავე და თამაში წააგეო?! ვერ გავიგე ნამდვილად მელიტონ რას გვეუბნები. თამაშის მოსაგებად გუნდი მის არსენალში არსებულ ყველა მეთოდს იყენებს!!! სიმართლე თქვით ჯობია!კაი ჩვენ თუ არ გვეუბნებით რა ხდება თქვენში ერთმანეთს მაინც გაუმხილეთ და დალაგდით, თორემ ეს ექსპერიმენტი 2019_ში წარმატებით არ დასრულდება!

• MMM

მუდმივად საუბარი წნეხზე, რომელსაც ვერ გავუძელით. თუ მოგებას ვგეგმავდით, მშინ რა წნეხზე და მსაჯის შეცდომებზეა ლაპარაკი? ჩემის აზრით წაგების მთავარი მიზეზი იყო ხარვეზები როგორც შერკინებაში, ისე ხაზში. შერკინებაში ურიგო არ იქნებოდა შალვა სუთიაშვილის წაყვანა.ხაზში კიდევ როდესაც 10 ნომერს პასი არ გამოსდის და დამრტყმელიც ცდება, შეიძლება მათი შეცვლაც. მალაღურაძემ მთელი მსოფლიო მშვენივრად ითამაშა და შეცვლაზე შემოყვანა ნამდვილად შეეძლო. მალე ივნისიც მოვა და არგენტინასთან გასვლაზე მოგვვიწევს თამაში.იმედი გაამართლებს მწვრთნელის გეგმა, მაგრამ რაღაც ნაკლებად სავარაუდოა

• gio

მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი ბიჭების და მილტონ ჰეიგის! რაგბით ვსუნთქავთ რომ იტყვიან და ესარის ჩვენი იმედი და სიხარული, სამწუხაროდ სხვა სიხარულის ნაპერწკალიც კი აღარ დაგვრჩა ამ ქვეყანაში არაფერში გარდა რაგბის! ასე რომ იმედია პროგრეს მივახწევთ და უფრო მაღალი დონსი გუნდი გვეყოლება.

• ზურა

როცა რუმინეთთან აგებ დროებით თავი უნდა შეიკავო ექვსი ერში მონაწილეობის პრეტენზიებისგან, მსაჯი არაფერ შუაში არ არის, მგონი ჩვენ მხარეზე უფრო იყო, უბრალოდ მგვაჯობეს რუმინელებმა

• დათი-ს

თუ ახალი თაობა არ წამოვიდა როგორ დახვეწავ ხელით თამაშს? შერკინება რუმუნეთტან იყო 2 ეპიზოდში ცუდი იაპონია, ფიჯი და სამოა შერკინებით დავალელოეთ, ბურთის დავარდნები იმიტომ მოგვდის რომ გაშლილ თამაშს ახლა ვსწავლობთ. კრიტიკულად შევხედოთ მაგრამ წინსვლას ვერ ამჩნევ?? გაამყარაე არგუმენტები და მოდი არ ვარგა

• vato

ჩვენი მიზანია ხელდახელ თამაში როგორც ეს 6 ერშია. ამ კუთხით კარგი თამაში გამოვიდა რუმნელებთან, ბევრად უფრო ცოტა შეცდომა გადაცემებში დიდი წნეხის მიუხედავად და რაც მთავარია ერთი ფლანგინდან მეროეზე ბურთი ძალიან სწრაფად გადგვქონდა ეს ზელანდიური გავლენაა საგოლ მისტერ ჰეიგ!;) მეორე მხრივ სამწუხაროდ შერკინება თანდათან სუსტდება. მაგრამ არაუსშავს ამით გუნდი როგორც მთლიანი დაბალანსდება რაც აუცილებელია თუ არ გვინდა ერთ ადგილზე გავჩერდეთ. მაგრამ მაინც ჩვენი ძლიერი მხარე არ უნდა შესუსტდეს ეს როგორმე უნდა მოახერხონ.

• ლევანი

ზედმეტი ხორ მოგვდის, როცა მწვრთნელს პასუხს ვთხოვთ, თუ რატომ უვარდება მოთამაშეს ბურთი ხელიდან?

• დემე

დათი სავსებით მართალი ხარ.

• დათი

რაგბის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ არ მომწონს, რომ მწვრთნელი კრიტიკულად არ უდგება საქმეს: -ხელდახელ თამაში ამ 6 წლის განმავლობაში, რაც ის არის მწვრთნელი, ვერ დავხვეწეთ ისე, რომ თუნდაც რუსეთის და რუმინეთის დარ გუნდებთან გამოჩნდეს პროგრესი ამ კუთხით; -უკვე რამდენიმე მატჩი იყო (რუმინეთი, ფიჯი, იაპონია, შოტლანდია) სადაც ჩვენი უპირატესობა შერკინებაში აღარ არის თვალშისაცემი, რუმინეთთან საერთოდაც წავაგეთ ამ კომპნენტში; -არ ამბობს მწვრთმელი, რომ ამ ექვსი წლის მანძილზე, რაც ის გუნდშია, რატომ არის, რომ ისევ ისე გვივარდება ბურთი წინ უწყინარ სიტუაციაში, როგორც უწინ; ოდნავი წნეხი მეტოქის მხრიდან და დერეფნებსაც ვაგებთ; -ფედერაციამ და მწვრთნელმა დადონ ანალიზი იმისა, თუ რა კომპნენტში ვართ წინ იმ მატჩთან შედარებით, რომელშიც ირლანდიას კინაღამ მოვუგეთ, (თუ არ ვცდები 2008-2009 წლი იყო და თითქმის 8-9 წელი გავიდა) კრიტიკულად თუ არ შევხედეთ და ნაკლი არ დავინახეთ, დაგვემართება იგივე, რაც ფეხბურთში გვჭირს

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

რაგბი ევროპის ახალი ფორმატი

მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

სავსე ტრიბუნების დროა!

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს