"არსენალის" ვარსკვლავი იხსენებს, როგორ მძიმედ შეეგუა გერმანულ კულტურას
გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი იხსენებს, თუ როგორ გაიარა ადაპტაცია გერმანულ კულტურასთან. წარმოშობით თურქი მესუთი გელზენკირხენშია დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ ამბობს, რომ სახლში დღემდე თურქულად ლაპარაკობენ.

"ადვილი არ იყო. საბავშვო ბაღში არ დავდიოდი, მაგრამ მოსამზადებელ სკოლაში - კი. იქ მოსწავლეების 99% ემიგრანტი გახლდათ. ერთმანეთში თურქულად ვსაუბრობდით და პრობლემაც ამაში იყო - გერმანულად მხოლოდ მასწავლებლებს ვესაუბრებოდით. სკოლაშიც ბევრი თურქი დამხვდა. ამიტომაც გერმანულის სწავლა გამიჭირდა. დღესაც კი კონცენტრაცია მჭირდება გერმანულად საუბრისას.

ოჯახში ახლაც მხოლოდ თურქულად ვსაუბრობთ. თუმცა გერმანია თავიდანვე ჩემი სახლი გახლდათ. როდესაც მივდიოდი ხოლმე, უმალვე ნოსტალგია შემომაწვებოდა სახლზე, გელზენკირხენზე. იქ რეგულარულად ჩავდივარ ხოლმე" - ამბობს იოზილი.

რადგან თურქულ-გერმანულ კავშირებზე ვსაუბრობთ, ერთ სახალისო ისტორიაზეც ვთქვათ, რომელიც ნიჭიერმა მცველმა ნიკლას ზიულემ მოჰყვა. "ჰოფენჰაიმისა" და "ნაციონალმანშაფტის" უკანახაზელი, რომელმაც წესითა და რიგით, კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" უნდა გააგრძელოს, აი, ასეთ ამბავს იხსენებს…

"ჯერ 16 წლისაც არ ვიყავი, როდესაც თურქეთის ნაკრების წარმომადგენლებმა დამირეკეს და თურქეთის სახელით თამაში შემომთავაზეს. ჩემი გვარი თურქულად ჟღერს და მათ ჩათვალეს, რომ იქაური წარმოშობა მქონდა.

მომიხდა, გული დამეწყვიტა მათთვის, რადგან მამა წარმოშობით არა თურქი, არამედ უნგრელია. იგი გერმანიაში დაიბადა, მაგრამ 16 წლამდე უნგრული პასპორტი ჰქონდა" - აღნიშნა ზიულემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
ზიულეს "დორტმუნდმა" მეტი შესთავაზა და გადაიბირებს კიდეც
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მიუნხენის "ბაიერნი": "რეკორდმაისტერი" ასაკს მოიკლებს
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
გერმანიის ნაკრების შემადგენლობა და შვაინშტაიგერის ბოლო მატჩი
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
ტრანსფერ ONLINE: 15 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ტალანტები, რომლებიც 2017 წელს გაგვაოცებენ