პატარა შუმი დიდ შუმიზე
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი 2017 წელს, ევროპის ფორმულა 3-ში გამოვა. გერმანულ ტელეარხ RTL-თვის მიცემულ ინტერვიუში 18 წლის პილოტი ლაპარაკობს საკუთარ ამოცანებსა და ძლიერ მხარეებზე, აგრეთვე, მამისადმი დამოკიდებულებაზე.

"მამაჩემი ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი. ჩემთვის ის - საუკეთესოა. ის ჩემი კერპია. და მეც ვისწრაფვი იმისკენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე", - განაცხადა მიკმა.

უმცროს შუმახერთან თანამშრომლობით დაინტერესებულია როგორც "მერსედესი", ასევე "ფერარი". მაგრამ გერმანელი არ ჩქარობს რომელიმე საჯინიბოსთვის უპირატესობის მინიჭებას: "დღეს მე შემიძლია ვიმოქმედო საკუთარი მოსაზრებით, მაგრამ შევხედავთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები. რბოლებში მონაწილეობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და შემიძლია სწორად შევაფასო სიტუაცია ტრასაზე".

ფორმულა 4-ისა და ფორმულა 3-ის მანქანების შედარებისას, მიკმა აღნიშნა: "თუ შევაფასებთ მაქსიმალურ სიჩქარეს, სხვაობა დიდი არ არის - ფორმულა 4-ის მანქანაც ძალიან სწრაფია. სხვაობა სიჩქარეში შესამჩნევია მოსახვევებში, რის გამოც, ფორმულა 3-ის მანქანა წრეს 10-12 წამით უფრო სწრაფად გადის.

ამ სეზონში მინდა პროგრესი გავაგრძელო, ბევრი რამ ვისწავლო და იმედია, ახალბედებს შორის საუკეთესო გავხდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..