ვიდეორეფერიმ პირველად შეცვალა საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობა
სამშაბათს კარგი ამხანაგური მატჩების ერთი ჩვეულებრივი დღე იყო... მაგრამ პარიზში, "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნული გუნდების მატჩში ის სიახლე გასინჯეს, რაც სპორტის სხვა სახეობებში უკვე აპრობირებულია, სიახლე, რომელმაც შესაძლოა, სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა თავდაყირა დააყენოს...

იცით, რა (თუ ვინ) არის VAR? გაიცანით, ეს არის video assistant referee, ანუ მოკლედ, ვიდეორეფერი. რომ არა ეს ტექნოლოგია, საფრანგეთისა და ესპანეთის მატჩში მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდებოდა და ვერც "ფურია როხა" მოიგებდა სტუმრად 2:0-ს.

ამ შეხვედრას გერმანელი არბიტრი ფელიქს ცვაიერი ემსახურებოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ თბილისში იმყოფებოდა და საქართველო-სერბეთიც იმსაჯა. ცვაიერმა ორჯერ მოითხოვა ვიდეორეფერის დახმარება, ორივეჯერ გადამწყვეტ მომენტში.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანტუან გრიზმანს თანაგუნდელმა თავით დაუგდო ბურთი და მანაც გაიტანა. "ლურჯებმა" იზეიმეს, "ატლეტიკოს" ფორვარდმა ცერა თითებით გოლის ცნობილი აღნიშნვაც გვიჩვენა, ბურთი ცენტრში მიიტანეს, მაგრამ... ამასობაში ცვაიერი ვიდეორეფერის ეკონტაქტებოდა. მცირე მოლაპარაკების შემდეგ გერმანელმა გოლი გააუქმა. ეს სიტუაცია ხშირად გვინახავს რაგბის მსოფლიოს თასზე ლელოს დადებისას, მაგრამ ფეხბურთში ცოტა უცნაურია...

შემდეგ, როცა ჟერარდ დეულოფეუმ მასპინძელთა კარში გოლი გაიტანა, ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა, ცვაიერმა კი კვლავ მიმართა ვიდეორეფერის და გოლი ჩაითვალა. მოკლედ, ვიდეორეფერის ორმა გადაწყვეტილებამ ძირეულად შეცვალა თამაშის მიმდინარეობა - გააუქმა გოლი, რომელსაც მსაჯები თვლიდნენ და ჩათვალა, რომელიც მსაჯებმა არ ჩათვალეს. თუმცა ეს არ არის სწორი ფორმულირება - სინამდვილეში, ვიდეორეფერიმ გამორიცხა შეცდომები, რომლებიც თამაშს ორჯერ არასწორი მიმართულებით წაიყვანდა. ამ ორმა ეპიზოდმა, რა თქმა უნდა, თამაში რამდენიმე წამით (ჯამში 40 წამით) შეაფერხა. ისე, მართლაც უცნაურია მოზეიმე გუნდის ნახვის მერე გაუქმებული გოლი და ზეიმის გარეშე ჩათვლილიც.

"ეს იყო დადებითი ტესტი. ვიდეოგამეორებების წყალობით, ყველა სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ვიდეორეფერისთან კომუნიკაცია ზუსტი, დროული და სწორი იყო. როცა მოთამაშეებს ვაჩვენებდი, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ვიდეორეფერის მივმართავდი, ისინი ამ გადაწყვეტილებას გაგებით იღებდნენ", - განაცხადა ცვაიერმა.

ბუნებრივია, ამ სიახლეს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, "გენგამის" თავკაცმა ანტუან კომბუარემ თქვა, რომ აქამდე არ ემხრობოდა ვიდეორეფერის დანიშვნას, მაგრამ მატჩმა შეაცვლევინა აზრი. "მართალია, ამის გამო საფრანგეთის ნაკრები დაზარალდა. რა თქმა უნდა, ვიდეორეფერი ყველა შეცდომისგან ვერ დაგვიცავს, მაგრამ ყველაზე დიდ შეცდომებს ნამდვილად ავიცილებთ. აქამდე მიმაჩნდა, რომ ეს უამრავ დროს წაიღებდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ადრე ვფიქრობდი, რომ ვიდეოგამეორება ცუდია ფეხბურთისთვის, დღეს კი პრაქტიკამ აზრი შემაცვლევინა", - უთხრა კომბუარემ "ეკიპს".

"ლორიანის" თავკაცმა ბერნარ კაზონიმ უარყოფითი მხარე მაინც დაინახა: "დიახ, უფრო ზუსტ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ სადღაც დაიკარგება ემოციები. ახლა აღარავინ იზეიმებს გოლს, სანამ არ დარწმუნდება, რომ ის ჩაითვლება. ასე ხომ რობოტების შემოღებამდე მივალთ, ფეხბურთი ადამიანურობას დაკარგავს".

არ მოხიბლულა არც ინგლისელი პოლ ინსი: "სტადიონზე სიჩუმე ისადგურებს, მუხტი ქრება. ერთი კარგი ისაა, რომ მსაჯს ფეხბურთელები აღარ ეჩხუბებიან. ამას ბევრი დრო დასჭირდება, ორივე ეპიზოდი მაინც საკამათო იყო. ალბათ, კიდევ ხუთი წელი დასჭირდება ტექნოლოგიის დამკვიდრებას".

კევინ გამეირო ბუნებრივია, უკმაყოფილო დარჩა - ფრანგმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ვიდეოგამეორებები ფეხბურთს მოკლავს.

ჯეიმი კარაგერი აღფრთოვანდა, რომ სულ რაღაც 10 წამი დასჭირდა არასწორად ჩათვლილი გოლის გაუქმებას.

აქვე ვიტყვით, რომ საფრანგეთი-ესპანეთის მატჩი პირველი არ არის, სადაც ვიდეორეფერი გამოიცადა - აგვისტოში "ნიუ იორკ რედ ბულისა" და "ორლანდო სიტის" დუბლების მატჩში გამოიყენეს პირველად ეს ტექნოლოგია.

პრემიერლიგა ყოველთვის ნოვატორია. ინგლისში გვპირდებიან, რომ ახალ სეზონში ეს ტექნოლოგია უკვე დამკვიდრებული იქნება, პირველი დიდი ტურნირი კი, სადაც ვიდეორეფერის გამოიყენებენ რუსეთის მუნდიალი იქნება 2018 წლის ზაფხულში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

123
ანუ ყოველთვის ძლიერი გაიმარჯვებს?

სრული უფლება რობოტებს! ფეხბურთში სამართალი არ უნდა იყოს, ასე მსოფლიოს ვარსკვლავები დაიჩაგრებიან,გრანდები დაიჩაგრებიან და სისულელე გაიმარჯვებს.
ვეტერანი
რაში ჭირდება თამაშს გაჩერება? ვიდეორეფერთან უნდა იჯდეს თითო თითო წარმომადგენელი გუნდებიდან დავარქვა "კაპიტანი", რომლებიც განიხილავენ სადაო მომენტებს და გაასწორებენ ყველა შეცდომას. მარტო ეს სიახლე არაფერს შეცვლის, დამყაყებულ თამაშს ეს ვერ გამოასწორებს, ყველა წესი შესაცვლელია.
sportma xibli dakarga
ფეხბურთში სულ სამართალი რომ იმარჯვებდეს მაშინ არც ვუყურებდი, აზრი არ ექნებოდა ყურებას. გამოიძიონ მაშინ მსოფლიოში ყველა თამაში ბარსელონა-პსჟ დაწყებული. ქართველებს ბევრი მოგვიგია მსაჯის დახმარებით და ბევრი წაგვიგია კიდეც, მასე მსაჯობაც გააუქმონ მაშინ? ფეხბურთმა ხიბლი დაკარგა.
simartlis moyvaruli
ბარსას არ ვიცი მაგრამ. რეალს რო ნაღდად დაერხა ეგ ფაქტია. ვერცერთ ტიტულს ვეღარ მოიგებს. ლა ლიგაში კი შეიძლება საპრიზოზეც ვეღარ გავიდეს. მაგრამ ესპანელები ეშმაკები არიან, მაგის საწინააღმდეგოსაც მოიგონებენ რამეს.
პიკე
ბარსას კი არა რეალს ურჩევნია ტურნირების მოგებაზე ოცნებას მოეშვას
vr
ბარსას დაერხა :( როგორღა აჩუქებენ შემდეგ 11 მეტრიანს, ან ხელით თამაშს როგორ ვერ შეიმჩნევს რეფერი?
ara
არა. მაგას ქვია ამერიკის მიროვაია.
kaxa
ძალიანაც კარგია. სამარღლიანია.
შანიძე
"რუსეთის მუნდიალი", რა საინტერესო სიტყვათა შეთანხმებაა! ეს იგივეა, თქვა "ამერიკის სარევნავანიე". ასე გააგრძელეთ!
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
კევინ გამეირო: სიმეონეს მოსწონს, როცა ეკამათები
ატლეტიკო VS რეალი - Adios "ვისენტე კალდერონ"!
ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" დღეს ოფიციალურად გადავა
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
"რაც გააკეთა, სირცხვილი იყო" - კარაგერმა სალაჰი კვლავ გააკრიტიკა
[VIDEO] ყველა გალაკტიონი ვერ იქნება - კარაგერმა კვარაცხელიას პირდაპირ ეთერში ლექსი მიუძღვნა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
კარაგერს სალაპარაკო აღარ ექნება - სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
"ბოდიშს ვიხდი, ეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ შევაფასე" - კარაგერმა ებერეჩი ეზეზე ისაუბრა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
ლა ლიგა: "რეალმა" "მალაგას" მოუგო და ზიდანი ვითარების გამოსწორებაში დარწმუნებულია [VIDEO]
კევინ გამეირო "ვალენსიაში" გადავა, ნიკოლა კალინიჩი კი "ატლეტიკოში"
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" ოფიციალურად გადავიდა
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება