საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე იოლი გზა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად
უეფას ერთა ლიგის შექმნაზე ბოლო წლებში ინტენსიურად საუბრობდნენ და უეფას გასული წლის დეკემბრის აღმასკომმაც შვეიცარიის ქალაქ ნიონში ბეჭედი დაუსვა ნაკრებებს შორის ახალ ტურნირს.

უეფას ოფიციალურმა საიტმა აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია გამოაქვეყნა და დივიზიონების სავარაუდო მდგომარეობაც შემოგვთავაზა.

ერთა ლიგა სტარტს გაისად, 2018 წლის სექტემბერში აიღებს, ხოლო ფინალური ეტაპი 2019 წლის ივნისში გაიმართება.

უეფას წევრი 55 ქვეყანა სექტემბრისთვის ოთხ სხვადასხვა დივიზიონში გადანაწილდება (უეფას რეიტინგით). ლიგებს A, B, C და D ერქმევა. თითოეულ ლიგაში 4 ჯგუფი იქნება (3 ან 4 ნაკრებით). ფინალური ეტაპის 4 საუკეთესო გუნდი ევრო 2020-ის საგზურს მიიღებს, ლიგებს შორის იქნება ნაკრებთა მონაცვლეობა.

ეს ტურნირი ჩაანაცვლებს ამხანაგურ მატჩებს. ასე რომ, მალე საქართველოს ნაკრებისთვის სპარინგ-პარტნიორების გამოძებნა პრობლემა აღარ იქნება.

უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, თუ გუნდების გადანაწილება დღეს მოხდებოდა, მაშინ საქართველოს ნაკრები D დივიზიონში ითამაშებდა, რომელშიც 16 გუნდი იქნება - 4-4-გუნდიანი ჯგუფებით. ამ დივიზიონში საქართველოს გარდა ითამაშებენ: ესტონეთი, ფინეთი, ბელორუსი, ფარერები, ლატვია, მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, კოსოვო, მალტა, ანდორა, სან მარინო და გიბრალტარი.

D დივიზიონის გამარჯვებული ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ანუ საქართველოს ნაკრებმა უნდა მოიგოს ჯერ ჯგუფი დივიზიონში, შემდეგ კი ოთხი ჯგუფის გამარჯვებული 4 ნაკრებისგან შექმნილი ოთხთა ტურნირი. თუკი სავარაუდო მეტოქეებს შევხედავთ, ეს არ უნდა იყოს მიუღწეველი ოცნება. თუ არადა, ჯგუფის მოგება დივიზიონით დაწინაურებას ნიშნავს.

სხვათა შორის, ამ დივიზიონის სავარაუდო მონაწილეებიდან მხოლოდ ლატვიას (ისიც ერთხელ 2004-ში) ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის გამოცდილება. იმ ლატვიას, რომელსაც თბილისში ამხანაგურ მატჩში 5:0 მოვუგეთ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დივიზიონები მხოლოდ სავარაუდო მეტოქეებითაა დაკომპლექტებული და, შესაძლოა, გარკვეული ცვლილელები მოხდეს. უეფა დივიზიონებს 2017 წლის 15 ნოემბრისთვის უეფას ქვეყნების რეიტინგით შეადგენს, ანუ მაშინ, როცა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპაში დასრულდება. საქართველოს ნაკრებმა თუ მანამდე მკვეთრად არ გააუმჯობესა ასპარეზობა, D დივიზიონში ითამაშებს.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ