"სამტრედიას" ფანკლუბი ქალაქის გამეოგებას მოუწოდებს, გულშემატკივართა ტრანსპორტირება წელს ისევე უზრუნველყონ, როგორც ამას აქამდე აკეთებდა
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ფანკლუბმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა. სამტრედიელი ფანები ქალაქის გამგეოგებას მოუწოდებენ გასვლით მატჩებზე გულშემატკივართა ტრანსპორტირება წელს ისევე უზრუნველყონ, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

"სამტრედიას" ფანკლუბ "მტრედების" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქალაქის გამგეობა უარს ამბობს გასვლით თამაშებზე დააფინანსოს საქართველოში საუკეთსო (უხუცესი გულშემატკივრების) ტრანსპორტირება, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენ და "სამტრედიის" მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები!!!

აქვე გვინდა, განმარტება გავაკეთოთ: აქ ლაპარაკი არ არის ჩვენზე, ანუ ფან კლუბზე. "მტრედებს" ყოველ გასვლაზე გვეხმარება გუნდი და მისი პრეზიდენტი! ლაპარაკი გვაქვს იმ ისტორიულ გულშემატკივრებზე, რომლებიც თავის დროზე პროდუქტებით დატვირთული მიდიოდენ სტადიონზე, რათა ფეხბურთელები მშიერი არ ყოფილიყვნენ. უამრავი გულშემატკივარი საჭმლის ფულს იკლებს, მთელი დღე მშიერია, იმიტომ რომ გადაიხადოს ფული და საყვარელი გუნდს საგულშემატკივროდ გასვლაზე გაყვეს!!!

სხვა დიდ ქალაქებში ეხვეწებიან გულშემატკივრებს, რომ სტადიონზე მივიდნენ. სამტრედიაში პირიქითაა! მაგალითად, ქობულეთში უამრავ ადამიანს უნდოდა წამოსვლა. დილის 9 საათიდან გამოვიდა ქალაქში იმის იმედით, რომ წავიდოდა თამაშზე მაგრამ... ვისაც 2 კაპიკი ჰქონდა ჯიბეში, ისინი წავიდნენ, ვისაც არადა - გაბრუნდნენ სახლში!!! სირცხვილია!!!

მივმართავთ ქალაქის გამგეობას, ეს პრობლემა დაუყონებლივ მოაგვარონ, 5 აპრილს "საბურთალოსთან" თამაშისთვის გამონახონ სახსრები და გაუშვან გულშემატკივრები თბილისში (არამარტო ამ თამაშზე)!

იმედია, ეს პრობლემა მოგვარდება და 5-ში იქნება ტრანსპორტი, წინააღდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მივმართავთ! ყველაფერს აქ საზღვარი!

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: "მტრედები"-ს ტრანსპორტირებაზე არგვაქ ლაპარაკი!!!

გაითვალისწინეთ: ეს ქალაქი და ეს ხალხი ცხოვრობს ფეხბურთით!!! ამ სიდუხჭირეში ერთი რამე აქვთ, რა დროსაც 90 წუთის მანძილზე ყველა პრობლემას ივიწყებენ და ნუ მოკლავთ ამ ქალაქში ფეხბურთის სიყვარულს!", - ნათქვამია განცხადებაში.

pachka
jangosსკამის მეტი რაა პარკსში გადი და დაჯეკი რამდენიც ხანიც გინდა )))))მე კაპიკი შემოსავალი არ მაქ მარა როცა თამაშია ვიკლებ რაგაცა კაპიკებს და ჩემით დავდივარ თამაშზე.
gio
სახელმწიფო მეცველი ზროხა გგონიათ მტრედებს!!!!!!!!
Jango
jangos - დამწერს უსინდისოდ ნუ იქცევი,იყო 2 მატჩი სამტრედიაში და არცერთზე არ მოსულა 600 -700 კაცზე მეტი,ესაა თავგადაკლული გულშემატკივრობა მცირე წვიმის და მცირე ქარის რომ გეშინიათ? რაც არ უნდა უვარგისი იყოს გამგეობა, ეს სხვა საქმეა,რასაც აშავებს იმაში მოსთხოვეთ პასუხი,მაგრამ პრივილეგირებული ჯგუფის "ფეხბურთის მოყვარულების" უფასოდ სატარებლად ეს დროება წავიდა. ყველა კითხვა კლუბთან დასვით და იქ ეძებეთ გამოსავალი.
kaxelo
რას ბაქიბუქობთ.რისი გამკეთებლები ხართ)))ყურადგებასაც არავინ მოგაქცევთ და ვერც ვერაფერს იზავთ .უყურეთ სახსჰი ტუ სასჰვალება არაგაქვთ და კიდე თუ გუნდს ჭირდება თქვენი გვერდსჰი დგომა იმათმა დაგაპინანსონ.
კოტე
კომუნიზმია ამ 21ე საუკუნეში თუ რა უბედურებაა? რომელ ნორმალურ ქვეყანაში დაატარებს გინდ გამგეობა და გინდ კლუბი გულშემატკივრებს?
jangos
ro idzaxi gamgeobaaa tavi daanebetoo.. ras miketebs gamgeoba gameci pasuxi... quchebi daugebelii arapers ar aketeben.. qalaqshi ro chamojde skami ar aqvt dadebuli da 90 kaci ro yavs tyuilad gapormebuli eg mainc moagvaron da xalxs tamashi ayurebinon. da rac sheexeba xelburts aravis ar ainteresebs eg sportiiii...
Jango
სულელური განცხადებაა მტრედების,არ უნდა აფინანსებდეს რაიონი ამ საქმეს,რიონმა წლების განმავლობაში ყველაფერი მოიკლო იმისათვის რომ მაგათ მეტნაკლებად დაფინანსება ჰქონოდათ.რატომ არ უნდა ატაროს მაშინ რაიონმა სხვა სპორტის მოყვარულები? განა ცუდად თამაშობენ სამტრედიელი ხელბურთელები? მიმართეთ კლუბს და იმათმა იფიქრონ მაგაზე,გადაიბარეს კლუბი,ინვესტიცია არ მოაქვთ,ფონდის ფულზე არიან მხოლოდ და ახლა მათ კიდევ მაყურებლები უტარე აქეთ-იქეთ. უნამუსობაა ეგა.
fak
ბალეშიკებმა ცოტა თვითონაც უნდა გაიკრან ჯიბეზე ხელი . ამ ლიგაზე თამაშს რო ვითხოვთ იქაც ვინმე დააფინანსებს?
nukri
ქალაქის იერსახეს მიხედოს გამგეობამ კლუბს აქვს დაფინანსება და კლუბმა მიხედოს მაგ საქმეს
nukri
გამგეობა ვერ დაგეხმარებათ.კლუბს აქვს შესაბამისი სასხრები და კლუბმა უნდა დააფინანსოს.გამგეობას ისიც ეყოფა ნახევარი სამტრედიის ქუჩები 13 რაიონს რომ გავს.იმას მიხედოს ჯობია
არტაგი
სამწუხაროდ ასეა, როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლება დაცლილია მამულისმოყვარებისგან!...
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]