"ლივერპულმა" მერსისაიდული დერბი მოიგო
"ჩელსიმ" შოკში ჩააგდო "სტემფორდ ბრიჯი" სემ ელარდაისის "არწივებთან" მარცხით. ეს იყო "კრისტალ პალასის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება, რაც იმას ნიშნავს, რომ "დიდი სემი" ნელ-ნელა ქოქავს გუნდს, ხოლო "არისტოკრატებისთვის" - პირველი საშინაო მარცხი (ყველა ტურნირის ჩათვლით) 16 სექტემბრის შემდეგ.

რაც მთავარია, პრემიერლიგის ცხრილში საგულისხმო კორექტივი მოხდა - "ჩელსის" წაბორძიკებით უმალ ისარგებლა "ტოტენჰემმა" და "ბარნლისთან" საგარეო გამარჯვებით ლიდერთან ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა. ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მთავარი ინგლისური ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, როგორც ყველას გვეგონა...

რა თქმა უნდა, "ჩელსი" სადღაც უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ შაბათის მატჩის სტარტი ისეთი გამოვიდა, ანტონიო კონტეს გუნდს ცუდს არაფერს უქადდა - ედენ აზარის პასით სესკ ფაბრეგასმა წინ გაიყვანა მასპინძელი და... ეტყობა, იოლი გამარჯვების იმედით, ყურადღება წამიერად მოადუნა.

ჰოდა, იქვე ვილფრიდ ზაჰამ ჯერ ბრწყინვალე სოლო-ფინიში ჩაატარა, ხოლო 91 წამში კი კრისტიან ბენტეკესაც ("სტემფორდ ბრიჯზე" გაიტანა წინა ორი სტუმრობის დროსაც, ოღონდ მაშინ ეს იყო "ლივერპულისა" და "ასტონ ვილას" სახელით) გაუმართა ხელი. ამრიგად, "ჩელსიმ" პირველად გაუშვა ორი გოლი საწყის 11 წუთში 1995 წლის ("მანჩესტერ იუნაიტედისგან") შემდეგ.

ამის მერე იყო 80 წუთი და "ლურჯების" კოლოსალური უპირატესობა - 24 დარტყმა კარში (ამ სეზონში "ჩელსის" საუკეთესო შედეგი იყო - 29), უელსის ნაკრების მეკარე უეინ ჰენესის 11 "სეივი" და... რა თქმა უნდა, იღბალი, რომელიც შაბათს "ჩელსის" მთავარი მოკავშირე არ იყო. ასე რომ, ხანდახან არც ძლიერებს სწყალობთ ბედი...

"რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ჩვენ უნდა გავიზიაროთ ტკივილი იმ შედეგისა, რაც მივიღეთ. ინგლისური ლიგა ძალიან ძლიერია და აქ თითოეულ მატჩში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მარცხის მიზეზები აუცილებლად გაანალიზდება. შესაძლოა, ცუდი სამსახური გაგვიწია იმან, რომ ადრე დავწინაურდით... მაგრამ ყველა შემთხვევაში, ახლა კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ "მანჩესტერ სიტისთან" მომავალ მატჩზე", - თქვა კონტემ ნამატჩევს, ელარდაისმა (სხვათა შორის, პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც "ჩელსის" ოთხი სხვადასხვა კლუბის მწვრთნელის რანგში მოუგო) კი აქო და ადიდა თავისი გუნდი, მერე კი მადა ჭამაში მოუვიდა და გოლები კიდევ უნდა გაგვეტანაო, ესეც დასძინა.

იხილეთ ვიდეო

"მანჩესტერ იუნაიტედის" შავი პერსპექტივა, რაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერმოხვედრას გულისხმობს, კიდევ უფრო გამოიკვეთა "ვესტ ბრომვიჩთან" მორიგი საშინაო ზავის შემდეგ. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ამ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული 15 საპრემიერლიგო მატჩიდან ნახევარზე მეტი (8) ფრედ ითამაშეს, სულ კი 11 მატჩში გაუყვეს ქულები მოწინააღმდეგეებს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მიმდინარე მარათონში. ცხადია, ეს საკითხი მოურინიოსაც აღელვებს:

იხილეთ ვიდეო

"ძალიან ბევრი ფრე გვაქვს ამ სეზონში, ძალიან... აქ გუნდები ჩამოდიან იმისთვის, რომ თავი დაიცვან; მეკარეები ჩამოდიან იმისთვის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ... გოლები ვერ გაგვქონდა მაშინაც კი, როცა მეკარესთან პირისპირ ვიყავით... არადა, თამაშის ხარისხითა და კონტროლით, ბურთის ფლობით, კრეატივითა და ამბიციებით არავის ჩამოვრჩებით, უფრო - პირიქით. მაგრამ ფრეების დიდი რაოდენობა მეტი წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს".

ზემოთ "ტოტენჰემის" გამარჯვება უკვე ვახსენეთ. "მამლებს" ბარნლიში 3 ქულა იოლად არ უშოვიათ, მაგრამ რას დაეძებს მაურისიო პოჩეტინო? - მთავარი ხომ გამარჯვებაა? მით უმეტეს, სტუმრებს "ტარფ მურზე" 3 ფეხბურთელი დაუშავდათ: პირველი ტაიმის მიწურულს მოედანი დატოვეს ვიქტორ ვანიამამ და ჰარი უინქსმა, მეორე ნახევარში კი ლაზარეთის გზას გაუდგა ვინსენტ იანსენიც, რაც ისედაც შეზღუდული შეტევითი პოტენციალის (შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინიც ტრავმირებულია) გადამკიდე, ძალიან მძიმე დანაკლისია.

ოღონდ, ერთიცაა - იანსენის ნაცვლად შესულმა ჰიუნ-მინ სონმა მეორე გოლი გაიტანა და თავისიანები ამოასუნთქა. ბანალურად რომ ვთქვათ - ზოგი ჭირი მარგებელია.

ლივერპულურ დერბიში გამარჯვება იურგენ კლოპის "წითლებისთვის" ორმაგი დატვირთვას ატარებდა. ერთი, რომ დერბი დერბია და აქ 3 ქულა ნებისმიერ შემთხვევაში ძვირად ფასობს, მეორე კი სატურნირო მდგომარეობაა - "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ზონაში პოზიციები გაიმყარა.

"ენფილდზე" დომინანტი მხარე, რა თქმა უნდა, მოედნის მასპინძელი იყო. მთლიანად გამორთული იყო თამაშიდან "ევერტონისა" და მიმდინარე პრემიერლიგის მთავარი მეგოლე რომელუ ლუკაკუ. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ "ლივერპულს" მატჩის რომელიმე მონაკვეთში ხელიდან გაექცა სადავეები. ამ გამარჯვებით კლოპი მთავარი კაცი გახდა "ლივერპულის" ყველა დროის მწვრთნელებს შორის, ვინც პირველი 3 მერსისაიდული დერბი მოიგო.

და კიდევ: მატჩის წინ "ენფილდის" პუბლიკამ და გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი სცეს რონის მორანის ხსოვნას. "ლივერპულის" ყოფილი კაპიტანი და მწვრთნელი 83 წლისა გარდაიცვალა...

იხილეთ ვიდეო

შაბათის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "ლესტერის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება (კრეიგ შექსპირის 100-პროცენტიანი შედეგი) და მიჯრით ამდენივე მარცხი "ვესტ ჰემისა", რომელმაც "ჰალთან" ანდრეა რანოკიას სადებიუტო გოლით წააგო. "ბორნმუთი" კი ახლოს იყო "საუთჰემპტონთან" საპატიო საგარეო გამარჯვებასთან, თუმცა 79-ე წუთზე ჰარი არტერმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან ბურთი გულშემატკივრებს უსახსოვრა...

კვირას მთავარი მატჩი "ემირეითსზე" იყო, სადაც "არსენალმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და ქულაზე მეტი არ გაატანა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ "ქალაქელებს", აგერ, უკვე 4 წელია "მეთოფეთათვის" სტუმრად არ მოუგიათ. მაგრამ სტატისტიკა ახლა ნაკლებად საინტერესოა, მთავარი ის არის, როგორ აისახება ახლო პერსპექტივაზე თითოეული შედეგი, მით უფრო, რომ მარათონი ფინიშს უახლოვდება.

ამ კუთხით, არა გვგონია, ლონდონური ფრით რომელიმე გუნდი განსაკუთრებულად კმაყოფილი იყოს. ახლა გამარჯვებების დროა, ასე კი, "არსენალი" კიდევ უფრო დაშორდა ჩემპიონთა ლიგის ზონას, ხოლო "სიტიმ" ბოლომდე ვერ ისარგებლა "ჩელსის" წაფორხილებით და ლიდერთან დისტანცია მხოლოდ ერთი ქულით შეამცირა.

იხილეთ ვიდეო

თუმცა საქმე ისე მიდის, პეპ გვარდიოლას დღეს უფრო ოთხეულში გამაგრება უნდა აფიქრებდეს, ვიდრე "ჩელსის" დევნა. ორი კურდღლის დევნა არ ივარგებს...

XXX ტური

ლივერპული-ევერტონი 3:1

გოლები: 1:0 მანე (8), 1:1 პენინგტონი (28), 2:1 კოუტინიო (31), 3:1 ორიგი (60)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ჩანი, ლუკას ლეივა, ვეინალდუმი - მანე (57. ორიგი), კოუტინიო (74. ალექსანდერ-არნოლდი), ფირმინო (90. კლავანი)

ევერტონი (3-4-3): რობლესი - პენინგტონი (67. ბერი), უილიამსი, იაგიელკა - ჰოლგეიტი, თ. დევისი (66. ე. ვალენსია), გეიე, ბეინსი - ბარკლი, კალვერტ-ლიუინი (82. მირალასი), ლუკაკუ

მაყურებელი: 54 074

ბარნლი-ტოტენჰემი 0:2

გოლები: 0:1 ე. დაიერი (66), 0:2 სონი (77)

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი (74. ბრეიდი), ჰენდრიკი, ბარტონი, არფილდი (78. დეფური) - ე. გრეი (56. ვოუკსი), ბარნსი

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ე. დაიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - ტრიპიე, ვანიამა (44. დემბელე), უინქსი (45. სისოკოძ), ბ. დევისი - ერიქსენი, ალი - იანსენი

მაყურებელი: 21 684

ჩელსი-კრ. პალასი 1:2

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (5), 1:1 ზაჰა (9), 1:2 ბენტეკე (11)

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მატიჩი (59. ვილიანი), კანტე, ფაბრეგასი (90. ლოფტუს-ჩიკი), ალონსო (74. ბატჩუაი), პედრო - აზარი - დიეგო კოშტა

კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უ. უარდი, ტომკინსი (46. დანი/60. დელენი), სახო, შლუპი - კაბაი, მილივოიევიჩი - ზაჰა, ფენჩენი, თაუნსენდი (60. კელი) - ბენტეკე

მაყურებელი: 41 489

ჰალი-ვესტ ჰემი 2:1

გოლები: 0:1 ე. ქეროლი (18), 1:1 რობერტსონი (53), 2:1 რანოკია (85)

ჰალი (3-5-2): იაკუპოვიჩი - რანოკია, კ. დევისი (46. გროსიცკი), მაგუაირი - ელმოჰამადი, მარკოვიჩი, ნდიაიე (79. მელოუნი), კლუკუსი, რობერტსონი - ნიასე, ერნანდესი (80. ჰენრიკსენი)

ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი - ბაირემი, ფონტე, კოლინზი, კრისუელი (68. მასუაკუ) - კუიატე (90. კალერი), ლანძინი - ფეგული, ა. აიუ, სნოდგრასი (66. ე. ფერნანდესი) - ე. ქეროლი

მაყურებელი: 20 820

ლესტერი-სტოკი 2:0

გოლები: 1:0 ნდიდი (25), 2:0 ვარდი (47)

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - სიმპსონი, ბენალუანი, ჰუთი, ფუხსი - დ. გრეი (87. ჩილუელი), ნდიდი, დრინკუოტერი, მაჰრეზი - ოკაზაკი (73. ემეტრი), ვარდი (81. სლიმანი)

სტოკი (4-4-2): გრანტი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - სობი, ალენი, უელანი (70. ადამიძ), არნაუტოვიჩი - უოლტერსი (54. კრაუჩი), ბერაჰინო (70. დიუფი)

მაყურებელი: 31 958

მანჩესტერ იუნ-ვესტ ბრომვიჩი 0:0

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ბეილი, როხო, იანგი - ქერიკი, ფელაინი - ლინგარდი, მხითარიანი (74. რუნი), მარსიალი - რაშფორდი

ვესტ ბრომვიჩი (4-3-2-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი - დ. ფლეტჩერი, ლივერმორი, ბრანტი - ჩადლი (67. იაკობი), მაკკლინი (57. მორისონი) - რობსონ-კანუ (70. რონდონი)

მაყურებელი: 75 397

უოტფორდი-სანდერლენდი 1:0

გოლი: 1:0 ბრიტოსი (59)

უოტფორდი (4-3-2-1): გომეში - კეტკარტი, ქაბული (42. იანმაატი), ბრიტოსი, ჰოლებასი - ქლევერლი, დუკური, კაპუ - ამრაბატი (53. საჩისი), ნიანგი (87. სუნიგა) - ოკაკა

სანდერლენდი (3-4-3): პიკფორდი - დენაიერი, ოში, კონე - ბ. ჯოუნსი, გიბსონი (61. ნდონგი), როდუელი, ოვიედო - ბორინი, იანუზაი (70. ხაზრი), დეფო

მაყურებელი: 20 805

საუთჰემპტონი-ბორნმუთი 0:0

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - ს. დევისი, რომეუ - ტადიჩი (80. მაკქუინი), უარდ-პროუსი (63. ბუფალი), რედმონდი - როდრიგესი (63. ლონგი)

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - ფრეიზერი, სიურმენი (46. არტერი), გოსლინგი, პაფი - აფობე, ჯ. კინგი (70. უილშირი)

გამოუყენებელი პენალტი: არტერი (79. ბორნმუთი)

მაყურებელი: 31 847

სუონსი-მიდლსბრო 0:0

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - ფერი, კორკი, ტ. ქეროლი - ნარსინგი, სიგურდსონი, ჯ. აიუ

მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი - ბარაგანი, ესპინოსა, გიბსონი, ფაბიო (65. ფორშოუ) - დე როონი, კლეიტონი - ტრაორე, რამირესი (39. გესტედე), დაუნინგი - ნეგრედო

მაყურებელი: 20 354

არსენალი-მანჩესტერ სიტი 2:2

გოლები: 0:1 სანე (5), 1:1 უოლკოტი (40), 1:2 აგუერო (42), 2:2 მუსტაფი (53)

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი (46. გაბრიელ პაულისტა), მონრეალი - ჯაკა, კოკელენი - უოლკოტი (68. ჟირუ), იოზილი, სანჩესი - უელბეკი (77. ივობი)

სიტი (4-4-1-1): კაბალიერო - ნავასი, სტოუნზი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო, დე ბრუინი, სტერლინგი (46. ტურე), დავიდ სილვა (89. საბალეტა) - სანე - აგუერო

მაყურებელი: 60 001

ბომბარდირები: 21 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 14 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), დელე ალი (ტოტენჰემი).

მომდევნო ტური

4 აპრილი:

ბარნლი-სტოკი, ლესტერი-სანდერლენდი, უოტფორდი-ვესტ ბრომვიჩი, მანჩესტერ იუნ-ევერტონი;

5 აპრილი:

არსენალი-ვესტ ჰემი, ჰალი-მიდლსბრო, საუთჰემპტონი-კრ. პალასი, სუონსი-ტოტენჰემი, ჩელსი-მანჩესტერ სიტი, ლივერპული-ბორნმუთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს