სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდმა "დევები" "ლელო არენაზე" ანგარიშით 55:15 დაამარცხა
ფოტოს ავტორი: ანი ბერთლანი

სან დიეგოს უნივერსიტეტის (SDSU) სტუდენტების ენერგიას ქართველმა მოყვარულებმა, "დევებმა" მხარი ვერ აუბეს და "ლელო არენაზე" გამართულ მატჩში სტუმრებმა 55:15 იმარჯვეს.

სან დიეგოს უნივერსიტეტის რაგბის კლუბი "აცტეკები" საქართველოში ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა.

მათი მეტოქე პირველი ქართული სამოყვარულო რაგბის კლუბი "დევები" იყო, რომლის შემადგენლობაშიც ვეტერანი და მოყვარული მორაგბეები თამაშობენ.

შეხვედრას ამერიკის ელჩი საქრთველოში იენ კელი, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და მათი შვილები, საელჩოს თანამშრომლები, სტუდენტები და რაგბის ქომაგები დაესწრნენ. ტრიბუნებზე ჯამში 1000-მდე მაყურებელი შეიკრიბა და ორივე გუნდს მხურვალე ქომაგობა ჰქონდა, რამაც სტადიონზე თამაშისთვის შესაფერისი საზეიმო განწყობა შექმნა.

სტუდენტები "დევებზე" მსუბუქები, ენერგიულები და სწრაფები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ "დევები" ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმი სტუმრებმა 19-5 მოიგეს. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში "დევებს" დაღლა დაეტყოთ და "აცტეკებმა" საბოლოოდ 55:15 იმარჯვეს.

გუნდებს შორის მეგობრული დაპირისპირება მესამე ტაიმში გაგრძელდა. აქ "დევები" უკეთეს ფორმაში იყვნენ და სრულფასოვანი რევანში აიღეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ ორივე გუნდის შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო მორაგბეები გამოვლინდნენ და მათ საჩუქრები გადაეცათ. საჩუქრების გარეშე არც მაყურებელთა ნაწილი დარჩა.

შესვენებისას ტრიბუნებზე პატარა ზომის რაგბის ბურთები და სპეციალური სუვენირები ისროლეს, რომლებიც სპეციალურად საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 25-წლიანი იუბილესთვის დამზადდა.

"დევებს" საერთაშორისო თამაშები აქამდეც გაუმართავთ, თუმცა "აცტეკები" დანარჩენებზე ძლიერად გამოიყურებოდნენ და ეს ქართველმა მორაგბეებმა თავიანთ თავზე გამოსცადეს.

ლევან ჯაში: "ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი შეხვედრები ხშირად გვექნება. ქართული რაგბის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანია. მეტოქე ახალგაზრდებით, კარგი ბიჭებით დაკომპლექტებული უმაღლესი დონის გუნდი იყო და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა".

ზუკა შენგელია: "სან დიეგოს უნივერსიტეტის ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ. რაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდი კარგად მომზადებული აღმოჩნდა. სწრაფი ბიჭები იყვნენ, კარგ რაგბის თამაშობდნენ, სისწრაფასა და გადაწყობაში გვაჯობეს და დამსახურებულად მოგვიგეს".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა