საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 6-16 აპრილს რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთში, ბრეტანში გაემგზავრა, სადაც 6-16 აპრილს რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ამ ტურნირში მიზნად მინიმუმ ფინალში გასვლას გეგმავენ. მეოთხედფინალურ ეტაპზე დავით ჩავლეიშვილის შეგირდები კანადის ნაკრებს შეხვდებიან. მოგების შემთხვევაში ნახევარფინალში იაპონიისა და ბელგიის წყვილს შორის გამარჯვებულთან ითამაშებენ.

18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი რატი ჟორჟოლიანი:

"ამ ტურნირისთვის სექტემბრიდან ვემზადებით. მონპელიეში, საწვრთნელ შეკრებაზე 33 მორაგბით გავემგზავრეთ და ორი მატჩი გავმართეთ. უმრავლესობისთვის ეს პირველი თამაში იყო უცხოელების წინააღმდეგ და ის გამოცდილება შევიძინეთ, ევროპის ჩემპიონატზე წნეხს რომ მოგვიხსნის. ცოტას ვნერვიულობდით, თუმცა, ვფიქრობ, დავალებები კარგად შევასრულეთ და ეს შედეგზეც აისახა.

მომავალ მეტოქეებზე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ და ქართველი ქომაგი გავახაროთ".

საქართველოს ნაკრები:

შერკინება: ლუკა ჭელიძე, სოსო ჭყოიძე, საბა ჯღარკავა რატი ჟორჟოლიანი, ბექა ყორიაული, კობა კოლოტაური (ყველა-ლელო), გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე, ნიკა წივწივაძე (სამივე-აია), გია ხარაიშვილი (ხაშური), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), იოანე იაშაღაშვილი (ჩოხოსნები), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი)

უკან ხაზი: საბა ხურცილავა, გოჩა ჩანადირი (ორივე-არმაზი), მიხეილ ალანია, კონსტანტინე მარჯანიშვილი (ორივე-ჩოხოსნები), თედო აბჟანდაძე, ლაშა ლომიძე, ირაკლი სიმსივე, ოთარ ძაგნიძე (ოთხივე-აია), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), დემურ თაფლაძე, გიორგი ასათიანი (ორივე-ლელო), ლევან ნარიმანიძე (ხარები).

ევროპის ჩემპიონატი

7 აპრილი

მეოთხედფინალი

საქართველო-კანადა

საფრანგეთი-ესპანეთი

იაპონია-ბელგია

აშშ-პორტუგალია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxa
სადმე ვნახავ თამაშის რეპორტაჟს?
levani
კანადასთან ალბათ მაინც მოვიგებთ, თუმცა შემდეგ წრეში უკვე იაპონიასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმედია კარგად გვახსოვს მწარე გამოცდილება U-20-ის და ეროვნულის ნაკრებების დონეზე. კარგია რომ იაპონიას ჩვენამდე ერთი თამაში უკვე ჩატარებული ექნება და აქედან გამომდინარე ჩვენს სამწვრთნელო შტაბსაც გარკვეული ინფორმაცია ექნება ამ გუნდზე. წარმატებები ბიჭებს!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
U18. საფრანგეთი VS საქართველო - მესამე ცდა ევროპის დასაპყრობად
U18. "უმცროსი ბორჯღალოსნების" მზადება და მოგება მონპელიეში
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: "უმცროსი ბორჯღალოსნები" პოლონეთში გაემგზავრნენ
U18. საქართველო-კანადა 43:3 - სოლიდური "უმცროსი ბორჯღალოსნები" [VIDEO]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგებთან წააგეს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი შეკრება დაიწყეს
U18. დავით ჩავლეიშვილი: წელს სწრაფი და მობურთალი გუნდი გვეყოლება