ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ბუდუ ზივზივაძე: დანებებას არ ვაპირებ, აქ უნდა დავმკვიდრდე!

ბუდუ ზივზივაძე: დანებებას არ ვაპირებ, აქ უნდა დავმკვიდრდე!

"ლელო" 22 წლის თავდამსხმელს დანიურ კარიერაზე, პერსპექტივასა და სხვა საინტერესო თემებზეც ელაპარაკა
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე ამ ზამთარს დანიაში გადავიდა და აუტსაიდერ "ესბიერგში" ჩაირიცხა. იქიდან მოყოლებული, ექსსამტრედიელმა ფორვარდმა 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა: 2-ჯერ ძირითადში, 4-ჯერ შეცვლაზე. გოლი ჯერ არ გაუტანია, მისი გუნდი კი გავარდნის პირასაა. ჩემპიონატის რეგულარული ნაწილი დასრულდა და დაიწყო პლეი ოფის სტადია, რომელმაც ყველას თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს.

გავრცელდა ხმები, თითქოს, ზივზივაძე ახალი გუნდით უკმაყოფილოა, საქართველოში დაბრუნებას და ისევ "სამტრედიაში" თამაშს აპირებს...

ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. "ლელო" 22 წლის თავდამსხმელს დაუკავშირდა და დანიურ კარიერაზე, პერსპექტივასა და სხვა საინტერესო თემებზეც ელაპარაკა.

- გასული სეზონი მშვენივრად ჩაატარე, ახლა კი 6 თამაშში ჯერ არ გაგიტანია. რა არის მიზეზი, დონე ასე მაღალია, თანაგუნდელებთან საერთო ენა ვერ გამონახე თუ "ესბიერგის" ფეხბურთს ალღო ვერ აუღე?

- მიზეზი ადაპტაციის პერიოდია. დასამალი არ არის - მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ყველა კარგად დამხვდა, მათ შორის, თანაგუნდელები, თავიდან საკმაოდ გამიჭირდა. ყველაფერი უცხო და ახალი იყო, ახალ გუნდს კი შეგუება სჭირდება.

- ახლა თავს როგორ გრძნობ?

- ძალიან კარგად. უკვე ძირითად შემადგენლობაშიც მათამაშებენ.

- საგოლე შანსები აქამდე არ გქონია?

- მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. მაგალითად, ბოლო შეხვედრაში კარის წინ კარგი გადაცემა გამიკეთეს და ვერ შევწვდი. ერთიც არის - შეცვლაზე რომ შედიხარ, თავის გამოჩენის ბევრად ნაკლები შანსი გაქვს. თავიდანვე რომ თამაშობ, შანსი ბევრად მეტია.

იმედია, მდგომარეობა მალე გამოსწორდება, ჩემი კარიერა კარგად განვითარდება და უახლოეს ტურებში გოლებს გავიტან.

- მოსამზადებელ ეტაპზე "ესბიერგისა" და მოსკოვის ცსკა-ს თამაშს რომ ვუყურე, აშკარად ჩანდა, რომ თანაგუნდელები ვერ "გამჩნევდნენ" და პასებით არ გამარაგებდნენ...

- არ ცდებით, თავიდან არ მიცნობდნენ და არც მენდობოდნენ. "სამტრედიაში" პასებიც რომ მომდიოდა, ასე ნაღდად არ იყო.

- ახლაც ასეა?

- შედარება არაა. ვგრძნობ, რომ ბიჭები მენდობიან და უკვე ისე გავშინაურდი, თავს უკვე ბევრად თავისუფლად ვგრძნობ.

- რა პოზიციაზე გათამაშებენ, თავდასხმაში თუ ფლანგის შემტევად?

- როგორც "სამტრედიაში" - თავდასხმაში, ფლანგზე დაყენება არც დაუპირებიათ. არადა, მსგავსი შემთხვევაც ყოფილა და მიხარია, ჩემზე ექსპერიმენტები რომ არ ჩაატარეს.

- ენობრივი ბარიერი არ გაქვს?

- ინგლისური ვიცი, მწვრთნელის ახსნილი მესმის და რამის თქმა თუ მინდა, თავადაც კარგად ვუხსნი. ასე რომ, ეს პრობლემა არ მაწუხებს.

- "ესბიერგს" დანიის სუპერლიგაში დარჩენის რა შანსი გააჩნია?

- "ესბიერგში" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა და მიმაჩნია, რომ დარჩენის საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს. მთავარია, პლეი ოფებში ყველა თამაში არ წავაგოთ.

- ჩემპიონატი საკმაოდ რთული ფორმულით ტარდება და გვითხარი, გადამწყვეტი პლეი ოფები რა სისტემით იმართება?

- საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის არ იყოს, ჩემპიონი და გავარდნილები აქაც პლეი ოფში ირკვევა, მაგრამ დანიური პლეი ოფები განსხვავებული მოდელით ტარდება.

ძირითადი ეტაპის შემდეგ გუნდები 3 ნაწილად გაყვეს, ჩემპიონი და ევროპის ლიგაზე გასულები ზედა ექვსეულში გაირკვევიან, ქვედა 8 საფეხურზე დარჩენილები კი 4-4-გუნდიან ჯგუფად გადაგვანაწილეს. ლიგაში ადგილს 1-2-ზე გასულები პირდაპირ ინარჩუნებენ, ხოლო მესამე-მეოთხეზე დარჩენილები მეორე ჯგუფის იმავეადგილოსნებს ჯვარედინი პრინციპით შეხვდებიან. ამ წყვილებში დამარცხებულები შემდეგ პლეი ოფში პირველი ლიგის მეორე-მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. თუ ესეც წააგე, მაშინ გავარდები. აი, ასეთი სისტემა აქვთ.

- მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი ზედა ექვსეულში ვერ მოხვდა და რეალურად რომ ვთქვათ, გავარდნისგან დაზღვეული არაა. ალბათ, "ესბიერგში" სხვა იმედებით მიდიოდი...

- ნამდვილად ასეა. ზედა ექვსეულში მოხვედრა თეორიულად შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს იმედები არ გამართლდა. თუმცა სუპერლიგაში დარჩენის რეალური შანსი ახლაც გაგვაჩნია და მე "ესბიერგის" იმედი მაქვს.

- ევროპულ გუნდში სამი ქართველი ბოლოს, მგონი, "ფრაიბურგში" თამაშობდა. რას ფიქრობ, სამივეს ერთად მოედანზე მალე გიხილავთ?

- მე ამის დიდი იმედი მაქვს. კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაშია და მასთან ერთად უკვე მეც ვთამაშობ. ორივე კი იმას ველოდებით, პარუნაშვილს როდის დააყენებენ. ლაშა კარგი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ის შეტევაში გაცილებით კარგად მომამარაგებს.

- საერთოდ, დანიურ ფეხბურთს როგორ დაახასიათებ?

- ჯერ ხალხზე ვიტყვი - ვისურვებდი, რომ ჩვენ მათი დადებითი და იმედიანი განწყობა გვქონდეს. "ესბიერგი" გასავარდნთა ზონაშია და ამის მიუხედავად, გუნდში დაძაბულობა და ნერვიულობა არ იგრძნობა, ერთმანეთს ამხნევებენ და მდგომარეობის გამოსწორების იმედი იგრძნობა. ასეთი პოზიტიური ატმოსფერო ბევრს ნიშნავს.

- რაც შეეხება ფეხბურთს?

- დანიური ფეხბურთის სტილი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ თამაში გამიჭირდა. ბურთს მხოლოდ "კოპენჰაგენი" და "ნორდსიელანდი" აგორებენ, მე კი ასეთ ფეხბურთს ვარ შეჩვეული. დანარჩენები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, მათ შორის, "ესბიერგიც" - სულ ჭიდაობა და საჰაერო ბრძოლებია. მაგრამ ათლეტურად გაზრდა მჭირდება, ამასაც ვეჩვევი და არა მგონია, რომ ვერ შევეგუო. ევროპაში თამაში თუ გინდა, ეს აუცილებელიც არის.

- სასიხარულოა, რომ ახალ გუნდსა და გარემოზე იმედიანად ლაპარაკობ და ცხვირი არ ჩამოგიშვია...

- უიმედოდ რატომ უნდა ვიყო?!

- საქართველო ჭორების ქვეყანაა და აქ უკვე ლაპარაკობდნენ, რომ დანიამ იმედები გაგიცრუა და გაჩნდა ვარაუდი, რომ საქართველოში, "სამტრედიაში" დაბრუნდებოდი...

- ტყუილია. ბევრს ისიც ეგონა, რომ აქ ერთი წუთითაც არ მათამაშებდნენ, მაგრამ უკვე ძირითადში მოვხვდი. რაც შეეხება "სამტრედიას": მთელი ცხოვრება გია ცეცაძის, ბიჭებისა და ამ გუნდის ხელმძღვანელობის მადლიერი ვიქნები, რადგან ნდობა მქონდა, ავთამაშდი და დანიელებმა სწორედ "სამტრედიაში" თამაშის შემდეგ შემნიშნეს.

მაგრამ ევროპაში ქართველი იმიტომ მიდის, რომ უკეთეს დონეზე ითამაშოს და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს. აქ კი ბევრად მეტი თავი და ყურია, ევროპელი სელექციონერები ყველა შეხვედრას ესწრებიან და მეტი შანსია, რომ შეგნიშნონ.

რა თქმა უნდა, წინა ტურებში ჯერ თავის გამოჩენა ვერ მოვახერხე, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ, აქ უნდა დავმკვიდრდე და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონს ბევრად უკეთესად ჩავატარებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kai bichi-s

არც მაგრეა საქმე როგორც სწერ. დანიის ჩემპიონატის საუკეთესო წარმომადგენლებს იყო რომ აახია სახე გორის დილამ, თუ ვერ მოახერხე იუთუბი მოიშველიე. ამას გარდა სამტრედიაში ბუდუსათვის მთელი კლუბი მუშაობა,ყველაფერი მასზე იყო მორგებული და აწყობილი.

• kai bichi

ai ra tkva bichma xo gaiget, zalismieri fexburtia da unda shevechvioo))) eg kidev sakartvelos chempionatis bombardiri iko da xazs vusmev daniis chempionatis autsaider gundhi uchirs tamashi, gamodis rom sakartveloshi fexburts ar astavlian anu dgevandel motxovnebs ver akmakofileben chveni vitom fexburtelebi))) samokvarulo done meti araferi da aranairi gza, rom momavlis imedi gvkondes(((

• Guadua

pablito არათავსებადია მენტალობა ქართველი თავდამსხმელის და იქაური მოძალადე ხარების,ამას დრო უნდა,ბევრი წვალება,მცველებს კიდევ არა უშავთ უფრო ადვილად გადიან ადაპტაციას. ბუდუს, ლაშას, ბაჩანას დარჩენა უნდოდათ სამტრედიაში მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ფინანსურ საკითხებში თითის განძრევაც კი არ მოინდომა,ცეცაძეც ბოლომდე პრინციპული უნდა ყოფილიყო და ეთქვა - თუკი ამათ არ შევინარჩუნებთ ისე მე აქ არ ვარ დამრჩენიო - შედეგად კი რა? მოურგებელი ახალწვეულები, დაბნეული "ძველი სასტავი" არასტაბილურობა კლუბში და ჩემპიონობის შენარჩუნების სულ უფრო შემცირებადი შანსები. კლუბის ხლემძღვანელობას არც საკუთარი ფული აქვს, არც სპონსორის მონახვა შეუძლია,მხოლოდ საბიუჯეტო ფულით და პრემიალურებით აპირებენ არსებობას.ასეთ პირობებში წლის ბოლოს ყველა წავა და რა იქნება სამტრედია 2018 წლის სეზონისათვის არავინ იცის. გამოდის რომ ამათ დროულად დაუღწევიათ თავი ამ არასტაბილური და ფინანსურად უპერსპექტივო კლუბისაგან.

• ika

აი ეს მეტყველებს რა დონისა ჩვენი ჩემპიონატი :D:D:D:D:

• pablito

გუშინ ვუყურე ესბიერგის თამაშს და თამასიდან გამომდინარე ვიტყვი რომ ბუდუს ისე მაინც არ ენდობიან და პასებს არ აძლევენ როა საჭიროა.

[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"

[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება

საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

ყველას ვურჩევდი, ეს არ გააკეთონ... - ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესთან

ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები

Lelo.ge: ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს

გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო

ლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

ზივზივაძე:  ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ

ლაშა პარუნაშვილი: ევროპაში წასული საქართველოში საკუთარი ნებით არ ბრუნდება

"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

Tipsbladet: პარუნაშვილს, სავარაუდოდ, გაყიდიან, მისი ფასი 2-4 მილიონ კრონას შორის მერყეობს

ლაშა პარუნაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

ლაშა პარუნაშვილმა და "ესბიერგმა" სტუმრად "ვენდსისელს" მოუგეს

გიორგი პაპუნაშვილმა და "სარაგოსამ" ოვიედოში ქულა მოიპოვეს

ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მორიგი წაგება

"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები

ექსკლუზივი. ოთარ კაკაბაძე: მთავარია შემოთავაზება, თორემ დაინტერესება ახლაც არის...

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა

[VIDEO] ზივზივაძის სადებიუტო გოლი ბუნდესლიგის ახალ სეზონში - "ჰაიდენჰაიმმა" "აინტრახტთან" ქულა მოიპოვა

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ლაშა პარუნაშვილი კარიერას ყაზახეთში განაგრძობს

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...