"ლივერპულის" ბრაზილიური ვარსკვლავის გზა დიდებისკენ
ყველაფერი 2006 წელს შეიცვალა. მანამდე რობერტო ფირმინო არაფრით გამოირჩეოდა იმ ბრაზილიელი ბიჭებიდან, მონდომებით რომ დასდევენ ბურთს. ის ერთ-ერთ რიგით საფეხბურთო სკოლაში დადიოდა.

მამამისი სასმელებს ყიდდა პლაჟებზე და საკონცერტო დარბაზების მისადგომებთან. დედა სახლში იჯდა. თავად ფირმინოს კი ქოქოსის გაყიდვა უწევდა, რათა უსახსრობის გამო ოჯახი ბოლომდე არ დაშლილიყო.

მშობლები რობერტო ფირმინოს ფეხბურთელობის წინააღმდეგნი იყვნენ. მათ უნდოდათ, ბიჭს ესწავლა, ფული ეშოვა და მიეტოვებინათ პატარა ქალაქი მასეიო, სადაც დარდი უფრო მეტი იყო, ვიდრე სიხარული.

არადა, ბიჭს ფეხბურთზე აბოდებდა. ყოფილა შემთხვევები, მშობლებს ის მათემატიკის სამეცადინოდ ოთახში ჩაუკეტავთ, რობერტოს კი გაუღია ფანჯარა და...

საბოლოო ჯამში ფირმინომ ვერანაირი განათლება ვერ მიიღო. სამაგიეროდ, მხსნელს კი შეხვდა.

ფირმინო ფეხბურთს მოკრძალებული კლუბის, "რეგატას ბრაზილის" საფეხბურთო სკოლაში სწავლობდა. გუნდი თანდათან ეფლობოდა ჭაობში. ფეხბურთელები და მწვრთნელები თვეების განმავლობაში ვერ იღებდნენ ხელფასს. ამ დროს ფირმინოს ცხოვრებაში გამოჩნდა პროფესიით სტომატოლოგი, მარსელუშ პორტალა.

"როდესაც მისი თამაში ვნახე, გავოცდი. უდიდესი ტალანტი იყო. არადა, ყურადღებას საერთოდ არავინ აქცევდა. როცა მე ვთქვი, რომ მოვა დრო და ეს ბიჭი ითამაშებს ბრაზილიის ნაკრებში, ბევრმა დამცინა და სულელი მიწოდა. დღეს ეს ხალხი სულსხვანაირად ლაპარაკობს. ნანობენ, ამხელა ნიჭი თავის დროზე როგორ ვერ შევნიშნეთო." - იხსენებს პორტალა.

პირველი, რაც სტომატოლოგმა ფირმინოს ურჩია იყო ის, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა კლუბი, რომელიც მის დონეს ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა. პორტალა ფირმინოების ოჯახში მივიდა და მათ შვილი შეაქო.

"მან იმ დროს ირწმუნა ჩემი, როცა საერთოდ არავის სჯეროდა. მისი რჩევები ძალიან დამეხმარა. რომ არა ეს ძალიან კარგი ადამიანი, მე საერთოდ არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი დღეს და რას გავაკეთებდი." - ამბობს ფირმინო.

მალე სტომატოლოგი გახდა ფირმინოს სულიერი მოძღვარი, აგენტი, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით. ბევრისმნახველმა კაცმა საქმეში ძველი კავშირები ჩართო და ფირმინოს "სან პაულუში" სინჯები გაუჩარხა, მაგრამ რობერტომ კლუბის ხელმძღვანელობაზე ვერ მოახდინა ჯეროვანი შთაბეჭდილება.

2008 წელს იყო წარმატებული სინჯები "ფიგეირენსეში". თავის ყოფილ კლუბში ფირმონოს საყრდენ ნახევარმცველად იყენებდნენ, ამჯერად კი შეტევაში გაამწესეს და მან ნამდვილი შოუ მოაწყო.

"მან პირველივე ვარჯიშზე ორი გოლი შეაგდო და გუნდში ეგრევე ავიყვანეთ. ის ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური იყო. ეგაა, საფეხბურთო განათლება აკლდა. თვითნაბადი ტალანტი სწორედ ამას ჰქვია. მე მაშინვე მივხვდი, რომ საქმე მქონდა ნამდვილ გენიასთან." - იგონებს გუნდის მაშინდელი დამრიგებელი, ემერსონ მარია.

ახალ გუნდში რობერტოს ადაპტაცია გაუჭირდა. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ის არავის ელაპარაკებოდა და პარტნიორებმა მუნჯიც კი შეარქვეს.

"ის ძალიან ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამის მიზეზი იყო ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მას სახლი არასოდეს დაუტოვებია. დედამისი ყოველ საღამოს ტიროდა. ის იმდენად ჩაკეტილი იყო, რომ ბევრმა მისი სახელიც კი არ ვიცოდით. საერთოდ, მე ფეხბურთელის სახელებს მშვენივრად ვიმახსოვრებ, მაგრამ მას მთელი ერთი კვირის განმავლობაში ალბერტოს ვეძახდი. არადა, ის ჩვეულებრივად რეაგირებდა ჩემს დაძახებაზე." - იხსენებს ემერსონ მარია.

გაცნობა მართლაც რომ სახალისო გამოვიდა. ფიზმომზადების მწვრთნელმა მთავარს მორიდებულად შეაპარა, რომ მის ახალ ფეხბურთელს ალბერტო კი არა, რობერტო ერქვა. მწვრთნელმა ფეხბურთელს დაუძახა.

ალბერტო, მოდი აქ. ფირმინო მშვიდად მოვიდა. მაშ, შენ ალბერტო არ გქვია? არა, ჩემი სახელია რობერტო. ფირმინომ ეს ისე მორცხვად ჩაიჩურჩულა, რომ მწვრთნელმა ძლივს გაიგო. მე ერთი კვირაა, არასწორად გეძახი და შენ დუმხარ. ასეთი მორიდებაც არ ვარგა, უთხრა მწვრთნელმა შეგირდს. ორივემ გაიცინა.

ფირმინოს პროგრესი თვალში საცემი გახდა. სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ის ასაკობრივი გუნდის რიგითი წევრიდან დიდი გუნდის ლიდერი გახდა და ათნომრიანი მაისურაც ჩაიცვა.

"ის იმაზე მეტს მუშაობდა, ვიდრე საჭირო იყო. საკლუბო ბაზის გარდა მას ვერსად ნახავდით." - იგონებს "ფიგეირენსეს" მაშინდელი მწვრთნელი.

2010 წელს ფირმინო კლუბს ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა და მაშინვე ევროპის მოსაჯადოვებლად წავიდა. "ჰოფენჰაიმმა" მასში 4 მილონი ევრო გადაიხადა, მერე კი 41 მილიონად გაყიდა "ლივერპულში".

"გერმანიამ ძალიან ბევრი რამ მომცა. მე ჩემს სათამაშო სტილს ნახევრად გერმანულად და ნახევრად ბრაზილიურად მივიჩნევ." - ამბობს ფირმინო.

მარსელუშ პორტელა კი უკვე აღარ მუშაობს სტომატოლოგად. ახლა ის 25 წლის ფეხბურთელის უახლოესი მრჩეველია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
რობერტო ფირმინო 32 წლის ასაკში პასტორი გახდა
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
"ბარსელონამ" რობერტო ფირმინოს უარი უთხრა
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ფირმინო შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს
"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ
რობერტო ფირმინო კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ფირმინო კარიერას "ალ აჰლიში" გააგრძელებს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა