უბნის გუნდის იდეით ჩამოყალიბდა თბილისის "ამერი" და ამავე იდეას ეფუძნება "საბურთალოც"...
ფოტოზე: გლდანში, ამერის სტადიონზე, გულშემატკივარი ყოველთვის მრავლად იყო

წელს ვანის რაიონის სოფელ სალხინოში, სააღდგომო დერბი გაიმართა - ერთმანეთს მდინარის გამოღმა ("ხიდისთავი") და გაღმა ("ჩანჩქერი") მცხოვრებთა გუნდები შეხვდნენ. მონაწილეობის უფლება სოფელში დაბადებულ ყველა ადამიანს ჰქონდა. იდეის ავტორი და ორგანიზატორი ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე გახლდათ.

სოფლის დერბიმა იმხელა ინტერესი გამოიწვია, ტრადიციული გახდა და წლეულს მე-15-ედ გაიმართა. შეხვედრას 1000-დან 2000 გულშემატკივრამდე ესწრება და ასევე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ლორთქიფანიძე ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ ბავშვთა გუნდებს სპორტულ ინვენტარს ჩუქნის.

მსგავსი ტრადიცია ბევრ სოფელში იყო, მაგრამ ზოგან ჟინი აღარ შემორჩათ, ზოგან კი უბრალოდ - ინტერესი და ხალისი...

ცარიელი ტრიბუნები

ცხადია, ერთი კონკრეტული სოფლის დერბი სხვებისთვის იმდენად საინტერესო ვერ იქნება, როგორც სალხინოელებისთვის. მაგრამ თავად ეს იდეაა მისაბაძი და ქართული ფეხბურთის მომავლისკენ გვახედებს.

მაყურებელი ჩვენს ფეხბურთს ისე ნამდვილად აღარ სწყალობს, როგორც დამოუკიდებლობის პირველ წლებში. ეს განსაკურებით თბილისზე ითქმის, სადაც, ხშირ შემთხვევაში, ლიდერი გუნდების შეხვედრებიც კი ცარიელი ტრიბუნების წინ ტარდება და ფეხბურთელები ერთ-ერთ მთავარ სტიმულს, მხარდაჭერას და ტაშს არიან მოკლებულნი.

გია ცეცაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი გამოსავალი უბნების გუნდების ჩამოყალიბება იყოს. საქართველოს ჩემპიონის, "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, ამაზე "ლელოსთან" ილაპარაკა და გაამხილა, რომ დიდი ხანია მისი უბნის, მთაწმინდის გუნდის ჩამოყალიბების იდეა უტრიალებს თავში.

"ჩემი აზრით, არის დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და ეს მაყურებლის მატებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. წარმოიდგინეთ, ლონდონში 15 გუნდია. რეალურად, "არსენალი", "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ვესტ ჰემი", "კრისტალ პალასი", "ბრენტფორდი", "ქუინზ პარკი" და "უიმბლდონი" უბნებს წარმოადგენენ.

გუნდები თბილისშიც ასეთი პრინციპით რომ ჩამოყალიბდნენ, უბნის ფაქტორი აუცილებლად იმოქმედებს. მთაწმინდელი ვარ და გუნდი რომ გავაკეთო, 4-5 ათას მთაწმინდელს ვერ მოვიყვან თამაშზე?

ასეთ გუნდს უბანში ბიზნესმენებიც დაეხმარებიან და მის გარშემო სულ სხვა განწყობა იქნება. "ამერი" გლდანელებისთვის უბნის გუნდი გახდა და სტადიონი სულ ივსებოდა.

მე არ ვამბობ, რომ ეს ვითარებას რადიკალურად შეცვლის, მაგრამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მეტი ფინანსები და სხვა მსგავსი მომენტების შემოტანა აუცილებლად წაგვადგება", - თქვა ცეცაძემ ორი თვის წინ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში.

უბნის გუნდების პრეცედენტები

დიახ, ამ იდეით ჩამოყალიბდა თბილისის "ამერი", რომელიც გლდანელების საყვარელი გუნდი გახდა. ცხადია, მხოლოდ სახელი მაყურებელს ვერ მოიყვანს სტადიონზე. "ამერის" შემთხვევაშიც, მთავარი კარგი ორგანიზება და პერსპექტივა იყო და მაყურებლის სიყვარულიც ამით მოიპოვა. ამიტომაც ჟღერდა ბუნებრივად (და არა ყალბად) მისდამი მიძღვნილი "ნიკოლშოუს" სიმღერა - "შენ, ყველაზე მაგარო"!..

2002 წელს დაბადებული გუნდი უმაღლეს ლიგაში 2005 წელს გადავიდა, ზედიზედ 3-ჯერ (2006, 2007, 2008) საქართველოს თასის ფინალში გავიდა და 2-ჯერ ჯილდოს მფლობელი გახდა. ამას გარდა, დაეუფლა სუპერთასსაც, უეფას თასზე ღირსეულად ითამაშა ბერლინის "ჰერტას" წინააღმდეგ და გლდანელებმა გულშემატკივარი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძინეს.

"საბურთალოც" უბნის გუნდის იდეას ეფუძნებოდა. 1999 წლის 20 აგვისტოს დაფუძნებული საფეხბურთო სკოლა 2005 წელს, ჰოლდინგ "იბერია ბიზნეს ჯგუფის" მისვლის შემდეგ, საფეხბურთო კლუბად გარდაიქმნა, ეტაპობრივად განვითარდა და დღეს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია: მის აღსაზრდელებს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში უთამაშიათ, 2015 წლის შემოდგომაზე საქართველოს სახელით ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე პირველმა ითამაშა...

მაგრამ ვერც "ამერის" და ვერც "საბურთალოს" შემთხვევაში ნამდვილი თბილისური დერბი ვერ ვიხილეთ. იმიტომ, რომ რეალური კონკურენტი (რომელიც უბანს წარმოადგენდა) ზეობის პერიოდში არც პირველს ჰყავდა და მსგავს ვითარებაშია ახლა "საბურთალოც".

თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი" და სხვა თბილისური გუნდები ყველასია, მაგრამ ერთ კონკრეტულ უბანს არ ეკუთვნიან და მათ თამაშებს მსგავსი მუხტი აკლია.

რა თქმა უნდა, მხოლოდ უბნის სახელით ტრიბუნების შევსებაზე ფიქრი სასაცილოა. მაგრამ ესეც ერთ-ერთი მიზეზია, მაყურებელი რომ არ ინტერესდება, რადგან უბნური ქიშპი სპორტულ და ჯანსაღ დაპირისპირებაში სასურველ ინტრიგას იძენს. "ნაძალადევი" "ვერას" წინააღმდეგ, ან "დიდუბე"-"დიღომი" და "გლდანი"-"ვაკე" მაყურებელში ინტერესს ოდნავ მაინც გაზრდის.

ევროპის სხვადასხვა ქალაქების დერბები ("რეალი"-"ატლეტიკო", "ბარსელონა"-"ესპანიოლი", "მილანი"-"ინტერი", "ლაციო"-"რომა", "ევერტონი"-"ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი"-"მანჩესტერ სიტი"...) ხომ მსგავს ხასიათს ატარებს, მარკეტინგული გათვლებითაც მომგებიანია და მაყურებელსაც იზიდავს.

დინამო, როგორც რიგითი კლუბი

ბევრს ჰგონია, რომ 1925 წელს დაარსებული თბილისის "დინამო" თავიდანვე ქართული ფეხბურთის ლიდერი იყო. სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "ლელოს" პარტნიორის, Dinamo Tbilisi cup winner cup 1981-ის ადმინისტრაციის დახმარებით საინტერესო ისტორიული მასალები გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვეოდა, რომ 30-იანი წლების პირველ ნახევარში თბილისელი გულშემატკივარი ოთხ მტრულ ბანაკად იყო გაყოფილი - ზიი-ს (ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წინამორბედი), ტსპო-ს (მომხმარებელთა საზოგადოებების კავშირი), "ლოკომოტივისა" და "დინამოს" ქომაგებად.

ეს იყო ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ოთხი შეურიგებელი ბანაკი. საინტერესოა, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავდა არა "დინამოს", ან თუნდაც "ლოკომოტივს", არამედ, ზიი-ს, რადგან ეს იყო სტუდენტების, თბილისის ახალგაზრდობისა და საერთოდაც, დედაქალაქის ყველაზე პოპულარული და სახალხო გუნდი.

"დინამოც" პოპულარული იყო, მაგრამ მას პატრონიც აკლდა და ტიტულებიც, ქალაქის ჩემპიონობისთვის კი ზიი და ტსპო იბრძოდნენ, შესაბამისად, ყველაზე "ხმაურიან ტრანსფერებსაც" ისინი ახორციელებდნენ.

ყველაფერი 1936 წლის გაზაფხულზე შეიცვალა, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ქართული ფეხბურთი ერთ ძლიერ გუნდს უნდა წარმოედგინა. საქართველოს ფეხბურთის შეფებმა მოულოდნელი არჩევანი "დინამოს" სასარგებლოდ გააკეთეს და სხვა გუნდებიდან საუკეთესო ფეხბურთელები იქ შეკრიბეს, მათ შორის, ზიი-ს ფოთელი ვარსკვლავები - ბორის პაიჭაძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი, გრიგოლ გაგუა, გვაჩი ჯორბენაძე...

დღეს თბილისური დერბი არ გვაქვს და ცხადია, ფინანსური სიმწირე ანალოგიურ შანსს სხვა ქალაქებშიც არ გვაძლევს. არადა, ერთი ქალაქის გუნდების დაპირისპირება ნებისმიერი ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებას ალამაზებს და კარგი სანახავი იქნებოდა ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთის, სამტრედიისა და ზესტაფონის დერბები. ახლა კი ლაპარაკი თბილისურ, იმერულ თუ აჭარულ დერბებზე სიყალბენარევია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
კარგი იდეაა და ამ საქმეში ყველაზე დიდი როლი ჟურნალისტებს შეგიძლიათ შეიტანოთ. სტატიებში და სიუჟეტებში მოიხსენიეთ, დინამო დიდუბელებად, ლოკომოტივი ვაკელებად, საბურთალოელები ახსნეთ და ხშირად გაუსვით ხაზი რომ თვითმყოფადობა დაფუძნდეს ხალხში!
giorgi
უნდა მოეწყოს სამოყვარულო ტურნირი ქვეყნის მასშტაბით და ტელევიზიიით გადაიცეს
1,2,3,5,8...
"ამერი" კარგ ფეხბურთს თამაშობდა და იმიტომ გახდა უბნის გუნდი. ჯერ ისეთი ფეხბურთის თამაში ისწავლონ უცხოელებთან თავი რომ არ მოიჭრან და გულშემატკივარი მაშინვე გამოჩნდება.
უშანგი
ლოკომოტივი უნდა გარდაიქმნას ვაკის გუნდად
mamulo
იდეა კი არა სუფთა ბოდვაა.რა უბნის გუნდები,უმაღლესი ლიგის 10 გუნდიდან 3-4 ს აქვს სთადიონი და უბნის გუნდები სად ითამაშებენ ნეტა?ახალი სტადიონი ბათუმის დინამოსთვის ვერ აუშენებიათ,ფული არ არის, ხალხი მშიერია და ქვეყნის ეკონომიკა დანგრეული და უბნებში სტადიონებს ვინ აგიშენებთ? სტადიონზე მაყურებელი მოყავს სანახაობას ანუ თუ გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს,ეს აქსიომაა.მტლად გადარია ეს ხალხი ფულის მუქტად შოვის სურვილმა.
gia
შეიძლება ჩემ სახლთან რომ იყო ამიტომ მაგრამ ამერი მაინც ძალიან მიყვარდა და ძალიან კარგი გუნდი იყო. სტაბილური და შეკრული შემადგენლობით. იმედია აღდგება და მეტსაც მიაღწევს იმაზე რაც მანამდე ქონდა
fcd
ხო მართლა ნიკა გორის დერბი ღმერთმა არქნას რო იარსებოს იმიტო რო პატარა ქალაქია და ნაკლები ეფექტი ექნება გორის გორს როგორ უნდა უქომაგო დილას წიინააღმდეგ ვე წარმომიდგენია.
ქომაგი
ეხ, რა კარგი გუნდი იყო ამერი. მთელი უბანი მივდიოდით ხოლმე თამაშზე. ნიკოლშოუს სიმღერა გვაგებინებდა რო თამაში იწყებოდა. სავსე იყო ტრიბუნები. ძალიან კარგი იდეაა, თბილისში რომ ყველა ყველა უბანს ყავდეს თითო გუნდი დაბალ ლიგებში მაინც კარგი იქნებოდა.
vaso
xo 10000 kacian qalaqshi 3 gundi gaaketet da arc erti ar ineba normaluri. samagierod fuls ishovit aziur totalizatorebshi
levani
derbebi ki ara neta im gundebs miexedos romlebic ukve arsebobs.yvelas ra tavis klubi unda kerdzod ro qondes saxelcifo programis xarjze fulis saketeblad. sad unda itamashos erti im mtacmindam? stadioni sad unda daidgas? aris teriyoria? tu saxeli erqvas mtacminda da digomshi itamashos? londonis mugami is aris, rom realurad stadionebic imave ubnebshia ganlagebuli
ნიკა
გორის დერბი უკვე არსებობს :)
"დილა" და "გაგრა" სამ-სამი ქულით
ორი ფრე და ლიდერის გამარჯვება: იბერიელებს დადიანმა მოაგებინა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
გოგლიჩიძემ ითამაშა - "უდინეზემ" სტუმრად "ინტერს" მოუგო
"ბენფიკამ" უკრაინელი ფეხბურთელი დაიმატა
"ნიუკასლის" ახალი რეკორდი - "კაჭკაჭებმა" ვოლტემადე შეიძინეს
"ლაიფციგი" ამ ზაფხულს შესაძლოა, კიდევ ერთმა ფორვარდმა დატოვოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარტინესის ვარიანტს მიუბრუნდა - არგენტინელი შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ
ჯეკსონის საინტერესო ტრანსფერი - მიუნხენში ჩავიდა, მაგრამ "ჩელსიმ" მისი დაბრუნება მოითხოვა
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა
"სიმართლე უნდა ვთქვათ... "მეცთან" ბოლო მატჩში მიქაუტაძეზე ეს მომეჩვენა" - "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელი ქართველის გაყიდვაზე
ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
"ლიონმა" გიორგი მიქაუტაძის შემცვლელი დაიმატა
"დილა" და "გაგრა" სამ-სამი ქულით
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ქოჩორაშვილი სასტარტოში იყო - "სპორტინგმა" სახლში "პორტუსთან" წააგო
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა - სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
[VIDEO] ნაკრების მატჩების წინ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენმა" "გრენობლს" ვერ მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
რატომ ითამაშა ბორის პაიჭაძემ თურქეთის ნაკრებში?
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
ვისაც წუმპეში ყოფნა უჯობს - ანუ გზა, რომელიც დიდ ფეხბურთამდე ვერ მიგვიყვანს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის კერძო სექტორი?
პრეზენტაცია: აჟიოტაჟი სამოყვარულო ლიგის გარშემო
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა" - "ამერის" გახსენება [VIDEO+PHOTO]
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: ...მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა
დავით ლორთქიფანიძე: მექნება შესაძლებლობა, რომ სერია B-შიც ვითამაშო
[ექსკლუზივი] თბილისის "ამერის" აღდგენა ფინელ ინვესტორს სურს
დავით ლორთქიფანიძე: ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონზე" შური იძია
სად წავიდა 3,9 მლნ ლარი? წყალში გადაყრილი ფულისა და აუშენებელი "ფაზისის" ისტორია
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
დავით ლორთქიფანიძე: მინისტრს მართლა ხომ არ სჯერა, რომ ეს სფფ-ის დამსახურებაა?