ლიტველი ტელეწამყვანი ქართველზე: ამიტომ მიყვარს ფეხბურთი!
ზედიზედ მეორე ტურია, ლევან მაჭარაშვილს ლიტვის ჩემპიონატში გოლები გააქვს და უკვე სპეციალისტებიც აალაპარაკა.

20 წლის ქართველი ნახევარმცველი A ლიგის ბინადარ კაუნასის "შტრუმბრასში" წლეულს ჩაირიცხა და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებოდა, მაგრამ ახლა გუნდს გაუშინაურდა, ბოლო თამაშში კი მატჩის გმირიც გახდა...

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფეხბურთში მუშაობა მიყვარს, ემოციებია. განსაკუთრებით - მოგების შემდეგ. ბრავო ლევან მაჭარაშვილს!", - ასე გამოეხმაურა ქართველის გოლს პაულიუს იაკელისი, რომელიც კლუბის პრესატაშეა და, ამავე დროს, ლიტვაში პოპულარული სპორტული კომენტატორი და ტელეწამყვანია.

მისი აღტაცება ლევან მაჭარაშვილის მიერ 19 აპრილს გატანილმა გოლმა გამოიწვია. 6 ტურის შემდეგ "შტრუმბრასს" მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა დაგროვილი და ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე იმყოფებოდა. მე-7 ტურში კაუნასელები მეექვსეადგილოსან "ლიეტავას" (იონავა) შეხვდნენ. 35-ე წუთზე ქართველმა საჯარიმოსთან ორი მცველი ეფექტური ცრუ მოძრაობებით ჩამოიცილა და "მოჭრილი" დარტყმით შეარხია კარის ბადე. "შტრუმბრასმა" სწორედ ამ ერთადერთი გოლით გაიმარჯვა და "ლიეტავასთან" სხვაობა ქულამდე შეამცირა.

საინტერესოა, რომ მაჭარაშვილმა წინა ტურშიც გაიტანა და მისი სამიზნე ლიტვის ჩემპიონატის ლიდერის, ვილნიუსის "ჟალგირისის" კარი გახლდათ.

- [ლეგიონი გუშინ] ებრალიძის, გოგუასა და მაჭარაშვილის გოლები [VIDEO]

"ზედიზედ მეორე მატჩია, რაც "შტრუმბრასში" გოლები მხოლოდ მე გამაქვს. რა თქმა უნდა, გუნდსაც შევეწყვე, უკვე თანაგუნდელებიც მენდობიან და მათთან საკმაოდ კარგად შევთამაშდი. მწვრთნელიც მენდო და ადრე შეცვლაზე თუ მათამაშებდა, ბოლო ტურში ძირითად შემადგენლობაში პირველად დამაყენა. ეს დიდი სტიმული იყო და თავის გამოჩენა მსურდა", - გვითხრა მაჭარაშვილმა.

მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, მთავარი სტიმული სხვა რამ იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება და ამ მიზნით, გია გეგუჩაძის გუნდმა ცოტა ხნის წინათ ისლანდიასთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა: ჩვენებმა პირველი თამაში 3:1 მოიგეს, მეორე კი 4:4 დაასრულეს. გეგუჩაძემ ორივე შეხვედრაში ათამაშა "შტრუმბრასის" ქართველი ნახევარმცველი და მისით კმაყოფილი დარჩა.

მაჭარაშვილის თქმით, ნაკრებში გამოძახებამ მასზე სასიკეთო გავლენა იქონია:

"მთავარი მიზეზი, რამაც სხვა ჟინითა და მონდომებით ამათამაშა, ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება და გია გეგუჩაძის ნდობა აღმოჩნდა. მან ისლანდიასთან ორივე შეხვედრაში მათამაშა. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო.

თბილისიდან "შტუმბრასში" განსაკუთრებულად დამუხტული დავბრუნდი. ლიტვაში წამოსვლამდე "ლელოსთან" გეგუჩაძის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ჩემზე ლაპარაკობდა - მაჭარაშვილს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და მასთან მუშაობას გავაგრძელებო.

იმედია, "შტრუმბრასის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს დავიმკვიდრებ და ახალგაზრდულ ნაკრებში მომავალშიც მიმიწვევენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ლევან მაჭარაშვილმა "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
ლევან მაჭარაშვილმა სომხეთის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატის პირველ ტურში "შტუმბრასს" გამარჯვება მოუპოვა