ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ლიონელ მესი - სტუმარი უცხო პლანეტიდან

ლიონელ მესი - სტუმარი უცხო პლანეტიდან

როგორც ჩანს, მესის შესაძლებლობებს ზღვარი მართლაც არა აქვს
რა თქმა უნდა, ფეხბურთში არ არსებობს ღმერთი. ყოვლისშემძლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ესაა - არსებობს უცხოპლანეტელი, რომელიც ძალიან ხშირად ისეთ რამეებს აკეთებს, რაც ჩვენი პლანეტის მცხოვრებთთათვის უდავოდ წარმოუდგენელია.

"იუვენტუსთან" მატჩში ჩვენ ვნახეთ ლიონელ მესის არაერთი არაზუსტი დარტყმა. ვნახეთ მისი უკმაყოფილო გრიმასები, არაზუსტი პასები. მაშინ, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რომ ის აღარ იყო, რაც ადრე და რომ ის დიდი ალბათობით, ვერც ვერასოდეს დაუბრუნდებოდა ძველ სიმაღლეებს.

"იუვენტუსის" კარში იდგა ჯიჯი ბუფონი და მესიმ ვერც ამჯერად გაუტანა მას. "ბარსელონას" კი აღარ გამოუვიდა სასწაული, რომელიც მან "პარი სენ-ჟერმენთან" შეხვედრაში ჩაიდინა. ალბათ იმიტომაც, რომ არც ტურინში და არც ბარსელონაში მესი თითქმის არაფრით გამორჩეულა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არც ფრანგულ კლუბთან საშინაო შეხვედრაში არ გაუბრწყინია არგენტინელს და სადაც იმ მატჩში მის გმირობაზე ვიტყვით, სხვებისა უფრო მეტად უნდა შევაქოთ.

და უცბად ხდება დიდი გარდაქმნა. მესის დიდებული გოლებითა და თამაშით "ბარსელონამ" მოიგო უმნიშვნელოვანესი კლასიკო და ესპანეთის ჩემპიონობის სოლიდური შანსი შეირჩინა. თამაშიცაა და თამაშიც: მშვენიერი იყო რაკიტიჩის გოლი და დასაწუნი არაფერი ჰქონდა სერხი რობერტოს საენდშპილო რეიდს, მაგრამ ორი აზრი არაა: კლასიკო მესიმ მოიგო. სწორედ მან დაადუმა 85- ათასიანი "სანტიაგო ბერნაბეუ".

ეს კლასიკო განსაკუთრებული გამოვიდა და ეს, უპირველეს ყოვლისა, ლიონელის დიდებული თამაშის გამო. მესიმ რაც გააკეთა, ის შეუძლია მხოლოდ გენიას და ხშირად ისიც ვერ გვიჩვენებს ასეთ ფოკუსებს.

ხოლო ის, რაც მან გვიჩვენა საფინალო სასტვენამდე ათი წამით ადრე, ნიშნავს მხოლოდ ერთს: ჩვენს შორის არ არის რეალური ადამიანი. ჩვენს შორის არის უცხოპლანეტელი სტუმარი. მოდი, ნუ გამოვიყენებთ სიტყვას "ღმერთი".

დავტოვოთ ის, როგორც ყველაზე მაღალის, შეუცდომლის სიმბოლო. და თუ ეს ასეა, მაშინ ყველაზე მოკრძალებული, რასაც მესი იმსახურებს, უცხოპლანეტელის ტიტულია.

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერს ვერ უძლებს. მესიმ კი მართლაც რომ გაუძლო. თუნდაც იმიტომაა ის ყველაზე დიდი, რომ ამ ორომტრიალში შეძლო და "ბერნაბეუზე"ასეთი დიდი, მართლაც რომ დაუვიწყარი შოუ დადგა.

საწყენია, რომ დღეს ფეხბურთი ერთი დიდი ბიზნესი გახდა თავისი ყბადაღებული ტრანსლაციებით. ეს იყო დიდი მატჩი, რომელიც უნდა ენახათ იმ ბავშვებს, ხვალ დიდი ფეხბურთის თამაში რომ სურთ. უნდა ენახათ ძველ, ბევრის მომსწრე ქომაგებს და დარწმუნებულიყვნენ, რომ ტყუილად არის აზრი გავრცელებული, თითქოს, თანამედროვე ფეხბურთში სანახაობა საბოლოოდ მოკვდა. რომ ის აღარ არსებობს და რომ ყველაფერს პრაგმატიზმი წყვეტს.

მთლიანობაში ასევე დიდებულად მოთამაშე "რეალმა" სულ რამდენიმე წუთით გაურია თავის ქმედებაში პრაგმატიზმი და ეგრევე დაისაჯა.

როგორც ჩანს, მესის შესაძლებლობებს ზღვარი მართლაც რომ არ აქვს. მასზე არ მოქმედებს ის, რომ სასამართლოში მისი საქმე გადამწყვეტ ფაზაშია შესული. რომ გუნდში საქმეები მთლად კარგად არ მიდის. რომ ჟურნალისტებმა მას "შავი სიის" შედგენა დააბრალეს, სადაც. თითქოს, იმ ფეხბურთელების ვინაობა წერია, რომელთა გუნდიდან გაშვებასაც მესი ითხოვს.

მასზე არც ის მოქმედებს, რომ "იუვენტუსთან" ორრაუნდიანი მატჩის შემდეგ მესი მსოფლიოს სპორტულმა მედიამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. არაფრით აგდებს მარსელოს ძალიან მწარე ძალიან ალიყურს, რომლის გამოც, წესით, "რეალი" გაცილებით ადრე უნდა დარჩენილიყო ათი კაცით.

არიან ადამიანები, რომლებზეც არაფერი მოქმედებს. როგორც ჩანს, მესიც რკინისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამდენს ნამდვილად ვერ გაუძლებდა და ვერ შემოგვთავაზებდა იმ სანახაობას, რომელიც მესიმ დადგა.

სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. მართალია, "ბარსელონა" აღარ არის ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მესისათვის ახლა მთავარი შეჯიბრება პრიმერაა. მან თუ ასე ითამაშა, "ბარსელონას" შეჩერება დარჩენილ მატჩებში ძალიან რთული იქნება.

ჩვენ კი ვისურვოთ, რომ რაც შეიძლება, მეტი ასეთი შეხვედრა ვნახოთ, რადგან დღეს, როცა ფეხბურთში პრაგმატიზმმა მთავარი ადგილი დაიკავა, სანახაობა იშვიათი ხილი გახდა. ეს იყო მესიჯი სხვა კლუბებისათვის: თუ "რეალმა" და "ბარსელონამ" ეს შეძლეს, სხვებმაც უნდა მოახერხონ.

- ლა ლიგა. XXXIII ტური: ლეოს მეხუთასემ "ბერნაბეუ" დაადუმა [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mecodebit-s

ამის დაწერის მერე მართლა მეცოდები. ბარსას ფანობამ ასე როგორ დაგიხსო რეალობის აღქმის და საღად შეფასების უნარი? რეალს ვგულშემატკივრობ მაგრამ ბევრჯერ მისიამოვნია ბარსას თამაშით - ბარსა იყოს მაგარი და იმას ჯობდეს რეალი ის მინდა და არა მილანივით გაფარჩაკებულს. არგენტინის ფანი ვარ ბავშვობიდან, მაგრამ მესი რომ ვერ ქაჩავს ნაკრებში და რიგით ფეხბურთელზე ქვემოთ არის საჭირო დროს მაგის აღიარება არ მიჭირს. რონალდოს სუპერ ფეხბურთელობას კი მანჩესტერშიც ვხედავდი. ისე რეალი პრაქტიკულად ფინალშია და რონალდომ 8 გოლი გაიტანა ბოლო სამ ლიგის თამაშში. დაბრმავებული ვარ და მეჩვენება ესეც?

• სოსო

ესა სჯობია და ისა სჯობია!მაგას ისა სჯობია,უყუროთ მათ თამაშს და ისიამოვნოთ.ყველა დროს თავისი გმირი ჰყავს და თანამედროვეობის გმირები ესენი არიან,რა თქმა უნდა არა მხოლოდ ესენი ,მაგრამ დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთში ეს ორი ფეხბურთელი სხვებზე მაღლა დგანან.ასე რომ უყურეთ და მიიღეთ სიამოვნება მათი ოსტატობის ცქერით.

• mecodebit

ეს რეალის ფანები რამ დაგაბრმავათ და დაგაყრუათ? ეს ხომ ორჯერ ორია რომ სტატისტიკა ნახოთ 2008-დან დღემდე ბარსა რეალის ურთიერთშეხვედრების, მესი რონალდოს მიერ გატანილი გოლები და მნიშვნელობა დაითვალეთ და მერე ილაპარაკეთ რომელი ვერ თამაშობს პრინციპულ მატჩს და რომელი უფრო მაგარია. ისე რეალს რაც შეეხება, ისეთი ფარჩაკ გუნდს როგორ ქომაგობთ არ გიტყდებათ? რომელმაც რაული და კასილასი ატირებული გაყარა ბოლო დონის ადამიანებივით, ადამიანები რომლებმაც ეპოქა შექმნეს რეალში. ბოლო კლასიკოს შემდეგ კარვახალმა რომ თქვა ყველა მადრიდისტა ნახმარი ვართო, ამის შემდეგ არ გიტყდებათ მადრიდისტობა და მაგეთი ხალხის ფანობა რომელიც ასე გიხსენიებთ? საკუთარ თავზე მაღლა როგორ აყენებთ ამ ბანძებს?

• fraternity

მესი არის ფენომენი, ანუ ადამიანი რომელსაც ბუნებით აქვს მინიჭებული უსაზღვრო ნიჭი, რომელსაც თავისთავად, ზედმეტი მონდომების გარეშე გამოსდის ის რასაც სხვები, თუნდაც კარგი ფეხბურთელები ვერასდროს შეძლებენ. ბოლო პერიოდში მე ვერ ვიხსენებ ვინმეს ვისაც შეიძლება ფენომენი უწოდო. ერთადერთი იყო დიდი რონალდო. თვით ზიდანიც კი არ ყოფილა ფენომენი. ფენომენის გარდა არსებობენ კარგი ფეხბურთელები და არსებობენ სუპერვარსკვლავები, რომლებმაც ყველაფერი შეძლეს და ყველაფერი დაამტკიცეს. ასეთი რონალდუ, თუმცა მისი შედარება მესისთან მაინც არ შეიძლება იმიტომ რომ რონალდუ არ არის ფენომენი, ის არის ნიჭიერრების, შრომისა და მონდომების ნაზავი. არც ის არის სწორი თითქოს მესი ვერ იგებს გადამწყვეტ თამაშებს და როონალდუ პირიქით. მე გეტყვით ძალიან ბევრ თამაშს რომელიც პირადად მესის მოუგია. ბაიერნს რაც შეეხება, მთელი ლოგიკის ოფსაიტიდან გატანილ გოლებზე აგება არ შეიძლება. რომ არა მსაჯი რონალდუ ისე იქნებოდა მაგ თამაშში ჩაკარგული როგორც არაერთხელ ყოფილა. ევროპის ჩემპიონი კი საერთოდ მის გარესე გახდა პორტუგალია და ზოგადად მგონია რომ ევროპას ჰყავს სამარცხვინო ჩემპიონი იმიტომ რომ რაც პორტუგალიამ ითამაშა ამას ჰქვია ანტიფეხბურთი.

რონალდომ ევროპა მოაგებინაო პორტუგალიას რომ იძახით))). რონალდომ კი არა კენჭისყრამ მოაგებინა))) ესპანეთი,იტალია,გერმანია,ინგლისი და ბელგია რომ არ შეგხვდება არცერთი და ისე გახვალ ფინალში... მესმის რომ გულშემატკივრობთ და დიდი ფეხბურთელია მაგრამ მსოფლოზე ჯგეფუდან რომ ვერ გავიდა და აშშ-ს ვერ მოუგო ისიც დაწერეთ მაშინ. ადარედ მესი და რონალდო ერთმანეთს, მაგრამ მარადონას ნუ შეადარებთ ნურცერთს.

• GEO

მე იუვეს გულშემტკივარი ვარ და ნეიტრალური თვალით ვუყურებ ამ ორი დიდი ფეხბურთელის დუელს.მაპატიონ რონალდოს გულშემატკივრებმა, მაგრამ მარჯვენა ფეხის და სიმაღლის გარდა ვერცერთ კომპონენტში ვერ დავაყენებ მესიზე წინ რონალდოს.რაც შეეხება თვითონ გუნდებს... 2009 წლის მერე როცა რონალდო რელაში გადავიდა სულ 5 ჯერ მოუგო ბარსელონას და 14 ჯერ წააგო.

• sasacilo-s

და თვითონ რომელი შექმნა 5-დან? კართან ატუზული რომ დგას სულ და ელოდება როდის დაუღეჭავენ და ჩაუწვდიან ცარიელ კართან? თუ 2 აშკარა თამაშგარე?

• aeeeeeeeeeeeee

ეს ქართველები როგორ ხართ ყველაფერში პროფესორები და სულ განსხვავებული აზრი როგორ უნდა გქონდეთ? მსოფლიომ აღიარა რომ მესი გენიაა და რონალდო უბრალოდ უმაგრესი ფეხბურთელი, რა გჭირთ რაზე დავობთ? სხვათაშორის პროფესორებო ევროპის ოქროს მსოფლიოს ვერცხლი ჯობია................

• მხოლოდ ფაქტები

რონალდოს პორტუგალიის შედარებით სუსტი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებში 71 ბურთი აქვს გატანილი და აქედან მხოლოდ 15 ამხანაგურ თამაშებში.მესი არგენტინის ვარსკვლავურ ნაკრებში 54 ბურთი გაიტანა აქედან 27 ამხანაგურ თამაშებში.თან პორტუგალია ევროპის ჩემპიონი გახდა და რონალდომ 5 უმნიშვნელოვანესი ბურთი გაიტანა.ვინ გამოდის უცხოპლანეტელი.

• სასაცილოა

მესი უცხოპლანეტელი ყოფილა და რონალდო რომელმაც ბაიერნს 5 ბურთი გაუტანა რომელი ცნობილი პლანეტიდანაა? მოიფხანეთ გულები ბარსას ფანებო ღმერთებზე და პლანეტებზე ლაპარაკით,ჩვენ კი მოკვდავები ლა ლიგას და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ.

• ჩემი აზრი

რონალდოსა და მესის შორის განსხვავება ის არის რომ რონალდოს შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს თამაშის ბედი და ისეთი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს როგორიცაა პორტუგალიის ნაკრები ევროპა მოაგებინოს.მესის კი რომელსაც უნიკალური ტეხნიკა აქვს, გუნდში აუცილებლად სჭირდება მაგარი ვარსკვლავები.თან მნიშვნელოვან თამაშებს საერთოდ ვერ თამაშობს.მაგალითი მსიფლიო ჩემპიონატია სადაც სადაც ბოლო 3 პლეიოფი ჩააგდო,აღარაფერს ვამბობ პსჟ და იუვესთან ჩატარებულ თამაშებს.მოკლედ რონალდო ბუნებით ლიდერია ,მესი კი არა.

მესი, მესი, მესი . . . უდავოდ ძლიერია, უნიჭიერესი და რაღაც საოცარი, მაგრამ . . . ძალიან ვიწროა მისი შესაძლებლობები - ლიდერობა ნული, სასტარტო სივრცის გარეშე უკეთესად რომ ითამაშოს კარგი იქნება. გადამწყვეტი თამაშების ჩაგდება სამწუხაროდ, და რაც ყველაზე მთავარია - გუნდი როცა ცუდად თამაშობს მესის ვერ შეაქვს გარდატეხა, რაც შეეძლო მარადონას, რაც შეუძლია რონალდოს. აი ეს არ აქვს მას და ამიტომ ვერ გახდება დიადი - ფეხბურთი გუნდური თამაშია და ფეხბურთელის სიდიადე მარტო სასტარტო სისწრაფით და ფინტით არ ისაზღვრება. პ.ს.სტატიის ავტორის ადგილზე კი პსჟ-ს მაგალითს და რეალის 10 კაცით დარჩენას არ ვახსენებდი საერთოდ - პირველი მსაჟების დამსახურებაა და მეორეშიც ძალიან მოინდომა მსაჯმა. ისე ზედიზედ 4 თამაში ჩააგდო მესიმ ლიგაზე (2-2 პსჟ იუვე და კიდევ შიდა ჩმპიონატში) დიადი ფეხბურთელისთვის მგონი ძალიან ბევრია.

• ნიკა-ს

ტელევიზორში შენ უფრო გექნება ნანახი :დ

• gela2s

რა დონის ......................................... ხარ

• qutaiseli

მარადონასთან ახლოსაც ვერ მივა ჩემი აზრით.ისე ყველას თავისი აზრიაქ და შეხედულება ფეხბურთელებზე მე პირადათ გარინჩას და კრუიფს ვაყენებ ყველაზე წინ. ასე რო კაცია და ხასიათი.მესი თუ ვიღაცას მოწონს და აფანატებს მასზე ეს იმას არ ნიშნავს რო ყველა ეგრე უნდა ფიქრობდეს.დიდი ფეხბურთი რო ითამაშა ეს უდაოა მაგრამ არა ყველა დროის საუკეთესო.

• gela 2-s

ფეხბურთელზეა საუბარი გელა და ეს სპორტული საიტია სადაც მართო სპორტით უნდა შეაფასო სპორცმენი და თუ მის პიროვნულ თვისებებზე გინდა საუბარი მაშინ პროფილში მიდი და იქიდან გაგვაცანი ცრემლიანი და დაჭერილი როჟით მესი :D ან რომ ჭორაობ შენ რაიცი ვინ რა კაცია და რა ადამიანია თუ ახლოს არ იცნობ? შეაფასე როგორც ფეხბურთელი და აღიარე რომ მესი მართლა ყველა დროის საუკეთესოებშია დანარჩენი ჭორაობაა შენი მხრიდან და სხვა არაფერი

• გია

მესი არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი!

• gelas da nikas

როგორ გეტყობატ რეალის დაბოგმილი ფანები რო ხარტ !

• Acm

GELA 2 შენ უეჭველი რეალის და რონალდუს ფანი ხარ :) მე არც რეალის და არც ბარსასი მაგრამ მესის გენია რომ არ აგიარო ტეხავს, ჯობია გოლფს უბალეშიკო, ტაიგერ ვუდსს :)

• 2015

ვისაც 1960-იანი, 70-იანი, 80-იანი წლების ფეხბურთი და ფეხბურთელები უნახავს, დამეთანხმება, მესი ათეულშიც ვერ შევიდოდა.

• GELA 2 -s

რამ შეგაზიზღა შე კაცო, გეტყობა შენც უცხოპლანეტიდან ხარ და იქ დაგიშავა რაღაც.DDD ყანა გქონდათ ალბათ ზიარი დიდი დათვის თანავარსკვლავედში.DDDD

• GELA 2

მაგაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ბევრი, უფრო საჭიროც იყვნენ გუნდისთვის, მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დიადი. თქვენი გამკვირვებია მესის ფანებო! ოღონდ ფეხბურთელი იყოს და სულერთია რა კაცი იქნება და შენ ერზე რას იტყვის? ერთი მატყუარა და სეპარატისტული შეხედულებების კაცუნაა და მეზიზღება უბრალოდ. ალეკო ბატონო,! ჟურნალისტი ბრძანდებით და მარტო სპორტული კუთხით უნდა განიხილოთ ხოლმე ფეხბურთელი? მე მგონია რადგან მის სასამართლო პროცესსაც შეეხეთ, მაშინ დანარჩენშიც გმართებთ ობიექტურობააააა!!!!

• murtalo

60-იანი წლებიდან,როცა პანტიანში დავდიოდით თამაშების სანახავად, რეალის გულშემატკივარი ვარ(რათქმაუნდა "დინამოს" შემდეგ), მაგრამ იმის აღიარება, რომ ლეო მართლაც განსაკუთრებულია არასოდეს გამიჭირდება. ბოლო კლასიკოსთან მიმართებაში კი "რეალი" ზედმეტი თავდაჯერების გამო დაისაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ფრეც აწყობდა, მაინც მთელი გუნდით იყო შეტევაში გადასული შეხვედრის ბოლო წუთებზე და დაავიწყდათ, რომ ამ გენიოსთან ჰქონდათ საქმე.

• Z1

მესი ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი და საუკეთესოა!

• ნიკა

რა ცამდე აგყავთ ეს მესი? კი დღეს ეგ საუკეთესოა მაგრამ რონალდინიო რასაც აკეთებდა ბურთით მაგას მესი ტელევიცორში თუ ნახავს იმასაც რონალდინიოს შესრულებით

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება

იამალზე მხოლოდ 5 წლით უფროსია - ლამინის მამამ მეორე ცოლი მოიყვანა

ფლიკი "ბარსელონადან" მიდის? - გერმანელმა სამწვრთნელო შტაბს თავის გადაწყვეტილება აცნობა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება

"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

"არ მინდა თავმდაბალი ვიყო, მე მესიზე უკეთესი ვარ" - კრიშტიანო რონალდო

"ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" ერლინ ჰოლანის სანაცვლოდ შესაძლოა, ფეხბურთელი და თანხა შესთავაზოს

მესი მხარდაჭერას ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადებს - ლეოს ლაპორტას მიმართ წყენა არ დავიწყებია

მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]

დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო

ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"

მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა

[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა

"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი

მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

მესის მაიამის გასაღები გადასცეს

ფლიკი "ბარსელონადან" მიდის? - გერმანელმა სამწვრთნელო შტაბს თავის გადაწყვეტილება აცნობა

იამალზე მხოლოდ 5 წლით უფროსია - ლამინის მამამ მეორე ცოლი მოიყვანა

საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]