"მანჩესტერ სიტის" ოფიციალურმა საიტმა გიორგი ქინქლაძეს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა
"მანჩესტერ სიტის" ოფიციალურმა საიტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ინგლისური კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, გიორგი ქინქლაძეს, ვინც საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო რამდენიმე დღის წინათ გამართულ მანჩესტერულ დერბის.

რა თქმა უნდა, წერილი საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვისაც...

"ქართველ ბრილიანტს შეეძლო, "ბარსელონას" წინადადება მიეღო, მაგრამ ის "სიტის" ერთგული დარჩა იმის მიუხედავად, რომ 1996 წელს გუნდი ინგლისური პრემიერლიგიდან დაქვეითდა. მან გადაწყვიტა, "მეინ როუდზე" დარჩენილიყო და გუნდს პრემიერლიგაში აღზევებაში დახმარებოდა...

ის გოლი, რომელიც ქინქლაძემ 1996 წლის მარტში გაუტანა "საუთჰემპტონს", აღიარებულია, როგორც "სიტის" ფეხბურთელის მიერ გატანილი საუკეთესო გოლი. "მიდლსბროს" ქომაგებმა კი ქინქლაძის მიერ მათი გუნდის კარში გატანილი გოლი აღიარეს საუკეთესოდ იმათ შორის, რაც კი ოდესმე "რივერსაიდზე" ვინმეს გაუტანია.

ქინქლაძე, ვინც მესისა და მარადონას დრიბლინგით იყო დაჯილდოებული და ვისი პასის კულტურითაც ალი ბენარბიაც იამაყებდა, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ გუნდისა, რომელმაც საშინლად დაიწყო 1995/96 წლების სეზონი და სასტარტო 11 მატჩიდან 9 წააგო...

"სიტის" ბოსმა ფრენსის ლიმ შეძლო და ქართველი პლეიმეიკერი გუნდში დარჩენაზე დაიყოლია.

"შემეძლო გუნდის დატოვება. ჩემ მიმართ ინტერესი იყო "ბარსელონადან", სხვა გუნდებიდანაც, მაგრამ ვერ წავედი. ეს არ ყოფილა რთული გადაწყვეტილება, რადგან მიზნად მქონდა, "სიტის" პრემიერლიგაში დაბრუნებაში დავხმარებოდი", - ამბობს ქინქლაძე.

ეს განსაკუთრებით დასაფასებელია იმ ფეხბურთელისგან, რომელსაც თავისუფლად შეეძლო წასვლა და რომელშიც იმ დროს ყველა დაუნანებლად გადაიხდიდა 10 მილიონ გირვანქას, რაც დღეს 50 მილიონს მაინც ნიშნავს.

ქინქლაძე კარგი იყო მეორე სეზონშიც, გაიტანა რამდენიმე დასამახსოვრებელი გოლი, მაგრამ ამან გუნდის შედეგზე დიდად ვერ იმოქმედა, კლუბის ხელმძღვანელობამ ალან ბოლი მოხსნა და სტივ კოპელი დანიშნა.

1996/97 წლების სეზონის მიწურულს ქინქლაძე ტრავმირებული იყო და რამდენიმე თამაში გაუცდა. იმ დღეებს "სიტის" ქომაგებმა "ქინქლაძის დღეები" უწოდეს. მათ ეშინოდათ, რომ ქართველი "მეინ როუდს" დატოვებდა. ისინი სტადიონზე საქართველოს დროშებით მიდიოდნენ და კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდნენ...

...და მაინც, ერთ დღესაც ყველაფერი დასრულდა.

"აიაქსთან" შეთანხმებას მივაღწიე. ჩემი ბოლო თამაში რომ იყო "სიტიში", ცრემლები წამომივიდა. მე წასვლა არ მინდოდა. ის დრო რომ დაბრუნდეს და "ბარსელონამ" მიმიწვიოს, მაინც არ წავიდოდი. მე არ ვიყავი ბედნიერი "აიაქსში". მწვრთნელი სხვა პოზიციაზე მაყენებდა... არადა, "სიტის" ქომაგები მაინც მოდიოდნენ ჩემი თამაშის სანახავად.

მერე დავბრუნდი ინგლისში, კერძოდ - "დერბი ქაუნთიში", მაგრამ ეს აღარ იყო ძველი შეგრძნება. "მეინ როუდზე" დიდებულად დამხვდნენ. ეს გუნდი ჩემს გულშია და ასევე დარჩება.

ბედნიერი ვარ ყოველთვის, როცა აქ ყოფნა მიწევს. დიდებული იყო დერბიზე დასწრება, აქ დაბრუნება"... - თქვა ქინქლაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zyra
კინკი მარტლა მაგარი იკო
leo
kartuli fexburti gardazvlilia ukve didi xania, kinklazisnair ar shemdgar fexburtelebs tu gaixsenebt da guls daimshvidebt, vai tkven patrons))))
alexandre
ნეტა ჩემ კომენტარში რა იყო დასაბლოკი?
niko
ბარსელონაო!!!!!!!! აუუუუუუუუ, რა გაუმაზავს!!!! ბარსელონა არა გოგრა!!!! ისე მართლაც იყო კარგი დრიბლიორი და დიდი ტალანტი. ნაღდად ბევრს მიაღწევდა, მაგრამ.......აი, საცირკო დადგმებში რომ მიეღო მონაწილეობა, ოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!
MISHA
ყველაზე წარმატებული ქართველი ყველა დროის კახი კალაძე არის ეს თამასობდა კლუბსი რომელიც მსოფლიო იცნობდა როგორც გრანდს და თან ორჯერ აქვს ლიგა კალაძეს მოგებული და რაც შეეხება ქინქლაძეს არც სიტი იყო იმ დროს გრანდი საშვალო კლუბი იყო შეიძლება უფრო დაბალიც, ქინლაძესნაირ ფეხბურთელები ევროპაში დაბალი დონის ფეხბურთელებს ეძახიან მაგრამ ქართველები როგორც დაჩაგრულები დაბალი დონის ქართველი ფეხბურთელი მაღალი დონე გვგონია ხოლმე სამწუხაროდ
კახა
ქინქლაძე არი არშავინის დონე. მესი არა პელე კიდე
კახა
ყველაზე ბანძი ტიპი არის ქინქლაძე. საზიზღარი. სწორედ იმიტომ, რომ ყველაზე ნიჭიერი იყო და ვერაფერს ვერ მიაღწია ნაკრებშიც არაფერი არ გაუკეთებია. ჯამარაული ჯობდა ყოველთვის ბარსელონა არა შუშუ. გაყვა სიტის მეორე ლიგაში, აქაოდა ვერ მივატოვებ მანჩესტერელ გულშემატკივარსო. მაშინ დინამოში დარჩენილიყო მაგ პრინციპით. გამომიყვანეს რა მარადონა. ერთი სეზონი ითამაშა რა და მერე დერბი ქაუნთებში და რუბინებში ვერ ხვდებოდა შემადგენლობაში.
dudu
ყველაზე წარმატებული არის კალაძე, ნუ ტიტულებს მაინც შეხედეთ სანამ კამათს დაიცყებთ
ბაბუ
საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი კახი კალაძეა. შესაბამისად ის არის პირველი ვარსკვლავი თანამედროვე ქართული ფეხბურთისა. შემდეგ მოდიან არველაძეები, ქინქლაძეები , ი ტაკ დალშე. არ უნდა ამას ბევრი სჯა ბაასი. ქინქლაძე არის დაკარგული ქართველი უნტერკინგი ფეხბურთელი ანუ დაკარგული ტალანტი.
romandro
ramdeni weli gavida rac siti datova kinkladzem da kaci yvela drois sauketeso atianat itvleba sitis istoriashi dgemde yoveli wlis gamokitxvashi.da zogiertebis komentarebi zan sasaciloa satirali romariyos.ddd
ზურა
მაშინდელი სიტი საშუალოზე დაბალი დონის გუნდი იყო. ვინ აკადრებდა მარადონას, რონალდოს და მესის ამ გუნდში თამაშს? ამათ რომ ადარებთ მაშინ მანჩესტერი ან ლივერპული მიიწვევდა და ბარსელონაშიც სიხარულით გადავიდოდა. საერთოდ ფეხბურთელის სიძლიერე მოპოვებული ტიტულებით განისაზღვრება.
lasha
am tips magari nichi hkonda, magram ver ikza profesionalad, kartuli mentaliteti))) ase rom mesistan da sxva am donis fexburtelebtan kinklazis shedareba sirzxvilia, tu tavs imshvidebt amit, xo sheizleba)))
ზურიკო
რაღაცას დავწერ და რუსი და და ათასი სისაძაგლე არ მეძახოთ...აბარებენ ტიპს მესის მარადონას გენია ფენომენი და ასე შემდეგ კარგით რა ხახლო მიწაზე დავეშვათ აჯობებს რა.იყო რა არაფერი განსაკუთრებული...
gio
ქართველი ფეხბურთელი რომელსაც BBC უძღვნიდა სპეციალურ გადაცემებს https://www.youtube.com/watch?v=-0l5ezU0WSE&t=77s
gio
ქინქლაძის ინტერვიუ თარგმნეთ შეცდომებით, "მცირე ცვლილებებით" კი არა ფრაგმენტულად, თითქოს ქინქლაძის მსგავსი ფეხბურთელები ბლომად გვყავს ან გვყავდა. ინგლისში 20 წლის შემდეგაც როგორ აფასებენ! თქვენ კი მისი ინტერვიუს სრული თარგმნაც დაგეზარათ. აქ კომენტარებით სჩანს, რომ არ გინახავთ მისი თამაშები (ჩანაწერები მაინც) და ზერელედ საუბრობთ ამ უნიკალური ნიჭის მოთამაშეზე
123
მორჩით ქინქლაძეზე საუბრას, მასზე დიდი ჩანს არაბიძე და ხელი შეუწყეთ და რამე ქენით დიდი ფეხბურთელი დადგეს.
ბუბა
ისე მართლაც საინტერესო შემთხვევაა ქინქლაძის საქმე. გუნდი, რომელმაც 11 სასტარტო თამაშიდან 9 წააგო, როგორ შეიძლება იქ რომელიმე ფეხბურთელი ბრწყინავდეს. განსაკუთრებით იმ წაგებულ 9 თამაშში. ამა თუ იმ ფეხბურთელის ბრწყინვალება ჩანს მაშინ, როც მისი გუნდი იგებს მაინც. სხვა შეწმთხვევაში გინდ ყველა თამაშში პელე იყავი, მაინც......
gba
ეგ ტრაბახი ქართველებს რომ არ გვქონდეს დღეს ყველაფერი კარგად გვექნებოდა. არაფრის მაქნისები რო არ ვართ და ბაქი ვბუქიობთ ამიტომაც დაგვერხამ ... ხარჯზე
ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა