ფეხბურთში ვინც მუშაობს, ყველა ჭამს, მაგრამ იმარჯვებენ მხოლოდ ისინი, რომელთათვისაც ბურთის გორება სამუშაო კი არა, ჟინი და სიამოვნებაა
ბევრი კითხვა გაჩნდა მას შემდეგ, რაც "დინამოს" აკადემიაში "დარასელიას ტურნირი" დამთავრდა. ფერებს ნურავინ გავამუქებთ, მაგრამ რაკი ფეხბურთში ყველაფრის განმსაზღვრელი შედეგი და ტაბლოა...

აგერ, ბატონო - არ არის მთლად სახარბიელოდ საქმე.

ბუნებრივია, ერთი ცალკეული ტურნირი ყველაფრის განმსაზღვრელად ვერ გამოდგება, მაგრამ ერთ, უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ჩვენმა ფეხბურთმა დაკარგა საფუძველი! დაიკარგა ეზოს ფეხბურთის ფილოსოფია!

ნურავინ იჩქარებს და ნუ იფიქრებს, რომ ეზოს ფეხბურთი - ეს მხოლოდ კენჭებიანი მოედანი, ბონდო დოლაბერიძე და ხვედელიძეა, რომ თუკი ბავშვმა "ავანტიურისტი ქალის, მადამ დე პომპადურის" ამბავი სათანადოდ ვერ ჩააჭიკჭიკა, მისგან აუცილებლად კარგი მეკარე დადგება.

არა, არც ეგრე სახუმაროდაა საქმე: ჩვენდა სამწუხაროდ, ფეხბურთი ბავშვებისთვის ვაქციეთ ერთგვარ სამსახურად - სადაც ისინი კვირაში ორჯერ ან სამჯერ დადიან და...

უყალიბდებათ ფილოსოფია და ფსიქოლოგია, რომლის საფუძველზეც ფეხბურთი მათთვის ემოცია, ხიბლი და სიამოვნების წყარო კი არა, მოსაბეზრებელი სამუშაოა, ფულის შოვნის საშუალება - გართობით კი შარდენზე, კაზინოში, სოციალურ ქსელებში ერთობიან.

ასეთი მენტალიტეტის ახალგაზრდა კაცი ვერასოდეს გაიგებს, თუ რატომ თქვეს უარი ათჯერ მეტ გასამრჯელოზე (მილიონებში რომ აისახება) NBA-ის მაგარმა ბიჭებმა - ზაზა ფაჩულიამ და დევიდ უესტმა - რათა მხოლოდ იმ გუნდში ეთამაშათ, სადაც სიამოვნებასაც მიიღებდნენ და გამარჯვებასთანაც ახლო იქნებოდნენ.

კიდევ უკეთესი, ქართველი მორაგბეების მიერ ირლანდიასთან ძალიან მაგრად ჩატარებული მატჩის შემდეგ, მავან ინგლისელს უთქვამს - თქვენებმა დაიჭირეს ის ემოცია, რომლის გარეშეც არსად არაფერი გამოდის და ყველაფერი ულამაზოაო...

არ შეიძლება, აქ გოგიტა გოგუას მაგალითი არ გაიხსენო კაცმა - როცა ერთი სეზონის მერე "თბილისიდან" იმხანად მომძლავრებულ შოტლანდიურ "ჰართსში" გადადიოდა და... დიდ რუსეთში გადავიდა - მისი არგუმენტი ბანალური იყო: ნათესავის ვალი ჰქონდა (როგორც "თბილისის" საშტაბოში ითქვა - 100 დოლარი) და "გაისამდე ვერ მოიცდიდა".

გახსოვთ სერ ალექსი და "იუნაიტედის" გასახდელში ნათქვამი ყველაზე მართალი საფეხბურთო სიტყვები? - "გადით მინდორზე და ისიამოვნეთ!"

მოკლედ, უამრავი მაგალითია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ფეხბურთში ვინც მუშაობს, ყველა ჭამს, მაგრამ იმარჯვებენ მხოლოდ ისინი, რომელთათვისაც ბურთის გორება სამუშაო კი არა, ჟინი და სიამოვნებაა.

და ახლა მთავარზეც:

ეზოს ფეხბურთის ფილოსოფია მარტივია და რაღაცით დარვინის კანონს მოგვაგონებს - აქ მიმდინარეობს ერთგვარი გადარჩევის პროცესი და მხოლოდ ძლიერები "გადარჩებიან".

საკმაოდ სახელგანთქმული ფეხბურთელებისგან გამიგია - გადმოგვიგდებდნენ ბურთს, გვათამაშებდნენ "ორ გოლს" და მიდიიი...

ასეთი პირობები რომ გვქონოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდაო...

არა, ბატონებო, არა!..

ზოგჯერ რაც მარტივია, გენიალურიც ის არის და სწორედ იმ "ორ გოლში" ჩნდება, ვინ ლიდერია და ვინ - შემცვლელი.

პატარა ბიჭებს უტყუარი ალღო აქვთ - ლიდერს შეუმცდარად გამოარჩევენ ხოლმე. დავატრიალოთ გონებაში წარსულის ფირი. ჩვენს ბავშვობაშიც ასე არ იყო?

ის, ვისაც ავტორიტეტად აღიარებდნენ, თითქმის ყველაფერი ეპატიებოდა, ვერც შეუყვირებდა ვინმე და პასსაც უმეტესად მას აძლევდნენ, შედარებით სუსტები და ნაკლებად ძლიერი ხასიათის მქონენი კი მინდვრის გარეთ ელოდებოდნენ თავის რიგს - ეგება, ვინმეს ფეხი გადაბრუნებოდა ან შინ მიეხმოთ...

"ეზოს ფეხბურთი" საუკეთესო საშუალება იყო პირადი პრობლემების მოსაგვარებლადაც - მოხერხებულად დადებული ფეხი, სწორად ჩადგმული კორპუსი, ან "შემთხვევით" მირტყმული ფეხი, არა მარტო ფარულად შენიღბული შურისძიება იყო, არამედ - საფეხბურთო აზროვნების ერთგვარი გამოვლინებაც.

და კიდევ: ეზოში ბურთის გორებისას, ყველა იყენებდა იმ უპირატესობას, რომლითაც ბუნებამ დააჯილდოვა - სისწრაფეს, ჯანს, კოორდინაციას, რეაქციას, ნახტომს, გრძელ კიდურებს...

ტყუილად არ დადიოდა სკოლა-სკოლა უფროსი მიხეილ მესხი, როცა "ავაზას" ქმნიდა და როგორც კი ნახავდა, მავანი ბიჭი ბურთს ხეირიანად, აზრიანად გამოიტანდა საჯარიმოდან (ოღონდ, არ მოიცილებდა), თავისთან იბარებდა.

ის დიდი ფეხბურთელი იყო, მანამდე კარგადაც ჭიდაობდა, სპორტის, შეჯიბრის არსი ესმოდა და კარგად იცოდა, რომ ბურთის მოცილება კი არა, სწორედ საჯარიმოდან ხეირიანად, აზრიანად გამოტანა იყო მაჩვენებელი იმ ალღოსი თუ ბუნებრივი მონაცემისა, რომლის გარეშეც ფეხბურთელებად ვერ ყალიბდებიან.

ახლა კი უცხოურ მიდგომას რაც შეეხება. ბავშვები ფეხბურთში სადღაც 8 წლისა შეჰყავთ და 12-13 წლამდე აცლიან - არ ამუშავებენ, ათამაშებენ ზემოხსენებულ "ორ გოლს" და აკვირდებიან, ეძებენ მათში სწორედ იმ ლიდერებს, რომლებიც მერე მარტო ბუნებრივი კი არა, შრომის ნიჭის საფუძველზე ვარსკვლავებად იქცევიან და კარიერის ბოლომდე ვერ "ძღებიან" ფეხბურთით.

ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გულისტკივილი გიორგი ქინქლაძეა - მან "სადღაც, რაღაც დააკლო" საქმეს...

მე კი მისი მხცოვანი მეზობლის მონაყოლი ვიცი - როგორ ვარჯიშობდა გიო ლამის მთელი დღეები ეზოში, კედელთან...

ფეხბურთში მზა რეცეპტი ამა თუ იმ ვარსკვლავის ჩამოსაყალიბებლად არ არსებობს. მაგრამ ფილოსოფია, აქ ეზოსი რომ დავარქვით, არ იცვლება.

ვაცადოთ, ჯერ ითამაშონ ბიჭებმა, ფეხბურთს, გამარჯვებას, ჟინს გემო გაუგონ, მოიწამლონ ფეხბურთით, გამოარჩიონ ერთმანეთში ლიდერები და აუტსაიდერები და მერე ვასწავლოთ ის ყველაფერი: ტაქტიკა, სტრატეგია, სქემა და ათასი სხვა რამ. ნუ ვუქცევთ ფეხბურთს სამუშაოდ - სულ სამი-ოთხი წელი ვაცადოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dragonfly
ტრენერებს ნუ დააბრალებთ ხალხო,თუმცა ზოგიერთიტრენერების არასწორ მიდგომებში გეთანხმებით. მხოლოდ ის ერთ საათიანი ვარჯიში არაა საკმარისი ბავშვებითვის,მათ კი მეტი დრო არა აქვთ რომ ფეხბურთს დაუთმონ,საათობით ვთამაშობდით ფეხბურთს ქუჩაში და ათასს სხვადასხვა თამაშებს რაც ფაქტიურად აგარ არსებობს,იმ ერთ ვარჯიშზე მწვრთნელი ვერ ასწრებს ყველაფერს,თვიტონ ბავსვებმა უნდა მეტი იმუშაონ ინდივიდუალურად
გუჯა კახაძე
"დინამოს" აკადემიაში "დარასელიას ტურნირი" იწყებოდა და ასეთი ფრაზა მოვისმინე: "ჩვენები თუ არ დაიღალნენ მოვიგებთ"! სამწუხაროდ დაიღალნენ და 8 გუნდში მე-7-ე ადგილს დასჯერდნენ. ავტორს ვეთანხმები! სიამოვნებას ვერ იღებდნენ. მხოლოდ შედეგისათვის თამაშობდნენ.
tamazino
საქართველოში ისეთი ხალხი არის დღეს დასაქმებული(უმეტესწილად), რომლებმაც ჩააჩოჩეს ქართული ფსიქოლოგიით ბავშვის ფეხბურთის მასწავლებლები, ლაღი ფეხბურთი აღარ უნდათ, ეზოს ფეხბურთიც ინკუბატორის ფეხბურთელთა თამაშს ემსგავსება უფროსების მიბაძვით(დღევანდელ ახალგაზრდა ვეტერნებს ვგულისხმობ). გუცაევობა, ყიფიანობა, ხურცილავობა, მეტრეველობა, მესხობა(გენიოსები) (ყველას ვერ ჩამოვთვლი)არავის უნდა, იმიტომ რომ არ იციან და არც აღარავინ აჩერებს დამსახურებულ ხანსიშესულ მწვრთნელებს, ვინც იცის და საიდან აიღონ მაგალითი?
გიორგი
სტრატეგიას და ტაქტიკასაც თვითონ კარგათ გაიაზრებენ პატარები თუ აცლიან.ვეთანხმები ავტორს.და კიდო თუ 80% მწრთვნელებს მოაშორებენ ბავშვებს დაროგორც Гаи -ს რეფორმას გაიმეორებენ შედეგი მალე გვექნება.
ზაზა
სწორედ ამ ტურნირის მიმდინარეიბისას ავღნიშნე,გავიხსენე იტალიის ტვ-ით იტალია-ხორვატიის მატჩის შემდეგ მიმოხილვაში იტალიელები შუკერთან დაინტერესდნენ ,რა არის მიზეზი,რომ პატარა ხორვატიაში მეტი ტალანტია,ვიდრე მოსახლეობით 15-ჯერ დიდ იტალიაში-შუკერმა უპასუხა,რომ ხორვატიაში ჯერ კიდევ თამაშობენ ეზოში ფეხბურთს ....კიდევ ერთს ავღნიშნავდი-იტალიის ,,ინტერის,,16 წლის ბიჭები- ,ყველა ლამის დონატელოს,,დავითის,,სკულპტურაა და თან პლასტიკაც საკმაოდ კარგი....ჩვენთან პრობლემა ყველას აქვს.ფიტნესი!....სისწრაფით ტრადიციულად გამოირჩეოდნენ კიევის დინამოელები...
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
ვიტალი დარასელიას თასი: ბოლო ადგილს მაინც ავცდეთ...
NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლით მოიგო
NBA. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓘᓜᓓᓘᓐᓜᓐᓛ" ᓘᓡᓔᓕ ᓒᓐᕘᓦᓕᕘᕫᓐ
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
[კოტე გოგიშვილის აზრები] ტაშიდან ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამდე!..
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამო" მილანის "ინტერთან" დამარცხდა
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
[კოტე გოგიშვილის აზრები] რომ არასდროს იარო მარტო...
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
სავსე ტრიბუნების დროა!
ისინი თავისუფლები არიან...
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ
მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
NBA: დევიდ უესტს "ინდიანა" აღარ უნდა
სხვაობა ჩვენსა და ევროპულ გუნდებს შორის - რა დაგვანახა "დარასელიას ტურნირმა"
[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ᓙᓐᓚᓐᓗᓑᓣᓠᓗᓘ. NBA. ᓞᓚᓔᓘ ᓝᓤᓘ: ᓯᓝᓠᓯᓘᕡ 37, ᓚᓔᓑᓠᓝᓜᓘᓡ ᓐᓜᓢᓘᓠᓔᕙᓝᓠᓓᓘ
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
NBA. ᓠ
გიორგი ნემსაძე: ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ ხშირად არ მინახავს