ვინ ქმნის ამინდს დღევანდელ "აიაქსში"
გასულ ზაფხულს "აიაქსმა" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გაყიდა. ამის მიუხედავად, პეტერ ბოშის გაწვრთნილი გუნდი ძალიან ახლოსაა ევროპალიგის ფინალში გასვლასთან.

ამსტერდამელებმა პირველ ნახევარფინალში საკუთარ არენაზე 4:1 მოუგეს "ლიონს". ბევრს გაახსენდა ძველი, ულამაზესი და უძლიერესი "აიაქსი", რომელიც ოთხმოცდაათიანებში ევროპას აზანზარებდა. მაშინდელი გუნდისგან განსხვავებით, ამჟამინდელი შესახებ შედარებით ცოტა ვიცით. გავიცნოთ ახალი და ძალიან სიმპატიური "აიაქსი", მისი ლიდერები.

ანდრე ონანა

ზაფხულში ამსტერდამულმა კლუბმა "ბარსელონაში" გაყიდა მთავარი მეკარე იესპერ სილესენი. მის შემცვლელად მოვიდა 21 წლის კამერუნელი გოლკიპერი ანდრე ონანანა. მან ძირითადისათვის ბრძოლა მოუგო გამოცდილ ტიმ კრულს. ეს კიდევ ცოტაა, მან საკლუბო რეკორდი გაიმეორა ზედიზედ ჩატარებული "მშრალი" მატჩების მიხედვით. "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილში ამსტერდამელებმა მხოლოდ 150 ათასი ევრო გადაიხადეს.

დეილი სინკგრავენი

დეილი სინკგრავენი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ჰოლანდიელები ტოტალურ ფეხბურთს. ორი წლის წინათ, ის "აიაქსში" 7 მილიონ ევროდ გადავიდა "ჰერენვენიდან", როგორც... პერსპექტიული შემტევი ნახევარმცველი. მას თავიდან საქმეები კარგად არ წაუვიდა, მერე კი მარცხენა მცველი გახდა და დღეს ამ ამპლუაში საუკეთესოა ჰოლანდიის ჩემპიონატში.

მატეის დე ლიხტი

17 წლის ცენტრალური მცველი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება. ჯერ მხოლოდ ნახევარი წელია, რაც დიდებში თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო არა მხოლოდ "აიაქსის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბება, არამედ ჰოლანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა.

დავინსონ სანჩესი

წინა ზაფხულს 20 წლის კოლუმბიელის გადაბირებას "ბარსელონა" ცდილობდა, მაგრამ მან "აიაქსი" აირჩია. არც შემცდარა. მან ეგრევე მიიღო სათამაშო დრო და გუნდის წამყვანი ფეხბურთელიც გახდა. ათლეტური მცველი კარგია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

ჰაკიმ ზიეხი

ბევრის აზრით, თანამედროვე "აიაქსში" საუკეთესო სწორედ ისაა. 24 წლის მაროკოელმა "ლიონთან" ფეერული შეხვედრა ჩაატარადა სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ორი წლის წინ მას ჰოლანდიის ნაკრებში ვესლი სნეიდერის შემცვლელად მიიჩნევდნენ, მაგრამ "ორანიეს" სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელი შეკრებაზე არ გამოიძახა. საბოლოოდ, ზიეხმა სანაკრებო ასპარეზად მაროკო აირჩია.

დავიდ ნერეში

20 წლის ბრაზილიელი შემტევი "აიაქსში" წინა ზაფხულს გადავიდა. თანდათან, მან კარგად თამაში დაიწყო და დაჩრდილა ანვარ ელ-ღაზი, ვინც "ლილში" ამჯობინა კარიერის გაგრძელება. თუ ბრაზილიელი ძირითადში იწყებს, მას აუცილებლად გააქვს. ბოლოს "აიაქსში" ასე მაგრად ლუის სუარესი იწყებდა.

ჯასტინ კლაივერტი

პატრიკ კლაივერტის შვილი. მას ისე ჰგავს, რომ მისი კლონი გეგონება. 17 წლისაა და უკვე უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. "აიაქსში" 14 მატჩი ჩაატარა. გუნდმა თერთმეტი მოიგო და სამი ფრედ დაასრულა. ტექნიკურია, შესანიშნავად დარბის და პარტნიორის გრძნობაც არ დაეწუნება.

კასპერ დოლბერგი

19 წლის დანიელი ფორვარდი ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება. "აიაქსში" დებიუტი 2016 წლის აგვისტოში ჰქონდა. ამის შემდეგ მან პეტერ ბოშის გუნდში 44 მატჩი ჩაატარა და 20 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ამინ იუნესი

არანორმალურად ტექნიკური 23 წლის მარცხენა ვინგერი. "აიაქსმა" ის 2,5 მილიონ ევროდ იყიდა "გლადბახისაგან". "ლიონის" კარში გატანილი გოლი მისთვის ამ სეზონში მეშვიდე იყო. თორმეტჯერ ის პარტნიორებს დაეხმარა გატანაში. წარმოშობით ლიბანელი იუნესი იყო გერმანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. იოახიმ ლიოვის ყურადღებას კი ჯერ ვერ ეღირსა. როგორც ჩანს, მას ამისთვის ჩემპიონატის შეცვლა მოუწევს.

ბერტრან ტრაორე

21 წლის ბურკინა-ფასოელმა შემტევმა "ლიონს" დუბლი შეუსრულა. სამი თვე გამოტოვა ტრავმის გამო, მაგრამ ისევ დაიბრუნა ოპტიმალური სათამაშო ფორმა. კონტრაქტით "ჩელსის" ეკუთვნის და ამსტერდამულ კლუბში განათხოვრებით თამაშობს.

დევი კლაასენი

24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გუნდის კაპიტანია. მან მთელი კარიერა "აიაქსში" გაატარა. არის ლიდერის თვისებებით დაჯილდოვებული ფეხბურთელი. რთულ სიტუაციებში შეუძლია პარტნიორების აყოლიება.

პეტერ ბოში

53 წლის სპეციალისტს ყველაზე წარმატებული პერიოდი უდგას კარიერაში. ქართველ გულშემატკივარს ის არნემის "ვიტესის" მწვრთნელობიდან ემახსოვრება. "აიაქსამდე" თელ ავივის "მაკაბის" დამრიგებელი გახლდათ. არის შემტევი, შემოქმედებითი ფეხბურთის მიმდევარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოტე
ევროპა ლიგა რატომ უნდა გაუქმდეს ?არ უნდა გაუქმდეს და მეორე აიაქსი გასაგბეია თამასი იციან მაგრამ ჩემი აზრით გამომზეურება იყო ეს აიაქსის მხრიდან თუმცა არც ლიონი ყვავის პრიციპში))
vasiko
მე არ მიმაჩნია საფრანგეთის ჩემპიონატი ტოპ ლიგათ სოსო,გემოვნებაზე არ დაობენ გასაგებია,მაგრამ გამოჩნდა მონაკო იუვენტუსტან გამოჰნდა პსჯ ბარსელონასთან,4 ბურთი ვერ შეინარჩუნა,მე კი მინდა რომ აიაქსი მართლაც დაბრუნდეს და გაუწიოს კონკურენცია გუნდებს მაგრამ არამგონია
სოსო
ვერ დავეთანხმები ვასიკოს...ჯერ ერთი,რომ ჩემპიონთა ლიგა ,რა თქმა უნდა უფრო ძლიერია და ლიონიც იქიდანაა გამოვარდნილი,მაგრამ ლიონი საფრანგეთშიც ერთერთი წამყვანი გუნდია,ესე იგი ერთერთი ტოპ ლიგის წამყვანი გუნდია და მისი უსუსურობა სწორედ აიაქსის მშვენიერი შეტევის ფონზე გამოჩნდა,თანაც ეს ბიჭები,მართლა მთლად ბიჭები არიან და ულვაში რომ ამოუვათ,მაია წყნეთელისა არ იყოს,მათი თამაში მაშინ ნახეთ.
vasiko
რა დაბრუნებაააა,ესაა გუნდიიიი?ანგარიშს უყურებთ ალბათ მარტო ეს იყო ორი უსუსური გუნდის წვალება 90 წუთი,დღე და ღამესავითაა განსხვავება ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგას შორის,ევროპა ლიგა უნდა გაუქმდეს,აზრი არააქ
ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან - გუშინ ერთი დააკავეს
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
"ეს ამიტომ გავაკეთე და ამას მომავალშიც ვიზამ" - ენრიკემ ახსნა, რატომ იყო პსჟ-ის ბოლო მატჩის პირველ ტაიმში პრეს-ლოჟაში
პეტერ ბოში: "ოქროს ბურთს" რონალდოს კი არა პიერ-ემერიკ ობამეიანგს გადავცემდი
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
ონანას "მანჩესტერში" ლუნინი შეცვლის?
ტრანსფერ ONLINE: 19 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ქართველთა "ვიტესი" აბუ-დაბიში გაფრინდა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება
ამომავალი ვარსკვლავი: მოდის ახალი ზლატანი
ჩემპიონთა საერთაშორისო თასი: "ბარსამ", "რეალმა" და "ჩელსიმ" მოიგეს [VIDEO]
"სევილიამ" დანიის ნაკრების ფეხბურთელი ინათხოვრა
ევროპალიგა. 1/2-ფინალი: "აიაქსმა" პირველ მატჩში "ლიონი" გაანადგურა
ევროპალიგა. 1/2-ფინალი: აიაქსი-ლიონი, რატომ 12:6 არა... [VIDEO]
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
აიაქსი VS მანჩესტერ იუნაიტედი - ფინალი, რომელიც ტერაქტმა გააუფერულა
"ნიცას" ფეხბურთელი თანაგუნდელის საათის მოპარვაშია ეჭვმიტანილი
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
ონანა: "მანჩესტერი" "ლიონზე" გაცილებით უკეთესი გუნდია
ევროპალიგა. 1/2-ფინალი: თითქმის სასწაულები... ფინალი მაინც მანჩესტერი-აიაქსია [VIDEO]
"ლიონის" ფეხბურთელის სახლი "ბენფიკასთან" მატჩამდე გაძარცვეს, თუმცა ამას გოლის გატანაში ხელი არ შეუშლია
პეტერ ბოში: ობამეიანგი ძალიან ცუდი ფეხბურთელია და "რეალის" დონე არაა... ვხუმრობ
"ნიცას" ფეხბურთელმა თანაგუნდელის 70-ათასევროიანი საათის მოპარვა აღიარა
მატიჩმა ონანას უპასუხა: "მანჩესტერის" ისტორიაში ყველაზე ცუდი მეკარე ხარ
ტრანსფერები. 1-9 იანვარი: ჰონდა, ნაინგოლანი, ტრაორეები...
"ფეიენოორდის" ქომაგებმა დევი კლაასენს თავი გაუტეხეს [VIDEO]
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს ისევ პეტერ ბოში გაწვრთნის?
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტურის წინ: "ნაპოლი" სან ჯენაროს იმედად
ევროპალიგა. ფინალი: როცა პოეტები ტიტულებს იშვიათად იგებენ [VIDEO]
ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული იჯარით არნემის "ვიტესში" გადავიდა
ონანას საუდის არაბეთში იწვევენ
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა