მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ხანგრძლივი პროცესი დასასრულს უახლოვდება
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ხანგრძლივი პროცესი დასასრულს უახლოვდება.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკულ "ვესთერნ პროვინსთან" გამართული სამმატჩიანი სერიის შემდეგ ისვენებენ, მწვრთნელები კი იმ 28 მორაგბეს არჩევენ, რომლებმაც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ქვეყნის ღირსება უნდა დაიცვან.

8-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საქართველოში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება 8 თვის წინ დაიწყეს. მწვრთნელებმა - ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურა ამონაშვილმა გუნდი პირველად 2016 წლის სექტემბერში შეკრიბეს და ხანგრძლივი სელექციის პროცესი დაიწყო. უკვე ტრადიციული, მენტალური შეკრების შემდეგ, ნაკრებმა ნოემბერში სამი საკონტროლო შეხვედრა გამართა.

რუსთავის "ხარების" ძლევის შემდეგ გუნდი ბრიტანულ ტურნეზე გაემგზავრა და ჩრდილოირლანდიური "ალსთერის" ახალგაზრდული გუნდი და შოტლანდიის თანატოლთა ნაკრები დაამარცხა. "ალსთერთან" შერკინებაში მოპოვებული უდიდესი უპირატესობის შემდეგ შოტლანდიელებმა შერკინებაში მიწოლის აკრძალვა მოითხოვეს, თუმცა ამან მასპინძლები მარცხისგან მაინც ვერ იხსნა.

რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე "უმცროს ბორჯღალოსნებს" ყოველ მეოთხე დღეს უწევთ თამაში, მომდევნო თამაშებიც ამ ინტერვალით დაიგეგმა. იანვარში 20-წლამდელები პირველი ლიგის რუსთავის "ხარებს", დიდი 10-ის ლიდერებს - გორის "ჯიქსა" და მოქმედ ჩემპიონ "ლელო-სარასენსს" შეხვდნენ. მოსამზადებელ მატჩებში შედეგი მეორეხარისხოვანია, თუმცა სასიამოვნოა, რომ გუნდმა გამარჯვებების სერია აქაც გააგრძელა.

აფრიკელებთან "გაცოცხლებული" ხელშეკრულებით

პარალელურად, საქართველოს რაგბის კავშირი "უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის" ძლიერ მეტოქესთან სპარინგ-მატჩების გახერხებას ცდილობდა. 2016 წლის მიწურულს საქართველოს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი რეგიონის, ვესთერნ პროვინსის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომელთანაც სრკ-ს მემორანდუმი 2009 წელს ჰქონდა გაფორმებული.

მოლაპარაკებების შედეგად მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება განახლდა და თბილისში "ზე-რაგბის" სამხრეთაფრიკული ფრანჩიზის, "სთორმერსის" საბაზო "ვესთერნ პროვინსის" აკადემიის გუნდის სტუმრობა დაიგეგმა. ეს არის ერთ-ერთი იმ სიკეთეებს შორის, რომელიც ამ ურთიერთობის განახლებით ქართულმა რაგბიმ მიიღო.

სამმატჩიანი სერია

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს ჩემპიონატის წინა, დასკვნითი შეკრება მარტში დაიწყეს და პირველი 5 კვირა (შუალედებში შესვენებებით) უმეტესად ფიზმომზადებას დაეთმო.

27 აპრილს თბილისს "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდი ეწვია, რომელთანაც 29 აპრილს, 3 და 6 მაისს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე საკონტროლო თამაშები გაიმართა. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სამი-ოთხი კვირით ადრე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფასდაუდებელი სათამაშო პრაქტიკა მიიღეს, ხოლო მწვრთნელებმა კანდიდატები რეალური წნეხის ქვეშ საქმეში ნახეს.

ამ თამაშებისთვის ვერ ჩამოვიდა ორი ლეგიონერი - ომარ ოდიშვილი (კლუბმა არ გაათავისუფლა) და ჯაბა შათირიშვილი (ტრავმა). გუნდთან ერთად შეკრებაზე იყო, თუმცა მხრის ტრავმის გამო მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო ბურჯმა ლაშა ტაბიძემ. ტრავმების გამო არ უთამაშიათ მირიან მოდებაძეს, გიორგი კვესელაძეს და ოთარ ძაგნიძეს.

ბურთის ფლობა და 8 ლელო

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ მატჩში მეტოქეს ბურთი დაუმალეს, შერკინებაში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, თითო ტაიმში 4-4 ლელო დადეს და მეტოქეს დიდი სხვაობით აჯობეს - 55:17. სტუმრებმა ბრჭყალები ორჯერ გამოაჩინეს და სწრაფი შეტევითა და კონტრშეტევით ლელოები დადეს (პირველი ტაიმი 27:17 დასრულდა).

"უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში მეორე ტაიმში ითამაშა და გუნდს 13 ქულით (1 ლელო და 4 გარდასახვა) შეეწია 18 წლის თედო აბჟანდაძე, ხოლო გიორგი გოგოლაძემ დუბლი შეასრულა.

თამაშის მიზანი პრობლემების გამოვლენა იყო და ნამატჩევს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ განაცხადა:

"სულ 10 დღეა, რაც ბურთით ვარჯიში დავიწყეთ და ვიცოდი, რომ ბიჭებს სისტემაში ჩაჯდომა გაუჭირდებოდათ. მომეჩვენა, რომ შერკინება და ხაზი ცალ-ცალკე თამაშობდა და ამის დაბალანსება მოგვიწევს. დავინახეთ შეცდომები რაქში და დერეფანში, პრობლემები გვქონდა დაცვაშიც. თუმცა ეს 3 თამაში სწორედ პრობლემების გამოვლენას ემსახურება, რათა მათი აღმოფხვრა მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოვასწროთ".

შეცვლილი შემადგენლობით

რადგან სერიის მიზანი მოთამაშეთა გამოცდა იყო, მწვრთნელებმა მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში 11 მორაგბე შეცვალეს. ახალი სახეები გამოჩნდნენ მარქაფაშიც. თამაში დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა ლელომ გადაწყვიტა, რომელიც მეორე ნახევარში აკაკი ტაბუცაძემ გაიტანა - 11:6.

თამაშის ხარისხი სასურველისგან შორს იყო და "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ზურა ამონაშვილმა განაცხადა:

"თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი დავრჩით. დაგვაკლდა კონცენტრაცია, არაორგანიზებულები ვიყავით რაქებში, რამაც შეტევითი სისტემის მოშლა განაპირობა, დაცვაში გაგვიფუჭდა ბოჭვები, მოვიკოჭლებდით სათამაშო დისციპლინაში. იმის ნახევარიც ვერ მივიღეთ, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობდით, თუმცა შესაძლოა, ხარვეზები შემადგენლობის ცვლამაც განაპირობა".

მხოლოდ ღია თამაშით

რადგან ღონეში მეტოქეს მაგრად ვჯაბნიდით, მესამე მატჩის წინ ჩვენი მთავარი კოზირი გავწირეთ - შერკინებაში მიწოლა აიკრძალა. ამის მიზანი ღია თამაშში უპირატესობებისა და ნაკლოვანებების უფრო კარგად წარმოჩენა იყო. აღმოჩნდა, რომ შერკინება ჩვენი ერთადერთი უპირატესობა არაა, ამჯერად "ვესთერნ პროვინსს" ყველაზე მეტი, 10 ლელო დავუდეთ და 64:19 ვიმარჯვეთ.

5-5 ლელო დადეს მორკინალებმა და უკანახაზელებმა, აქედან სამი - გარემარბმა ლადო მიმინოშვილმა. თამაშის 50 წუთი დაძაბული გამოდგა და ტაიმის 17:14 მოგების შემდეგ, მეორე ნახევარში სამხრეთაფრიკელები დაწინაურდნენ (პირველად სამ მატჩში), თუმცა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინიციატივის დაბრუნება და მეტოქის გატეხა მოახერხეს.

მესამე თამაშით კმაყოფილი იყო "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი ლადო კილასონიაც:

"ამ სამი თამაშით კარგი გამოცდილება მივიღეთ. განსაკუთრებით, მესამე მატჩი გამოგვადგა, სადაც შერკინებაში მიწოლა გავაუქმეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ძლიერი მხარე მხოლოდ შერკინება კი არა, გაშლილი თამაშიცაა, თუმცა, რა თქმა უნდა, შერკინება ერთ-ერთ მთავარ კოზირად რჩება.

სასიამოვნოა, რომ თამაშის პირველმა ნახევარმა დიდ ბრძოლაში ჩაიარა. როდესაც ჩამოვრჩით, გუნდში დისციპლინა შენარჩუნდა, მობილიზება მოვახერხეთ და საბოლოოდ დიდი სხვაობით ვიმარჯვეთ".

გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი მესამე მატჩის შემდეგ ხარისხით კმაყოფილი იყო და მიიჩნევს, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატს კარგად მომზადებული ხვდება:

"დღეს გუნდური თამაში ვაჩვენეთ. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ კარგად შევიკარით და მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მომზადებულები ვხვდებით. შეცდომები მესამე მატჩშიც გვქონდა, თუმცა ხარისხით კმაყოფილი ვარ. დარჩენილ დროს ზემოთ ნახსენები შეცდომების გამოსწორებას დავუთმობთ და მერე მსოფლიოს ჩემპიონატის დროც მოვა".

10-დღიანი სათამაშო შეკრების შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ისვენებენ, მწვრთნელებს კი მეტად საპასუხისმგებლო პერიოდი უდგათ. მათ განვლილი სამი თამაში უნდა გააანალიზონ და ის 28 მორაგბე შეარჩიონ, რომლებითაც 31 მაისიდან 18 ივნისამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ.

შედგება სარეზერვო სიაც, სადაც ის მორაგბეები იქნებიან, რომლებიც გუნდთან ერთად ივარჯიშებენ და საჭიროების შემთხვევაში ტრავმირებულ თანაგუნდელს ჩაანაცვლებენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"