ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერია A: რა შეიძლება მოხდეს დარჩენილ ტურებში?

სერია A: რა შეიძლება მოხდეს დარჩენილ ტურებში?

ბოლო ტურების ინტრიგა და მოლოდინები
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. რა შეიძლება მოხდეს დარჩენილ შეხვედრებში, დარჩა თუ არა ინტრიგა და როგორია პროგნოზები? - ამ ყველაფერზე ქვემოთ...

სკუდეტო

ფორმალურად "იუვენტუსი" ჯერ კიდევ არ გამხდარა ჩემპიონი, მაგრამ თქმა არ სჭირდება, რომ ტურინული გრანდი მორიგ სკუდეტოს მოიპოვებს.

მომდევნო ტურში, "ვეკია სენიორა" "რომას" ესტუმრება და დიდია შანსი, რომ ჩემპიონი "სტადიო ოლიმპიკოზე" გახდეს. გამარჯვება სკუდეტოს მოგების ტოლფასია, თუმცა "იუვეს" შესაძლოა ფრეც ეყოს - თუ "ნაპოლიმ" "ტორინოს" ვერ მოუგო გასვლაზე, "იუვესთვის" ქულაც საკმარისი იქნება. მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ტრიუმფისთვის ემზადება.

თუ ისე მოხდა, რომ "იუვემ" რომში წააგო - მაშინ სკუდეტოს 37-ე ტურში, საკუთარ სტადიონზე იზეიმებს - "ვეკია სენიორას" მეტოქე "კროტონე" იქნება. აქვე ვთქვათ, რომ ბოლო ტურში "იუვენტუსი" "ბოლონიას" ესტუმრება და 99%-იანი ალბათობით, იმ დროისთვის უკვე დაბევებული ექნება საჩემპიონო ტიტული.

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 35 27 4 4 71-23 85

2. რომა 35 25 3 7 79-32 78

3. ნაპოლი 35 23 8 4 81-36 77

ჩემპიონთა ლიგა

გასაგებია, რომ "იუვენტუსი" მომდევნო სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ისიც ვიცით, რომ საუკეთესო სამეულში "რომა" და "ნაპოლი" მოხვდებიან. მართალია, "ლაციო" შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდს მესამე ადგილამდე 7 ქულა აშორებს და დარჩენილ 3 ტურში ამ ფორის აღმოფხვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, თუ რომელი გუნდი დაიკავებს მეორე ადგილს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გავა. ამ დროისთვის მეორე ადგილზე "რომაა" და "ნაპოლის" ერთი ქულით უსწრებს.

რა შეიძლება მოხდეს დარჩენილ შეხვედრებში? - ორივე გუნდს დაახლოებით თანაბარი სირთულის კალენდარი აქვს. მართალია, "რომას" "იუვენტუსთან" უწევს ურთულესი მატჩი, მაგრამ სამაგიეროდ, შემდეგ ორი შედარებით იოლი პაექრობა აქვს გასვლაზე "კიევოსთან" და სახლში "ჯენოასთან". ამ ორ შეხვედრაში რომაელებმა უპირობოდ 6 ქულა უნდა მოიპოვონ, აი, "იუვენტუსთან" კი პროგნოზების კეთება უმადური საქმეა...

"ნაპოლის" "იუვენტუსთან" არ უწევს ჯახი, მაგრამ 3 რთული პაექრობა ელოდება: "ტორინოსთან" გასვლაზე, "ფიორენტინასთან" სახლში და "სამპდორიასთან" გასვლაზე. ტურინსა და გენუაში მოგება იოლი საქმე არასდროს ყოფილა, "ფიორენტინა" კი ყველგან ანგარიშგასაწევი ძალაა. ერთი ცხადია, თუ "ნაპოლიმ" თუნდაც ერთ შეხვედრაში დაკარგა ქულები, დიდი ალბათობით, მესამე ადგილზე დარჩება, ეს კი "რომას" მცირე უპირატესობას ანიჭებს.

თ მ ფ წ ბ ქ

2. რომა 35 25 3 7 79-32 78

3. ნაპოლი 35 23 8 4 81-36 77

4. ლაციო 35 21 7 7 70-42 70

ევროპალიგა

2 ადგილი და 4 პრეტენდენტი: "ატალანტა", "მილანი", "ინტერი" და "ფიორენტინა". რაც შეეხება "ლაციოს", რომაელებმა უკვე დაიბევეს ევროსაგზური და მომდევნო სეზონში იტალიას ევროპალიგაზე წარმოადგენენ.

დარჩა კიდევ 2 საგზური, რომელთაგან ერთს, დიდი ალბათობით, "ატალანტა" მოიპოვებს. ბერგამოელებს ბრწყინვალე სეზონი აქვთ და სასწაული უნდა მოხდეს, რომ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დათმონ. "ატალანტა" უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს და ბერგამოელები ამ ფორის განიავებას ნამდვილად არ აპირებენ. მომდევნო ტურში საინტერესო მატჩია - "ატალანტა" უშუალო კონკურენტ "მილანს" ხვდება და თუნდაც ფრე ჯანპიერო გასპერინის გუნდისთვის საკმარისი იქნება ევროსაგზურის დასაბევებლად. მარცხის შემთხვევაშიც, "ატალანტა" ევროპალიგაზე გასვლის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად დარჩება, რადგან ცხრილში ისევ მე-5 ადგილზე იქნება და ორ შედარებით სუსტ გუნდთან მოუწევს პაექრობა: "ემპოლისთან" და "კიევოსთან"...

მოკლედ, "ლაციოსთან" ერთად, ევროპალიგაზე "ატალანტაც" გავუშვით და ვინ იქნება მესამე გუნდი? - წესით, ევროპალიგის მესამე საგზური იტალიის თასის მფლობელს ერგება, მაგრამ თასის ფინალში "იუვენტუსი" და "ლაციო" გავიდნენ, ეს გუნდები კი ისედაც იასპარეზებენ ევროარენაზე - შესაბამისად, ევროპალიგის მესამე საგზურს სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს.

ამ დროისთვის, მე-6 ადგილზე "მილანია" და თანაქალაქელ "ინტერს", ისევე, როგორც "ფიორენტინას", 3 ქულით უსწრებს. ფავორიტად "როსონერი" უნდა მივიჩნიოთ, რადგან სულ 3 ტურია დარჩენილი და "მილანი" კონკურენტებს ამდენივე ქულით უსწრებს - ვინჩენცო მონტელას გუნდი მომდევნო ტურში "ატალანტას" ესტუმრება, შემდეგ "ბოლონიას" მიიღებს და ბოლო ტურში სარდინიაზე ჩავა "კალიარისთან" სათამაშოდ. რაც შეეხება "ინტერს", სტეფანო პიოლის გუნდი "სასუოლოს" და "უდინეზეს" უმასპინძლებს, "ლაციოს" კი ესტუმრება.

თუ ისე მოხდა, რომ მილანურმა გუნდებმა თანაბარი რაოდენობის ქულა დააგროვეს, პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს მიენიჭება - თუმცა, აქ სრული თანაფარდობაა, რადგან ორივე მატჩი ფრედ დასრულდა და ორივეში გუნდებმა 2-2 გოლი გაცვალეს. ანუ ამოქმედდება ბურთების შეფარდება, აქ კი "ინტერს" აშკარა უპირატესობა აქვს - ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე "ნერაძურის" +19 გოლი აქვს, "მილანს" კი +10. შესაბამისად, თუ დარჩენილ 3 ტურში "ინტერმა" 3-ქულიანი ფორა აღმოფხვრა, მე-6 ადგილზე აინაცვლებს, თუმცა ეს არ იქნება ადვილი.

"ფიორენტინას" შანსები ყველაზე ნაკლებად ფასობს, რადგან ფლორენციელებს რთული კალენდარი აქვთ - პაულო სოუზას გუნდი მომდევნო ტურში "ლაციოს" უმასპინძლებს, შემდეგ კი მეორე ადგილზე დაგეშილ "ნაპოლის" ესტუმრება, იქ მოგება კი ურთულესი საქმეა.

აქვე ვთქვათ, რომ მე-4 და მე-5 ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ ევროპალიგის ჯგუფში ჩაჯდებიან, მე-6 ადგილზე გასულ გუნდს კი საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს ასპარეზობა...

თ მ ფ წ ბ ქ

4. ლაციო 35 21 7 7 70-42 70

5. ატალანტა 35 19 8 8 59-40 65

6. მილანი 35 17 8 10 52-42 59

7. ინტერი 35 17 5 13 63-44 56

8. ფიორენტინა 35 15 11 9 57-49 56

გა-დარჩენისთვის ბრძოლა

"პესკარამ" და "პალერმომ" სერია A-ში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგეს და ეს გუნდები მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებენ. დიდი ალბათობით, მესამე უიღბლო "კროტონე" იქნება, რომელმაც ბოლო ტურებში კი აკრიფა ქულები, მაგრამ კონკურენტებმაც იყოჩაღეს და შესაბამისად, ისევ გასავარდნ ზონაში რჩება, თანაც ისე, რომ "ემპოლისგან" 4 ქულა აშორებს.

3 ტურში 4 ქულის ამოქაჩვა ურთულესი იქნება და თანაც მაშინ, როდესაც წინ "იუვენტუსთან" და "ლაციოსთან" გაქვს შეხვედრები. მოკლედ, სატურნირო ცხრილით და დარჩენილი შეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, "კროტონე" განწირული ჩანს და დიდი ალბათობით, ეს გუნდიც დაქვეითდება. შესაბამისად, ლევან მჭედლიძის "ემპოლი" მომდევნო სეზონსაც იტალიური ფეხბურთის ელიტაში გაატარებს.

ბომბარდირთა დავა

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი დაძაბული ფინიში ბომბარდირობისთვის ბრძოლაში, დიდი ხანია არ გვინახავს. ჯერჯერობით, ლიდერი ედინ ჯეკოა, რომელმაც "მილანთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 27 გოლს მოუყარა თავი. მეორეზეა ანდრეა ბელოტი, რომლის აქტივში 25 შედეგიანი დარტყმაა. შემდეგ მოდიან გონსალო იგუაინი, მაურო იკარდი და დრის მერტენსი 24-24 გოლით - ბელგიელმა ბოლო ტურში დუბლი შეასრულა და ასევე ინარჩუნებს ბომბარდირთა დავაში გალიდერების შანსს.

იქვე ახლოა ჩირო იმობილე, რომელსაც 22 გოლი აქვს გატანილი - ლიდერ ჯეკომდე 5 გოლი უკლია, მაგრამ ბოლო ტურებში "ლაციო" ისე შედეგიანად ათამაშდა, რომ მიზერულ შანსს ჩიროც ინარჩუნებს. მოკლედ, ჩემპიონატის ფინიშზე ბომბარდირებს დიდი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები...

სერია B

როგორც აღვნიშნეთ, "პესკარამ" და "პალერმომ" უკვე დატოვეს იტალიური ფეხბურთის ელიტა და მათ გზას მალე "კროტონეც" გაუყვება. რომელი გუნდები დაიკავებენ მათ ადგილებს?

სერია B-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, შემდეგ კი პლეი ოფები დაიწყება. სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ აღზევდებიან სერია A-ში - მიზანთან ახლოა სპალ-ი, გუნდი, რომელიც ბოლოს სერია A-ში შორეულ 1967/68 წლების სეზონში ასპარეზობდა. არად, სპალ-ი საკმაოდ დიდ ქალაქს, ფერარას წარმოადგენს, რომელშიც 150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. შედარებისთვის, ბერგამოში 120 ათასი ადამიანი ბინადრობს, უდინეში მოსახლეობა 100 ათასს აღწევს, ემპოლიში - 50 ათასს, ხოლო სასუოლოში - 40 ათასს. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პატარა, პროვინციული ქალაქის ან სოფლის გუნდის წარმატებაზე არ გვიწევს ლაპარაკი...

სპალ-ი, ანუ Societa Polisportiva Ars et Labor სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა - უახლოეს მდევარ "ვერონას" 3 ქულით უსწრებს, მესამე ადგილზე მყოფ "ფროზინონეს" კი - 4 ქულით. დარჩენილ ორ ტურში ამ ფორის შენარჩუნება არ უნდა იყოს რთული საქმე.

მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული "ვერონასა" და "ფროზინონეს" შორის - ამ დროისთვის, ვერონელები 1 ქულით წინ არიან, დარჩენილ ორ ტურში კი გუნდებს დაახლოებით თანაბარი სირთულის კალენდარი აქვთ.

სერია A-ში აღზევებული მესამე გუნდი პლეი ოფის გზით გამოვლინდება - რეგულარული სეზონის შედეგად, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშებენ, მათი მეტოქეების ვინაობა კი ორი დუელით გამოვლინდება, რომელთა წყვილებს მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ადგილებზე გასული გუნდები დააკომპლექტებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ალეკო

იქნებ ასე დაწვრილებით მოგვაწოდოთ სხვა ტოპ ჩემპიონატების ბილო ტურების მიმოხილვა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს

მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია

სატრანსფერო ციებ-ცხელება

[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია

"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა

ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"

მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]

"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]

"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"

ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება

თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი