გასულ უქმეებზე, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლა
გასულ უქმეებზე, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლა.

სათამაშო კვირა 5 მაისს, ბრინჯაოს ლიგის მეორე ტურის შეხვედრით დაიწყო. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და "ბილტმორის" გუნდების დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა.

ამავე ტურის მატჩები 6 და 7 მაისსაც გაიმართა. თბილისის მერიამ 3:1 დაამარცხა DHL, "დომსონმა" 8:1 გაანადგურა "ჰერმესი", ხოლო "მტკვარი ენერჯიმ" მინიმალური სხვაობით, 1:0 სძლია "ხალიკ ბანკს".

05.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

სდსს - ბილტმორი 2:2

06.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

DHL - თბილისის მერია 1:3

07.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

DOMSON - ჰერმესი 8:1

ხალიკ ბანკი - მტკვარი ენერჯი 0:1

II ტურის შეხვედრები გამართეს სუპერლიგა C-ს გუნდებმაც.

"უნიკრედიტმა" დაძაბულ ბრძოლაში 4:3 სძლია "ჯეო ჰოლდინგს", "რუბიკონმა" 5:2 დაამარცხა "ტატიშვილი", "აჭარა ჯგუფმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა, ამჯერად ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან - 4:2.

ორიდან ორი მოგება აქვს MENU.GE-ს, რომელმაც "აჭარის" ნაკრებს სძლია - 4:3.

06.05.2017. სუპერლიგა C. II ტური

UNICREDIT.GE – GEO HOLDING 4:3

რუბიკონი - ტატიშვილი 5:2

აჭარა ჯგუფი - ეთა 4:2

07.05.2017. სუპერლიგა C. II ტური

MENU.GE - აჭარა 4:3

გასული უქმეების მთავარი მოვლენა კორპორატიული თასის 1/8-ფინალური შეხვედრები იყო, რომელიც 7 მაისს გაიმართა და სათასო პრინციპულობიდან გამომდინარე, გულშემატკივარმა რამდენიმე საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირებაც იხილა.

პირველი ასეთი დაპირისპირება "ვითიბი ბანკსა" და "არმიას" შორის გაიმართა, რომელიც "ჯარისკაცების" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. მინიმალური სხვაობით იმარჯვა "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდმა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში "საქართველოს ბანკს" აჯობა - 1:0.

მოლოდინისამებრ, სათასო ბატალიებს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია - ოქროს ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი და თასის მოქმედი გამარჯვებული "საქართველოს ფოსტა" ვერცხლის ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, "ევროპაბეთს" დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად, 3:8 დამარცხდა და შესაბამისად, კორპორატიულ თასსაც ახალი მფლობელი ეყოლება.

"ბუკმეკერების" რიგებში 6 გატანილი გოლით გამოირჩა მათი ლიდერი, გიორგი ლუკავა. კიდევ ერთი სენსაცია მწიფდებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საერთაშორისო სკოლა "ბაქსვუდის"

გუნდების დაპირისპირებაში, სადაც 1/4-ფინალისტის ბედი 7-მეტრიანების სერიაში გადაწყდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. "საფეხბურთო ლატარიაში" კი 8 დარტყმიდან ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთის (!!!) გატანა შეძლეს - იღბალი TTC-ს მხარეს აღმოჩნდა და მომდევნო ეტაპზეც სწორედ ოქროს ლიგის ბინადარი ითამაშებს.

დანარჩენ შეხვედრებში ფავორიტებმა თავიანთი სტატუსი ბოლომდე გაამართლეს, "ნატახტარმა" 5:1 დაამარცხა "ლიბერთი ბანკი", "ავერსმა" ასპარეზობას "ბანკი რესპუბლიკა" გამოთიშა - 4:1, ასეთივე ანგარიშით ოქროს ლიგის ლიდერმა, საპატრულო პოლიციის გუნდმა სააქციო საზოგადოება "მინას" გუნდს "გადაუკეტა" გზა 1/4-ფინალისკენ.

07.05.2017. კორპორატიული თასი. 1/8-ფინალი

არმია - ვითიბი ბანკი 1:0

საქართველოს ბანკი - GWP 0:1

საქ. ფოსტა - ევროპაბეთი 3:8

TTC - ბაქსვუდი 1:1 (პენ. 1:0)

ლიბერთი ბანკი - ნატახტარი 1:5

ავერსი - ბანკი რესპუბლიკა 4:1

მინა - პატრული 1:4

28 მაისს გასამართ 1/4-ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: "არმია"-"ავერსი", "ევროპაბეთი"-"ნატახტარი", TTC - პატრული, ხოლო GWP-ის მეტოქე შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში