"ქართველი სქემაში კი არ უნდა ჩასვა, პირიქით, მას უნდა მოარგო ეს სქემა"
ალექსანდრ შტელინს ბელგიაში დავუკავშირდით. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი დამრიგებელი ამჟამად ლიეჟის "სტანდარდის" დუბლშემადგენლობას ავარჯიშებს.

კონკრეტულ საკითხზე ლაპარაკიდან სხვა საინტერესო თემებზეც გადავედით და ვფიქრობთ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება...

ბელგიელთა მზერის ობიექტი

ქართულ საფეხბურთო ბაზარზე ევროპელი მენეჯერების რიგი არ დგას, მაგრამ ნიჭიერ მოთამაშეს ყურადღებას მაინც აქცევენ და როგორც კი ასეთი მოთამაშე გამოჩნდება, ეგრევე დაესევიან...

ახლა ასეთი ვითარებაა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით. რომ ყოფილიყო დაწესებული პრიზი - "აღმოჩენა", ის სწორედ ჩაკვეტაძეს ერგებოდა პირველი წრის მონაცემებისა და შთაბეჭდილებების მიხედვით. თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ისეთ ფეხბურთს თამაშობს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და... სკოლაში სწავლობს.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა ორი ვარიანტი, რომელსაც ამ ახალგაზრდა მოთამაშეს სთავაზობენ - ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვით მოსკოვის ცსკა და ბელგიური "გენკი" დაინტერესდნენ. პირველზე ზოგადი ინფორმაცია შევიტყვეთ, ხოლო ბელგიელთა აქტიურობაზე უფრო გავიგეთ - კლუბის წარმომადგენელი დაუკავშირდა ალექსანდრ შტელინს, როგორც ქართულ ფეხბურთში გარკვეულ პიროვნებას, და ჩაკვეტაძეზე აზრი ჰკითხა.

შტელინს ჩვენც დავუკავშირდით იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია...

- გამარჯობა! "ლელო", საქართველო... გვახსოვხართ!..

- (იცინის) მეც კარგად მახსოვხართ, არ მავიწყდებით... მადლობა მოკითხვისთვის!

- რომ არ გვავიწყდებით, ამიტომაც შეგეხმიანეთ. პირდაპირ კითხვაზე გადავიდეთ - გავიგეთ, რომ "გენკი" თბილისის დინამოელ გიორგი ჩაკვეტაძეს აკვირდება და ამ საქმეში დახმარება თქვენ გთხოვათ. მართალია ეს ინფორმაცია?

- ზუსტად გეტყვით, როგორც არის. მოკლედ, დამიკავშირდა მენეჯერი, რომელიც "გენკთან" თანამშრომლობს და დაინტერესდა, ვინ არის ჩაკვეტაძე, რა მონაცემები აქვს, შეუძლია თუ არა ბელგიის დონეზე თავის დამკვიდრება... და ასე შემდეგ, როგორც ასეთ დროს კითხულობენ ხოლმე.

- როცა თქვენ საქართველოში მუშაობდით, გიორგი მაშინ ასაკობრივ ჩემპიონატებში თამაშობდა და, ალბათ, არ გეცოდინებათ...

- არ ვიცნობდი, მაგრამ საგანგებოდ ვუყურე "ტორპედო"-"დინამოს" თამაშს, ჩავწერე და მატჩის გაანალიზებამდე, შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდა, რომ ეს ბიჭი ტალანტია. ჩემი აზრით, თუ შრომას გააგრძელებს, დიდი მომავალი ექნება.

- თქვენი აზრით, ჩაკვეტაძის ბელგიური ტრანსფერი რეალურია?

- ჯერ უნდა გავაანალიზო მისი თამაში, დავწერო დასკვნა და ჩემი ნაცნობი მენეჯერი ამ ინფორმაციას მიაწვდის "გენკის" ხელმძღვანელობას. თავადაც ხვდებით, რომ ეს საკითხი ჯერ მხოლოდ ჩვეულებრივი ინტერესის დონეზეა. მათ ასეთი სხვა კანდიდატებიც ჰყავთ. მთავარია, ჩაკვეტაძეს აკვირდებიან. მან ზრდა უნდა გააგრძელოს, რადგან ბოლოს საუკეთესოებს აირჩევენ.

თანაც, მე მენეჯერი არ ვარ და ზუსტი პასუხი არ მაქვს, რა ხდება მასთან დაკავშირებით, უნდა თუ არა "დინამოს" მისი გაშვება... მოკლედ, ათასი საკითხია...

კვების ეფექტი

- საერთოდ, გვიკვირს, ქართველებს ევროპელები კიდევ რომ აკვირდებიან...

- მე ამის საშუალება ინტერნეტში დანერგილმა სიახლემ მომცა - თქვენი ეროვნული ლიგის ყველა თამაშს აჩვენებენ, რაც ბევრ მენეჯერს აძლევს საშუალებას, თქვენი ჩემპიონატის შეხვედრებს თვალი ადევნოს და ამა თუ იმ მოთამაშეზე წარმოდგენა შეიქმნას.

საერთოდ, ქართველებთან მუშაობა საინტერესოა, რადგან თქვენს ბავშვებს აქვთ უჩვეულო ფიზიკური ძალა და პლასტიკა, კოორდინაცია, ფეთქებადი სისწრაფე და ძალა, რეაქცია, კარგად ფლობენ ბურთს... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგის ასეულშიც არ არის, მაინც საინტერესო ქვეყანაა, რადგან ნიჭიერი ბავშვები იბადებიან.

სხვათა შორის, რომ დავინტერესდი, მივხვდი, თქვენებს საიდან აქვთ უჩვეულო ფიზიკური ძალა - ნატურალური ხორცით და მწვანილით იკვებებით, რაც ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით ავსებს. ფეხბურთს რომ შევეშვათ, ქართული რაგბის წარმატებაა გასაოცარი - ასეთი პატარა ქვეყანა სულ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე...

- მაგრამ ბელგიაში შარშან ოთხი ქართველი თამაშობდა - ზარანდია, ბერიძე, ტაბიძე და შენგელია. წლეულს კი ოთხივე სხვაგან წავიდა. გამოდის, რომ ბელგიაში ქართველებს თამაში უჭირთ?

- აქ კი არა, ბევრად წარმატებულ ლიგაში თამაში შეუძლიათ. ოღონდ, ეგ არის, რომ აქ თავისებური გარემოა. ნაკრების წარმატების მიუხედავად, კლუბები უსახურ ფეხბურთს თამაშობენ, ფეხბურთელებს იმპროვიზაციას უკრძალავენ...

ქართველი კი ამის გარეშე ვერ ითამაშებს. ის სქემაში არ უნდა ჩასვა და სწორედ ასეთ შემთხვევაში გაიბრწყინებს.

- აბა, ამის უფლებას ქართველს ევროპაში ვინ მისცემს?!

- რატომაც არა?! ეს შესაძლებელია. ქართველი სქემაში კი არ უნდა ჩასვა, პირიქით, მას უნდა მოარგო ეს სქემა და თავისუფლება მისცე. ამას ბელგიაში არ აკეთებენ და თქვენებიც ამიტომ ვერ ახერხებენ "გახსნას".

კაპანაძე და გვილია

- "ტორპედოდან" წასვლისას თორნიკე კაპანაძეს ისე აქებდით, ვიფიქრეთ, მის წაყვანას აპირებდით...

- მსურდა, მაგრამ ტრანსფერს ათასგვარი ბარიერი აბრკოლებდა, თანაც, რაც მთავარია, მე არც მენეჯერი ვარ და "სტანდარდში" ამ საკითხებსაც ვერ ვწყვეტდი. არადა, თორნიკე გასაოცარ თვისებებს ფლობს - ტანმორჩილია, თუმცა მშვენიერი ნახტომი აქვს, კარგად თამაშობს თავით, სულ მოძრაობს და მცველებს გასაქანს არ აძლევს...

თუმცა ერთი ცუდი თვისება ჰქონდა და ახლა არ ვიცი, როგორ არის - შეცვლაზე უკეთ თამაშობდა. ერთხელ ბულგარულ შეკრებაზე ვუთხარი - ძირითადში დაგაყენებ, თუ ისე ითამაშებ, როგორც შეცვლაზე-მეთქი. იცით, რა ქნა? 3 გოლი გაიტანა!

გთხოვთ, აუცილებლად გადასცეთ ქუთაისის "ტორპედოს" მოკითხვა - იქ მუშაობის პერიოდი არასოდეს დამავიწყდება.

- ვაკო გვილიასთან ზაპოროჟიეს "მეტალურგში" მუშაობდით და გვახსოვს, პირველი მწვრთნელი იყავით, ვინც თქვა, რომ ეს ბიჭი საქართველოს ნაკრებს ძალიან გამოადგებოდა...

- ...იმიტომ, რომ კარგად ვიცნობდი. "მეტალურგის" ძირითადში ჩემს დროს გადაიყვანეს, იმედები გაამართლა და მისი შესაძლებლობები კარგად დავინახე. ზაპოროჟიეში გუნდი რომ დაიშალა, მაშინ უკვე ქუთაისის "ტორპედოში" ვიყავი და ვაკოს გადმოყვანა მსურდა. მაგრამ ბელარუსში წავიდა და მერე ბატე-შიც მოხვდა.

საერთოდ, "მეტალურგი" სუსტი გუნდი იყო, მაგრამ მისი აკადემია ძლიერ მოთამაშეებს ზრდიდა, გვილია კი პიროვნულადაც ძალიან გაიზარდა და ფეხბურთელადაც.

ვან ბუიტენის პარტნიორი ტოვებს სტანდარდს

- თქვენს სამუშაოზეც უნდა გკითხოთ...

- ლიეჟის "სტანდარდში" მუშაობა დანიელ ვან ბუიტენმა შემომთავაზა. იცით, რომ ის ბელგიის ნაკრების ცენტრალური მცველი იყო, კარიერის უდიდესი ნაწილი მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა, დიდად განსწავლულია საფეხბურთო თვალსაზრისით და იცის, რა სჭირდება გუნდს. მე ის არ მიცნობდა, უბრალოდ, ჩემს საქმიანობას გაეცნო, დაინტერესდა და ამიტომაც მიმიწვია. მაგრამ "სტანდარდის" საქმეები კარგად ვერ აეწყო, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავედით, ჩემპიონატში ცუდად ვთამაშობთ და ზამთარში ვან ბუიტენი წავიდა. არადა, ჩემი მიწვევა მისი იდეა იყო და არ მეგონა, თუ ბელგიაში ასე გამიჭირდებოდა ან ასეთ მენეჯმენტს წავაწყდებოდი.

- კონკრეტულად რა პრობლემას შეეჯახეთ?

- მხოლოდ აქ და კიევის "დინამოში" არ ვყოფილვარ მთავარი მწვრთნელი და ვერ გავითვალისწინე, რომ მთავარი გუნდის დამრიგებელი ჩემს საქმეებში ჩარევას მოინდომებდა. მთავარი გუნდის მოთამაშეებს მიგზავნიდა და შედეგად, "სტანდარდის" დუბლებში წლეულს სულ 58 ფეხბურთელი ვათამაშეთ - წარმოგიდგენიათ?! ასე მუშაობა შეუძლებელია.

ამის მიუხედავად, გუნდი მე-2 ადგილზეა და პირველობის შანსი აქვს... სხვათა შორის, ჩემთან მარკ ვილმოტსის 2 შვილი თამაშობს...

ყველა აღიარებს, რომ წარმატებულად ვმუშაობ, რადგან ლიდერებში "სტანდარტის" არც ერთი სხვა ასაკობრივი გუნდი არ არის. მაგრამ მორალურ კმაყოფილებას ვერ ვიღებ. მოკლედ რომ გითხრათ, ბოლო ტურის შემდეგ კონტრაქტი მიმთავრდება და "სტანდარდს" ვტოვებ.

- შეიძლება, ისევ საქართველოში დაბრუნდეთ?

- არ ვიცი, შემოთავაზება არ ყოფილა. უფრო უკრაინაში ან ბელგიაში ვიმუშავებ, სადაც ხალხისთვის ეს ამბავი უკვე ცნობილია და ჩემი საკითხის მოგვარებაზეც მუშაობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fctorpedo
კაპანაძემ 3 ბურთი ბულგარულ "ვერეიას" თურქულ შეკრებაზე გაუტანა
Burton
mamulo - "ტორპედოს" გულშემატკივარი თუ ხარ, გუნდის სახელი ზუსტად არ უნდა იცოდე?
martali
რომელიმე ქართულ კლუბს თუ უნდა აქაური სიტუაციის მქონე მწვრთელი კარგი ვარიანტია,ძალიან სწრაფ და სწორ ფეხბურთს თამაშობდა ტორპედო ამ ადამიანის დროს!დარასელიას დაქცეული გუნდი გამოახედა და ბოლოსწინა ადგილიდან მე 6 გავედით,რომ არა მაშინდელი ფეხბურთის არმცოდნე პრეზიდენტის ინტრიგები უფრო წინ ვიქნებოდით!
ikas
ფიზიკურად ძლიერი რომ უყო,მომზადებაა აუცილებელი სწორი,ეს ადამიანი ამბობს რომ გენეტიკა გაქვთ კარგი და სწორი გამოყენება უნდა და არა იმას რომ მოუმზადებელი ფიზიკურად ძლიერები ვართ.
ika
გვეკაიფება ეს მაგრად :D:D:D ფიზიკურად ძლიერები არიანო :D:D:D: ოღონდ ეგ არ გეთქვა და :D ქართველ ფეხბურთელზე მკვდარი ფიზიკურად მთელ ევროპაში არ მოიძებნება :D
სოსო
ხალხო,კითხულობთ და მთავარს ყურადღებას არ აქცევთ.ეს კაცი გვეუბნება,რომ ქართველი გენკში არ უნდა წავიდეს და საერთოდ ბელგიაშიცო.მგონი დაეჯერება და პრაქტიკაც გვაჩვენებს,ცსკა-ს კი ჩემი ნება რომ იყოს ყველა ქართველს ავუკრძალავდი,რადგან რუსებისთვისაც კი ნამეტნავად ათლეტურ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს.იქ ჯაბა კანკავასაც კი დაანგრევდნენ ალბათ.
mamulo
ეს კაცი მოიყვანეთ ჩხეტიანის მაგივრად და ტორბედო გუნდს დაემსგავსება.ამის დროს გუნდმა იცოდა თუ რა უნდა ექნა მეტოქის საჯარიმოსთან მისვლის შემდეგ.წადი ჩხეტიანო ტორბედოდან,არ გაქვს დონე და რა ვქნათ.თუ ლიგაზე უნდა წააგო 5:0 რომ წახვიდე.
daviti
ტორპედოს ახალი ხელკძღვანელობა ამ კაცს ფიზ მომზადების მწრთვნელად თუ მოიყვანს კარგს იზამენ ამ კაცის დროს გუნდი ძაან მაგრად იყო მომზადებული ფიზიკურად
juli
ღმერთმა გოუმარჯოს კაი კაცია!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] ჩაკვეტაძის კოხტა საგოლე პასი - "უოტფორდი" პრემიერლიგისკენ მიიწევს
ცნობილი გახდა ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
ჩიქოვანი "უოტფორდში" დაბრუნდა და ჩაკვეტაძესთან ერთად ითამაშებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
რატომ არ იყო ჩაკვეტაძე განაცხადში და რატომ გადაიდო მატჩი?
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა