ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ტორპედო" აუქციონზეა - რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს მყიდველმა

"ტორპედო" აუქციონზეა - რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს მყიდველმა

ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური კლუბის აუქციონზე გატანისა და სააუქციონო პირობების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ საიტზე ავრცელებს
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური კლუბის აუქციონზე გატანისა და სააუქციონო პირობების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ საიტზე ავრცელებს:

- შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" ამჟამინდელმა მეპატრონემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა კლუბის შემდგომი განვითარებისათვის, უკეთესი საარსებო პირობების შექმნის მიზნით გადაწყვიტა მისთვის კერძო მესაკუთრის მოძიება, რისთვისაც 2017 წლის 11 მაისის 15 საათიდან გამოცხადდა აუქციონი.

დასახელება: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" 100% წილისა და დანართში მითითებული ძირითადი საშუალებების, საწესდებო კაპიტალში არსებული უძრავი ქონებებისა და აკ. ხორავას ქუჩა N1, ნაკვეთი N1-ში არსებული ძირითადი საშუალებების გათვალისწინების გარეშე პირობებით პრივატიზება.

საწყისი ფასი 585 412,0.

აუქციონი მოქმედებს 2017 წლის 26 მაისის 15 საათამდე

სააუქციონო პირობები:

1. შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) განვითარებისათვის მყიდველმა ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს, ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობის, ფუნქციონირების შემთხვევაში არანაკლებ 1,5 მლნ ლარის ინვესტირება, მათ შორის, პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით (ფონდიდან მისაღები თანხების გარეშე) უნდა უზრუნველყოს 500 000 ლარის ინვესტირება დამოუკიდებლად. 2017 წლის ვალდებულება, მიუხედავად არასრული კალენდარული წლისა, სრულად უნდა შესრულდეს 2018 წლის 1-ელ იანვრამდე, რაც გულისხმობს მყიდველის მიერ 500 000 ლარის პირდაპირი გზით ინვენსტირებას, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხებისა;

2. ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დაფინანსების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში, მყიდველის მიერ უნდა განხორციელდეს პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით, შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისისათვის" არანაკლებ 1,5 მლნ ლარით დაფინანსება, მე-3 პუნქტში განსაზღვრული მიმართულებებისათვის;

3. მყიდველის მიერ ინვესტირებული (მ.შ. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამიდან გამოყოფილი დაფინანსების) თანხა გაიხარჯოს შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კN212917183) თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისათვის, ფეხბურთელების შეძენისათვის, შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) ტორპედო ქუთაისის ბაზაზე საფეხბურთო სკოლა-აკადემიის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის;

4. მყიდველმა ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) საქართველოს ეროვნული უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის პირობების დაკმაყოფილება და შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება/შენარჩუნება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობისათვის;

5. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

6. მყიდველი ვალდებულია არ შეცვალოს შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) სპორტული პროფილი - "ფეხბურთი";

7. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოშობილი კრედიტორული დავალიანებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში (თან ერთვის ფინანსური დოკუმენტაცია);

8. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო კლუბმა შეასრულოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები;

9. მყიდველი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) განვითარებისათვის, შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისში" ჩარიცხული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო დავალება), ვალდებულების დადგომის ბოლო დღიდან 10 (ათი) დღის ვადაში;

10. მყიდველი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, საპრივატიზებო პირობის/პირობების შესრულების შესახებ, ვალდებულების დადგომის ბოლო დღიდან 3 (სამი) თვის ვადაში;

11. ერთ-ერთი საპრივატიზებო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მყიდველმა დაუყონებლივ უნდა დაუბრუნოს გამყიდველს შეძენილი შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) 100%-იანი წილი და დანართში მითითებული ძირითადი საშუალებები, ყოველგვარი დავალიანების გარეშე;

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით

• profesional

26 მაის საღამოს ასე 15:00 საათის შემდეგ შემეხმიანეთ და 1 ლარს ვიხდი ათკაპიკანებით 10 ცალს ნეტა იმის თავში ჩამახედა ეს მოთხოვნები ვინც ჩამოწერა ხო კიდე ის გამოგრჩათ ახალმა მფლობელმა პირველივე წელს 2017.2018 ჩემპიონთა ლიგა რო უნდა მოიგოს აუცილებლად

• giga

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება თასი რომ მოვიგეთ ხო იყო მაშინ ჩხეტო? ვაცადოთ ამ კაცს აქ წერა იოლია მაგრამ სტადიონზე მეტად რთულადაა საქმე დავიჯერო ჩხეტომ ჩვენზე უკეთ არ იცის როგორი სქემით ითამაშოს? მახარობლიძის გამოკლება დიდი დანაკლისია ასე რომ ვაცადოთ იქნებ სპონსორმაც მოუსწროს და ყველაფერი დალაგდება. ასე რომ აქ იოლია კრიტიკა და საქმის კეთება გაცილებით ძნელია ასე რომ ვაცადოთ კაცს რომელსაც თითოელ ჩვენთაგანზე უფრო უნდა გამარჯვებები და ტორპედოს წინსვლა

• გოგი ქუთაისელი

თავის დროზე დინამოს წინ შენგელია და გუცაევი ყავდა, უკან ყიფიანი, რომლებიც არღვებდენ СССP და ევროპის გრანდ გუნდების დაცვას.

• გოგი ქუთაისელი

ეს აუქციონი კრახით დაამთავრდება. სხვა რამეზე უნდა ვილაპარაკო. ქალაქში დადის ქმები ჩხეტიანის უხეში ტაქტიკური შეცდომებზე. რატომ არ ათამაშებს ორ შემტევს.ღეალს ორი შემტევი ყავს, 5 არის დაცვაში. ეშინია რისკების, ეს ცუდია.

• გგჰჯ

გგ

• Gio

სულ რავა უარყოფითს წერთ დადებითს ვეუყურებთ ვერაფერს... შრომა ჭირდება ფეხბურთს შრომაა...და თქვენ დღესვე გინდათ ჩემპიონთა ლიგის მოგება

• kako

ხომ იძახდნენ ვიყიდითო და აგერ იყიდება!ხომ შეიძლება ახლა ვიგაც მაგარმა იყიდოს!თორემ ამ გუნდიტ ევროპაზე ძალიან გაგვიჩირდება!

• კოტე

სამჯერ წავიკითხე და კონკრეტულად რა იყიდება, დასკვნა ვერ გამოვიტანე )) ჯანგო, თუ ძმა ხარ, ვის რათ უნდა ევროპაში ისეთი კლუბი, რომელზეც მხოლოდ ხარჯვითი ვალდებულებებია? მართლა გგონია, რომ ვინმეს ასეთი რამე შეიძლება აინტერესებდეს?

• pablito

585 ათასი ლარი რაში უნდა გადაიხადო :D სკ ტორპედო ქუთაისი სახელში?

• qutaiseli

ვინ იყიდის და არც არავინ გიჟი უნდა იყო ეგეთი პირობებით გუნდი იყიდო ან რა გაყიდვაა ეს ვერ გავიგე.

• Jango

ეს გაყიდვა კი არა გაჩუქებაა ფაქტიურად კლუბის. აუქციონი 15 დღიანია, ის არაა საერთაშორისო,ის ფაქტიურად საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში მიდის. რატომ არ არის გაცხადებული მასზე ევროპის ქვეყნების წამყვან სპორტულ გაზეთებში?არ გსურთ მეტი კონკურენცია და მეტად ფულიანი მყიდველი? არსებობს კი აუქციონის და კლუბის დოკუმენტაციის ინგლისური, ფრანგული, ესპანურენოვანი ასლები? ან თუნდაც რუსულ და თურქულენოვანი? ეს არაა აუქციონი. ეს უბრალოდ უსინდისობაა კლუბის და მისი ისტორიის წინაშე. რატომ არაა მითითებული აუქციონის გვერდის ლინკი?

• S.P

cavikitxe didi guliskurit es punqtebi da mainteresebs tviton meria tu apirebda am punqtebis hesrulebas.

• Irakli

ამ პირობებს ვინმე დათანხმდება?! თან ქონების გარეშე იყიდება?!

• ქუთაისელი

ძლივს დაადგა საშველი აუქციონზე გატანას. იმედნი ხანი ემზადებოდნენ თითქოს სოთბის აუქციონზე გაჰქონდათ..

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი

გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?

ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]

ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს

"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება

"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა

პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]