საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრები მორიგი ნატურალიზებული უცხოელის მოლოდინშია
საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრები მორიგი ნატურალიზებული უცხოელის მოლოდინშია - საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო იტალიელმა ლუჩილა ძაპამ, ვინც 28 მაისს ნაკრების შეკრებაზეც ჩამოვა.

იტალიელს თავად გამოუთქვამს ჩვენს ნაკრებში გამოსვლის სურვილი, ქართულ მხარეს კი ჩვენი მწვრთნელის - ბესო მუმლაძის მეშვეობით დაუკავშირდა. ის 48 კილოგრამის ძიუდოისტია, თუმცა უკვე 52-ში გადასვლას ფიქრობს, რადგან წონა მოემატა.

ოღონდ ეს საკითხი ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი და ჩვენები მას კვლავაც 48-ის ძიუდოისტად განიხილავენ.

მის შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან დიდი შედეგებით არ გამოირჩევა. ვიცით, რომ 25 წლისაა, ცხოვრობს უდინეში და სწავლობს კოლეჯში, ადრე კი სლოვენიურ კლუბ "სელჯეში" გამოდიოდა.

"უკვე ოფიციალურად. ძალიან ამაყი ვარ. მადლობა რამდენიმე ადამიანს თანადგომისთვის, განსაკუთრებით იმათ, ვინც მეუბნებოდა, რომ ეს შეუძლებელია. ყველაფერს გავაკეთებ უმაღლეს დონეზე" - ეს ძაპას პირველი კომენტარია სოციალურ ქსელში, რომელიც ქართულად მთავრდება: დიდი მადლობა.

იხილეთ ლუჩილა ზაპას ფოტოები, რომელიც მისი სოციალური ქსელიდან ავარჩიეთ

ნატურალიზებული უცხოელი ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის უცხო არაა - წინა ოლიმპიურ ციკლში ჰოლანდიიდან გადმოსული ესტერ სტამი (70) ჭიდაობდა და შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლიც მოგვიტანა, პარალელურად კი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლაც გაინაღდა - ორივე მაჩვენებლით ის საქართველოს პირველი წარმომადგენელი გახდა, ვინც კი ასეთ წარმატებებს მიაღწია.

სამწუხაროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხელის ტრავმის გამო ის დაანებებს თავს ჭიდაობას, თორემ კიდევ შეეძლო სარგებლის მოტანა.

ძაპას შემთხვევაში ქართული მხარის პოზიცია ასეთია: გადმოსვლაზე უარს არ ეუბნებიან, ოღონდ შედეგების გარეშე არ დააფინანსებენ. ეს იგივე მოდელია, რაც სტამის შემთხვევაში იყო.

ქართული მხარე იტალიელის გადმობირებით ფინანსურად არაფერს კარგავს, თუმცა, იქნებ არ იყოს ურიგო, თავადაც გამოიჩინონ ინიციატივა და შედარებით ანგარიშგასაწევი სპორტსმენი გადმოიბირონ.

ბუნებრივია, ძლიერს იოლად არავინ დაგითმობს, მაგრამ გამონაკლისები მოიძებნება. მაგალითად, სულაც არ გვგონია უტოპიური ვენესუელელი ელვისმარ როდრიგესის (70) გადმობირება - ვენესუელას რაღაც ფინანსური (რამდენადაც ჩვენ ვიცით) პრობლემები აქვს საერთაშორისო ფედერაციასთან, რის გამოც აკრძალული აქვს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა, თუმცა სპორტსმენები რომ არ დაზარალდნენ, საერთაშორისო ფედერაციის დროშით გამოსვლის უფლებას აძლევს.

სწორედ ამგვარად იჭიდავა წლეულს თბილისში როდრიგესმა და მეორეზეც გავიდა. ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე აქვს მედლები პრესტიჟულ შეჯიბრებებსა და პან-ამერიკის ჩემპიონატში. თუმცა ჩვენი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ნატურალიზაციის წინააღმდეგია და ადგილობრივთა გამოზრდას ამჯობინებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაკლი ქუთაისელი
რაჟა სარციმელია თუ ეჭიდავებოდა ნეტა?
gulshematkivari
წარმატებები საქართველოს ნაკრებს! წარმატებები ლუჩილას! ვიზუალურად მართლა მაგარია!
Malkhaz
ეს მგონი საჭიდაოდ კი არა--გათხოვებისთვის მოდის საქართველოში :)

„ნატურალიზებული უცხოელი„ ეს მომეწონა ძალიან
hjk
ეს ალბათ რუსების აგენტია.შემოგზავნეს რომ ძიუდოისტი კაცების შრომის ნაყოფიერებაზე ცუდად იმოქმედოს.
kn
პარტერში ყოფილა მაგარი.
სოსო
თქვენ ხუმროთ და დაღუპავს ჩვენი ნაკრების ბიჭებს.
მიშა
კარგით, რაა... ეხლა ამის შემხედვარე ჩვენი ძიუდოისტები ივარგებენ ტურნირებზე????
llcl
მე ამირჩია სპარინგ-პარტნიორად, ესე რომ დააგვიანე არვიდას ძმაო)))
sabonis
ეუფ ძიუდოისტი უძახე შენ და ნშვენიერია სპარინგ პარტნიორი არ უდა.DDDD
judo
მაგარი გოგოა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
Daily Mail: სალაჰი და კიდევ ხუთი - "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
გოგონები ევროპისთვის მზად არიან, სტამი გვემშვიდობება, ძაპა - იკლებს
ლუჩილა ძაპა: ქართველი ვარ და ამით ვამაყობ! ეს ჩემი ოცნება იყო...
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ევროპაზე ორი ლიდერის გარეშე
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
რომაელი საქართველოში - ინტერვიუ ლუჩილა ძაპასთან