სად წავა ნიჭიერი ჰოლანდიელი?
ინგლისის ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ 25 წლის ვირხილ ვან დეიკმა ტალანტი კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩინა და იგი ახლა არაერთი გრანდის სამიზნეა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი დაშავებულია და საკმაო ხანია, ვერ თამაშობს, მისი მთხოვნელების რაოდენობა არ კლებულობს. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" უკვე ფავორიტია.

ანტონიო კონტე ვირხილს თავისი იდეებითა და გეგმებით აბრუებს და კარგ წინამძღოლობას ჰპირდება, თანაც, უკვე ჩემპიონის სტატუსით ესაუბრება. ვან დეიკს არ ეშვება ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანიც და მას "ევერტონში" ექაჩება. დაინტერესებულია "ვესტ ჰემ იუნაიტედიც", რომელმაც უკვე ჩაიგდო ხელში ერთი ექსსაუთჰემპტონელი და ვირგილის ექსმეწყვილე ჟოზე ფონტე. სცენაზე რჩება "ლივერპულიც", იურგენ კლოპს ვან დეიკით შემადგენლობის გაძლიერება ძალიან უნდა.

მოკლედ, "საუთჰემპტონს", ერთი მხრივ, გამორჩეული ფეხბურთელების შენარჩუნება-გაყიდვა აქვს სანერვიულო და საფიქრალი და მეორე მხრივ, მწვრთნელის თაობაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

მართალია, ეს ერთგვარი და მორიგი გარდამავალი სეზონი გახლდათ გუნდისთვის, ამდენი მოთამაშის წასვლის გათვალისწინებით, მაგრამ კლოდ პუელის მუშაობით ყველა ბოლომდე კმაყოფილი როდია. ფრანგმა კლუბს ლიგის თასი კინაღამ მოაგებინა, მაგრამ პრემიერლიგური შედეგი არც ისე კარგი აქვს. ამიტომაც სპეციალური შეხვედრაა ჩანიშნული, რომელზეც ყველაფერზე დეტალურად იმსჯელებენ და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ეს იმ კვირაში მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
რეკორდი "ლივერპულისთვის"? ვირხილ ვან დეიკი მერსისაიდულ კლუბში
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პრემიერლიგა. ბოლო დღის ტრანსფერები: ინგლისში ძალიან არ გაგიჟდნენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები