"ტოტენჰემის" დამრიგებელი უბრალო მწვრთნელი არ ყოფილა
ხელოვნების ნიმუშს შორიდან უნდა შეხედო, ზუსტად რომ აღიქვა. ჩვენც აქედან შევხედოთ პრემიერლიგას, იქაურ გუნდებს, პერსონებს...

...როგორ დააფრთხო "ლესტერის" შარშანდელმა "გასროლამ" პრემიერლიგის "ვიპები", მეტადრე, მანჩესტერული გრანდები. ეგრევე მწვრთნელებზე გადატეხეს ჯოხი და "იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიო მიიწვია, "სიტიმ" - პეპ გვარდიოლა, "ლივერპულმა" იურგენ კლოპი დაიტოვა, "ჩელსიმ" კი, რომელსაც შარშანდელი სეზონი სასტიკად ჩაუვარდა, ანტონიო კონტეს უხმო. თავის ადგილას დარჩნენ მაურისიო პოჩეტინო ("ტოტენჰემი") და ამათში ყველაზე მოხუცი - არსენ ვენგერი ("არსენალი").

და რა შედეგი დადგა პრემიერლიგაში? ყველაზე "ბომონდურებმა", მოურინიომ და გვარდიოლამ, ღირებულს ვერაფერს მიაღწიეს. პეპი ჩემპიონთა ლიგაში მაინც მოხვდება, ხოლ ჟოზე უკანა კარიდან (ევროპალიგა) ეცდება უპრესტიჟულეს ევროტურნირში მოხვედრას...

ჩემპიონი კი, თავის პირველივე ინგლისურ სეზონში, გახდა კონტე, ხოლო მეორე ადგილი გაინაღდა პოჩეტინომ, ვინც ჯერ ვერ იმკვიდრებს ადგილს "ბომონდში", მაგრამ ბევრიც არაფერი უკლია. არგენტინელს ახლა ერთი დიდი გამარჯვება სჭირდება, რომ აღიარონ. ამისთვის, მარტო ჩემპიონთა ლიგის საგზური არ კმარა...

ვინ იყო პოჩეტინო "ტოტენჰემამდე"? პერსპექტიული მწვრთნელი, რომელმაც ნორმალურად იმუშავა "ესპანიოლსა" და "საუთჰემპტონში". სხვათა შორის, "მამლების" უფროსებს მაშინ არც უფიქრიათ, დიდი ფული გადაეხადათ მწვრთნელში. და შემადგენლობა? ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული: "განვითარდი გუნდთან ერთად"! - ასეთი მითითება მიიღო პოჩეტინომ "ტოტენჰემთან" დამოყვრების დღეს.

და ვითარდება! ეს ეტაპი ბრწყინვალეა - ზედიზედ მეორე სეზონია, "ტოტენჰემი" მყარად ზის პრემიერლიგის პირველ სამეულში. შემადგენლობაში უფრო მეტი ინგლისელი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ კონკურენტს. ახლა საფეხბურთო ენერგეტიკას არ იკითხავთ? თვით ჩემპიონ "ჩელსისაც" შეშურდება, მაგალითად, ამ ახალგაზრდული ტრიოსი - დელე ალი, ჰარი კეინი და კრისტიან ერიქსენი.

ანუ დღევანდელი "ტოტენჰემი" უკვე არის სანიმუშოდ განვითარებადი გუნდი, რომელიც გზადაგზა ხელშესახებ შედეგებსაც იძლევა. სატრანსფერო პოლიტიკაც საინტერესოა. თუ თქვენ მიხვალთ "ტოტენჰემის" მენეჯერთან რომელიმე ფეხბურთელის საყიდლად, ის ფულზე არ დაგიწყებთ ვაჭრობას, არამედ დაფიქრდება - რამდენად უღირს კლუბს გარიგება სპორტული თვალსაზრისით? ფინანსურად კი ყველაფერი "აჟურშია", ეს არ არის პრობლემა - ეს დირექტივაც, რა თქმა უნდა, "ზემოდან" მოდის.

პოჩეტინოს ერთი უპირატესობაც აქვს თავის ზოგიერთ კოლეგასთან. მაგალითად, გვარდიოლა ცდილობს, ყველგან თავისი ძლევამოსილი "ბარსელონას" კლონი გააკეთოს. ანალოგიური იდეის ტყვეობაშია კლოპიც, რომელსაც ძალიან უნდოდა, "ლივერპულს" სამი-ოთხი წლის წინანდელი "დორტმუნდივით" ეფრინა, მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდურად გამოსდიოდა...

ვენგერი დარჩა ვენგერად და, ამავე დროს, დიდ გამოცანად - ახლაც შესანიშნავი რესურსია მის ხელთ, მაგრამ ადრე ჩემპიონთა ლიგაში მაინც თუ ახერხებდა გაძვრომას, ახლა ეს პერსპექტივაც ძალზე სათუოდ (თითქმის უიმედოდ) მოუჩანს.

მოურინიო ძალიან დაბნეული ჩანდა "იუნაიტედში" - მთელი სეზონის განმავლობაში ვერა და ვერ დაალაგა შემადგენლობა. ერთადერთი, გუნდმა მის ხელში ისწავლა, როგორ არ უნდა წააგოს თამაში. კი ბატონო, ეს ჟოზეს თანამდევი და უკვდავი ცოდნაა, მაგრამ განა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ეს საკმარისია?

ერთადერთი თვითმყოფადი მწვრთნელი, რომელიც ცალკე არც ერთ მათგანს არ ჰგავს, მაგრამ თან კოლეგების რაღაცნაირი ნაზავიცაა, სწორედ პოჩეტინოა. ის ახლა ამკვიდრებს თავის ტრენდსა და იმიჯს, საფეხბურთო იდეებს... ყველა რომ გააკვირვა კონტეს სამკაციანი დაცვის ეფექტმა, პოჩეტინოს არსენალში ეს მოდელი ყოველთვის იყო და არაერთხელაც გამოუყენებია თუნდაც გასულ სეზონში.

მაგრამ ეს არ არის მისთვის დოგმა - იყენებს მაშინ, როცა ამის საჭიროებას ხედავს, საბაზისო სქემად კი პოპულარული 4-2-3-1 აქვს არჩეული.

ერთი სიტყვით, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ 45 წლის პოჩეტინო გახდეს პირველი - პირველთა შორის. მისთვის ჯერ ადრეა მშობლიური არგენტინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნაკრებში მუშაობა, სადაც მას სიამოვნებით გაუღებდნენ კარს...

ის, ალბათ, უარს ეტყვის "ინტერსაც", სადაც ახალი სეზონიდან სურთ მისი ხილვა (ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს გუშინ ცალკეულმა სააგენტოებმა). პოჩეტინოს უახლოესი მიზანი "ტოტენჰემთან" ერთად პრემიერლიგის მოგებაა და ამ მწვერვალის დაპყრობას ეცდება მომდევნო სეზონშიც.

პრინციპში, კაცმა რომ თქვას, სადაც "ლესტერმა" შეძლო, რატომ ვერ უნდა მოახერხოს "ტოტენჰემმა"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"ჩელსიმ" პოჩეტინოს შემცვლელი შეარჩია
პოჩეტინომ სანაკრებო დონეზე გადაინაცვალა - არგენტინელი აშშ-ის 2026 წლის მუნდიალზე საშინაო კედლებში გაწვრთნის
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"ჩელსიმ" პოჩეტინო გაათავისუფლა
"ჩელსის" ფანებს მოურინიოს დაბრუნება სურთ - ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი ჩანს
ცნობილია, რატომ არ ათავისუფლებს "ჩელსი" მაურისიო პოჩეტინოს
"მანჩესტერმა" პოჩეტინო გამორიცხა - "იუნაიტედს" ტენ ჰააგის ბედი ჯერ არ გადაუწყვეტია
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა