სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში უნდა დასრულდეს
მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, 2014 წელს ტყიბულში 9770 ადამიანი ცხოვრობდა. კომუნისტების დროს მეტი მოსახლე იყო - 25 ათასი. თუმცა, ამის გათვალისწინებითაც, 45 წლის წინ, დიდი ტევადობის ულამაზესი სტადიონი ააშენეს, რომლის ხის სკამებზე 17 ათასი მაყურებელი ეტეოდა და ძალიან კომფორტული იყო საყურებლად, რადგან ტრიბუნები მოედანს ზევიდან დაჰყურებდა.

ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა პერიოდში "მეშახტეზე" ისეთი კარგი საფარი იყო, ტყიბულელები თბილისის "დინამოს" არენაზე ნაკლებ მოედანზე არ თამაშობდნენ. არენა ხშირად ივსებოდა - იმიტომ, რომ ამ იმერულ რაიონში ფეხბურთი უყვართ და ტყიბულის "მეშახტეს" თამაშზე გულშემატკივარი მეზობელი რაიონებიდან ჩადიოდა.

მაგრამ დრო გავიდა და ტყიბულის ულამაზესი სტადიონი გავერანდა და ბრწყინვალება დაკარგა. სულ იყო ლაპარაკი, რომ აღადგენდნენ, გაარემონტებდნენ და ინდივიდუალურ სკამებს დაამონტაჟებდნენ, მაგრამ... დრო გადიოდა, სტადიონი კი გავერანდა.

არადა, ტყიბულში ულამაზესი ბუნებაა და მისი ყველა მნახველი ამბობდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი გამოსარჩევი სტადიონი ექნება, რომ შესაძლებელია მოსამზადებელი ცენტრის შექმნა, სადაც ვარჯიშს კლუბები კი არა, ნაკრებიც ისურვებს და ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებებიც ითამაშებენ. მთავარი ელემენტარული საკითხების მოწესრიგება გახლდათ - სადრენაჟო სისტემის მოგვარება და გასახდელების, საშხაპეებისა და მსაჯებისა და დელეგატის ოთახების აშენება.

სხვათა შორის, შარშანწინ ტყიბულში სტუმრად ჩამოსულმა რუსმა ფოტოგრაფებმა სტადიონი გადაიღეს და ამჟამინდელი მდგომარეობის მიუხედავად, ისე მოეწონათ, რომ დღემდე ინტერნეტგამოცემა Russianteam-ის მთავარ გვერდს ამშვენებს.

შევიტყვეთ, რომ ტყიბულის სტადიონის რემონტი დაიწყო და "მეშახტემ" ბოლო 2 საშინაო შეხვედრა ვანის ცენტრალურ სტადიონზე გამართა. კლუბში კი სიახლეები გვაცნობეს: სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

რემონტდება ლოჟა, საშხაპეები, მსაჯების ოთახი, საპირფარეშოები, ტრიბუნაზე 700 ინდივიდუალური სკამი მონტაჟდება, არენა შემოიღობება, შეიცვლება კარები...

რაც უფრო მალე დასრულდება ეს პროცესი, მით უკეთესი, რადგან საქართველოს აქვს მშვენიერი პოტენცილი, რომ ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპის ცენტრად გადაიქცეს. თუკი ზამთარში კვიპროსსა და თურქეთის სანაპიროებს კლიმატით ვერ გავეჯიბრებით, ზაფხულში ამის ბევრად მეტი შანსი გაგვაჩნია, მაგრამ ქვეყანას ამ შემოსავლის მიღებაში ინფრასტრუქტურის არქონა უშლის ხელს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამუკა
ქვევიდან რომელს მოედანს ამოჰყურებს ნეტა ტრიბუნები??? :))))
lasha
გარინჩა ერთი აქ მევასებოდა სტატიების კითხვა მარა ნელნელა მსოფლიო სპორტზე გავდავდივარ აქ თუ ლოგიკური აზრი გამოთქვი ეგრევე ბლოკავენ შენს კომენტარებს მიკვირს შენი აზრი როგორ დაგაფიქსირებინეს ალბათ ადმინს არ უნახავს კომენტარი ისეე გაუშვეს ისაც კი ეზარებათ ვინ რას აკომენტარებს ის წაიკითხონ ამათაც მილიონობით დამკომენტტარებელი არ ყავდეთ
გარინჩა
ახლა ადგნენ და სურათი შეცვალეს :) მეტი ვერაფერი მოიფიქრეს კოლეგის გასაპრავებლად.თუმცა ტექსტი ისევ მათ ამხელს :) ვაიმე რა დღეში ხართ ქართველო ჟურნალისტებო.საცოდაობაა თქვემი ყურება რა.
dave
მშვენიერია. რაჭველებსაც დაუთმონ ხანდახან და ითამაშონ ამ მოედანზე. რაჭველებისთვისაც კარგი იქნება, ტყიბულიც კარგ საქმეს გააკეთებს და სტუმარი გუნდისთვიც კმაყოფილი იქნება.
გარინჩა
სტატია არასწორია,მოუმზადებელი და მითუმეტეს არანაირად არ ეხება ტყიბულის ამ დიდებულ სტადიონს,რომლის სურათიც აქ განათავსეთ. მაგ სტადიონის რემონტი ჯერ არსად არ არის გაწერილი,არც დაფინანსებაა მისთვის გაწერილი და რა უნდა მაგ სტადიონზე 700 სკამს? რა ხეირია? :) გადაამოწმე ტყიბულში რა რემონტდება და როგორ გამოიყურება ის რასაც არემონტებენ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ხობის "კოლხეთის" კაპიტანმა "მეშახტეს" ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა [VIDEO]
ეროვნულ ლიგა 2-ში "თელავი" და "ნორჩი დინამო" დაწინაურდნენ
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
ეროვნული ლიგა 2. IV ტური: ლანჩხუთის "გურიამ" უხვგოლიან მატჩში "ზუგდიდს" სძლია
წლის ეგზოტიკური ტრანსფერი - ტყიბულის "მეშახტეში" იაპონელი ფეხბურთელი ითამაშებს