ვიცი, როგორიც არის საფეხბურთო სამყარო, მაგრამ რა გინდა, რომ დაუპირისპირო?!
იყო თუ არა "მანჩესტერ სიტის" სეზონი წარმატებული? ამ თემაზე ექსპერტები კიდევ ბევრს იკამათებენ. მაგრამ კამათი სრულიად ზედმეტია კევინ დე ბრუინის შეფასებისას - ეს ის ფეხბურთელია, რომლისთვისაც სეზონი ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო...

26 წლის შემტევ ნახევარმცველს "სიტის" 22 გოლში უდევს წილი (6 გოლი, 16 საგოლე პასი), რაც შესანიშნავი შედეგია და თანაგუნდელებს შორის ბადალი არ მოეძევება, პრემიერლიგაში კი დელე ალისა ("ტოტენჰემი") და გილფი სიგურდსონის ("სუონსი") მაჩვენებლების იდენტურია...

მაგრამ დე ბრუინს მარტო პერსონალური კი არა, გუნდური ტიტულებიც სწყურია, როგორც პრემიერლიგის, ისე - ევროპის მასშტაბით. ამ და სხვა თემებზე ბელგიელმა "ფრანს ფუტბოლთან" ინტერვიუში ილაპარაკა...

- ვიცით, რომ ვერ იტანთ წაგებას და პარტნიორებთანაც ხშირად გაქვთ უთანხმოება ამის გამო...

- (იცინის) მართალი ხართ. ბავშვობიდან ასეთი ვარ. თუმცა მაშინ უფრო შეურიგებელი ვიყავი მარცხთან, ახლა არ მაქვს უფლება, მუდმივად ემოციებზე ვიყო დამოკიდებული. დღეს, როცა ყოველ მესამე თუ მეოთხე დღეს თამაში გიწევს, გრძნობებში ვერ ჩაეფლობი, მორჩება თუ არა ერთი რომელიმე თამაში, მაშინვე მომდევნოზე უნდა იფიქრო. ემოციებთან ბრძოლისთვის დრო აღარ გრჩება...

- მოედანზეც მშვიდად ხართ...

- მეც ვიზრდები, მამა გავხდი ბოლოს და ბოლოს...

- ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდით, როცა სახლიდან წახვედით და მშობლებისგან დამოუკიდებლად დაიწყეთ ცხოვრება. ალბათ, ამან იქონია გავლენა იმაზე, რომ ადრეულ ასაკშივე "დაბრძენდით"...

- პირველი წელი ძალიან მძიმე გამოდგა. 13 წლის ვიყავი, მარტოობა მტანჯავდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ოჯახში ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც გაორებული გრძნობა მქონდა... 18 წლის რომ გავხდი, მარტო გადავედი საცხოვრებლად, საკუთარი თავის პატრონი გავხდი, სარეცხი, საჭმლის მომზადება... ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი გახდა... მაგრამ არ ვწუწუნებ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი დამოუკიდებელი იყოს და თავის თავს მიხედოს, სხვანაირად არ გამოვა...

- ხშირად გითქვამთ ისიც, რომ ფეხბურთი თქვენთვის მხოლოდ თამაში და გართობაა, მაგრამ მოედანზე ბავშვივით გართობა არ არის სოლიდური საქციელი...

- გეთანხმებით, მაგრამ ფეხბურთი ჩემთვის მაინც გართობად იქცა. მახსოვს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონა" 3:1 რომ დავამარცხეთ, ვითომც არაფერი, თითქოს, ეს იყო "ვესტ ბრომვიჩი", რომელსაც რამდენიმე დღით ადრე 4:0 მოვუგეთ. საპასუხისმგებლო თამაშია თუ არა, ყოველთვის ასეთი ვარ. არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც მოგების შემდეგ ღრუბლებში დაფრინავენ, მაგრამ საკმარისია ერთი წაგება და ამისგან კატასტროფას ქმნიან. არ მიყვარს მოვლენების დრამატიზება და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი პლუსია.

- "ჩელსიში" ხშირად სკამზე იჯექით. როგორ ფიქრობთ, მწვრთნელი არასერიოზულად უყურებდა ფეხბურთელს, რომელშიც კლუბმა სულ რაღაც 8 მილიონი ევრო დახარჯა?

- საერთოდ, პროფესიულ ფეხბურთში ასეა. როცა ფეხბურთელში 50 მილიონია გადახდილი, მწვრთნელი ვალდებულია, სწორედ ის ათამაშოს. 8 მილიონი ბევრისთვის - თქვენთვის, ჩემთვის - შეიძლება, დიდი ფული იყოს, მაგრამ ფეხბურთის საზომით სასაცილო თანხაა, განსაკუთრებით აქ, ინგლისში.

- გწყინდათ ასეთი დამოკიდებულება?

- რა თქმა უნდა! ასე მეგონა, რომ მომატყუეს, თან არავინ არაფერს მეუბნებოდა, არ მიხსნიდა, რატომ ხდებოდა ასე... თუმცა დღეს ნამდვილად არ ვნანობ, "ჩელსიში" რომ გადავედი, იქ ბევრი მეგობარი შევიძინე და დავაგროვე გამოცდილება, და არამარტო საფეხბურთო კუთხით, რაც "ვოლფსბურგშიც" ძალიან გამომადგა და "სიტიშიც". აქ ადაპტაციისთვის დრო აღარ დამჭირვებია.

- ...თან "მანჩესტერ სიტიმ" თქვენს ტრანსფერში თითქმის 80 მილიონი ევრო გადაიხადა. იგრძენით სტატუსში სხვაობა?

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს მე არ მეხება, ჩემი საქმეა თამაში. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება - ერთ დღეს თუ დაფრინავ, მეორე დღეს მიწაზე ენარცხები.

- "ოქროს ბურთის" კანდიდატებს შორის მოხვედრა სასიამოვნო გრძნობაა?

- ცხადია, სასიამოვნოა. ესე იგი, კარგად ვაკეთებ საქმეს, მაგრამ რომ გითხრათ - ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა-მეთქი, რა თქმა უნდა, ასე არ არის.

- რაზე ოცნებობთ?

- იმაზე, რაზეც ფეხბურთელი უნდა ოცნებობდეს. არ ვიტყვი, რომ წელს ჩემპიონები გავხდებით, მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, მერე თასს... ეს არ იქნება სერიოზული. უბრალოდ, მინდა, რომ ყველანაირ ჯილდოს გავუგო გემო.

- ასე ამბობდა მაიკლ ოუენი 2001 წელს, სხვათა შორის - თქვენი კუმირი...

- კედელზე ბევრი პოსტერი არ მქონდა გაკრული, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად იყო ოუენი.

- ის არასოდეს ყოფილა ინგლისის ჩემპიონი, სამაგიეროდ, ყველა სხვა ტურნირი მოგებული ჰქონდა, "ოქროს ბურთიც" კი...

- მეც მინდა, ეს ტურნირები მოვიგო, მაგრამ - თანდათანობით, თან მხოლოდ "მანჩესტერ სიტისთან" ერთად!

- მართალია, თითქოს "ჩელსიში" ყოფნისას ჟოზე მოურინიოს მოსთხოვეთ, რომ ვარჯიშები გულშემატკივრებისთვის ღია ყოფილიყო?

- მართალია, ასე იყო... ეს მოვითხოვე იმიტომ, რომ ერთხელ რაღაცაზე მითხრა - ეს არასწორად გააკეთეო. ადვილია, რაღაც დაგაბრალონ, მერე შენ უნდა ამტკიცო, რომ მართალი ხარ... რაც არ უნდა მეთქვა, მოურინიო ყოველთვის იტყოდა, რომ მე ვიტყუები და ამას ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებდა... საერთოდ, რასაც ვფიქრობ, იმას ხმამაღლა ვამბობ.

- და მაინც, საიდან მოგივიდათ თავში აზრად, რომ 23 წლისას მემუარების წერა დაგეწყოთ?

- ჩემ გარდა, ვის შეუძლია მოჰყვეს იმაზე, თუ რა ცხოვრება გამოვიარე 12-13 წლის ასაკიდან. ჯერ ბავშვი ვიყავი, როცა ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში. როცა 14 წლის ბიჭი უფროსს ეუბნება - "აღარ მინდა აქ ცხოვრება, მივდივარ გენკში"! - ძნელია, ეს გაიგო. მშობლებს რომ ჰქონოდათ ჩემი მარტო ყოფნის სურვილი, სხვა საქმეა, მაგრამ ეს ჩემი ნაბიჯი იყო, ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ამის არავის სჯეროდა. ამიტომაც გადავწყვიტე, წიგნის საშუალებით ამეხსნა ჩემი მოტივები.

-როგორ გგონიათ, გაიგო ხალხმა ეს მოტივები?

- ვიცი, როგორიც არის საფეხბურთო სამყარო. ხანდახან პრესა ისეთ ტყუილს წერს!.. მაგრამ რა გინდა, რომ დაუპირისპირო? უძლური ხარ! ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ იწყებოდა ჩემი კარიერა. 26 წლის ვარ, მაგრამ ცხოვრებაში უკვე იმდენი გადავიტანე... თუ ეს წიგნი ვინმეს რამეში გამოადგება, ძალიანაც კარგი, ესე იგი, ტყუილად არ მიშრომია.

- როდის გამოვა კევინ დე ბრუინის ბიოგრაფიის მეორე ტომი?

- (იცინის) ამაზე ჯერ არ მიფიქრია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს